caucasica 1 Posted March 18, 2015 Report Share Posted March 18, 2015 ქევხო რატომ ვეღარ ნადირობ შირაქში? თორნიკე რეხვიაშვილი ასე მარტივად არ არის საქმე ----- ეს ქურციკები იყენებენ დიდი ტერიტორიას, როგორ ვაშლოვნის ეროვნული პარკი ასევე მის საზღვრებს გარეშე, როგორც იკვლევა ეს ინდივიდი სწორედ პარკის გარეთ სამუხში "მოკლეს" ამას რადიოსაყელურის სიგნალი ადასტურებს. უფრო დეტალურად ეს განხილული იყო სხვა შუადღეში და კიდევ სხვა გადაცემებსი აი ერთ ერძთის ბმული: დაახლოებით იციან ვინ გააკეთა მაგრამ,აქ არის რამდენიმე გარემოება ვერ იქნა ნანახი საყელური, ქურციკის ლეში და აშშ... ხელმოსაჭიდი მტკიცებულებების გარეშე ძნელია მტკიცება. სავარაუდოდ "ბრაკები " არანაირი მაღალჩინოსნები არ არიან... უბრალოდ კარგი კონსულტაიები გაიარეს და ეხლა უკვე პოლიციამ უნდა იყოჩაღოს. ვფიქრობ ეს ბლოგპოსტიც დაგაინტერესებთ: http://l.facebook.com/lsr.php?u=http%3A%2F%2Fnika-ecofilms.blogspot.com%2F2015%2F03%2Fblog-post_16.html&ext=1426662617&hash=Acm7y_WqkwGicq539URzYWbSC91sC8Jc1ujYHEJZhHwNJw ციტირება Link to post Share on other sites
ლაშა 0 Posted March 18, 2015 Report Share Posted March 18, 2015 ეს სურო რაღად უნდათ ამდენ ხეს რო ანადგურებენ? ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted March 18, 2015 Report Share Posted March 18, 2015 caucasica რა კითხვა უნდა, მიზეზი შესაძლო კონფლიქტია "გარემოსდამცველებთან" როცა დავდიოდი შირაქში, კაკაბზე და კურდღელზე ვნადირობდი. თქვენ ეთანხმებით კურდრელზე ნადირობის აკრძალვას?? დღევანდელი კანონმდებლობით მონადირე კაცი ან ბრაკონიერია ან "ჩიტირეკია". ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted March 18, 2015 Report Share Posted March 18, 2015 ნადირობას ვერცერთ ობიექტზე ვერავინ ვერ აკრძალავს 100%-ით, იმიტომ რომ ვინც კანონს წერს ის აზრძე არაა რა არის ნადირობა, მხოლოდ ცხოველის მოკვლა ჰგონიათ და ეგაა, სიღრმისეულად უნდა მიდგომა. ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted March 18, 2015 Report Share Posted March 18, 2015 თორნიკე რეხვიაშვილი +1000000 შეჭამა რაჭა ცხოველმა ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted March 18, 2015 Report Share Posted March 18, 2015 ეს სურო რაღად უნდათ ამდენ ხეს რო ანადგურებენ? ცხვარს აჭმევენ ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted March 18, 2015 Report Share Posted March 18, 2015 caucasica თბილისის ფორუმზე იყო თემა ამ ქურციკის შესახებ პოლიტ განყში. ვაი, იქ ისეთი რამეები დაიწერა, გარეკვა თავისუფლად შეიძლებოდა. ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted March 19, 2015 Report Share Posted March 19, 2015 caucasica რა მინდა გკითხოთ, ვაშლოვნის ტერიტორიაზე არავინ ნადირობს? ციტირება Link to post Share on other sites
