avto 106 Posted September 6, 2015 Report Share Posted September 6, 2015 ასეთი მდინარე და როგორი სანაპირო ზოლი. ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted September 6, 2015 Report Share Posted September 6, 2015 ავთო..ერთი ადგილია აქ სადაც ბასზე გავდივარხოლმე,მიტოვებული იყო წლების განმავლობაში შემოღობილი იყო,რაღაცის გაკეთებას აპირებდენ და მერე აღარ გააკეთეს...,10-მდე ტბა არის სულ და ყველა ტბის ნაპირი მასეთი იყო თითქმის,რომ გავიგე რომ უკვე შეიძლებოდა ოფიციალურად შესვლა და თევზაობა (მანმდე იპარებოდნენ მაინც რუმინელები სათევზაოდ და მაგათი მინაგვებული იყო იქ ყველაფერი) მეც დავიწყე იქ სიარული,პირველად რომ წავედი იქედან მომავალი მეთევზე შემხვდა(იტალიელი) 2 გადარჩეული ნაგვით სავსე დიდი ცელოფანი ქონდა და აი ეს დავიჭირეო მითხრა,ყოველ მოსვლაზე ცოტას ასუფთავებდა თურმე...გამოველაპარაკე და ძალიან პატიოსანი კაცი აღმოჩნდა,მოვრიგდით რომ მომდევნო შაბათს ერთად ვიმუშავებდით,მანამდე მან შესასვლელში ტრაფარეტი გააკრა რომ მომავალ შაბათს დასუფთავებას ვგეგმავდით და კი მოვგროვდით 5 კაცი.არ ვიტყვი რომ ენას აუსვავდი,მაგრამ მართლა ბევრი ვიშრომეთ და კარგიც გამოვიდა,საღამოს კიდევ პიცა ვჭამეთ ერთად..ისე ნასიამოვნები ვიყავი თითქოს მსოფლიო გადავარჩინე მაგრამ მის მერე ბევრმა ხალხმა დაიწყო უკვე იქ სიარული რაღამც გაიგეს რომ სისუფთავეა,და ამ ხალხში ჩათლახებიც გამოერია და ისევ დაიწყეს განაგვიანება,ერთი სული მაქვს რომ შევესწრო ამ ფაქტს ხელები რომ დავატეხო...ამით იმის თქმა მინდა რომ ღორი მ...-ის ჭამას თავს არ დაანებებს მაგრამ იქნებ ყველამ რაღაცა გავაკეთოთ თუარა მაგ სურათში რომ ღორია ისე მოგვიწევს მალე ჩვენც სიარული... პ.ს.დღეს რაღაცაზე ან ვიღაცაზე ვარ აშკარად გაბრაზებული ციტირება Link to post Share on other sites
ლაშა 0 Posted September 7, 2015 Report Share Posted September 7, 2015 ეს რა მდინარეა ავთანდილ ასე საშინლად როა დანაგვიანებული . ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted September 8, 2015 Report Share Posted September 8, 2015 მდინარე აბაშაა ლაშა. ციტირება Link to post Share on other sites
ლაშა 0 Posted September 8, 2015 Report Share Posted September 8, 2015 მარტვილში ხო? მარტვილში დადიანების საბანაო უნდა ნახო რა დღეშია საზამთროს კანები პლასმასის ბოთლები მოკლედ თუ ვინმეს რამე უჭამია და დაულევია იქ აქვთ დატოვებული. ამათი დედა ვატირე ასეთ ლამაზ ადგილებს საღორეთ აქცევენ ხოლმე. ციტირება Link to post Share on other sites
ლაშა 0 Posted September 8, 2015 Report Share Posted September 8, 2015 მე თუ მკითხავ როგორიც მარტვილის კანიონია და დადიანების საბანაო ესეთი ულამაზესი ადგილები უნდა გამოცხადდეს დაცულ ტერიტორიათ და სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მის კეთილმოწყობაზე და დასუფთავებაზე შესაბამისათ ფასიანიც უნდა იყოს თორე ესეთი ღორების გადამკიდე ყველაფერი მოისპობა. ციტირება Link to post Share on other sites
