Jump to content
Club-Monadire.Ge

ეკოლოგია-ბუნების(გარემოს) დაცვა.


Recommended Posts

წესიერ მონადირეს სადაც არ უნდა ინადიროს - არ ვთვლი ბრაკონიერად (ის არ ანადგურებს)

 

და ამ ბოლო დროს ძალიან დიდი ფართობები მიუერთეს ამ დაცულ ტერიტორიებს, რისი გულისთვის ვერ გეტყვი, მაგრამ მანდ ხალხი დღესაც ნადირობს, იმედია არ უარყოფთ.

 

თქვენ რომ თვალს არ ხუჭავთ, ეს დიდად არ ცვლის სიტუაციას და იცით რატომ? იმიტომ რომ საქართველოში ნადირზე ნადირობაა ზოგადად აკრძალული, ეგ კი არა კურდღელზეც კი :)) იცით რამდენია თუნდაც შველი? ძააალიან ბევრია და მტაცებელი რომ ამოგვაღებინა ბუნებიდან 10-ჯერ მეტი იქნება! მარა აბა მიდი ესრტოლე ტურას ადა მგელს . .

 

ჩვენ კი ჩიტირეკიები გაგვხადა კანონმდებლობამ, რომელის დაცვა დრევანდელი ვერსიით პირადად ჩემთვის შეურაცხყოფაა, და ძალიან ვთხოვ ყველას - გაითვალისწინეთ რომ აქ მონადირეების ფორუმია ! ! !

Link to post
Share on other sites
  • Replies 453
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

caucasica   მითქვია, ვამბობ და ვიტყვი, გიორგი სულამანიძე საქვეყნო საქმეს ემსახურება და კბილებით იცავს ბუნებასთქო.   გიო, სხვა რამეში საქმე ძმაო.   ეს ვიდეო ადრე ვნახე და აქაურ ძმებს არ ვაჩვენე,

სალამანდრა, ერთიანი კანონი მე მგონი არ არის, ინდივიდუალურია თითოეული წყალსატევის მიხედვით. მე პირადად დასავლეთ კანადაში ო'ჰარა-ს ტბაზე 200 მეტრზე კი არა კილომეტრნახევარზე არ მიმიშვეს. სახელმწიფო ავტობ

Posted Images

ქევხო

 

ქევხო აქ ამ ფორუმზე იმიტომ ვარ, რომ ვიფიქრობ სწორედ ჭეშმარიტი მონადირეების დახმარებით შეიძლება შეიცვალოს არსებული სიტუაცია უკეთესობისკენ.

 

კიდევ განათლების და ინფორმაციის ნაკლებობაა და ვცდილობ როგორც შემიოძლი.

 

ამჟამად, დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი შეადგენს 520,811 ათას ჰექტარს, რაც ქვეყნის ტერიტორიის 8,6 %-ია. დაცული ტერიტორიები ერთგვარი ინკუბატორებია, სადაც სატანადო მენეჯმენტის სედეგად ნადირ ფრინველი მრავლდება და სემდგომ მომიჯნაცე ტერიტორიებზე ვრცელდება.

 

ხოდა იმ დარჩენილ 90 % რომ იყოს ნება, მხარდაჭერა დ ამონდომება ხომ სეიძლება კარგად აეწყოს სამონადირეო საქმე (ცხოველზე, სატროფეოც) --- ბუნებაც მოგებული დარჩება და მონადირეც.

 

ადამიანი ვინც დაცულ ტერიორუიაზე \შევა"სანადიროდ" მე მონადირეს ვერ ვუუწოდებ.... დაცულ ტერიტორიაზე "ბრაკონიერობის" ფაქტებს ებრძვიან ზოგან ეს ზალიან წარმატებულია, ზოგან სედეგიანი, ამ ეტაპზე "ბრაკონიერობის" სრული არმოფხვრა წარმოუდგენელია, სემცირევბა სესაძლებელი.

