Jump to content
Club-Monadire.Ge

ეკოლოგია-ბუნების(გარემოს) დაცვა.


Recommended Posts

როგორც გავიგე სუსის ყოფილი თანამშრომელი დაინიშნა გარემოს დაცვის უფროსად და წესით არ უნდა შეეშალოს რა და როგორ კეთდება. სეზონის გახსნის დღეს რომ მანოკების ალაგმვას ვერ მოახერხებ :karochera:

Link to post
Share on other sites
  • Replies 453
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

caucasica   მითქვია, ვამბობ და ვიტყვი, გიორგი სულამანიძე საქვეყნო საქმეს ემსახურება და კბილებით იცავს ბუნებასთქო.   გიო, სხვა რამეში საქმე ძმაო.   ეს ვიდეო ადრე ვნახე და აქაურ ძმებს არ ვაჩვენე,

სალამანდრა, ერთიანი კანონი მე მგონი არ არის, ინდივიდუალურია თითოეული წყალსატევის მიხედვით. მე პირადად დასავლეთ კანადაში ო'ჰარა-ს ტბაზე 200 მეტრზე კი არა კილომეტრნახევარზე არ მიმიშვეს. სახელმწიფო ავტობ

Posted Images

მერამდე3ნჯერ წერს კაცი, ალაზანზე ბრაკების ნავები ბერძენთა ფლოტივით დაცურავენო. დავიჯერო ასე ძნელია მათი აღკვეთა?

Link to post
Share on other sites

კარგი ინფორმაცია.

 

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე „ფონდმა ქართუმ“ სასტუმროს მშენებლობა 300 000 ლარით დააფინანსა.

 

http://reportiori.ge/inside.php?menuid=42&id=19957

Link to post
Share on other sites
caucasica[/b]' timestamp='1471596050' post='79801']

ი ლ უ შ ა ვერ გავიგე?

აქ ჩვენ რაზე ვსაუბრობთ? რა ქვია თემას? რეინჯერი კინაღამ მომიკლეს და აქ გრანტები, მგლებიო !!! დააფიქსირე შენი პოზიცია ამ ფაქტზე თუნდაც აქ, დაგმე ბრაკონიერი?

მიცნობ ? ასე რატომ აძლევს თავს რომ დაწერო? მე ჩემი სიცოცხლის ფასად ვიცავ საქართველოს ბუნებას. თბილიელი ადამიანი 10 წელია ტყეში ვმუშაობ .... სწორედ ნაკრისმა მასწავლე ველზე მუშაობა იმ პერიოდში როდესაც უნივერსტეტს პრაქტიკებისთვის და არც ფული და არც ნება ქონდა. ... მე ამისტვის მადლობას ვუხდი მათ .... თუ ინტერნეტიტ ვერ ძებნი მათ გაკეთებულ საქმეები, საქარტველო პატარაა და ადგილზე ჩადი , სიამოვნებით გიმასპინძლებ ლაგოდეხში ..... ნაკრეია სწორედ ის გუნდი რომლებიც ყოველთვის იღებენ ხმას და პირში წყალს არ იგუბებენ როცა საქმე საქართველოს ბუნებას ეხება .... სხვის (შესაძლებელია გაბოროტებული) ადამინების ნალაპარაკევს სჯობს ფაქტების გადამოწმება, ისედაც ცოტაა ამ ქვეყანაში პროფესიონალი და გარემოსდამცველი და ტყვილა ნუ ვესვრიტ ტალახს !!!

 

www.matsne.gov.ge აქ წერია კანონები და ნახავ რომ თუ მგელი სახლში გივარდება თავისუფლად შსეგიძლია მოკლა.... მგლის მოშენება როგორე წარმოგიდგენია? ან როგორ ფიქრობ შეიოძლება მგლის მოშენება ისე რომ მისი საკვები ბაზა არ იყოს ტყეში გარეული ცხოველიბის სახით, ბალახ მოძოვენ?

 

 

