Jump to content
Club-Monadire.Ge

ეკოლოგია-ბუნების(გარემოს) დაცვა.


Recommended Posts

გაიხარე რამაზ!!!

 

უღრმესი მადლობა!!! :friends:

 

 

მართლაც სუპერნატურალნი ხარ! :)

 

 

 

P.S.

 

ეს თემა აქ გადმოვიტანეთ თევზაობის განყოფილების თევზაობის ქვეგანყოფილებიდან.

Link to post
Share on other sites
  • Replies 453
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

caucasica   მითქვია, ვამბობ და ვიტყვი, გიორგი სულამანიძე საქვეყნო საქმეს ემსახურება და კბილებით იცავს ბუნებასთქო.   გიო, სხვა რამეში საქმე ძმაო.   ეს ვიდეო ადრე ვნახე და აქაურ ძმებს არ ვაჩვენე,

სალამანდრა, ერთიანი კანონი მე მგონი არ არის, ინდივიდუალურია თითოეული წყალსატევის მიხედვით. მე პირადად დასავლეთ კანადაში ო'ჰარა-ს ტბაზე 200 მეტრზე კი არა კილომეტრნახევარზე არ მიმიშვეს. სახელმწიფო ავტობ

Posted Images

ჩვენი ძმის რამაზის მეშვეობით ეს უმნიშვნელოვანესი თემა მთავარ გვერდზეა და აწი მას გაცილებით მეტი ფორუმელი და ფორუმის სტუმარი ნახავს ....დაუშვათ ფოტო და ვიდეო მასალა......

Link to post
Share on other sites

დღეს იყო ბოლო დღე.

 

ვერცერთ სავაჭრო პუნქტში ცელოფანის პარკს ვეღარ ნახავთ, მთელს ქალაქში აიკრძალა.

 

თუ როგორ იყრება დახარისხებული ნაგავი, არ დავიზარებ და ფოტოსესიას მოგართმევთ.

 

პ.ს. რაღა ათასი ურჯულობა შეათრიეს მაგ დალოცვილ მიწაზე, რამდენი კარგი რამის გაკეთება შეიძლებოდა და შეიძლება დღესაც.

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

რავი ბიჭებო რა გითხრათ.

 

სამწუხაროდ ვერ შემოვდივარ ხშირად,მაგრამ ეს რომ არ გადამეღო და თქვენთვის არ მენახებინა ალბათ ვერ შევძლებდი :karochera:

 

მოკლეთ ყველას გეცოდინებათ შაორის მიმდებარე ტერიტორიები :scratchchin: იქ ისეთი ამბავია გული დაგეწვება კაცს.

 

დღეს გავიარე და გადავიღე იმ ტყის მასივის ფოტო და ვიდეო მეორე ხიდის შემდეგ რომაა უძველესი ტყის მასივი.ის ფაქტიურად უკვე განადგურებულია.ეხლაც მიდის ხეტყის ჭრა.

 

ასევე მეორე ხიდთან გაბმული უამრავი ბადეები. :karochera:

 

ეხლა ფოტოს დავდებ და ვიდეოსაც ვტვირთავ.

 

იმდენად განადგურებულიაე ტყე გზის პირას უკვე გზაზე ღვარცოფეფი ჩამოდის.

 

3919c1e74c1e.jpg

 

d120463be6ad.jpg

 

e29562ccd9d7.jpg

 

e8b70c4c4f38.jpg

 

1a84623855da.jpg

 

141803cd3458.jpg

 

1db8d8522e64.jpg

 

5276f9e0bda3.jpg

Link to post
Share on other sites

ეჰ დავითა,მაგ ბადეების გამო მე რამდენჯერ გავათენე ტყუილა ქვაზე მანდ ვინ იცის !!

 

თევზი არ მოვიდა,გათენდა და აღმოვაჩინე რომ აკვარიუმში ვთევზაობ,ყველა მხრიდან ბადე მქონდა შემორტყმული !!

რამდენ კილომეტრს შევდიოდი ტყეში ფეხით მეორე ხიდის მარჯვენა მხრიდან იქნებ აქ მაინც არ მოწვდეს ბრაკების ხელითქო მაგრამ სამწუხაროდ უკვე მთელ სიგრძეზე ამბავენ ბადეს რამდენიმე ადგილას !! :karochera:

 

უპატრონო ქვეყანაში ვცხოვრობთ სამწუხაროოდ!! :karochera:

Edited by ქუთათური
Link to post
Share on other sites

როდის უნდა მიხვდეს ჩვენი ხალხი, თუ რამხელა საჩუქარი უბოძა ღმერთმა ჩვენი ბუნების სახით? :karochera:

 

მილიონობით დოლარს ხარჯავენ რომ ტყეები გააშენონ, ესენი კიდევ ას წლოვან ხეებს ჩეხავენ.

