Jump to content
Club-Monadire.Ge

ეკოლოგია-ბუნების(გარემოს) დაცვა.

Recommended Posts

სათანადო თემა ვერ ვნახე და აქ გაგიზიარებთ

ხვალ ტბილისში საინტერესო ლექცია იმართება, საინტერესო მომხსენებლები და თემებია

ვფიქრობ ძალიან საინტერესო მომხსენებლები და თემებია, ვინც მოახერხებთ წადით არ ინანებთ

2 ივნისს, ხუთშაბათს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში, ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე იტალიელ პროფესორებთან.

სიენას უნივერსიტეტის პროფესორი სანდრო ლოვარი წაიკითხავს ლექციას თემაზე: მტაცებლების თანაარსებობა (Coexistence of Carnivores);

ტურინის უნივერსიტეტის პროფესორი ლუკა როსი კი წაიკითხავს ლექციას თემაზე: ნადირობის მენეჯმენტი ალპებში (Hunting management in Alps).

ენა: ინგლისური

დრო: 2 ივნისი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (გ. წერეთლის ქ. #1)

დასწრება თავისუფალია.

https://www.facebook.com/events/798240993609857/

Link to post
Share on other sites
  • Replies 453
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

caucasica   მითქვია, ვამბობ და ვიტყვი, გიორგი სულამანიძე საქვეყნო საქმეს ემსახურება და კბილებით იცავს ბუნებასთქო.   გიო, სხვა რამეში საქმე ძმაო.   ეს ვიდეო ადრე ვნახე და აქაურ ძმებს არ ვაჩვენე,

სალამანდრა, ერთიანი კანონი მე მგონი არ არის, ინდივიდუალურია თითოეული წყალსატევის მიხედვით. მე პირადად დასავლეთ კანადაში ო'ჰარა-ს ტბაზე 200 მეტრზე კი არა კილომეტრნახევარზე არ მიმიშვეს. სახელმწიფო ავტობ

Posted Images

ენა: ინგლისური

ყველაფერი კარგი , მაგრამ რამდენი მონადირე მეთევზე ეგულებათ მაგათ ინგლისურ ენაზე მაგ ლექციას რომ მოისმენს?

თუ ბაბოჩკა-პეროიანი ხალხისთვის ტარდება მარტო მაშინ ყველაფერი გასაგებია :karochera:

პ.ს. მაინც კარგია დასაწყისისთვის, შემდგომში ალბათ გვცემენ პატივს და ტარჯიმანი ეყოლებათ, ან ახალი თაობა ისწავლის მშობლიურივით ინგლისურს :crazy:

:karochera: რა კომენტარი უნდა გავაკეთო? :karochera:

1 პოსტიტ ზემოთ მეწერა ინფორმაცია საჯარო ლექციაზე რომელიც ქართულ ენაზე იყო იმას თუ დაესწარი?

Link to post
Share on other sites

caucasica

მეგობარო თქვენთან კამათს არ ვაპირებ

მე დავესწარი თუ არა ეგ საერთოდ არ წყვეტს არაფერს.

აი იმ მიზეზის გამო რამდენი ვერ დაესწრებოდა (მე არც მცალია სამწუხაროდ, ეგ კი არა სათევზაოდ ძლივს ვიცლი) მაგაზე დავწერე. გამგები გაიგებს.

პ.ს. საქართველოში ყველა ლექცია-სემინარი უნდა ტარდებოდეს ქართულ ენაზე(თუ ქართულენოვანი აუდიტორიაა სამიზნე), ან თარჯიმნის დახმარებით!

ეგ კი არა კენედის აეროპორტში სემინარებზე გვყავდა ქართველი თარჯიმნები და გვითარგმნიდნენ სპეციფიკურ საბაჟო ტერმინოლოგიას.