ბროკონიერობამდე საერთოდ კაცის მოკვლას ვგმობ და მერე ბრაკონიერობას და მე რომ ბრაკონიერს ვგმობ ეგ ყველამ კარგად იცის ამ ფორუმზე და არა მარტო ამ ფორუმზე!.. რა შუაშია ჩემი პოსტი და იმ შუაშია რომ ქვეყანაში სადაც 2 კინკილა კურდღელი დარბის და ერთი ყურჩამოგდებული შველი, დღითი დღე ვიწროვდება ჭაობის და არა მარტო ჭაობის ფრინველების არეალი, სხვაზე აღარ ვლაპარაკობ და პროექტს იწყებ მგლებით, რა დროს მგელია როცა ტყე ცარიელი გაქვს, პირიქით გასაწმენდია ტურებისგან და მგლებისგან საქართველო, გადაჭამეს კვერცხები და ბაჭიები.. მონადირე ვარ მინდა ვინადირო ჩემ ბუნებაში, სადაც წლები ვნადირობდი ზღვისპირეთში, დააშრეს ტბები, ჭაობები და დაიწყეს ინფრასტრუქტურის მშენებლობა, კარგია რომ ვითარდება მაგრამ ადგილობრივი იხვი, ლაინა, ლერწმის ქათამურა, მელოტა, ზამთარში ბატი, ჩიბუხა, ჭოვილო, გადაშენდა კურდღელი, შეჭამა ტურებმა, ცოტა ხანში ჩამოთოვს მთებს და ჩამოვა მგელი შეჭამს ძროხებს, ცხენს, თხებს.. ა. შ.. რომ გადაშენდა იმ ადგილიდან ამაზე ვის მოვთხოვო პასუხი, კარგი კერძო მესაკუთრეა და რასაც უნდა იმას იზამს მაგრამ მეორე უკიდურესობა სახელმწიფო, რომელიც შემოღობავს და დაარქმევს დაცულ ტერიტორიას აგიკრძალავს იქ ნადირობას.. სანადირო მეურნეობები კიდევ არ არსებობს დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთში კიდევ არის მაგრამ ვაი ეგეთ ყოფანს.. სად ვინადიროთ მონადირეებმა და რაზეეეე???? იმის მადივრად რომ მოემრავლებინათ კეთილშობილი ნადირ-ფრინველი, იყოს მარეგულირებლები, სიმკაცრე, მტკიცე კანონი, მოსაკრებელი 10 ლარის მაგივრად იყოს 150 ლარი და იყოს სარეწაო ნადირფრინველიც და არეალიც ამაზე რატომ არ ზრუნავთ???? ახლა ამას რომ ვწერ გურიაში ვარ ტურა კივის 50 მეტრში და მოგიკითხათ ... :) :(

 

P.S. მოკლედ რა არის იცით ზოგადად ჩვენ ჩვენი თავი არ გვეკუთვნის, სხვისი მითითებებით ვართ. მე არ მიმიყენებია თანამშრომლებისთვის შეურაცყოფა და არა პროფესიონალია თქო ეგ არ მიკადრებია, მე იდეას ვეწინააღმდეგები, იმ იდეას რომ უკუღმა ვაშენებთ ქვეყანას.

 

და კიდევ ჩვენ თავებს და ჩვენ საქმიანობას ნუ ვაყვედრით ერთმანეთს. თუ აკეთებ უნდა გააკეთო!

Edited by ი ლ უ შ ა
Link to post
Share on other sites

ყველა მთაში მონადირე კაცს გაუმარჯოს, რომელმაც იცის როდის, სად, რა და რამდენი უნდა მოკლას!

 

აკრძალვით რომელი საქმე მოგვარებულა ერთი მითხარით

Link to post
Share on other sites

ძალიან მიკვირს როგორ ახერხებდნენ საბჭოთა პერიოდში ბუნების შენარჩუნებას? არ მითხრათ ახლა მაშინ არ ნადირობდა არავინ და კანონს არ არღვევდაო. ვეტმფრენებიდან იხოცებოდა ნადირი,მთაში ვისაც სურვილი ქონდა ყველა ნადირობდა(მოსწრებული ვარ).ნადირობდა მაგრამ მაინც მრავლად იყო ირემი შველი,არჩვი ჯიხვი ნიამორი და რავი ყველა ცხოველი.აღარაფერს ვამბობ ფრინველზე. ხოხბები ეზოებში ქათმებთან ერთად კენკავდნენ.

რამ გაანადგურა ეს ყველაფერი? სად წავიდა ირმები და შველი საღორიის ტყიდან? ვინ შეჭამა? რატომ შემცირდა ხოხბის და კაკაბის პოპულაცია? რამ მოსპო ადგილობრივი იხვი?რამ გადააშენა ზუთხი და სვია? დენის აპარატების მოსპობა ვერ შეძლო სახელმწიფომ?

ეს ყველაფერი უკუღმა მუშაობამ მოსპო ! ბრაკონიერობის წილი აქ მინიმალურია!

მგელმა რა ჭამოსო რო გავიძახით იმაზე ვილაპარაკოთ რამდენმა მგელმა უნდა ჭამოს? რამდენმა ტურამ და მელამ უნდა ჭამოს? იმ ავადსახსენებელ კომუნისტების ხანაში მტაცებელზე ნადირობა დაშვებული იყო და ტყავის ჩაბარება ხდებოდა სახელმწიფოსთვის რაშიდაც თანხას უხდიდნენ კიდეც მონადირეს წახალისებისთვის. ახლა ,,,იმან და ამან ,, მოგვიწოდა ტურამგელი სასარგებლოა და არ მოკლათო,იხვი ისვენებს და არ შეაწუხოთო ,ხოხობი გადაშენების პირასაა და არიქა ბრაკებმა ამოხოცესო ! ბრაკებმა კიარა ტურებმა და მელებმა ამოხოცეს ის სახეობები რომლებიც მიწაზე ბუდობენ.მგლებმა ამოხოცეს შველი და ირემი! ჩვენ კიდე ვეფერებით ტურამგელს და ვაბრალით ბრაკონიერებს ყველაფერს!

ბრაკონიერი რო დასანდობი არაა ცალსახაა მაგრამ რატომ გვხდის ვიღაცის მითითებები ბრაკონიერად ამაზე ვიფიქროთ!