caucasica 1 Posted March 19, 2015 Report Share Posted March 19, 2015 (edited) ქევხო არავინ "ბრაკონიერობს" მეთქი დაცულ ტერიტორიებზე ამას ვერ ვიტყვი ვერც ახლა და ვერც ოდესმე... მაგრამ ყევლაფერი შეფარდებითია. რამდენადაც მე ვაშლოვანში არ ვმუშაობ დეტალური ინფორმაცია არ მაქვს, მე დეტალურად სემიძლია ლაგოდეხზე ვისაუბრო. ალბათა მოვა დრო და გავიცნობ კულბის წევრებს, მანამდე მინდა ვთქვა რომ მე გახსნილი ვარ, ფაქტების არ მეშინია და პირიქიტ ნებისმიერი უმნიშვნელო, უკვე მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაცია კი ჩემთვის საინტერესოა არამარტო ლაგოდეხის, არამედ საერთოდ საქათველოს დაცული ტერიტორიების შესახებ. თუ იქნება ასეთი ინფორმაცია გპირდებით იქნება სათანადო რეაგირება... ზოგადად ბრაკონიერობა რომ აქტიური პრობლემაა ამას არავინ უყაყოფს, მაგრამ 90-იანი წლების, და შემდგომ 21 საუკუნის პირველ ათწლეულთთან შსედარებითთ სიტუაცია რომ გაუმჯობესდა ეს შესამჩნევია, მაგრამ არა საკმარისი ! ზემოთ დავდე ჩემი მეგობრის ნიკა წიკლაურის ბლოგპოსტი, კარგად უწერია, მაგრამ ზოგი ფაქტი რეალურად არ მიმაჩნია, მაგრამ საერთო სურათისთვის მაინც საინტერესოა http://nika-ecofilms.blogspot.com/2015/03/blog-post_16.html ვიფიქრე და ნიკას ბლოგპოსტს აქ გადმოვვიტან განსასჯელად: Nika Tsiklauri - EcoFilms.ge} ნადირობა ქურციკების ყანაში დღევანდელი პოსტის თემა ძალიან დიდი ხანია მიტრიალებს თავში. ამაზე ლაპარაკი ისეთი ფაქიზი რამეა, რომ არ ვიცი საიდან მივუდგე. არ ვიცი, დაცული ტერიტორიების რამდენ პატიოსან და ალალ თანამშრომელს ვაწყენინებ, იმედია - გამიგებთ. არ ვიცი, ავნებს თუ ასარგებლებს ეს პოსტი ყველა განათლებული ადამიანისთვის ესოდენ მნიშვნელოვან საქმეს - ბუნების დაცვას. მაგრამ, ქურციკის მკვლელობამ მოიტანა, თემა მომწიფდა - უნდა ვთქვა... მაშ ასე - საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად მიწევს დაცულ ტერიტორიებზე ხეტიალი, მთელი კავკასიის მაშტაბით. იაფფასიან პატრიოტიზმში იმედია არ ჩამომართმევთ, მაგრამ ჩემი აზრით საქართველო აქ პირველ ადგილზე დგას - პარკები კეთილმოწყობილია, თანამშრომლები მზად არიან დახმარება გაგიწიონ, დაცულად და კომფორტულად ხარ შენთვის, სეირნობ და კარგი მოგონებები გრჩება. ამის საპირისპიროდ ზოგ მეზობელ ქვეყანაში, სადაც დაცული ტერიტორიები საბჭოთა სისტემით მოქმედებენ, ვიზიტორი და ტურისტი მტრად თუ არა - ეჭვმიტანილად გრძნობს თავს. ეს ცალკე განხილვის თემაა, აქ კი მინდა ხაზი გავუსვა იმას, ჩვენი დაცული ტერიტორიები ჩამოყალიბებული ინსტიტუტია, მოქმედებს, აქვს ინდივიდუალური დადებითი (და უარყოფითი) ნიშანთვისებები. ძალიან კარგი იქნებოდა მელაპარაკა კონკრეტული ადამიანების ღვაწლზეც, მაგრამ თუ დავიწყებ, აუცილებლად გამომრჩება ვინმე და ამაზე