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

http://www.kvirispalitra.ge/justice/30064-reinjerebs-brakonierebi-fizikuradac-ustsordebian.html

"ბორჯომის რაიონი აუღებელ ციხესიმაგრედ იქცა. ადგილობრივები ტყის განადგურებას აღარ სჯერდებიან, რეინჯერებს ფიზიკურად უსწორდებიან"

ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებს ბრაკონიერები თავს დაესხნენ, ავტომობილები დაუმტვრიეს. ცემა ხელჩართულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. საქმე ქონების დაზიანებისა და ცემის მუხლებით არის აღძრული. ჩვენ დავუკავშირდით დაზარალებულ რეინჯერთაგან ერთ-ერთს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკის დაცვის განყოფილების უფროსს, ივანე კუპრაძეს, რომელმაც დაგვიდასტურა მომხდარი.

- 31 მაისს, დაახლოებით 16 საათზე, ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, სოფელ ბანისხევის სარეინჯერო ტერიტორიაზე, ჩვენი რეინჯერები მორიგ პატრულირებაზე იყვნენ, რომ დააფიქსირეს ხეტყის უკანონოდ ჭრის ფაქტი, სოფელ ბანისხევში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე ხარის დახმარებით მოათრევდა მორებს. როგორც კი რეინჯერები დაინახა, ხეები ჩახსნა, დანაშაულიც აღიარა, მაგრამ ოქმზე ხელი არ მოაწერა. ჩვენ ვალდებული ვიყავით მორები შეგვენახა გამოძიებისთვის და ამიტომ შემთხვევის ადგილზე საგანგებოდ მივედით სამი მანქანით. ამ დროს ის კაცი გზაზე მიკროავტობუსით შემოგვხვდა. დავეჭვდით, რომ მანქანის სალონში დაჭრილი ხის მორები ჰქონდა, ამიტომაც მანქანის გაჩერება მოვთხოვეთ, რაზეც უარი განაცხადა, მეტიც, დაეჯახა ჩვენს მანქანებს, ორი ავტომობილი დაგვიზიანა. ჩვენ ექვსნი ვიყავით, ისინი სამნი: მამუკა, ბექა და ლევან გოგოლაძეები (მამა-შვილი და მათი ნათესავი). ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენეს, სამწუხაროდ, არანაირმა შეგონებამ არ გაჭრა და ხელჩართული ჩხუბი გაგვიმართეს. როგორც კი ავტომობილი დააჯახეს ჩვენს ავტომობილებს, 112-ზე დავრეკე და საპატრულო პოლიციის დახმარებამაც მოგვისწრო.

არ მესმის, ასე რატომ მოიქცნენ, მით უფრო, რომ როგორც შემდგომ გაირკვა, მიკროავტობუსში დაჭრილი მორები არ იყო. ის ხეები საკუთარი ბაღის მიმდებარედ, ტყეში მოჭრეს და გზაზე ჩამოყარეს, რომ ჩვენს გამოჩენამდე წაეღოთ. როდესაც დანაშაულის ფაქტზე ვიჭერთ, ყველა გაიძახის, აბა, რა ვქნათ, თქვენ მუშაობთ და ხელფასი გაქვთ, ჩვენ რითი ვარჩინოთ ცოლ-შვილიო? ამ სოფელში ჩვენს ერთ-ერთ რეინჯერს მანამდეც დაესხნენ თავს, ახალდაბაში კი რეინჯერს სამსახურებრივი ავტომობილის მინები ჩაქუჩით ჩაულეწეს. სხვათა შორის, აბასთუმანში, ახალციხეში, ხაშურში ასეთი რამეები არ ხდება. თუ ვინმეს დანაშაულზე დავიჭერთ, აღიარებს და პროცესი სამართლებრივ სიბრტყეში განიხილება, ბორჯომის რაიონი კი აუღებელ ციხესიმაგრედ იქცა. ადგილობრივები მხოლოდ ტყის განადგურებას აღარ სჯერდებიან, ფიზიკურადაც გვისწორდებიან.