რამოდენიმე დღის წინ ვნახე ადამიანი რომელიც 5 შველს 20 წელზე მეტია ზამთარში საკვებს უზიდავს ტყეში.სიხარულის ცრემლი მომადგა როცა შევიტყვე რომ იმ ტერიტორიაზე კიდევ შემორჩენილა ეს დალოცვილი,მის გვერდში ვიქნები სანამ შემეძლება მივეხმარო. იცით რამდენჯერ გამოაცალა მგლებს მათი სიცოცხლე?თუ ავდგეთ და დავიჭიროთ ეს კაცი მგელს რომ ესროლა? არ იცით მეგობრებო და გთხოვთ ყველას ჩვენ ქვეყანას ჩვენვე მივხედოთ და სხვისი აზრებით ნუ ვბრუნავთ ექსპერიმენტების გარშემო. გაგვანადგურა ამ ცდებმა და ვითომ სიახლეებმა ! ამაზე ვიფიქროთ!

Link to post
Share on other sites

რამდენიმე კითხვა მაქვს და იქნებ იყოს ვინმე კომპეტენტური მიპასუხოს. საქართველოში რომელი წლიდან დაწესდა მგელზე, ტურაზე, მელაზე, ენოტზე მოკვლის შემთხვევაში ჯარიმა და ვის მიერ? ამ ჯარიმის დაწესების მიზეზი რა იყო ნადგურდებოდა მოწყვლადი იყო თუ რა? ახლა კიდევ მოქმედებს ჯარიმები და მაინტერესებს ეს ცხოველები ვინმემ დათვალა, აღრიცხა, იკლო, იმატა, გამოსწორდა თუ რაშია საქმე ისევ ეს სანქციები რომ მოქმედებს? მაინტერესებს რომელმა ორგანომ და სამინისტრომ უნდა წარუდგინოს ეს საკითხი მთავრობას და ვინ უნდა განიხილოს დამთავრდეს ჯარიმები ბოლობოლო თუ არა. ვის მიერ იქნა ჯარიმები დაწესებული და რის საფუძველზე. კიდევ ერთი მაინტერესებს ყველაზე მეტად, ეს ტელევიზორში ვნახე დაახლოებით 10 წლის წინ. გამოვიდა ვიღაცა არასამთავრობოს წარმომადგენელი, ხნიერი სუსტი კაცი იყო, თეთრთმიანი და მაგარი უჭირდა ლაპარაკი ახალ ენა ადგმული ბავშვივით ლაპარაკობდა. მაშინ ატრაკებდა 5 ქედანია დაშვებულიო, საქართველოში 100 000 მონადირეაო და ხომ არ არხევთ წარმოიდგინეთ რა ხდება ყველა ასრულებს ამ ლიმიტს ენძრევა ქედანსო. იქნება რომელიმეს გახსოვთ და მითხრათ რა ერქვა იმ დედამოტყნულს?

Link to post
Share on other sites

გეხუტე ავთო ! :*

 

ნადირ-ფრინველის მოსამრავლებლად საქართველოში ჩემი ხედვით შემდეგი მოქმედებაა საჭირო

 

1.უნდა გაუქმდეს ის რაღაც ყეყეჩური დადგენილება რომელიც მტაცებელს აფარებს ხელს როგორც არასწორი და ზიანის მომტანი ქვეყნის ფაუნისათვის

2.მგელზე,ტურაზე და მელაზე უნდა დაუშვა ნადირობა მთელი წლის განმავლობაში ოღონდ არასეზონზე მარტო ჩასაფრებით ლეშზე

3.არც ძერა და ქორია დასაზოგი.არცერთი არაა წითელ წიგნში მითუმეტეს და ზარალი კი მათგანაც დიდია

4.და რა თქმა უნდა ბრაკონიერობასტან გაორმაგებული ბრძოლა.ჯარიმების ნაცვლად რეალური სროკების შემოღება

 

რა უფრო კარგია ის რომ შენ ტყეებში ირემი,შველი, ღორი და კურდღელი იქნება ველში და ჭალებში კი ხოხობი, გნოლი,კაკაბი და დურაჯი იფრენს თუ ის როცა მშიერი ტურა - მგელის დაძრწის აქეთ იქეთ.ნუთუ ასე რეგვენი უნდა იყო ადამიანი (მთავრობა მაქვს მხედველობაში) რომ ვერ მიხვდე რა ჯობია და რა არა. ან მართლა არ ესმით ან ვიღაცას ზაკაზს ასრულებენ

Link to post
Share on other sites

როცა ნადირობაზე ვსაუბრობ არ მაქვს მხედველობაში ნაკრძალი. იქ უმრავლებიათ თუნდაც დნოზავრები.

 

ავთო

levani

salamandra

 

უნდა ვინმეს ჭკვიანურის მოსმენა? მინისტრი რომელმაც ვერ (არ) შეძლო დაემტკიცებინა რომ ტურა და მგელი ამოსაღებია ბუნებიდან, ვფიქრობ უნდა შეიცვალოს სასწრაფოდ.

