გიორგი 46 Posted February 17, 2017 Report Share Posted February 17, 2017 სტუმრად ვიყავი "სხვა შუადღეში" - თემა ნადირობა ბრაკონიერობა, სამწუხაროდ დრო არ იყო ბევრი. ზოგადად კარგია ამ ტემიტ რომ დაინტერესდნენ, იმედი ამ წელს იქნება წინსვლა ნადირობის მენეჯმენტის გაუმჯობესებაში ვუყურე მაგ ვიდეოს და ერთხელ მომეცით მეც საშუალება ვთქვა ამ კაცების სათქმელი, ვისაც მართლა მონადირეები ჰქვიათ. არ ვიცი გიორგი, ძალიან უკან ვართ. უკვე ვიცი, ისე მოხდება, ბევრი თოფს ჩამოკიდებს ხალიჩაზე, ან მიღებული "კანონებით" გახდება ბრაკონიერი, არადა პატიოსანი კაცია. გაუყიდეს ხალხს ქვეყანა, ყველაფერი გაყიდულია, სად უნდა წავიდეს ავთია, გურულო, ქევხო, გრიგოლია და დანარჩენები სანადიროთ? ააა, თოფაძის და ტყემალაძის ჯიბის გასასქელებლად წელებზე ფეხი დაიდგან და მერე შევიდნენ ეგეთების საკუთრებაში? გაიგეთ, ეს ხალხი ეგეთ ადგილებში არ შევა, ნაკრძალები ხომ გამორიცხულია, ასევე დაცული ტერიტორიები. პ.ს. რამდენს ვწერ? მომეცი გიორგი შენი სკაიპი. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted February 17, 2017 Report Share Posted February 17, 2017 მე არავის გადავუხდი არასოდეს იმისათვის რო ვინადირო!მაქვს სახელმწიფო გადასახადი და ვიხდი,გაზარდონ თუ საჭიროა და იმასაც გადავიხდი მარა კერძო მეურნეობაში მე ფეხის შემდგმელი არავარ! 30 წლიანი ნადირობის მანზილზე ერთი დარღვევაც კი არამაქვს არც ბუნების და არც კანონის წინაშე. რამდენი ნაბიჯი გადამიდგია ამ დროის მანძილზე საქართველოს ფლორა ფაუნის სასიკეთოდ და იმასაც არ ვიმსახურებ რო თავისუფლად მწყერზე ვინადირო? ეს კანონი თუ ამ ფორმით შევა ძალაში პირობას ვდებ რო ყველაფერზე ვინადირებ და არ მამაჭამოს ვინმემ !და თუ ჩემ დაჭერას მოახერხებენ ციხიდან აღარ გამოვალ საერთოდ. საკმაო გამოცდილება დავაგროვე სად როდის და რაზე ვინადირო ისე როგორც დღეს ნადირობენ პო ბლატუ. მეც მყავს ბლატნოი საახლობლო ,აქამდე არ ვკადრულობდი და ნუ გამხდის კანონი იძულებულს რომ ვიკადრო. P.S. და თუ ვინმეს გონია რომ აკრძალვებით და ამ სირობების მიღებით საქართველოს ბუნებას ეშველება მწარედ ცდება ! ციტირება Link to post Share on other sites
kopala72 67 Posted February 17, 2017 Report Share Posted February 17, 2017 (edited) მე არავის გადავუხდი არასოდეს იმისათვის რო ვინადირო!მაქვს სახელმწიფო გადასახადი და ვიხდი,გაზარდონ თუ საჭიროა და იმასაც გადავიხდი მარა კერძო მეურნეობაში მე ფეხის შემდგმელი არავარ! 30 წლიანი ნადირობის მანზილზე ერთი დარღვევაც კი არამაქვს არც ბუნების და არც კანონის წინაშე. რამდენი ნაბიჯი გადამიდგია ამ დროის მანძილზე საქართველოს ფლორა ფაუნის სასიკეთოდ და იმასაც არ ვიმსახურებ რო თავისუფლად მწყერზე ვინადირო? ეს კანონი თუ ამ ფორმით შევა ძალაში პირობას ვდებ რო ყველაფერზე ვინადირებ და არ მამაჭამოს ვინმემ !