არა მხოლოდ დაცული ტერიტორიების სააგენტოს, სატყეო სააგენტოს რეინჯერებიც უმძიმეს მდგო­მარეობაში არიან. ბრაკონიერები მათაც დაუნდობლად უსწორდებიან. გავრცელებული ინფორმაციით, მაისში სოფელ ახალდაბაში, სატყეო სააგენტოს რეინჯერ ზვიად ბლიაძის სამსახურებრივი ავტომობილი დაწვეს, უბნის უფროსის ავტომობილს კი ქვები დაუშინეს. მეტიც, რამდენიმე წლის წინ ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნულ პარკში რეინჯერი მერაბ არევაძე ბრაკონიერებმა დანაშაულის მიჩქმალვის მიზნით მოკლეს, მკვლელობაში ეჭვმიტანილები და უშუალო მონაწილე დაიჭირეს, მაგრამ ამნისტია შეეხოთ და გათავისუფლდნენ. რეინჯერები ჩივიან, რომ ბრაკონიერებთან ბრძოლა უშედეგოა სამართალდამცველების მსუბუქი მუხლების მიყენებით და შემდგომ მათი აღსრულების სუსტი მექანიზმების გამო.

P.S. შარშან, სოფელ ბანისხევში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერ სამსონ პაპიძეს ელექტროხერხი გულმკერდზე გადაატარეს. საბედნიეროდ, პაპიძე გადარჩა.

Link to post
Share on other sites

ძალოვნები დგანან მათ უკან და იმიტომ. მეორეცაა, ორმაგი სტანდარტი: ზოგს უფლება აქვს ჭრას და ინადიროს. ზოგს არა.

სადღაც, თუნდაც დაცულ ტერიტორიებზე მაინც უნდა გადარჩეს ცხოველები - მომოვალში როცა გონს მოვეგებით გასამრავლებელი ინდივიდებზე სხვებს რომ არ ვეხვეწოთ

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის აბასთუმნის უბანზე ფოტოხაფანგის მეშვეობით გამოვლინდა სამართალდარღვევის ფაქტი. შედგენილია 11 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, საიდანაც 8 შედგენილია ნადირობის წესების დარღვევაზე და 3 ოქმი იარაღით უკანონო გადაადგილებაზე. იარაღით უკანონო გადაადგილებაზე ჯარიმის ოდენობა შადგენს 250 -300 ლარს, ხოლო ნადირობის წესების დარღვევაზე კი 500-700 ლარს.

ეროვნული პარკის ადმინისტრაცია მოვუწოდებთ მოქალაქეებს თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან.

Link to post
Share on other sites

ბორჯომ-ხარაგაული დღეს დაცული არ არის ბრაკონიერებისგან. ნება არ არის ზემოდან თორემ ყველამ ყველაფერი იცის. ირემია მანდ მთავარი სამიზნე.

სადღაც, თუნდაც დაცულ ტერიტორიებზე მაინც უნდა გადარჩეს ცხოველები - მომოვალში როცა გონს მოვეგებით გასამრავლებელი ინდივიდებზე სხვებს რომ არ ვეხვეწოთ

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის აბასთუმნის უბანზე ფოტოხაფანგის მეშვეობით გამოვლინდა სამართალდარღვევის ფაქტი. შედგენილია 11 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, საიდანაც 8 შედგენილია ნადირობის წესების დარღვევაზე და 3 ოქმი იარაღით უკანონო გადაადგილებაზე. იარაღით უკანონო გადაადგილებაზე ჯარიმის ოდენობა შადგენს 250 -300 ლარს, ხოლო ნადირობის წესების დარღვევაზე კი 500-700 ლარს.

ეროვნული პარკის ადმინისტრაცია მოვუწოდებთ მოქალაქეებს თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან.

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

"ჯერ რეინჯერებს დაერივნენ, შემდეგ კი მათ საშველად გამოძახებულ პოლიციელებს დაესხნენ თავს"თამაზ კარაპეტიანი: "დაჯარიმებისას იმასაც კი მეუბნებოდნენ, შენ, სომეხს, რაში განაღვლებს, მე, ქართველი, აქ რას ვიზამო"

ერთი თვის წინ ვწერდით, რომ ბორჯომის რაიონის ზოგიერთი მცხოვრები ტყის განადგურებას აღარ სჯერდება და რეინჯერებს­ ფიზიკურად უსწორდება­ - ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებს ბრაკონი­ერები თავს დაესხნენ და ავტომ­ობილები დაუმტვრიეს. ცემა მუშტიკრივში გადაიზარდა. საქმე­ ქონების დაზიანებისა და ცემის მუხლებით აღიძრა. ახლახან­ კი დამნაშავეებს მხოლოდ ფულადი ჯარიმა დააკისრეს.