 

ამიკრძალავენ, ალტერნატივას ვიპოვი !

Link to post
Share on other sites

რა თქმა უნდა მტაცებლების ზეწოლა უდიდესია, მაგრამ კალმახს მაინც ხომ არ ჰყავს მტაცებელი და ბრაკონიერობაა მისი გაწყვეტის მთავარი მიზეზი.

 

არაპროფესიონალები არიან სათავეში.

Link to post
Share on other sites

აბა ასეთი კითხვა მაქვს(მე პირადად ვერ გავეცი პასუხი), ვთქვათ და დაშვებულია მგელზე ნადირობა, შევიდა 1000 მონადირე ტყეში მგელზე სანადიროდ, რამდენი ესვრის აქედან მხოლოდ მგელს და რამდენი ესვრის ყველაფერს რაც მოძრაობს? მე პირადად ვფიქრობ რომ ამ ეტაპზე სახელმწიფო არ ენდობა "თოფიან ხალხს"(მონადირე დიდი პროფესია, რომელიც ცოდნასთან ერთად სინდისსა და ნამუსს საჭიროებს) და ამიტომ არის ის შეზღუდვები რაც არის. სანამ არ დაიხვეწება თანამედროვე მონადირე, მე პირადად მირჩევნია როგორც რიგით მოქალაქეს, რომ იყოს შეზღუდვები. დღეს პრობლემა ორივე მხარესაა, კანონმდებლობაც დასახვეწია და "თოფიანი ხალხიც" ჩამოსაქნელია მონადირემდე. ამ ყველაფერს უნდა დრო+მუხლჩაუხრელი მუშაობა+ნერვები. ვფიქრობ, სხვადასხვა ზომისა და სტილის სასროლეთები საგრძნობლად გამოხშირავს უგზო-უკვლოდ მსროლელ ხალხს. მონადირე იყო, არის და იქნება, მაგრამ ისიც ვაღიაროთ რომ ყველას ვისაც იარაღი აქვს მონადირე ვერ იქნება.

 

პ.ს. პირადად მე დღითიდღე ვშორდები ნადირობას))) ლამის ყოველდღე ვნახულობ ბუნებაში ნადირს და ისე შევეჩვიე რომ მაგათზე მსროლელი მე არ ვარ.

 

პ.პ.ს. ბოლოს, წინა კვირას, ვნახე 3 ნუკრი ერთად და მეორე დღეს მამალი შველი.

Link to post
Share on other sites

დღეს პრობლემა ორივე მხარესაა, კანონმდებლობაც დასახვეწია და "თოფიანი ხალხიც" ჩამოსაქნელია მონადირემდე.

100% !

Link to post
Share on other sites

თორNიკე

რასაც შენ ვერ გაეცი პასუხი ეგ ძალიან მარტივია და ეს რეგვენი ხელისუფლება თუ ვერ წყვეტს მაგ საკითხს სულ ადვილად გადაწყვიტეს კომუნისტებმა(იმიტოც მომწონს ეგენი) დააწესეს ჯილდო აბა მგლის ტყავი ვის რად უნდოდა? 100 მანეთი ღირდა მგელი ტურა 25 ახლა რომ ღირდეს ტურა 40-50 ლარი (კურსით) თუნდაც 25 ლარი აი იმ თოფიანი კაცებიდან როგორც შენ თქვი 1000-დან 950 ესვრის მარტო ტურას და მგელს ასეა ეს!!!!!! გამოცდილია და წარმატებით ნამუშევარი

Link to post
Share on other sites

თორNიკე

გეთანხმები მაგაში. მე იმის თქმა მინდა რომ თუ კომუნისტებმა შეძლეს და დააინტერესეს ხალხი ესეგი შეძლებს სხვაც თუ მოინდომებს. თუნდაც არასანადირო სეზონზე დაუშვან რამე ფორმით მტაცებლების ამოღება ათასი რამის მოფიქრება შეიძლება თუ სურვილი ექნებათ

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

http://www.tbiliselebi.ge/?mas_id=268448520

 

როგორ აღმოაჩინეს რეინჯერებმა ლაგოდეხის ნაკრძალში ხეზე მძინარე ბრაკონიერი და ვის გააკეთებინეს მათ ნიღბები ლაგოდეხის ტყეებში

2016-08-29

თამუნა ნიჟარაძე

 

მას შემდეგ, რაც საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე რეინჯერები გამოჩნდნენ, ჩვენს ნაკრძალებში სიტუაცია საგრძნობლად შეიცვალა. ბრაკონიერები, როგორც ადრე, ისე თამამად ვეღარ ბედავენ წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებზე ნადირობას. თუმცა, სამწუხაროდ, სტატისტიკის მიხედვით, ბევრისთვის დარჩა ეს საქმე გართობად. რეინჯერის რთულ და ხიფათიან პროფესიაზე ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორს, გიორგი სულამანიძეს გავესაუბრეთ, რომელიც ათ წელზე მეტია, საყვარელ საქმეს – ბუნების დაცვას ემსახურება და ბრაკონიერთა მუქარა არაერთხელ გამოსცადა საკუთარ თავზე.