უარესი არაფერია. იმას კი ვიტვი - ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ ამ სისტემაში, რომელსაც მიხარია ხოლმე ხელი ჩამოვართვა და მორიგი წარმატება მივულოცო. ახლა კი - შევუდგეთ. სოციალური ქსელები აღშფოთებულია მოკლული ქურციკით. შეგახსენებთ - დეპარტამენტი დიდი წვალებით, აზერბაიჯანის მხარეს დახმარებით, ცდილობს ვაშლოვანში ქურციკის რეინტროდუქციას. ახლახან (რაღა ახლახან - იანვარში) ერთ-ერთი ამ ქურციკთაგანი, საყელოზე GPS გადამცემით, მოკლეს ბრაკონიერებმა. ვინმეს თუ წარმოუდგენია, რა შრომაა საჭირო ჯეირანის ველური ბუნებიდან ცოცხლად ამოსაღებად, მის ტრანსპრტირებისთვის, რამდენი ფულია ჩადებული მის საქართველოში მშვიდობიანად ჩამოყვანაში - მიხვდება, თუ რა ვეებერთელა ფრუსტრაციაა იმის გაგება, რომ ვიღაც არამზადამ სიამოვნების გულისთვის "გააგორა" ეს ცხოველი. გამოძიებას შედეგები არ მოჰყოლია. მედია მეტწილად დუმს. არ მიკვირს, რომ ხალხი აღშფოთებულია. მიკვირს მე სულ სხვა რამე - რატომ არის ხალხი აღშფოთებული ახლა? აუცილებლად ქურციკი უნდა მოეკლათ? აქამდე?.. ნუთუ დაცული ტერიტორიების დეპარტამენტი, ორგანიზაციები და ფონდები, რომლებიც ვაშლოვნის ტერიტორიაზე მუშაობენ, და თუნდაც ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებიც ბევრს მოგზაურობენ, ნუთუ არავინ მართლა არ იცის ვაშლოვანში რა ხდება? მიკვირს. კარგი, დავუშვათ - არ იცით. მოგიყვებით, თუ ასეა. ხდება შემდეგი: ვაშლოვანის ეროვნული პარკი და მისი მიმდებარე ტერიტორიები არის კაი ჯიგრული სანადირო ადგილი. მოინადირებთ კურდღელს, ფრინველს, თუ გაგიმართლათ - მგელს ან დათვს. გახარებულ ქალაქელ ბრაკონიერებს აქვე მინდა ვაწყენინო - პირდაპირ ნუ მიეშურებით სანადიროდ - დაგიჭერენ, იარაღს წაგართმევენ, დაგაჯარიმებენ და ტელევიზორში გაჩვენებენ სამაგალითოდ. არაა ასე მიღებული, საქართველოა. ამისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ადგილობრივებს, მორიგდეთ და მოგიწყობენ თითქმის გარანტირებულად დაცულ გართობას. თქვენ თუ არ წაბრძანდებით, არაა პრობლემა - ისედაც მოევლება ამ საქმეს. არც ადგილობრივები დააკლებენ და არც თუშები, რომლებსაც მანდ ცხვარი ჰყავთ ზამთრის საძოვრებზე. იმასაც დავაყოლებ, რომ დედოფლისწყაროს რაიონმა საქართველოს არაერთი "ძლიერნი ამა ქვეყნისა" აჩუქა და აბა რა ქნან რეინჯერებმა, ამალას ნადირობას ხომ არ აუკრძალავენ? თუმცა არც წინა მთავრობისას იკლავდა ზოგიერთი მათგანი თავს ბრაკონიერების დევნით. პირიქითაც ყოფილა... სარკაზმს ვერ გავქეცი, რა ვქნა. გამიგია სადღაც: "სარკაზმი და შფოთვა მახინჯი ძმებიაო". ვერ ვლაპარაკობ დალაგებულად, ძალიან მძიმედაა საქმე ვაშლოვანში და ამიტომ. და კიდევ უფრო იმიტომ, რომ აქ ცოტა ფარისევლურად მიწევს მოქცევა - წყაროებს ვერ ვამხელ. სიტყვაზე თუ მენდობით - ეს წყაროები სანდოა. ვამხილე ეროვნული პარკი და მისი