 

ჩვენ, ჩემი კოლეგები საქმიანობა სწორედაც რომ ცვლის სიტუაციას და ეს ხელსესახებია და დანახვადია.... ყველა რომ ასე უდგებოდეს ტავის საქმეს და მოვალეობას ბევრად უკეთ იქნებოდა საერთო საქმე.

 

მტაცებლების ამოღება არ ამოღებაზე კამათი შორს წაგვიყვანს არ ვაპირებ კამათს, ისე ეს ჩემი პრფესიაა... მტაცებლების ამოღებას კანონი არეგულიებს და ეს შესაზლებელია გარკვეულ გარემოებებში დაუყონებლივ, სხვა შემხევევაში შესწავლას საჭიროებს... დაცულ ტერიტორიებზე კონკრეტულად მე შემიზლია ლაგოდეხზე მოგახსენო რომ მატცებლები პრობლემას არ ქმინიან არა ტუ გარეული ცხოველების არამედ სინაური ცხოველების მიმარტ, 5 წელია აქ ვმუსაობ - დაახლოებით 2500 ჰექტარზე ყოველ წესლ 4-5 თვე 15 000 - 20 000 ცხვარი ძოვს და გარეული ცხოველების მიერ ტავდასხმები სულ 1-2. მაშინ როცა საზამტრო საზოვრებზე დაცული ტერიტორიიდან მოსორებიტ ამ 5 წელსი 100 ზე მეტი შემტხვევა დაფიქსირდა.

ტუ სახელმწიფოდ გვინდა სევდგეთ კანონი უნდა დავიცვათ, თუ რაიმე სესაცვლელია ამაზე უნდა ვისაუბროტ და ვიმოქმედოტ.. მე პ;ირადად მივესალმები რაიმე სახიტ "ნადირობასტან" დაკავშირებული სამსახურის ცამოყალიბებას სამინისტროში, ამის გარეშე წინსვლა არ იქნება.

Link to post
Share on other sites

მთაში მონადირე კაცი ვინც იცის რას ესროლოს და რას არა,რა არი გადაშენების პირას მართლაც მისული და რა არა, არ არის ბრაკონიერი,პირიქით მასავით არავინ იცის რეალურად რა მდგომარეობაა მთაში,ასეთი მონადირე მერწმუნეთ,არც თავისი მხრიდან და არც სხვა პიროვნებიდან არ დაუშვებს ბუნებიდან ისეთი ცხოველის ამოღებას,რომელიც მართლა გადაშენების პირას დგას.არც იმას არასდროს გააკეთებს, 30 კაცი რომ ჩადგება, მთელ ზოლზე გადაკეტენ ტყეს და არაფერს გასვლის შანსი არ აქვს,არც მაკეს და არც პატარას.

Link to post
Share on other sites

caucasica

 

მე პატივს ვცემ თქვენს საქმიანობას, მაგრამ ისიც ფაქტია რომ მე მხოლოდ ფოტოაპარატით ვერ ვინადირებ :)

 

თუ ნაკრძალის ტერიტორიაზე არ ხდება თავდასხმის ფაქტები, ეგ თავისთავად განპირობებულია იმით რომ საჭმელი არ უჭირს, სამაგიეროდ დანარჩენ 90%-ზე ტურამ წალეკა იქაურობა. მელია შემცირდა კატასტროფულად, დავიჯერო ამას ვერავინ ამუღამებს?

 

დაადუღეს ალაზანი მთლიანად უკვე და პატრონი არაა, ეკიპაჯების სიმცირეაო, რიჟა ბაზარია, ერთი ეკიპაჟით დედის წივილს გავუჩენდი და აბა კაი ბიჭია და ჩამჯდარიყო კიდევ ნავში.

 

ისიც კარგად ვიცით ნაკრძალებში ვინ და როგორ ნადირობს!

 

განთლების და ინფორმაციის ნაკლებობა გარემოს დაცვის სამინისტროშია და არა აქ !