გიორგი სულამანიძე: ის, ვინც რეინჯერების საქმიანობას ახლოს არ იცნობს, შესაძლოა იფიქროს, რომ ჩვენი საქმე რთული არაა და დაცულ ტერიტორიებზე, ძირითადად, ტურისტებთან გიდის როლს ვასრულებთ. ეს ასე არაა! რეინჯერის ფუნქცია მრავალმხრივია – ჩვენ წელიწადის ყველა დროს ვიცავთ საქართველოს ბუნების უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას, ვაწარმოებთ ცხოველების კვლევასა და მონიტორინგს, ვუვლით და ვანახლებთ ტურისტულ ბილიკებს, ვეხმარებით დაცული ტერიტორიების სტუმრებს. დიდი ფართობების დაცვა ადამიანის ჩარევისგან საკმაოდ რთულია. რეინჯერები ფეხით, ცხენით გადაადგილდებიან დღეების განმავლობაში. ყველამ კარგად იცის, რა პრობლემებს გვიქმნიან ბრაკონიერები. ბოლო ინციდენტი სულ ახლახან, ჩვენთან მოხდა. ანტიბრაკონიერული ღონისძიების შედეგად, დაზარალდა ერთი რეინჯერი. ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ ხეობაში შესული იყო ადამიანთა ჯგუფი ჯიხვზე სანადიროდ. მათ გაჰყვა რეინჯერთა ჯგუფი, რომელთაც მოაწყვეს ჩასაფრება. ბრაკონიერები ისეთი მხრიდან ჩამოვიდნენ, რომ შენიშნეს რეინჯერები და გადატენეს იარაღი. სცადეს გაქცევა და აღმართზე კლდეების დაგორება დაიწყეს. სწორედ ქვების დაგორების შედეგად დაზარალდა თავის არეში რეინჯერი. როდესაც კოლეგებმა მას დახმარება აღმოუჩინეს, ამ დროს ბრაკონიერებმა თავს გაქცევით უშველეს. ასეთი შემთხვევები ცოტა არაა.

– ბრაკონიერთა რისხვას ვერც თქვენ გადაურჩით. წლების წინ მათ დააზიანეს თქვენი ავტომობილის სამუხრუჭე ხუნდები, ასევე თქვენს ავტომობილში აღმოაჩინეს ხელყუმბარა.

– ახალი დაწყებული მქონდა აქ მუშაობა, როდესაც დამიზიანეს ავტომობილის სამუხრუჭე „შლანგი”. ეს იყო გაფრთხილება ბრაკონიერთა მხრიდან. როდესაც ხელოსანმა ჩემი ავტომობილი ნახა, გაოცდა, ასეთი რამ პირველად ვნახეო. მერე ჩემმა მოადგილემ ჩემს ავტომობილში აღმოაჩინა ხელყუმბარა, რომელზედაც ამოკაწრული იყო „წადით”. იმ დღეს ავტომობილები გავცვალეთ და ჩემმა მოადგილემ იპოვა საბარგულში ხელყუმბარა. ბრაკონიერებმა დაინახეს ჩვენი შეურიგებელი ბრძოლა. თუმცა, მე ამით ვერ შემაშინებდნენ. ჩემი საქმე ძალიან მიყვარს. პროფესიით ბიოლოგი ვარ. 90-იან წლებში, როდესაც პრაქტიკის გავლის საშუალებაც არ იყო, სტუდენტი ვიყავი და უნივერსიტეტში ვნახე აფიშა, რომ სახეობათა კონსერვაციის ცენტრი იწყებდა პროექტს ბორჯომ-ხარაგაულის პარკში. სტუდენტებში ეძებდნენ მოხალისეებს, რომლებიც იმუშავებდნენ ველზე. ეს იყო ჩემი პირველი შეხება დაცულ ტერიტორიებთან. ვაშლოვანის ეროვნულ პარკსა და ბორჯომ-ხარაგაულში ვიმუშავე სამი წელი. ჩემთვის ძალიან ტრაგიკული იყო, როცა ბრაკონიერებმა მოკლეს მერაბ არევაძე. მასთან ბევრი მოგონება მაკავშირებს. ის იყო გულანთებული პატრიოტი რეინჯერი, რომელიც სიცოცხლის ფასად იცავდა საქართველოს ბუნებას. ის 2012 წლის მაისში მოკლეს. მერაბი ჩემი მეგობარი იყო, დიდი ფიზიკური ძალისა და კეთილშობილური თვისებების გამო, მეგობრები „კეთილ დევს” ვეძახდით ხუმრობით. ვერც კი წარმოიდგენდა, ადამიანს ისეთი რამის ჩადენა თუ შეეძლო. მერაბი მეწყვილესთან ერთად პატრულირებდა, როდესაც ბრაკონიერები შენიშნა. მათი გადაადგილება საეჭვოდ მოეჩვენა, ცხენები მეწყვილეს დაუტოვა და ფეხით მოკლეზე გაჰყვა ბრაკონიერებს. სავარაუდოდ, მათ გზა გადაუჭრა, თუმცა მისი კვალი დაიკარგა. სამდღიანი ძებნის ოპერაციის შემდეგ გარდაცვლილი აღმოვაჩინეთ, რაც ჩვენთვის დიდი დარტყმა იყო. ბორჯომ-ხარაგაულის პარკში ვიყავი 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს, როცა ხანძარი გაჩნდა. ომის დღეები იყო, ჩვენ ტყეში ხანძარს ვაქრობდით. ვიგებდით ძალიან მძიმე ინფორმაციებს, ბორჯომისკენ ტანკები წამოვიდნენო, მაგრამ არცერთ რეინჯერს ტყის მიტოვება არ გვიფიქრია. ვამბობდით, ჯარისკაცები მიხედავენ ომს და თუ ჩვენ ეს პარკი არ გადავარჩინეთ, დიდი სირცხვილი იქნებაო. შიშველი ხელებით ჩავაქარეთ ხანძარი – წყალი არ გვქონდა, ცეცხლის ჩასაქრობად, ვიყენებდით ყველაფერს, რაც ხელთ მოგვხვდებოდა, მათ შორის, ტანსაცმელს. რამდენიმე დღე სასმელი წყალიც კი არ გვქონდა. მახსოვს, მერაბმა ოცლიტრიანი ბოცით ამოგვიტანა წყალი სამი საათის ფეხით სავალზე. ღამე ჩამქრალი ხანძრის ადგილზე, რომელსაც სითბო ჰქონდა შენარჩუნებული, ნაცარში გვეძინა. იქ იმისი არც დრო იყო და არც საშუალება, სადმე კარავი გაგვეშალა.

– ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიის მიმართ განსაკუთრებული სენტიმენტები გექნებათ.

– რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაცული ტერიტორია საქართველოში, ლაგოდეხის ნაკრძალზე ოთხჯერ დიდია. თუმცა, ლაგოდეხის ნაკრძალსაც დიდი ისტორია აქვს. 1912 წლიდან არსებობს როგორც სახელმწიფო ნაკრძალი, იქამდე ცხრა წლის განმავლობაში აქ იყო სამონადირეო მეურნეობა, რაც დაცული ტერიტორიის ერთ-ერთი სახეა. 1903 წელს რუსეთში მცხოვრებმა თუჯისა და ფოლადის ცნობილმა მაგნატმა დემიდოვმა იჯარით აიღო ეს ტერიტორია. ის რუსული ელიტისთვის, სამეფო კარის წარმომადგენლებისა და თავადებისთვის წელიწადში რამდენჯერმე აწყობდა საჩვენებელ ნადირობებს. მოგეხსენებათ, ბორჯომი იყო იმპერატორის სამონადირეო მეურნეობა. თუმცა, ლაგოდეხიც ისეთი მდიდარი იყო, ხეობაში არსებული მცენარეული საფარითა და მსხვილ ძუძუმწოვართა რაოდენობითა და მრავალფეროვნებით, ფაქტობრივად, არ უდებდა ტოლს ბორჯომს. იმ პერიოდში ლაგოდეხში ბინადრობდა ლეოპარდი, კავკასიაში მობინადრე აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი, რაც იყო კავკასიის ენდემი და ასევე, კეთილშობილი ირემი, რომელიც ირმის გვარიდან გამოირჩევა, როგორც ყველაზე მოზრდილი და დიდი რქების პატრონი, რაც აქ საკმაოდ ბევრი იყო. მონადირეებისთვის ეს ძვირფას ნადავლად ითვლებოდა. 90-იან წლებში, რაც ბუნებისთვის სრული ტერორიზმისა და განუკითხავი ბრაკონიერობის წლები იყო, ნაკრძალში მსხვილ ძუძუმწოვართა რაოდენობა კატასტროფულად შემცირდა. მაშინ ვისაც მოუნდებოდა, აქ ჯგუფ-ჯგუფად ნადირობდა. მათ ვერავინ აკავებდა, ავტომატებით, „პულიმიოტებით“ იყვნენ შეიარაღებული. ამბობენ, იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა მსხვილი, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმიც კი გამოიყენეს ნადირობის დროსო. ბრაკონიერები ყველა ცხოველს ხომ ვერ მოკლავდნენ, მათ დატოვეს ტერიტორია და გადავიდნენ დაღესტანსა და აზერბაიჯანში, სადაც ასევე დაცული ტერიტორიებია და ჩვენს ნაკრძალს ესაზღვრება.

– წლების წინ ბრაკონიერები, ძირითადად, გავლენიანი მაღალჩინოსნები იყვნენ, რომელთათვისაც ნადირობა კარგი გართობა იყო. დღეს ყველაზე ხშირად ვინ „ცდის“ საკუთარ ძალებს დაცულ ტერიტორიებზე?