Link to post
Share on other sites

ამ ვიდეოს ნახვას და გაგებას ბევრი იტალიურის ცოდნა არ დაგჭირდებათ.2 კვირის წინ ვიყავი აქ,უდაბნო იყო 100 წლის წინ და 100 წელი დასჭირდათ ამ დონემდე რომ მოეყვანათ.ნაციონალური პარკის სტატუსი აქვს მინიჭებული,3 რეგიონის საზღვარზეა და ამ რეგიონების მოსახლეობისთვის უდიდესი მნიშვნელობის ტურისტულ ობიექტად არის ქცეული

 

 

 

ესეც ჩემი გადაღებული სურათები.

b3deda001792.jpg

 

3be6a754d784.jpg

 

1e59aca5b288.jpg

 

36a36d03e76c.jpg

 

b327446e905c.jpg

 

dac09a2f03ae.jpg

დავითის ვიდეო და სურათები რომ ვნახე მაგიტომ გადავწყვიტე ამის დადება,დასკვნები თქვენ გამოიტანეთ...

Edited by pescatore
Link to post
Share on other sites

 

მოკლედ, ვიღაც უსაქმურსა და უტვინოხერხემლიანს მოუვიდა თავში რომ მთის რაჭას დაუპირისპირდეს და შეუცვალოს საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ცხოვრების წესი და ყოფა. მდინარე რიონზე, სოფელ უწერის თავზე, გლოგისა და ჭიორის გზაგასაყარზე, ადგილ საგლოლოზე, უნდათ რომ ააშენონ 140 მეტრიანი კაშხალი, რომლის სიგრძეც იქნება დაახლოებიტ 8-9 კმ, ეს გამოიწვევს მთის რაჭის სრულ პარალიზებას და ანექსიას, ჯერ ისედაც ის ხალხი მიტოვებულია ბედიანაბარა, ეს პროექტი სულ ბოლოს მოუღებს მათ ყოფას დაიტბორება სახნავ-სათესები, გზა-კვალი, საძოვრები და სათიბები. ჭიორის ჭალა სავსეა კალმახით, ეს ჭალაა რიონის კალმახის საქვირითო ადგილი, დამბის პირობებში შეწყდება თევზის მიგრირება ქვემო დინებებში რაც გამომიწვევს კალმახის კვების რაციონის შემცირებას(ამათაც უცებ თევზგამტარებით არ დაიწყონ გეგმის შესრულება), რაც შემდგომ გამოიწვევს ამ კანიბალი თევზის ნელნელა შემცირებას და მერე მართლა უწითლეს წიგნში იქნება შესაყვანი. ეს რაც რაჭას ადგება ზიანი, ახლა რაც მთლიანად დასავლეთ საქართველოს, მოგეხსენებათ ონის რაიონი სეისმურად ყველაზე აქტიური ზონაა საქართველოში, ღმერთმა არ ჰქნას და კიდევ მოხდეს ძლიერი მიწისძვრა, მილიარდობით კუბური მეტრი წყალი ჩარეცხავს მთელს რიონის ხეობას და ჩაიტანს ზღვაში. იმისმაგივრად რომ ამ საზრვრისპირა სოფლებს დაეხმარონ, გზა-კვალი დაემგავსოს გზა-კვალს, ასეტი სისულელეებით აგიჟებენ ხალხს, რაჭა უნდათ მარტო კაშხლებითვის და გაყიდული ელ.ენერგით მიღებული ფულისთვის.

რომ იცოდეთ რა ხდება დემოგრაფიის მხრივ ონის რაიონში, 5000 კაცია მთელ რაიონში, ქართლის ან კახეტის ერთ დიდ სოფელში იქნება ამდენი ხალხი, ხოდა იფიქრეს ალბათ ბარემ ბოლო მოუღოთო და ეს კვერცხობა მოიფიქრეს.

post-189-0-54307300-1377361329_thumb.jpg

Edited by ქორიჯი
Link to post
Share on other sites

გაგიკვირდებათ და ვაპირებ კურსების გავლას, სადაც საფუძვლიანად შევისწავლი გარემოს დაცვის ყველა ნიუანსს.

ეხლაც არა მიშავს, ბლომად რამე ვიცი, რაც ჩვენს ქვეყანას წაადგება სასიკეთოდ.

 

ძალიან მომწონს და მიყვარს ჩემი საქმე, რომლითაც ეხლა ვარ დაკავებული, კერძოდ მშენებლობა, მაგრამ ჩვენს სიტუაციას რომ ვუყურებ, ვერა ვარ კარგად.

 

ნათქვამი მაქვს და შევასრულებ.