თანამშრომლები ცოდვებში - და აქვე მინდა დაცვის მხარეს ვუხმო. რას იტყოდა ადვოკატი ამ "პროცესზე"? ძალიან ადვილად დააღწევდნენ თავს "ბრალდებულები" და მართლაც შემამსუბუქებელი გარემოება უამრავია, შეიძლება გამომრჩა რომელიმე კიდევაც: ურთულესი ლანდშაფტი ჩვენში ბრაკონიერობის უდიდესი ტრადიცია დაცულ ტერიტორიაზე ჩაყოლებული მეცხვარეების ბინები მესაზღვრეები (ქვეყნის უდიდესი ბრაკონიერები) ზემდგომთა ძალა და უმუშევრობა ქვეყანაში პუნქტები 1, 3, 4 მინდა გავშალო: #1 - ლანდშაფტი. თუ ოდესმე ყოფილხართ ვაშლოვანში და "ალესილებში" გივლიათ, გეცოდინებათ - შიგნით შესული ადამიანი საიმედოდაა დამალული. გინდა ინადირე, გინდა - თავშიც ქვა გიხლია. ერთადერთი - არ დაიკარგო, რაც საკმაოდ ადვილია. #3 - თუშები. ჩემი უახლოესი მეგობარია ბევრი მათგანი, ალალი და შეუპოვარი ხალხი. მაგრამ მგონებ მექსიკის სრუტეში დაქცეულმა ნავთობმა ნაკლები ზიანი მოუტანა გარემოს, ვიდრე თუშებმა - ვაშლოვანს. და არ დაგვავიწყდეს, რომ იგივე ხალხი ზაფხულში თუშეთის ეროვნულ პარკთან გადადის საცხოვრებლად. გაგიგიათ, რომ მანდ კალმახი, ჯიხვი, ნიამორი, დათვია ბევრი? ხალხი (ანუ მოწმე) კიდევ ცოტაა. ხო და... საჭიროა დაკონკრეტება? #4 - მესაზღვრეები. უდიდეს პატივს ვცემ ჩვენს სასაზღვრო პოლიციას, მაგრამ ეგებ საჭიროა ჩვენს ბიჭებს, რომლებიც მართლაც ურთულეს პირობებში იცავენ ისედაც შევიწროვებულ საზღვრებს, უკეთესი რაციონი შევთავაზოთ? აქაც გავისხენოთ, რომ იგივე თუშეთის (და ბევრი სხვა) დაცული ტერიტორია საქართველო საზღვრებზეა განლაგებული. მერწმუნეთ, სადაც კი უვლია მესაზღვრეს განწესში და მოინადირება სტანდარტული ულუფა "ტუშონკის" რამე ჩასანაცვლებელი, ყველაფერი საფრთხეშია. ასე რომ ვაშლოვანის ეროვნული პარკის დაცვა მარტივი საქმე არ გეგონოთ, ხუთივე ზემოთ მოყვანილი პრობლემა ძალიან სერიოზული და კომპლექსურია. კიდევ ბევრი სხვა გასაჭირიცაა. დარწმუნებული ვარ, ბევრი კარგი პროფესიონალი ამაზე ფიქრობს და მუშაობს, მაგრამ დღეისთვის მოცემული შედეგი აშკარად გამოსასწორებელი გვაქვს. დავუბრუნდეთ ჩვენს უბედურ ჯეირანს. მოკლეს და გაქრნენ. არ ვარ ამ საქმეში ჩახედული უფრო, ვიდრე ნებისმიერი მოქალაქე. მაგრამ ვაშლოვანის გარემოებების ცოდნა მართლაც მაძლევს უფლებას ვიქონიო საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ საქმის გახსნას მხოლოდ "პოლიტიკური ნება" სჭირდება, როგორც ახლა ამბობენ. არა, არ გამაგონოთ "აი წინა მთავრობის დროს..." და ა.