ამჯერად ბრაკონიერებს საქართველო­თურქეთის საზღვართან მდებარე ტბა კარწახთან გამოუჩენიათ თავი. ჯერ უკანო­ნო სათევზაო ბადეების ამოსაღებად მისულ­ რეინჯერებს დაერივნენ, შემდეგ მათ საშველად გამოძახებულ პოლიციელებს დაესხნენ თავს და ერთ-ერთი მათგანისთვის თავში მძიმე საგანიც ჩაურტყამთ. საზოგადოებაში გამყარდა ეჭვი, რომ ბრაკონიერებს გავლენიანი მფარველები ჰყავთ და ამიტომაც პარპაშებენ.

კარწახის ტბასთან მომხდარის შესახებ "კვირის პალიტრას" ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორი თამაზ კარაპეტიანი ესაუბრა:

- ბიჭებმა ტბაში ჩაკიდებული ბადეები­ ნახეს და ნაპირზე ამოჰქონდათ. ამ დროს მათთან მიიჭრა მთვრალების ბრბო.

- ადგილობრივები იყვნენ თუ ჩამოსულები?­

- კარწახელები არიან. ჯერ უშვერად აგინებდნენ რეინჯერებს, შემდეგ მაისურები შემოახიეს. ისინი არც პოლიციის გამოჩენამ დააფრთხო, ის კი არა, ერთს თავში ჩაარტყეს და მძიმე ტრავმა მიაყენეს. ახლახან ერთ-ერთი ბრაკონიერის სასამართლო გაიმართა და როგორც გავიგე, საპროცესო გარიგება გაუფორმეს - 5.000 ლარი გადაახდევინეს და გამოუშვეს. ალბათ, დანარჩე­ნებსაც იმავეს დაუწესებენ.

გუშინწინაც სამი ბადე ამოვიღეთ. თურქეთის საზღვრამდე იყო გაჭიმული. ამჯერად არავინ მოსულა. ბადის ამოღების დროს რომ სამართალდამცველს ვიღაც თავზე დაგადგება და გეტყვის, ხელი არ ახლო, ჩემ­იაო, ასეთი ადამიანი ან ძალიან ბრიყვია და ვერ ხვდება, რომ დამნაშავეა, ან ვიღაცის­ მფარველობით იმდენად არის გათავხედებ­ული, რომ არ ანაღვლებს კანონი.

ჩვენი მიზანი სულაც არ არის ვინმეს­ დაპატიმრება. მხოლოდ სასჯელი და ისიც დღეს არსებული ფორმით, სამწუხაროდ, ვერ ცვლის ვითარებას. თუ არ შეიგნეს, რომ დანაშაული მათი მომავ­ლისთვის, შვილებისთვის საზიანოა, მხოლოდ ფულადი ჯარიმები გამოსწორებისკენ­ ვერ უბიძგებთ.

ერთი კარწახელი მივიღე რეინჯერად, რომ თანასოფლელებს განუმარტოს, რას ნიშნავს ეროვნული პარკი, დაცული ტერიტორია, რომ ეს ტბა არ შეიძლება ეკუთვნოდეს ერთი-ორ გაზულუქებულ ადამიანს. ვთხოვ ხალხს, იმაზე მეტი საძოვრები დაგ­ითმეთ, ვიდრე ადრე იყო, ტბას ვუვლით, ვცდილობთ, ბუნება გადავარჩინოთ, ამას თქვენი შვილების მომავლისთვის ვაკეთებთ, წადით, ტბაზე დაისვენეთ, ითევზავეთ, ოღონდ ანკესით-მეთქი. შეიძლება ადამიანმა სიხარბეს ყველაფერი გადააყოლოს?