 

უხელფასოდ ვიმუშავებ 6 თვე, ჩემი ხარჯებით დავფარავ ყველანაირ გადასახადს, მომცენ იმის საშუალება რომ სათევზაო და სანადირო რეგულაციები შემოვიტანო და მოქმედებაში გავუშვა.

 

მივაწყნარებ ბევრ უტვინოს. :vinsent:

 

პ.ს. ექვს თვიანი ლექციებია, დღეში 2 საათი, გადაწყვეტილი მაქვს დავხარჯო ჩემი დრო ამ საქმისთვის.

Link to post
Share on other sites

გაგიკვირდებათ და ვაპირებ კურსების გავლას, სადაც საფუძვლიანად შევისწავლი გარემოს დაცვის ყველა ნიუანსს.

ეხლაც არა მიშავს, ბლომად რამე ვიცი, რაც ჩვენს ქვეყანას წაადგება სასიკეთოდ.

 

ძალიან მომწონს და მიყვარს ჩემი საქმე, რომლითაც ეხლა ვარ დაკავებული, კერძოდ მშენებლობა, მაგრამ ჩვენს სიტუაციას რომ ვუყურებ, ვერა ვარ კარგად.

 

ნათქვამი მაქვს და შევასრულებ.

 

უხელფასოდ ვიმუშავებ 6 თვე, ჩემი ხარჯებით დავფარავ ყველანაირ გადასახადს, მომცენ იმის საშუალება რომ სათევზაო და სანადირო რეგულაციები შემოვიტანო და მოქმედებაში გავუშვა.

 

მივაწყნარებ ბევრ უტვინოს. :vinsent:

 

პ.ს. ექვს თვიანი ლექციებია, დღეში 2 საათი, გადაწყვეტილი მაქვს დავხარჯო ჩემი დრო ამ საქმისთვის.

გადაწყვეტილება მომწონს მარა მოგცემენ მაგის საშუალებას ეს დედა მ...ბი?
Link to post
Share on other sites

გაგიკვირდებათ და ვაპირებ კურსების გავლას, სადაც საფუძვლიანად შევისწავლი გარემოს დაცვის ყველა ნიუანსს.

ეხლაც არა მიშავს, ბლომად რამე ვიცი, რაც ჩვენს ქვეყანას წაადგება სასიკეთოდ.

 

ძალიან მომწონს და მიყვარს ჩემი საქმე, რომლითაც ეხლა ვარ დაკავებული, კერძოდ მშენებლობა, მაგრამ ჩვენს სიტუაციას რომ ვუყურებ, ვერა ვარ კარგად.

 

ნათქვამი მაქვს და შევასრულებ.

 

უხელფასოდ ვიმუშავებ 6 თვე, ჩემი ხარჯებით დავფარავ ყველანაირ გადასახადს, მომცენ იმის საშუალება რომ სათევზაო და სანადირო რეგულაციები შემოვიტანო და მოქმედებაში გავუშვა.

 

მივაწყნარებ ბევრ უტვინოს. :vinsent:

 

პ.ს. ექვს თვიანი ლექციებია, დღეში 2 საათი, გადაწყვეტილი მაქვს დავხარჯო ჩემი დრო ამ საქმისთვის.

 

 

გიორგი მაგ კურსი მხოლოდ იმისთვის დაგჭირდება ხელზე რომ გქონდეს რამე საბუთი,თუარა შენი გული რომ ვიცი და საქმის მიმართ მიდგომა,სულ არ დაგჭირდება მაგ კურსის გავლა,და თან ეგ კურსი ძალიან ბევრ საკითხებში ვერ იმუშავებს საქართველოში უბრალო მიზეზის გამო....მთავრობის და ხალხის გულგრილი მიდგომა ასეთ უდიდეს საკითხში რასაც ბუნების დაცვა ქვია.

მე პირადად დარწმუნებული ვარ რომ აქ საკმაოდ ბევრი ისეთი ხალხია ვისაც რადიკალურად შეუძლია ყველაფრის შეცვლა უკეთესობისკენ ამის საშუალება რომ მისცენ,რათქმაუნდა გიორგი შენი ჩათვლით კიარა და შენი მეთაურობით ვიტყოდი,მაგრამ რაც უფრო დრო გადის მით უფრო მიპყრობს პესსიმიზმი ახალი მთავრობის მიმართ...არ უნდათ იმ ხალხის მოსმენა ვინც არის ამ საქმეში ჩახედილი,არ უნდათ აიღონ ინფორმაცია პირველი ხელიდან,გლობალურ საკითხებზე საუბრობენ როდესაც ელემენტარული საკითხები გვერდზე აქვთ მიგდებული.ახლა კიდე ახალი არჩევნების შემდეგაც თუ არაფერი არ შეიცვალა ეკოლოგიური კატასტროფის გამოცხადება მოუწევთ მთელს საქართველოში :karochera:

 

იმედია ვცდები......