შ. კი, შესაძლებელია მაშინ სწორედ ვაშლოვანს ემუქრებოდა ნაკლები საფრთხე. იმიტომ რომ იმდროინდელი "ძლიერნი ამა ქვეყნისა" (მგონი მესამედ ვიყენებ უკვე ამ გამოთქმას, მომიტევეთ), სხვაგან აქტიურობდნენ. იმედია, აქ არავინ ელოდებოდა ტექსტის "ნაც/ქოც" შეფერილობას? გინდათ მოვყვე თუშეთში არაბი შეიხისთვის წინა პრეზიდენტის მიერ მოწყობილ ნადირობაზე? არა? კაი ეგ სხვა ამბავია და ისევ - წყაროებს ხომ ვერ ვამხელ... დასასრულს: არავინ არ გაბედოს და არ თქვას რომ დაცული ტერიტორიების დეპარტამენტი არ მუშაობს. არავინ არ თქვას რომ ბრწყინვალე და უპატიოსნესი ხალხი არ აკეთებს ჩვენი ეროვნული პარკების ტერიტორიებზე თავის საქმეს. არავინ არ თქვას საერთოდ არაფერი, სანამ ველში არ გავა და არ დახედავს, რა რთულ ვითარებებში უწევთ ამ ხალხს ჩვენი ბუნების საგანძურებს დაცვა! მაგრამ იმასაც ნუ გაიკვირვებთ - ვაი დედა, ვაშლოვანში ქურციკი მოუკლავთო... Edited March 19, 2015 by caucasica ციტირება Link to post Share on other sites
ლაშა 0 Posted March 19, 2015 Report Share Posted March 19, 2015 ცხვარს აჭმევენ ბრაკონიერები ეგენო ყოფილან თუ ყოფილან მაგისთვის ამხელა ხეები როგორ უნდა მოჭრა ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted March 19, 2015 Report Share Posted March 19, 2015 (edited) caucasica 100%-ით ვეთანხმები ნიკა წიკლაურს ისიც ფაქტია რომ, მე და არა მარტო მე, ბრაკონიერობისკენ არსებული (თუ არარსებული) კანონები მიბიძგებს Edited March 19, 2015 by ქევხო ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted March 19, 2015 Author Report Share Posted March 19, 2015 კაუკაზიკა, ბრაკონიერობა ძირითადად გამოწვეულია ხელისუფლების ნების უქონლობით მოაწესრიგოს ბუნების დაცვა(ნადირობა-თევზაობა) საქართველოში. არსებობს კონცეფცია ას სფეროს 10, 20, 30 წლიანი განვითარების? არა მგონია. ისიც კი ვერ მოგვიხერხებია ზუსტად აღვწეროთ ამ ერთიციცქნა ტერიოტრიაზე რამდენი ცხოველია. ეს შენნაირი ხალხის ბრალი არაა, ეს ხელისუფლების ნება უნდა იყოს(ბიუჯეტით გამაგრებული). ჩვენნაირ გაუბედურებულ ქვეყნებში(აფრიკა, აზია)ხშირად ადგილობრივ ყოფილ ბრაკონიერებსაც ასაქმებენ შენს მსგავს სამსახურში. ხელფასს აძლევენ და ქვეყნის სამსახურში აყენებენ. მაგრამ აქ მეორე პრობლემაცაა. კანონი ხანდახან აბსურდულ აკრზალვამდე დადის და გვაიძულებს მის წინააღმდეგ წავიდეთ. ბაღდათში არჩვი და დათვი არის იმ რაოდენობით რომ ინადირო, ლიცენზია გასცე, ადგილობრივი დააინტერესო სხვა რეგიონიდან ჩასული მონადირეების გიდობით. დრეს რა ხდება? იმის მაგიერ რომ კანონიერი ლიცენზიით 10-20 ნადირი ამოიღო წელიწადში, დღეს ბევრად მეტი იკვლება ამ აკრძალვის გამო, რადგან ადგილობრივის ეზოზე რომ დათვი გადაივლის და მან იცის რომ ამ რეგიონში დათვი არაა გადაშენების კანდიდატი, არ მოინადირებს? სახელმწიფომ არ უნდა გაგვხადოს უაზრო კანონებით ბრაკონიერი, თორემ მართლა არაადამიან ბრაკონიერთა რიცხვი მცირეა და მათ მოევლებათ. გდი-ს სულ რამდენიმე ეკიპაჟი ჰყავს მთელ დასავლეთ საქართველოზე. დაიცავ რეალურად სავარგულს? ეს სიტუაცია მარტო ბუნების დაცვას არ ეხება. სხვა სფეროშიც იგივე პრობლემებია. მადლობას ვეტყვით და ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ამ ეროვნულ საქმეში. ციტირება Link to post Share on other sites