– ნამდვილი მონადირე ასეთ რამეს არ ჩაიდენს. ყველა ნორმალურ ქვეყანაში, მონადირე ბუნებას უფრთხილდება და გარემოს ერთ-ერთ დამცველად ითვლება. ჩვენთან მონადირის კულტურა, სამწუხაროდ, ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული – ადრე ბევრი შემთხვევა იყო, როდესაც ნაკრძალებში, დაცულ ტერიტორიებზე ნადირობდნენ მაღალჩინოსნები და გავლენიანი ადამიანები. ბოლო წლებში მათ არ აქვთ გარანტიები, რომ ხელშეუხებლები იქნებიან და საკუთარ სახელსა და პოზიციებს უფრთხილდებიან. შესაბამისად, ასეთ ტერიტორიებზე ნადირობას თავს არიდებენ.

 

დღეს ბრაკონიერები ძირითადად ისინი არიან, რომელთა უმეტესობაც დაცული ტერიტორიების სიახლოვეს ცხოვრობს. ისინი კარგად იცნობენ ტერიტორიას, რადგან აქ გადაადგილება ადრეული ასაკიდან უწევთ. ისინი იცნობენ ცხოველთა ხასიათს, საკმაოდ ფრთხილები არიან და ჰყავთ დამხმარეთა მთელი ჯგუფი, რომლებიც აკვირდებიან ჩვენს გადაადგილებას პერიმეტრზე. ბრაკონიერობა არაა მათთვის შემოსავალი, სარჩოს მოპოვების გზა. ლაგოდეხი იმდენად მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, სოფლის მეურნეობით, ძალიან უნდა მოინდომო, რომ მშიერი იყო. სამწუხაროდ, ეს ბევრისთვის კვლავ გართობის საშუალებაა. იმისთვის, რომ მერე მოყვნენ ზღაპრები თავის გამოსაჩენად, საკუთარი ნანადირევის შესახებ. ზოგს ჯიხვი თვალით არ უნახავს, მაგრამ ისეთ ისტორიას მოყვება, გაგაოცებთ. არიან ბრაკონიერები, რომელთაც იარაღი ტყეში აქვთ დამალული. შეიძლება შეხვდე ადამიანს, რომელიც ტყეში გადაადგილდება უიარაღოდ და გეტყვის, რომ სოკოს აგროვებს. თუმცა იცი, რომ ეს ტყუილია. მქონდა შემთხვევა, როდესაც ტერიტორიაზე პატრულირების დროს დავკარგე ჩემი სამსახურებრივი იარაღის მჭიდი, რომლის მოსაძებნად ფოლადის აღმოსაჩენი მოწყობილობა ვითხოვე. მჭიდის ძებნაში იარაღის სამალავს მივაგენი – ეს იყო ავტომატი ორი მჭიდით, რომელიც თან წამოვიღეთ და ტყეში ერთი იარაღით ნაკლები დარჩა.

– მას შემდეგ, რაც დაცულ ტერიტორიებზე დამონტაჟდა ფოტომახეები, სიტუაცია როგორ შეიცვალა? ცხოველები არ აზიანებენ ფოტომახეებს?

– გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც დათვმა და ჯიხვმა „დააგემოვნეს” და ატლიკეს ჩვენი დაგებული ფოტომახეები. ისინი მონტაჟდება სპეციალურად შერჩეულ ადგილებში. მათი შენიღბვა გვჭირდება, როგორც ცხოველების, ასევე ადამიანებისგან დასაფარად. საოცარი კადრები აქვს გადაღებული ჩვენს ფოტომახეებს. გვაქვს კადრები: როგორ ეფერება დედა ჯიხვს შვილი, როგორ მიირთმევს. გადაღებულია ფოცხვერი, დედა დათვი შვილებთან ერთად. ფოტომახის წინ ჩაირბინა ჯიხვმა და უცებ კადრში ჩანს ფოცხვერი, რომელმაც ჯიხვები დააფრთხო.

– ბრაკონიერების როგორი კადრები აქვს შემონახული თქვენს ვიდეოხაფანგებს?

– სამწუხაროდ, საკმაოდ ხშირად ხვდებიან ისინი ამ კადრებში, მით უმეტეს ზამთრის პერიოდში, როცა ახალმოთოვილზე ნადირის კვალზე ჩადგომა ადვილია. ისინი ხეებზე უსაფრთებიან ნადირს. მოაწყობენ საწოლს ხეზე და ელიან ნადირს, რომელიც ნაყოფის პირის ჩასატკბარუნებლად მიდის იმ ხესთან. გვქონდა ერთი ისეთი შემთხვევაც, როდესაც ხეზე მძინარე ბრაკონიერს მივადექით. ახალი დანერგილი გვქონდა ჯიესემ-ხაფანგები, რომელიც დავამონტაჟეთ რეინჯერის ინფორმაციის მიხედვით. მან მითხრა, რომ ხეზე სულ ახალი ჩასაფრება აღმოაჩინა. ხეზე დავამონტაჟეთ ფოტომახე, ძალიან მალე მივიღეთ ინფორმაცია, რომ ვიღაც ხეზე გაკეთებულ საწოლზე შეხტა. საკმაოდ დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, ღამის სამ საათზე, რეინჯერებმა გადაწყვიტეს ახლოს მისვლა, რადგან იმ ადამაინის ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. როდესაც რეინჯერები ხეზე ავიდნენ, დაინახეს, რომ იმ კაცს „საწოლში” ეძინა, შეზარხოშებული იყო. გაღვიძების მცდელობას პროტესტი მოჰყვა: ნუნუ, თავი დამანებეო. როგორც აღმოჩნდა, ნაქეიფარმა ნადირობა გადაწყვიტა, რომელსაც ნუნუს ნაცვლად, ხელში ჩვენი რეინჯერი შერჩა (იცინის).