Link to post
Share on other sites

კაია აქ ვწეროთ და ვიკითხოთ.ეს ქვეყანა ჩვენია და იმ ხალხთან მივიდეთ ვინც ვალდებულია რომ ამას მიხედოს,ვისაც ამის მისახედად ფულს ვუხდით.ყველა მივიდეთ,შევთავაზოთ ჩვენი მოსაზრებები და დახმარება ამ საკითხში.ყველა ფორუმელებს ვთხოვოთ და დაგვიდგებიან გვერდში,არაფორუმელიც წამოვიყვანოთ თითო ოროლა მონადირე საახლობლო და ეგ არის.ამის გაკეთება არ გვინდა,არ გვინდა და ვუყუროთ როგორ კაიფობენ სხვები ბუნების დედის ტყ...ის ხარჯზე

Link to post
Share on other sites
  • 5 weeks later...

ყოჩაღ ნაირა გელაშვილს. გვერდით ვუდგავარ ხაიშელებს. მშობლების და წინაპრების საფლავები, ეკლესიები, სოფლები...წარმოიდგინეთ წყალქვეშ და მიხვდებით რამხელა უბედურებაა. გამოსავალი პატარა ჰესებია. საქართველოს არა აქვს გიგანტური ჰესების ტერიტორია.

 

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2&seekTime=23-09-2013+23%3A44

Link to post
Share on other sites

პირადად მე არასდროს ვყრი ნაგავს ქუჩაში, ცხონებულმა მამაჩემმა ბავშვობაში ისე შემარცხვინა რომ დღემდე ძაღლის ნაკბენივით მახსოვს, სიგარეტს მე არ ვეწევი და ძრითადად მწეველები აბინძურებენ. თუ ბავშვობიდან არ მიაცვიე ადამიანს ეს საკითხი, მერე ძნელია უკვე. სახლში რომ მოვდივარ ჯიბეები სავსე მაქვს ხოლმე "ნაგვით" :haha:

 

პ.ს. "მეცნიერებმა" დაასკვნეს რომ ნაგვის ქუჩაში დაყრა ფსიქოლოგიური მოვლენაა და მთავრობის მიმართ შინაგანი პროტესტი იწვევს, ამიტომაცაა რომ განუვითარებელ ქვეყნებში ეს დიდი პრობლემაა.

Link to post
Share on other sites

BROWNING

იმისათვის რომ ნაგავი ქუჩაში არ დაყარო უპირველესყოვლისა ნაგვის ურნა უნდა არსებობდეს და მის ძებნაში არ უნდა ხარჯავდე ნახევარ საათს.მე თბილისი მაქვს მხედველობაში.უფრო პატარა მასშტაბის ქალაქებზე საერთოდ არა მაქვს საუბარი.ეს ახლანდელი ჩემი ხანმოკლე ვიზიტიდან საქართველოში.....

Link to post
Share on other sites

თბილისში ნამდვილად მომრავლა ურნები. თუ ნაგვის დაყრა არ გინდა არც დაყრი, ტყეები სავსეა ნაგვით, ჩაყარე ცელოფნის პარკში და წამოიღე, ნაგვის ურნაში ჩააგდე.

Link to post
Share on other sites
  • 3 months later...

ნარჩენის ურნაში ჩაგდება ჭირდება 4 წამი მარა მერე ისეთ ხალხს მიაქვს ისეთ ადგილზე და ისე ყრიან და ანაწილებენ მაგ ნარჩენებს ომ სხვა ადგილები ზარალდება მაგ ნარჩენით შეიძლება თბილისში ცენტრალური ქუჩა მოასუფთავონ მაგრამ წავლენ და სხვაგან აბინძურებენ თვთონ

 

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

ეს დათვი იმყოფება ქუთაისში გორის პარკში(გორაზე) და დანარჩენს აღარ დავწერ კი ხედავთ რა მდგომარეობაშია :karochera:

post-19-0-20641800-1388997207_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

GuRo...ეს რა საშინელება და უგულობაა. იქნებ გავანთავისუფლოთ! ესე მყავს ნაპოვნი და მერე თავისუფლებაზე გაშვებული 12 დათუნია და თუ გინდათ გავუშვათ ჩემთან. იქ დაცული იქნება .ჩემი რეინჯერები დაიცავენ და არავინ შეაწუხებს

Edited by ბაბუ
Link to post
Share on other sites

ეს დათვი იმყოფება ქუთაისში გორის პარკში(გორაზე) და დანარჩენს აღარ დავწერ კი ხედავთ რა მდგომარეობაშია :karochera:

 

 

 

 

 

http://www.reportiori.ge/?menuid=3&id=12385&lang=1

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...