caucasica 1 Posted March 20, 2015 Report Share Posted March 20, 2015 caucasica თბილისის ფორუმზე იყო თემა ამ ქურციკის შესახებ პოლიტ განყში. ვაი, იქ ისეთი რამეები დაიწერა, გარეკვა თავისუფლად შეიძლებოდა. იქ ისეთები იწერება არ ვიცი ვიტირო თუ ვიცინო, არადა ამ ხალხს თავი მონადირედ მოაქვს ვფიქრობ ეს "მარგალიტებია': 1 პოსტი: რა შველი სადღაა შველი ქარელში მგელი ჩამოდის ისეთ სოფლებში სადაც 40-50 წელი მგელი არ უნახიათ, ლაგოდეხში ჯიხვი გადაშენების პირასაა 3 მეცხვარეს ველაპარაკე ყველა სხვადასხვა ადგილას ქონდათ ბინა მთაში, სადღაა ჯიხვიო არადა თავად მაქვს ნანადირევი წლების წინ, იქ მთაში ვაფშე ახალი მგელიაო რავი ჩრდილოეთიდან გადმოვიდა თუ ნონო ჩხობაძეს ქმარმა რომ შემოიყვანა რაღაც პროექტით, კაროჩე ბოლომდე მიყვება ჯიხვსო ისეთ ციცაბო ადგილებში სადაც ადრე არა თუ გვინახია ვერც კი გაიფიქრებდი მგელი თუ იქ ავაო მე2 პოსტი: ვიცი ეგ მგელი, ჰოლანდიური წითურია თუ არ ვცდები, თითქმის ორჯერ დიდია კავკასიურზე და თუ მშიერს კავკასიური მგელიც გადაეყარა, იმასაც კი ჭამს.. მე მოვკალი ერთი ცალი შარშან.. სოფლის ნახირს წაეტანა ზედ სასაფლაოებთან.. თოფიც კი გავუცალე და ყურიც არ შეუბერტყიათ, ხოდა დავუშვი ჟაკანი.. ამაზე კომენტარი როგორ გავაკეთო? ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted March 20, 2015 Report Share Posted March 20, 2015 მაგ პოსტებზე კომენტარს ვერ გააკეთებ,ან შეგნებულ კაცს ძალიან ცუდი კომენტარი გამუა ! ციტირება Link to post Share on other sites
caucasica 1 Posted March 27, 2015 Report Share Posted March 27, 2015 (edited) ვფიქრობ ჩვენს ქვეყანაში ეკოლიგიური პრობლემის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გაუნათლებლობა და ინფორმაციის არქონაა (ამ გუგლის ეპოქაში ძნელია მოახერხო სენთვის საინტერესო ინფორმაცია ვერ მოიპოვო): ვფიქრობ საინტერესო იქნება აქ დავწეროთთ ჩვენთვის თემატური ქართული ინტერნეტსივრცის მარგალიტები აი ერთ-ერტი კომენტარი FB-ზე: "არა ჰგავს ეს ირემი კავკასიურს - კავკასიურ ირემს ცალი რქა ფიწალა, მეორე კი ქორბუდა უნდა ჰქონდეს. ეს ვიდეო უფრო ბორჯომის ნაკრძალში გადაღებულსა ჰგავს, სადაც მე-19 საუკუნეში ევროპული ირემი შეაჯვარეს კავკასიურს და რქების წყობაც დაირღვა ხშირი დატოტვის ხარჯზე." Edited March 27, 2015 by caucasica ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted March 27, 2015 Report Share Posted March 27, 2015 პირველი პრობლემა აი ესაა და ტურები კიდევ, კახეთშიაც მიახტა შუა სოფელში გასულ შემოდგომას მგელი კაცს. როგორ ვიფიქრო ახლა მე სამინისტროში შესაბამისი კადრების გაუნათლებლობაზე? იმედი მაქვს რომ კითხულობენ ფორუმებს და როცა იქნება მოვლენ აზრზე და ტურებს