tozi777 13 Posted September 30, 2015 Report Share Posted September 30, 2015 (edited) აი ახლა ეს ადგილი, ის ადგილია, სადაც ძირითადად მეთევზეები დადიან. ძალიან იშვიათად მოქეიფენი და დამსვენებელნი. და გულზე მეყრება, რადგან მეგობარო, რომ მოდიხარ მოგაქვს ეს წყალი, ხელსახოცი, და კონსერვი ხომ ცელოფნით მოგაქვს? ხოდა ჩაყარე მერე ისევ შიგნით და გააყოლე იმ მანქანას რა რითაც მოხვედი! განა ასე რთულია? ის კიდევ არ მიმაჩნია მართებულად კიდევ რომ გაიფიქრებენ, ან იტყვიან მაინც დანაგვიანებულიაო და ეს ჩემი ერთი ბოთლი რას იზამსო?! იზამს და გააკეთებს იმას რომ მიემატება და უფრო გართUლდება სიტუაცია!!! ყველამ დავუფიქრდეთ, ჯერ რა სასიამოვნოა რომ ფეხში ეს ნაგავი გებლანდება,სურათების გადაღება მინდოდა ბუნების და სულ კადრში მეჩხირებოდა ნაგავი. მთელი ზაფხული მომიწია ბუნებაში გასვლა ხშირად და დასავლეთშიც სავსეა მდინარეები და მისი არემარე. სირცხვილია ეს უკვე!!! Edited September 30, 2015 by TOZI777 ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted September 30, 2015 Report Share Posted September 30, 2015 (edited) მშენებლობაზე ვმუშაობ 13 წელია. ორი წლის წინ შევეშვი სიგარეტს, ახლა ცოტას მაინც ვაბოლებ. არასოდეს დამიგდია ძირს "ბიჩოკი", მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ნაგავი გროვდება სახლის დანგრევის და აშენების დროს. ვინახავდი ჯიბეში და სამუშაოს დამთავრების შემდეგ ვაგდებდი სანაგვე ურნაში. რა სურათებსაც თქვენა სდებთ და რასაც სხვაგან ვნახულობ კიდევ, "ღორებზე" უნდა დაუშვან ნადირობა. არ შეიძლება, არა. ან მანდ სხვა როგორ "ქეიფობს"? პ.ს. რამდენი კორექტირება გავუკეთე ტექსტს, ვერ წარმოიდგენთ./ბევრ შეცდომას ვუშვებდი წერისას, რადგან ძალიან მაწუხებს ეს პრობლემა./ აქაც არიან ეგეთები, მაგრამ თუ წაასწარი ფაქტზე, დედა აღარ ჰყავს, კაი ბუთხუზა ჯარიმის გადახდა მოუწევს. პპ.სს. რავი აბა, მე სულ დამაქვს დიდი ცელოფანი თან. სანამ თევზაობას დავიწყებ, მანამდე ტერიტორია უნდა დავასუფთავო. Edited September 30, 2015 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
caucasica 1 Posted November 29, 2015 Report Share Posted November 29, 2015 https://www.facebook.com/protectedareas.ge/...?type=3&theater ალგეთის ეროვნული პარკში ბრაკონიერთა ჯგუფი დააკავეს ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის რეინჯერებმა, მკაცრი დაცვის ზონაში ბრაკონიერთა ჯგუფი დააკავა. ჯგუფის წევრებმა დაცულ ტერიტორიაზე, ორი გარეული ღორი უკანონოდ მოინადირეს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცნობით, ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, ამიტომ მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა შესაბამის ორგანოებს. დანაშაულის ადგილიდან ამოღებულია შვიდი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები. მინდინარეობს ფაქტის გამოძიება. ნადირობა სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში და მათ გარეშემო 500 მეტრიან ზონაში საქართველოს კანონმდებლობით იკრძალება. წყარო: http://www.netgazeti.ge/GE/105/News/52847/ ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted November 29, 2015 Report Share Posted November 29, 2015 (edited) ორი კვირის წინ შვიდი არაკაცთა ჯგუფი აიყვანეს. ივრის ხეობაში შველი და მურა დათვი მოუკლავთ. აღსანიშნავია ერთი გარემოება. სამართალდამცავები იყვნენ ეს ტარტაროზები. Edited November 29, 2015 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted November 30, 2015 Report Share Posted November 30, 2015 თუ ნადირობის საშუალება არ ექნება ადამიანს ბრაკონიერობა არ მოისპობა არასოდეს და არა აქვს მნიშვნელობა ამას ვინ ჩაიდენს ! რა გვრჩება ესეიგი: მწყერი, იხვი, ქედანი და ტყის ქათამი ხო? ისიც არაგონივრულ ვადებში ! და საერთოდ ხო არ აგვეკრძალა ნადირობა და- თევზაობა საქართველოში ? ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted November 30, 2015 Report Share Posted November 30, 2015 (edited) ა ბატონო, კიდევ ერთი ფაქტი. პროკურორები ინ აქშენ. https://forum.ge/?f=29&showtopic=34812146 Edited November 30, 2015 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
caucasica 1 Posted December 11, 2015 Report Share Posted December 11, 2015 (edited) როგორ იცავენ რეინჯერები საქართველოს ველურ ბუნებას ბრაკონიერებისგან - უყურეთ მე-18 წუთიდან სტუმრები: ირაკლი მაჭარაშვილი - "მწვანე ალტერნატივა" ბიომრავალფეროვნების პროგრამის ხელმძღვანელი; ბეჟან ლორთქიფანიძე - არასამთავრებო ორგანიზაცია "ნაკრესი" კონსერვაციის პროგრამის ხელმძღვანელი; ლაშა მოისწრაფიშვილი - დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელი. Edited December 11, 2015 by caucasica ციტირება Link to post Share on other sites
caucasica 1 Posted December 30, 2015 Report Share Posted December 30, 2015 გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა. მინისტრი თბილისის ეროვნულ პარკში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, სადაც ადმინისტრაციის დირექტორის, ლევან კაპანაძის მანქანაში დაუდგენელი პირების მიერ ჩადებული ორი ხელყუმბარა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდი, 30 ვაზნით აღმოჩნდა. გიგლა აგულაშვილი ინციდენტს სამართალდამრღვევებთან ეროვნული პარკის დირექტორის უკომპრომისო ბრძოლას უკავშირებს. ანალოგიური ფაქტი გაზაფხულზე ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზეც მოხდა, სადაც ადმინისტრაციის დირექტორის ავტომანქანაში ხელყუმბარა იპოვეს, მუქარის წარწერით „გაფრთხილებთ, წადი!“. ამჟამად ორივე ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. მინისტრი შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს მოუწოდებს ოპერატიულად გამოიძიოს დანაშაული. ლინკი ვიდეოზე http://www.interpressnews.ge/ge/samartali/360659-garemos-dacvis-ministris-informaciith-thbilisis-erovnuli-parkis-direqtorma-avtomanqanashi-2-khelyumbara-aghmoachina.html ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted January 11, 2016 Report Share Posted January 11, 2016 ეს პოსტი განსაკუთრებით ამ ფორუმის სტუმრებსისთვსაა არაერთხელ დამიდია სურათები მარგამ მდგომარეობა დღითი-დღე უარესდება. საუბარია თელავი-ყვარლის გზაზე მდ. ალაზნის ხიდის ქვემოთ არსებულ ჭალაზე. ბავშვობიდან ვნადირობ აქ და მახსოვს გაუვალი ჭალა იყო. ახლა რომ ვიყავი მინიმუმ 150 ხე ვნახე მოჭრილი, ბადაპარსულიუა იქაურობა, გული გეტკინება კაცს. არადა უმარტივესია ამ პრობლემის მოგვარება - კონდოლიდან ამოდის გზები და ეს უნდა დაიკეტოს, გადაითხაროს! ამოავსებს ვინმე და უნდა ამოევსოს ერთი ადგილი. ადრე თუ ურემი ძლივს გაივლიდა ახლა ორხიდიანებია ნატარი. მალე ალბად ხეს აღარ დატოვებენ რო ქედანმა კურტუმი ჩამოდოს. ეს ხდება მდინარის მარჯვენა ჭალაში, ხიდიდან 700-800 მეტრში. (არც გაღმაა უკეთესი მდგომარეობა) სულ კაკალი და ვერხვი ყრია ძირს პ.ს ჭალაში ხის მოჭრა კანონით იკრძალება. ციტირება Link to post Share on other sites