Link to post
Share on other sites

ჩვენგანაა დაცული ეგ ტერიტორიები თორე დიდი ბიძიებისთვის ვეტმფრენიდანაც კია შესაძლებელი ნადირობა. გვინახავს და კიდევ მრავალჯერ ვნახავთ. :old:

Link to post
Share on other sites

ავთო

სად გინახავს? რომელ დაცულ ტერიტორიაზე? გაქვს მტკიცებულება? ძალიან ბევრი ღისრსეული ადამიანი მუსაობს დაცულ ტერიტორიაზე და ასეთი "გამო-ნათქვამებით" მათ რბილად რომ ვთქვა "გულს სტკენთ" - როცა ადამიანები თავს და სიცოხცხლეს არ ზოგავენ საქართველოს ბუნებისათვის...

ვამბობ მე ვმუშაობ დაცულ ტერიტორიებზე უკვე 8 წელია ყველა დაცულ ტერიტორიაზე თავს ვერ დავდებ მაგრამ ლაგოდხში 2010 წლიდან და ბორჯომ ხარაგაულში 2007 წლიდან არ ყოფილა არც ერთი ფაქტი რომ ვინმეს (მათ შორის მაღალჩინოსანს) ვერტმფრენით ან "გაიასნებით" (დაცული ტერიტორიების თანამშრომლებთან გაიასნებით) ენადიროს, სურვილი რომ გაეიასნებინათ კი იყო ბევრი მაგრამ უკან გაბრუნებულან ...ეხლა თუ ვინმე შეიპარა და (დაცული ტერიტორია ბანკი არ არის უამრავი სესასვლელ გამოსასვლელია) მერე სუფრაზე იტრაბახა არ ვიცი...

 

ხოდა კიდევ ჩემო ავთო თქვენ გენაცვალეთ ნამდვილ ჭეშმარიტ მონადირეებს, ზემოტაც დავწერე და გავმეორდები აქ ამ ფორუმზე ამიტომ ვარ და საერთოდაც ასე ვფიქრობ, რომ თქვენს გარეშე, ტქვენი თანადგომის და მხარდაჭერის გარესე წარამეტება ვერ იქნება,

ბრაკონიერობა" ვერ ამოიძირკვება და ნადირობა ვერ შედგება ტანამედროვე რელსებზე, რაც ტავისტავად ნადირ ფრინველის გამრავლებას და სწორ მენეჯმენტს გულისხმობს.

Link to post
Share on other sites

ჩემს მტკიცებულებას უკან შემტენიან მეგობარო რომც მქონდეს. 4-5 წლის წინ ჩემი თვალით დანახულს ვერავის დავაჯერებ სამწუხაროდ. თუმცა არც მაქვს ამის სურვილი. იმ პიროვნებებს დღეს ადამიანების მკვლელობას ედავებიან და იმას ვერ უმტკიცებენ. დავეშვათ დედამიწაზე ჯობია.

შენ რომ გული გატკინო იმისთვის არ ვწერ ამას. ეს ასეა და ასე იქნება კიდე იმდენ ხანს სანამ ადამიანის დონეზე არ დავა კანონი რომ უნდა დაიცვას. კანონი რომელიც გამითვალისწინებს მე და იმ დიდ ბიძიასაც ერთნაირად.

Edited by ავთო
Link to post
Share on other sites

სახელმწიფომ მიხედოს ბრაკონიერობას და კანონი ყველასთვის კანონობდეს. მოაწესრიგონ ნადირობა-თევზაობის მართვა და შედეგიც გამოჩნდება. ყველა პატიოსან ბუნებისდამცველს მადლობის მეტს არაფერს ვეტყვით.

Link to post
Share on other sites

აგერ ნახევარი ქალაქი პარალიზებულია, მილიონიან ქალაქში არაა წესრიგი და ტყეში რა მოხდება მაგას ვინ გააკონტროლებს?