Link to post
Share on other sites

დათვები და ჯიხვები ხო მარა კურდღელზე არ უნდა იყოს ასეთი ამბავი, კურდღელს თუ მოვკლავ და ბრაკონიერს დამიძახებს ვინმე კაი პასუხსაც გავცემ ან მივაღებინებ

Link to post
Share on other sites

დათვები და ჯიხვები ხო მარა კურდღელზე არ უნდა იყოს ასეთი ამბავი, კურდღელს თუ მოვკლავ და ბრაკონიერს დამიძახებს ვინმე კაი პასუხსაც გავცემ ან მივაღებინებ

კარგად ვერ გავიგე შენი კომენტარი, შეგიძლია დამეხმარო? კურდღლის მოკვლას დაცულ ერიტორიაზე (ნაკრძალში) ამბობ თუ სხვაგან?

Link to post
Share on other sites

სხვაგან ამბობს, დაცულ ტერიტორიას რომ არავინ უნდა შეეხოს ეს ცხადია.

 

კარგად ვერ გავიგე შენი კომენტარი, შეგიძლია დამეხმარო? კურდღლის მოკვლას დაცულ ერიტორიაზე (ნაკრძალში) ამბობ თუ სხვაგან?

Link to post
Share on other sites

კაუკაზიკა, მაინტერესებს უცხოელებთან თუ გაქვთ საქმიანი თანამშრომლობა, ერთობლივი პროექტები, დაფინასება და ა.შ.

Link to post
Share on other sites

კაუკაზიკა, მაინტერესებს უცხოელებთან თუ გაქვთ საქმიანი თანამშრომლობა, ერთობლივი პროექტები, დაფინასება და ა.შ.

დონორების მხარდაჭერის გარეშე ძალიან გაგვიჭირდებოდა,

მოკლედ ჩვენი ბიუჯეტი (სახელმწიფო) ძალიან მწირია - მხოლოდ ხელფასებს თუ გაწვდება, 6 წელია გერმანელების მხარდაჭერით შექმნილია კავკასიის ბუნების ფნდი (http://caucasus-naturefund.org/), რომელმაც საქართველოს, სოხეთის და აზერბაიჯანის - ბიომრავალფეროვნებით მდიდარ დაულ ტერიტორები უნდა დააფინანსოს, აზერები თავს იკავებენ, სომხები 2 წელია გააქტიურდნე, ჩვენთან კი 6 წელია აქტიურად თანამშრომლებენ და ჩვენი საერთო ბიუჯეტის 50% მათი ფულია - გვიფინანსებენ საოპერაციო ხარჯებს, ხელფასის დანამატს (მაგ. სახემწიფო ხელფასი რეინჯერის ხელზე ასაღები 380 ლარია, ფონდი გვიმატებს 35 % - ჯამში 480 - 500 ლარი გამოდის), ყიდულობს სატრანსპორტო საშუალებებს და გვეხმარება ინფრასტრუქტურაში. მათ ერთ ერთი დახმარება ბუნების კვლევა მონტორინგს და კონსერვაციას შეეხება, ეხლა ექსპერტი ყავთ დაქირავებული Hartmut Jungius (https://de.wikipedia.org/wiki/Hartmut_Jungius) 2 კვირის წინ მოვიარეთ ნაკრძალი და საინტერესო პროექტები დავგეგმეთ. ჯიხვის აღიცხვის პროექტიც მათი დაფინანსებით დავიწყეთ.

მენეჯმენტის გეგმა ევროკავშირის დახმარებით გავაკეთეთ და აშშ... იმედია მალე პრიორიტეტული გახდება გარემო და დაფინასებაც გაგვერდება.

Link to post
Share on other sites

caucasica

 

არა გიორგი,დაცულ ტერიტორიაზე რომ ნადირობა,თევზაობა და ხე ტყის ჭრა არ უნდა იყოს ამაში 2 აზრი არ არსებობს.

აქ იმაზეა საუბარი ჩვენ,მომადირეებს ძალიან შეგვიმცირეს სანადირო ტერიტორიები და სანადირო ობიექტები.ჩვენ რაღა ვქნათ?ეს დალოცვილი ხომ სპორტია და ჯანსაღი ცხოვრების წესია.იმათზე არ მაქვს საუბარი რაც დაფრინავს და დადის ყველაფერს რომ ესვრიან

Link to post
Share on other sites

რეინჯერი მკვლელს რომ ვერ დასჯის სახელმწიფო, ის სახელმწიფო ჯერ არაა. ის რაც ლაგოდეხში მოხდა რატომ უნდა დარჩენილიყო გამოუძიებელი. იმიტომ რომ იმ ბრაკის უკან ბობოლა ძალოვანი დგას.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...