აღარ დაიცავენ http://1tv.ge/ge/news/view/92094.html ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted March 27, 2015 Author Report Share Posted March 27, 2015 უპირველესი პრობლემა არის სამინისტროების არაპროფესიონალიზმი. როცა ხელმძღვანელი პროფესიონალი და საქმის მოყვარულია, ის კადრსაც ნორმალურს არჩევს და პროექტებსაც ნორმალურად ახორციელებს. განათლებაში ზალიან დიდი პრობლემები გვაქვს, მათ შორის ბუნების დაცვის და ზოგადად სახელმწიფოებრივი ფასეულობების დაცვის ელემენტებიც კი არ ისწავლება სკოლაში. მწვანეთა პარტიის თავკაცი(არ ვიცი რა რესურსი აქვს, მაგრამ ბოლობოლო ბიოლოგია) რომ პარლამენტშია და მოჭიდავეს აირჩევ კომიტეტის თავმჯდომარედ და მერე ცაგარეიშვილს, კარგს უნდა ელოდო? არადა არიან კადრები ვისაც ამ უღელის ზიდვა ძალუძთ, მაგრამ მათ ვინ მიაკარებს საქმეს. ყველა სფეროში ასეა და მხოლოდ ერთეული პროფესიონალების იმედზე დგას დღეს საქართველო. ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted April 4, 2015 Report Share Posted April 4, 2015 ნახეთ... ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted April 4, 2015 Report Share Posted April 4, 2015 ნერვები მომეშალა ამ დაწოლის წინ :( ციტირება Link to post Share on other sites
caucasica 1 Posted May 22, 2015 Report Share Posted May 22, 2015 ძალიან სამწუხარო ამბავია, ბოლო რამდენიმე დღეში ყაზახეთში დაიღუპა 85 000 საიგა (ლათ. Saiga tatarica), ეს მსოფლიო პოპულაციის მესამედია, ეპიზოოტია გრძელდება ... სპეციალისტების ვარაუდით გამომწვევი მიზეზი pasteurellosis-ია 2012 წელსაც ყოფილა ეპიზოოტის შემთხვევა მაშინ 1000 ინდვიდი დახოცილა. მაგრამ დღევანდელი სიტუაცია საგანგაშოა, ბოლო არ უჩანს...ვერც ვერაფით შსველიან.. http://mgov.kz/sluchai-padezha-sajgakov-zafiksirovany-v-ak…/ ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted May 22, 2015 Report Share Posted May 22, 2015 caucasica pasteurellosis მე როგორც ვნახე ღვიძლის დაავადებაა ??? ისე რა უცნაური ცხოველია აქამდე არც ვიცოდი ასეთურაიმე თუ იყო ლამაზია იმედია მეცნიერები რამეს მოახერხებენ და კიდე ერთი რაღაც მაინტერესებს caucasica ტასმანიური ვეფხვი მაქვს ნანახი ვიდეო კლონს აკეთებდნენ ერთი მკვდარი ახალშობილიდან აღებული დე ენ ემმით და ხო არ იცით გაგრძელება როგორი ქონდა ამ საქმეს ციტირება Link to post Share on other sites