 

სულ მცირე 10 წელი არ იქნება სერიოზული ძვრები :phil_25: მანამდე კი როგორც მინდა, სადაც მინდა, როცა მინდა იქნება :hi:

Link to post
Share on other sites

ავთოს დავეთანხმები მეც გამიგონია სათაფლიაზე გასროლი თოფის ხმა ყოველ შაბათს კროს დავრბოდი წყალტუბიოს გადასახვევიდან და ბევრჯერ მქონია შემთხვევა შესასვლელშI კიდე წერია არ იხმაუროთ და ფიჩხიც არ მოაგროვოთო.მქონია შემთხვევა ვარციხეში რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე არვიცი ეგ არის თუ არა მარა უფროზები ვინც მახდენ იმათმა თქვეს არ შეილება იქ ნადირობა და არც თებზავობაო ეს ხდებოდა მე თითქმის 4 წელი გახდება საქართველოშI აღარ ვარ მანამდე ასე იყო ბატონო ჩემო..

თორე ღირსეული ადამიანები ნადვილად არიან დარწმუნებული ვარ ამაში

მარა ერთმაო სხვები გასვარაო ეგ ამბავია...

რა ქვეყანა გვაქ ბევრმა კიდე არ იცის ვერ ხვდება რამდენად მდიდარია ყველაფრით ელემენტალურად აგერ ამდენი ხანია სათევზაო ადგილებს ვეძებ და ერთი მდინარის მეტი ვერაფერი ვნახე ჩემ სიახლოვეს ყველგან ჭაობი და 3 5 მეტრიანი ბალახებია

Link to post
Share on other sites

ძირიტადად შსს(ძალოვანი ზოგადად) სასტავი ბრაკონიერობს მაღალ დონეზე. მერე ადგილობრივიც უყურებს ამას და....მაგრამ არიან აპრილში დედალ არცვს რომ მოკლავ, მაკეს, მაგას რა ჰქვია არ ვიცი.

Link to post
Share on other sites

Sezoni rom gaixsneba shemexmianet da ramdensac gindat imdens ganaxebt gardabnis nakrzalshi chinovnikebis gonchebis kivils da a.sh.akrzalulia chventvis tore magattvis nebadartulia.gabedos da utcras uari Tu magaria vinmem.meore dgidan moxsnian samsaxuridan

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

http://www.mymarket.ge/product_info.php?product_id=7893117

 

 

"ვეძებ ადამიანს ვინც ჩაიბარებს დამარილებულ გამოყვანილ შამაიას 10-15 თეთრი,ცოცხლად 5 ლარი,,,თევზი არის თიანეთის,კარგი იქნება თუ ყოველ დღე აიღებთ 20-50 კილოს,,ვისაც გყავთ ავტო და დრო გაქვთ დაიარეთ რესტონრები და ლუდის ბარები და 20-40 ლარი დაგჩებათ ყოველ დღე როგორც დისტრიბუტორი," აგერ ტექსტიც ვინც იქ ვერ გადახვალთ!!!

 

ახლა რომ დავურეკო და დედა ვაგინო, იქნებ მისი დაჭერილი არაა და სხვისაs ყიდის , მაგრამ დღეში 20-40 კილო შამაიაო და მე და ჩემისანებმა რა ჩემი ფეხები უნდა დავიჭიროთ მაგ სიონზე ამ საქონლების შემხედვარე? :karochera:

Edited by TOZI777
Link to post
Share on other sites

TOZI777

ამას კიარ უნდა აგინო ! ისაა საგინებელი ამას რო ხედავს ყოველდღე და რეაქცია არააქვს.

Link to post
Share on other sites

სულ ვდებ ინფორმაციებს მსგავსი ფაქტების შესახებ გარემოს სამინისტროს გვერდზე. იქნებ გამოფხიზლდნენ.

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

აი ასეთ საშინელ დღეშია ძირულას ხეობა. :karochera:

 

აშკარად ადგილობრივი რესტორნის ნარჩენებია, იქით ღორის ქონის ნაჭრები ყრია, აქეთ პლასტმასის და შუშის ბოთლები ტომრებით და საშინელი ანტისანიტარიაა. მოწამლულია ბუნება. ერთი ჩაწყვეტილი ფარდაც ამოვათრიე . ეს გასაწყვეტი მეფარდეები დილიდანვე ზიან და იქნევენ ფარდებს. მაგას დარეკვაც არ უნდა (ნუ არც უმაგისობა იყო ) , მაგრამ, დილით ჩავიდნენ და ეგრევე აიყვანენ...

post-845-0-85723000-1438283089_thumb.jpg

post-845-0-07134900-1438283105_thumb.jpg

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...