ბრაკონიერები ძალიან აგრესიულები­ გახდნენ. თევზაობის სეზონზე კარწახზე თბილისიდან, ქუთაისიდან, სომხეთიდანაც კი მოდიან. ტურიზმის განვითარების პერსპექ­ტივა ჩანს, საქმე უკეთესობისკენ მიდის, მაგ­რამ ვისაც საკუთარი ჯიბის იქით არაფერი აინტერესებს, გაოცებული გვეკითხება, ქვეყანა თუ ვითარდება, მერე მე რაო?!

ხანჩალისა და ბუღდაშენის ტბებზე ძალ­იან ბევრი გადამფრენი ფრინველია. ამიტ­ომაც ნადირობა რომ აღვკვეთეთ, უამრავი­ ადამიანი გაგვინაწყენდა. დაჯარიმებისას იმასაც კი მეუბნებოდნენ, შენ, სომეხს, რაში განაღვლებს, მე, ქართველი, აქ რას ვიზამო.

ეკა ლომიძე

http://www.kvirispalitra.ge/public/30599-qjer-reinjerebs-daerivnen-shemdeg-ki-math-sashvelad-gamodzakhebul-policielebs-daeskhnen-thavsq.html

Link to post
Share on other sites

დაჯარიმებისას იმასაც კი მეუბნებოდნენ, შენ, სომეხს, რაში განაღვლებს, მე, ქართველი, აქ რას ვიზამო.

ოხ ბლი......დ ! რა საზიზღარი ხალხი ვართ რააააააააააა ((((((((((( არ უნდა დაზოგო მაგათი........ სასჯელი უფრო უნდა გაამკაცრო და იქნებ მერე ისწავლონ ჭკუა ამ სქონლებმა.....

Link to post
Share on other sites

ქართველი რეინჯერები - გიორგი კაკაბაძის სიუჟეტი

გადაცემა კომუნიკატორი / KOMUNIKATORI

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის რეინჯერები დიდი პასუხისმგებლობით, სიყვარულით ეკიდებიან თავიან საქმეს და იცავენ ჩვენი ქვეყნის მწვანე საგანძურს, რათა მომავალ თაობებსაც ქონდეთ შესაძლებლობა იხილონ და დატკბენ ხელუხლებელი - პირველყოფილი ბუნებით.

Link to post
Share on other sites

caucasica

სეხნიავ, რითი შეუძლია ჩვენს კლუბს გვერდში დაგიდგეთ?

იცი რომ პირველი ქართულენოვანი კლუბია "მონადირე" და ბევრი ჯიგრიანი ადამიანია ერთად აქ.

დაუშვი და უკან დამხევები რომ არ ვართ, იცი ეგეც.

Link to post
Share on other sites

კარგ საქმეს აკეთებ კაუკაზიკა. საქვეყნო საქმეა. უძნელესია დღეს საქართველოში სწრაფი წინსვლა, მაგრამ მაინც ჩვენი გასაკეთებელია ყველაფერი და შენნაირი ხალხი აშენებს დღეს მომავალ საქართველოს. გაგიმარჯოს.

Link to post
Share on other sites

ელჩი

მადლობა გვერდში დგომისათვის !!! ეს კლუბი მართლა გამოირჩევა და აქ მაგიტომაც ვარ.

მე მზად ვარ ნებისმიერ დროს ვუმასპინძლო კლუბის წევრებს, პატარა "ანგარიში" წარვადგინო ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე, ცოტა დავათვალიეროთ და გაცნობისაც ავღნიშნოთ.

BROWNING

იცოცხლე და გაიხარე

ყველაფერი ნებაზე და სურვილზე, შსენსავით და ამ კლუბის ბევრი წევრივით თუ საზოგადოებაში გაჩნდება ნება, სურვილი და მოთხოვნა იმაზე ბევრად სწრაფად გვექნება უკეთესობა ვიდრე წარმოგვიდგენია.

salamandra

გაიხარე

პ.ს. ფორუმზე სხვა თემაში დავწერე და აქაც გავმეორდები: ჩვენ (ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები) მზად ვართთ აქტიური თანამშრომლობისათვის კლუბ "მონადირესთან". უბრალო სტუმრობა ან ყოველდღიურ საქმიანობაში დახმარება მაგ. ბილიკების გაწმენდა, ხიდები გაკეთება ანდა ცხოველების აღრიცხვა ოქტომბრის დასაწყისში "ირმის მყვირალობაზე" აღრიცხვები, ნოემბერში ჯიხვები...