caucasica 1 Posted May 23, 2015 Report Share Posted May 23, 2015 მე არ ვიცი რამდენად რეალურია მაგრამ სპეციალისტების ნაწილი საიგების მასობრივ სიკვდილს, რუსული რაკეტის ავარიულ ჩამოვარდნას უკავშირებენ - Jan Gaskin 85 тыс. сайги погибло после последнего аварийного запуска российской ракеты "Протон" с мексиканский спутником. 25 лет титанических усилий, сотни миллионов долларов направленных на восстановление поголовья реликтового животного- все это "коту под хвост". Вместо того, что бы потребовать компенсации от горе- бизнесменов от космоса, мы слышим от наших чиновников бессовестное мычание о "неожиданной эпидемии". Стыдно... Стыдно даже не за то, что боимся назвать имя настоящего убийцы- "Роскосмос". Стыдно за то, что сами пытаемся воровато его оправдать.. ციტირება Link to post Share on other sites
caucasica 1 Posted June 13, 2015 Report Share Posted June 13, 2015 კარგი სტატიაა "დოიჩე ველე" - შეუძლია თუ არა საქართველოს ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვება http://www.dw.de/can-georgia-win-its-war-on-poaching/a-18506584 ესეც ქართული "თარგმანი" (არ ვიმჩნევთ Red Deer - წითელი ირემად თარგმნეს) - ---- http://www.interpressnews.ge/ge/politika/334024-qdoiche-veleq-sheudzlia-thu-ara-saqarthvelos-brakonierobis-tsinaaghmdeg-brdzolashi-gamarjveba.html?ar=A ესეც აუდიო ვერსია: http://www.dw.de/georgias-war-on-poaching/av-18496468 ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted June 13, 2015 Report Share Posted June 13, 2015 მთაში მონადირე კაცს მე არ ვთვლი ბრაკონიერად თუ ის სეზონს არ არღვევს ! თუ ფული გაქვს არ ხარ ბრაკონიერი და თუ არ გაქვს . . . ეგრეა? არ არი ეგრე ! მე ვერავინ, მითუმეტეს უცხცო ტომელი ვერ მასწავლის როგორ ვიცხოვრო და როგორ ვინადირო . . ციტირება Link to post Share on other sites
caucasica 1 Posted June 14, 2015 Report Share Posted June 14, 2015 (edited) მთაში მონადირე კაცს მე არ ვთვლი ბრაკონიერად თუ ის სეზონს არ არღვევს ! თუ ფული გაქვს არ ხარ ბრაკონიერი და თუ არ გაქვს . . . ეგრეა? არ არი ეგრე ! მე ვერავინ, მითუმეტეს უცხცო ტომელი ვერ მასწავლის როგორ ვიცხოვრო და როგორ ვინადირო . . 1.და თუ დაცულ ტერიტორიაზე "ნაირობს" კაცი და სეზონს იცავს თვლი ბრაკონიერად? 2.ფიქრობ რომ ჩვენთან "დაცულ ტერიტორიებზე" ფულის გულისთვის ვანადირებთ ან თვალს ვხუჭავთ (პირადად მეხება და ამიტომ ვკითხულობ)? 3. ამ სტატიაში არ წერია რომ უცოტომელები გვასწავლიან, ისინე გვეხმარებიან (ფინანსურად , ტექნიკურად) და ჩვენი რეინჯერები არიან ფრონტის ხაზეე, ჩვენი ბუნების სადარაჯოზე და თავის სიცოცხლესაც წირავენ... და რომ არა უცხოელი მეგობრების დახმარება ძალიან ცუდი მდგომარეობა გვექნებოდა, დაცულ ტერიტრორიებზე ისეთი როგორიც 90-იან წლებსი იყო... 1999 წლის მონაცემებით მთელ ლაგოდეხის ნაკრძალსი 150 ჯიხვი რომ დარჩა *1989 წელს 2500 ბინადრობდა) და ბორჯომ ხარაგაულის ეროვნულ პარკში 70 ირემი იყო დარჩენილი 2000 წელს, როცა 1990 ელს 1200 ირემი ბინადრობდა. Edited June 14, 2015 by caucasica ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.