სამწუხარო ფაქტია, ლაგოდეხში სამონადირეო მეურნეობის რეინჯერი გარდაიცვალა, ვუსამძიმრებ მის ოჯახს.

იმედია გაირკვევა ეს იყო უბედური შემთხვევა თუ მკვლელობა.

 

 

"ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 44 წლის რეინჯერი, რომელიც კერძო სამონადირეო მეურნეობაში მუშაობდა დაჭრილ მდგომარეობაში იპოვეს, რომელიც საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა", - ამის შესახებ რადიო „ჰერეთს“ შს სამინისტროში განუცხადეს.

 

პრესსამსახურის თქმით, მამაკაცს გლუვლულიანი საფანტის თოფიდან ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. იარაღი ამავე რეინჯერის სახელზე იყო გაფორმებული.

 

"ჰერეთის" ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება და ექსპერტიზა იმის დასადგენად, იყო ეს მკვლელობა თუ თვითმკვლელობა. გამოძიება კიდევ ერთ ვერსიას განიხილავს - შესაძლოა ეს იყო უბედური შემთხვევა და რეინჯერს იარაღი გაუვარდა.

 

http://www.heretifm.com/?p=15924

Link to post
Share on other sites

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა რეინჯერი კვდება, ძალიან სამწუხაროა.

 

გლუვიდან თვითმკვლელობას გამოვრიცხავ, თანაც თავის არეში.

 

ვუსამძიმრებ ოჯახს და ახლობლებს.

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

აგვისტოს შუა რიცხვებში დავეშვით სამხრეთით საკემპინგოთ.

 

საშინელი ვითარება დაგხვდა, შარშანაც ვიყავით იგივე ადგილას და ვერც შევადარებ წლევანდელს.

 

ესეც გლობალური დათბობის ერთერთი მაგალითი.

 

რეზერვუარი სადღაც 8-10 მეტრით იყო დაკლებული, რადგან მეორე ზამთარია თოვლი არ მოვიდა მთებში.

 

კოცონის ანთება აკრძალულია, რადგან იმ პერიოდში იწვოდა შტატის სამ სხვადასხვა ადგილას 160 000 კვადრატული კილომეტრი ტყე.

 

მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული გვარდია ჩაერია ოპერაციებში, ვერაფრით ვერ აქრობდნენ.

 

სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ამ ხანძრებმა, სამივე მეხანძრე იყო.

 

კი ვითევზავე, მაგრამ ნამუსიც კაი საქონელიაო, ერთ საათში დავტოვე პერიმეტრი.

 

თევზი წასულია სიღრმეში, რადგან ზედაპირი დუღს, საკმარისი იყო ფსკერულით თევზაობა და ყველა გადაგდებაზე ვიჭერდი.

Link to post
Share on other sites

ელჩი წელს ევროპის ქვეყნების უმეტესობაში სიცხის მახსიმალური ზღვარი იყო დაფიქსირებული დიდი ხნის განმავლობაში,ასეთი სიცხეები არ ყოფილა 150 წლის განმავლობაში...გლობალური დათბობა ბევრად უფრო ჩქარა მიმდინარეობს ვიდრე ჩვენ გვგონია...მთავრობები,მეცნიერები ტელევიზიები არ საუბრობენ ამაზე,ან საუბრობენ ძალიან ცოტას,რათ უნდა ამას მეცნიერი..გადავხედოთ ჩვენ ბავშვობას და შევადაროთ...ამდენი მანქანების ქარხნების გამონაბოლქვი,...განვითარებული ქვეყნები კიდევ ახერხებენ კონტროლს,მაგრამ განვითარებად ქვეყნებში ეს საერთოდ არ ხდება..ჩინეთი,ინდოეთი და სხვა..რავიცი მანამ ნავთობი არ გამოილევა მგონი არაფერი არ გვეშველება... :karochera:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...