Link to post
Share on other sites

ჰოდა, მაიტა დავგეგმოთ(ნუ წყალგაღმა გამოსულების გარეშე) კლუბმა მერე ერთი ვიზითი ლაგოდეხში და კაი პურისჭამაც მივაყოლოთ.

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...
  • 2 weeks later...

http://www.heretifm.com/?p=40135

ვციტირებ სტატიას:

"ლაგოდეხში ბრაკონიერთა ჯგუფმა ჯიხვი მოკლა

ლაგოდეხში ბრაკონიერთა ჯგუფმა საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი მოკლა.

როგორც რადიო "ჰერეთს" ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციიდან აცნობეს, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის რეინჯერებისა და შსს-ს ლაგოდეხის სამმართველოს თანამშრომლების ერთობლივი ოპერაციის შედეგად ამოღებულია ნანადირევი, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები.

მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებს გადაეცა და ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება.

ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს."

ჩემი კომენტარი: 7-8 აგვისტოს ანტიბრაკონიერულ ღონისძიბას ვატარებდით (4 რეინჯერი იყო თავიდან ჩართული) - თავდაპირველი ინფორმაციით 2 ბრაკონიერი იყო შესული ნაკრძალში სანადიროდ. როგორც ბოლოს გაირკვა კონკრეტულ ხეობაში 2 სხვადასხვა ჯგუფი იყო შესული პირველი 2 კაციანი ჯგუფი 7 აგვისტოს დილით (ეს ჯგუფი დავაკავეთ ლაგოდეხის შსს დახმარებით), მე-2 - 4 კაციანი ჯგუფი რომლებიც 8 აგვისტოს შევიდნენ და გამოსვლისა რეინჯერების "ჩასაფრებაში" მოყვენ,ბრაკებიმა ზემოდან ქვემოთ ეშვებოდნენ ნიღბებით და კარაბინებით იყვნენ, რეინჯერების დანახვისას იარარები გადაუტენეს რეინჯერებს და ქვები დაუგორს, ქვათა ცვენაში 1 რეინჯერი დაგვიზიანდა ქვა თავში მოხვდა ჭრილობა მიაყენა. რადგან ძალთა ბალანსი თანაბარი იყო და 1 რეინჯერი დაზიანებული უსაფრთხოების პროტოკოლით რეინჯერბმა დევნა არ განახორციელეს. დაზიანებლ რეინჯერი საავადმყოფოში გადავიყვანეთ სადაც წრილობა დაუმუსავდა და ნაკერები დაედო. შსს ლაგოდეხის სამმართველო იძიებს რეინჯერებზე ტავდასხმის ფაქტს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გარემოს დაცის მინისტრმა აცნობა შსს. მინისტრს და პრემიერმინისტრს, მათ მაქსიმალური მხარდაჭერა გამოგვიცხადეს.

ბოლო წლების აქტიური მუშაობის შედეგად საკმაოდ კარგად გამრავლდა "ნადირი" დაცულ ტერიტორიაზე, მათ სანახავად შორს წასვლაც აღარაა საჭირო, სავარაუდოდ ესაა ბრაკონიერების ბოლო 2 თვეში საგრძნობი გააქტიიურების მიზეზი. მხოლოდ ბოლო 10 დღის განმავლობასი 6 ანტიბრაკონიერული ღონისძიება ჩავატარეთ. ჩვენ საქართველოს მომავალს, საგანძურს ვიცავთ, გვაქვს სახელმწიფოს და საზოგადოების მხარდაწერა, გვაყავს მაგარი გუნდი და გავაგრძელებთ მუშაობას კიდევ უფრო დიდი შემართებით და მონდომებით, არ მივცემთ ბრაკონიერებს 90-იანი წლების განმეორების შესაძლებლობას. შეგახსენებთ რომ 90-იან წლებში განუკითხავი ბრაკონიერობის სედეგად ლაგოდეხის ნაკრძალში მსხვილ ძუძუმწოვართა რაოდენობა კატასტროფულად შსემცირდა, მაგ: 1989 წლის არრიცხვებიტ აქ 1400 ირემი და 2500 აღმოსავლეტ კავკასიური ჯიხვი ბინადრობდა. ხოლო 1999 წლის არღიცხვებით 70 ირემი და 150 ჯიხვი იყო დარჩენილი.