mais1978 0 Posted January 11, 2016 Report Share Posted January 11, 2016 მართალი ხართ პატივცემულო, ეგ პრობლემა აწუხებს საერთოდ ალაზნის ტყეს , მეც ჩავდივარ ხოლმე ლაგოდეხში კერძოდ სოფელ ბეშკენტში ახლ. ჭიაური და მომსპარია ალაზნის ტყე. უზარმაზარი მუხები, ვერხვები დაფენილია დაბლა და კაცი არაა პატრონი , რაღაცას კი ფაფხურობს გდი მარა საკმარისი ნამდვილად არაა, რაც იქ ხმელი ხე ყრია მარტო ის ეყოფა 10 წელი მთელს ლაგოდეხს,მაგრამ იმ ხეს ხელს არავინ კიდებს ნედლი ურევნიათ :alfons: ,დეკემბრის თვეში ვიყავი ჩამოსული და რაც ვნახე ენით აუწერელია. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 11, 2016 Author Report Share Posted January 11, 2016 ბიჭებო, გადაუტანეთ გარემოს დაცვას ფეისბუქზე. ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted January 11, 2016 Report Share Posted January 11, 2016 BROWNING არაა ჯერ საჭირო ვახო, აქაც ნახავენ და თუ რეაგირება არ ექნება, მერე მე თვითონ დავდებ ფეისბუქზე ისე როგორც საჭიროა. და არა მარტო ფეისბუქზე. ბოლო 2 წელი როცა უნდა შველებოდა ვითომ ბუნებას ზუსტად მაშინ განადგურდა უფრო. იცი რა ხდება? მასიურად მიდის ჭრა კილომეტრებზე! არ მიჯერებთ თქვენ მე რომ ვამბობ ბრაკებთან ბრძოლა მოჩვენებითია მეთქი. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 11, 2016 Author Report Share Posted January 11, 2016 იქნებ მაქაურ ჟურნალისტებს მივაწოდოთ ეს ინფორმაცია. მაგათ მხოლოდ მედიატიზაციის მერე აქვთ რეაქცია, თან არჩევნები მოდის... BROWNING არაა ჯერ საჭირო ვახო, აქაც ნახავენ და თუ რეაგირება არ ექნება, მერე მე თვითონ დავდებ ფეისბუქზე ისე როგორც საჭიროა. და არა მარტო ფეისბუქზე. ბოლო 2 წელი როცა უნდა შველებოდა ვითომ ბუნებას ზუსტად მაშინ განადგურდა უფრო. იცი რა ხდება? მასიურად მიდის ჭრა კილომეტრებზე! არ მიჯერებთ თქვენ მე რომ ვამბობ ბრაკებთან ბრძოლა მოჩვენებითია მეთქი. ციტირება Link to post Share on other sites
mais1978 0 Posted January 11, 2016 Report Share Posted January 11, 2016 ფეისბუქზე ეხლახანს ვნახე გადაცემა ნადირობაზე :რატის ბლოგი" ბოდიშით რეკლამა არ გამომივიდეს, სტუმრადაა ბატონ თემურ ტყემალაძესთან ,ზუსტად მაგ პრობლემაზე საუბტობს ბატონი თემური, სხვანაირი მიდგომაა აქ საჭირო ზუსტად, სახელმწიფოებრივი, პატრიოტული,თორემ სანატრელი გახდება მერე ყველაფერი.ტყე შეუნახე შვილებსო ქართველების ნათქვამია ეს და მარტო სიტყვებად არ უნდა დარჩეს. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 11, 2016 Report Share Posted January 11, 2016 იქნებ მაქაურ ჟურნალისტებს მივაწოდოთ ეს ინფორმაცია. მაგათ მხოლოდ მედიატიზაციის მერე აქვთ რეაქცია, თან არჩევნები მოდის... მივაწოდე უკვე ვახო ეს თემა და ბრაკონიერებისაც ჟურნალისტს. ვნახოთ რა რეაგირება მოჰყვება. ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted January 12, 2016 Report Share Posted January 12, 2016 ელჩი გიო ჭალის თემაზე უთხარი იმ ჟურნალისტს ცოტა ხანს მოიცადოს და არაფერი ქნას. ასე მჭირდება ახლა მე ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted January 12, 2016 Report Share Posted January 12, 2016 კარგია თემის ძიება რო არ დამჭIრდა მოკლედ ჩემ ფბ გვერდზე ამოაგდო ეს ინფო ავრცელებს ვინმელადო აფხაზავა უკაცრავად ვარ და ვიღაცას კრამიტი მოუცურდა ნამდვილად. გრიგოლეთში უნიკალურ ქვიშას, ქვაღორღს ვაყრით და ვამაგრებს სანაპიროს? თუ ვანადგურებთ? რა ხდება გრიგოლეთში მართლაც მაქვს კითხვები. ეს ერთი კურორტი გვაქვს ლანჩხუთში და ასე უდიერად ნუ მოვექცევით. "ძვირფასო მეგობრებო, ნადგურდება საქართველოს ერთ-ერთი უმშვენიერესი საკურორტო ზონის გრიგოლეთის სანაპირო ზოლი, გუშინდელი დღიდან მოყოლებული ინტენსიურად მიმდინარეობს გრიგოლეთის სავანეს უბნის სანაპირო ზოლის ქვა-ღორღით მოხრეშვა, ნადგურდება მრავალსაუკუნოვანი უნიკალური მაგნიტური სანაპირო! ვისაც გული შეგტკივათ გთხოვთ დაგვეხმაროთ და შევაჩეროთ ეს მარაზმი. ყოველი წუთი და საათი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!!! საფრთხის წინაშე დგას როგორც დასახლების უნიკალურობა ასევე უკვე განვითარებული ტურიზმი. გვიშველეთ დაგვეხმარეთ".--აცხადებენ გრიგოლეთის მაცხოვრებლები ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 20, 2016 Report Share Posted January 20, 2016 ელჩი გიო ჭალის თემაზე უთხარი იმ ჟურნალისტს ცოტა ხანს მოიცადოს და არაფერი ქნას. ასე მჭირდება ახლა მე კაი რა არჩილ, მე ვცხობრობ მანდ, თუ შენ? იასნია დაიკიდეს. აქაური ამბებიც უნდა გითხრათ. დღეს გახდა ზუსტად ორი თვე, რაც ყოველდღე წვიმს. იყო დღეევი, 2-3, როცა გადაუღებლად წვიმდა. თოვლი ერთხელ მოვიდა საღამოს ყინულის წვიმა დაუშვა. ყინულის წვიმა ხუმრობა არ გეგონოთ, მოდის როგორც წვიმა, მაგრამ შეეხება თუ არა ზედაპირს, მაშინვე იყინება. ასეთი წვიმები სადღაც 4-5 ჯერ იყო. ამ 2 თვის განმავლობაში მზე არ დამინახია. ახლა ვნახე მომავალი კვირის პროგნოზი და უბრაგუნებს ისევ. მოკლედ, მალე ყიყინს დავიწყებ. ციტირება Link to post Share on other sites
caucasica 1 Posted January 20, 2016 Report Share Posted January 20, 2016 ვფიქრობ საინტერესო ღონისძიება: პარასკევს, 22 იანვარს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გიწვევთ “ეკოჰაბში”, საჯარო ლექციაზე: ,,რა შემთხვევაში ირღვევა გარემოსდაცვითი კანონმდებლობა?”. ლექციაზე განხილული იქნება შემდეგი თემები: > გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ყველაზე გავრცელებული შემთხვევები საქართველოში; > დარღვევების სტატისტიკური მონაცემები და მათი გამომწვევი მიზეზები; > გარემოსდაცვით სამართალდარღვევათა გამოვლენის ფაქტები გეოგრაფიული არეალების მიხედვით. ლექციას გაუძღვება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი ნელი კორკოტაძე. შეხვედრა წარიმართება ინტერაქტიულ რეჟიმში. დასწერბისთვის საჭიროა მოცემულ ბმულზე https://goo.gl/dMLQI3 რეგისტრაციის გავლა “ეკოჰაბი” წარმოადგენს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მწვანე სივრცეს, სადაც საშუალება გეძლევათ პერიოდულად დაესწროთ საჯარო ლექციებს, დისკუსიებსა და კინოჩვენებებს გარემოსდაცვით თემებზე. https://www.facebook.com/events/1639039066356352/ ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.