ასევ განსაკუთრებით აღსანიშნავია საგრძნობლად გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა (2015 წელს 45 000 ვიზიტორი, მიმდინარე წელს მატება 12%), რაც მოსახლეობას ძალიან ეხმარება შემოსავლების გაზრდაში, მაგ: მ/წელს მხოლოდ 4 ახალი სასტრუმრო გაიხსნა დაახლოებით 30 ადამიანი აქირავებს ცხენებს, აღარ ვამბობ კვების ობიექტბზე, ტრანსპორტირებასა, გამყოლებზე და სხვაზე.

Edited by caucasica
Link to post
Share on other sites

აბსოლუტურად ყველა ბრაკს იცნობს ადგილობრივი პოლიცია. ბობოლების მფარველობა აქვთ. მედია ჩართეთ მაქსიმალურად. მაგ ბობოლებს მედიის ეშინიათ.

Link to post
Share on other sites

გიორგი საქართველო-დაღესტანის საზღვარზე ჯიხვის მიგრაცია,მე რამდენადაც ვიცი ძალიან აქტიურია.ანუ აქეთ შეწუხდება გადადის იქეთ შეაწუხებენ გადმოდის,შენ რას გვეტყვი

Link to post
Share on other sites

გიორგი საქართველო-დაღესტანის საზღვარზე ჯიხვის მიგრაცია,მე რამდენადაც ვიცი ძალიან აქტიურია.ანუ აქეთ შეწუხდება გადადის იქეთ შეაწუხებენ გადმოდის,შენ რას გვეტყვი

სალამი ჯაბა

ეს საზღვრები ჩვენ მოვიგონეთ ადამიანებმა :)

ცხოველები არ ცნობენ საზღვრებს - დაღესტანის, ლაგოდეხის და აზერბაიჯანის მომიჯნავე ტერიტორიები მათვის 1 დიდი საცხოვრებელი ადგილია, მიგრაცია მისი სრული გაგებით არ შეიძლება ვუწოდოთ ჯიხვების გადაადგილებას ამ ტერიტორიაზე, ჯიხვებს უფრო სეზონური "მიგრაცია" ახასიათებთ ჩვენთან. ზამტარში რაღაც ნაწილი დაღესტნიდან ჩვენსკენ გადმოდის მკაცრ ზამტარს "გამოურბის", მერე ისევ ბრუნდება, მაგრამ ჩვენთან "ჩვენი ჯიხვი ყოველთვის არის ზამტარ ზაფხულს. და ბევრი ჯიხვი ტყეშია საკმაოდ დაბლა.

მომავალი კვირიდან ვიწყებთ სამეცნერო ცენტრ NACRES-ისთან ერთად ჯიხვის აღრიცხვებს, მსგავსი მაშტაბური და კვალიფიციური აღრიცხვები ბევრი წლებია არ ჩატარებულა, 2017 წლის ივლიში მოვრჩებით - იმედია ბევრ საინტერესო ინფორმაცია მოვიპოვებთ. შემდეგ კი იმედია ჩემი ოცნებაც ახდება და ჯიხვებს ჯპს საყელურებს შევაბავთ და ბევრ საინტერესო ინფორმაცია მოვიპოვებთ.

პ.ს. მგონი ამის წინაც დაწერე - ჯიხვის მასიური შეწუხება (როგორიც 90-იან წლებში იყო) ბოოლო წლებია არც დაღესტანში და არც საქართველოში არ ფიქსირდება.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...