და თუ ჩემ დაჭერას მოახერხებენ ციხიდან აღარ გამოვალ საერთოდ. საკმაო გამოცდილება დავაგროვე სად როდის და რაზე ვინადირო ისე როგორც დღეს ნადირობენ პო ბლატუ. მეც მყავს ბლატნოი საახლობლო ,აქამდე არ ვკადრულობდი და ნუ გამხდის კანონი იძულებულს რომ ვიკადრო. P.S. და თუ ვინმეს გონია რომ აკრძალვებით და ამ სირობების მიღებით საქართველოს ბუნებას ეშველება მწარედ ცდება ! სრული სიმართლეა ავთო,ამ კანონის ამ სახით მიღებით არც ბრაკონიერობას ეშველება(თუ უფრო არ მოიმატებს,ძალიან ბევრმა არც კი იცის საერთოდ ამ კანონის შესახებ,და მიღების შემთხვევაში-მიუხედავად გათვალისწინება არგათვალისწინებისა,მაინც ძველებურად გააგრძელებენ) და ბუნებაც უფრო დაზარალდება. ვის და რისთვის მოუვიდა აზრათ საჯარო ტერიტორიებზე ნადირობის აკრძალვა და სპეციალური ტერიტორიების შექმნა? რა გამოდის,ცალკე ლიცენზიაში ფული უნდა ვიხადოთ,ცალკე ტერიტორიაზე შესვლაში და ცალკე კიდევ მონადირებულ ნადირ-ფრინველში, არ ჯობია გაზარდონ ლიცენზიის გადასახადი(საიდანაც გარკვეული ნაწილი თანხების ისევ ბუნებას მოახმარონ,კონტროლის მექანიზმი გააძლიერონ),და ტერიტორიებით "რეზერვაციების" შექმნას თავი დაანებონ. ქონდეთ სანადირო მეურნეობებიც(რა მიიღეს კი ვიცით,"ბარდაკია" ყველგან,ან არ ფუნქციონერებენ),ხოლო ტერიტორიების შექმნას თავი დაანებონ.(ამ კანონით ძაღლის გეშვა რომ გეშვაა ტერიტორიის გარეთ და ვიღაც "ჩოყლაყი" მმართველის თუ მმართველების ნებართვის გარეშე ვერ დაგეშავ,სხვა რამეზე საუბარი ხომ ზედმეტია. პ.ს.მაგრამ ამ ყველაფერს ისეთი სუნი უდის რომ ვიღაც ვიწრო ჯგუფის გარდა ვერავინ შეძლოს ნადირობა. Edited February 17, 2017 by SOSO K. ციტირება Link to post Share on other sites
kopala72 67 Posted February 17, 2017 Report Share Posted February 17, 2017 (edited) ისე ამ ბოლო კანონპროექტის ვარიანტში ფედერაციის შესახებ მუხლი გადახაზულია, იქნებ ეს იმაზე მიუთითებდეს რომ რაღაცის გათვალისწინებებს აპირებენ შეხვედრებზე განხილვების შემდეგ? Edited February 17, 2017 by SOSO K. ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted February 18, 2017 Report Share Posted February 18, 2017 ძმებო იცით არ ვარ მონადირე.ორი სიტყვით მითხარით რა უნდათ ? ნადირობა მარტო სამონადირეო მეურნეობაში ???? ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted February 18, 2017 Report Share Posted February 18, 2017 ძმებო იცით არ ვარ მონადირე.ორი სიტყვით მითხარით რა უნდათ ? ნადირობა მარტო სამონადირეო მეურნეობაში ???? ომი გამოგვიცხადეს ფაქტიურად. არ გაქ ფული დეეგდე სახშიო. მგელი ტურა და ჩვამა უკეთ გრძნობს ამ ქვეყანაში თავს ვიდრე მონადირე ამის დედაც ! ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted February 18, 2017 Report Share Posted February 18, 2017 ჩემო კეთილო ხალხო, არაერთთან მაქვს ნასაუბრები, გუშინ იოსებს თითქმის ორი საათი ველაპარაკე. აპირებს შეხვედრაზე მისვლას. მერამდენეჯერ უნდა გითხრათ??? არავინ არ მოგისმენთ და არ გაიგებენ რა არის საჭირო. თუ იცით რატომ? არ იციან როგორ დაალაგონ სიტუაცია!!!! გაიგეთ, ნაყიდი აქვთ ყველაფერი და ვინც მასეთ კანონებს მიიღებს, მოვა დღე და ხალიჩაზე ის გახდება ჩამოსაკიდებელი. არ მოგიწოდებთ ისეთს, რაც ამჟამინდელ კანონის საწინააღმდეგოა. ადრეც გითხარით. აქა ერთმა სენატორ-კონგრესმენმა დააბრეხვა, რომ იარაღის შეძენა-შენახვა-მოვლა-პატრონობაზე კონტროლია გადასახედიო. სულ რაღაც რამოდენიმე საათში მთავრობის სახლთან ქალი და კაცი მივიდა იარაღში ასხმული, თან იმდენი, ორივე გრეჩიხას და იმ დარეხვილ მიშას რომ არ გამოუყვანია, იმდენი ხალხი თხოულობდა, გამოეთრიოს გარეთ და პასუხი გაგვცესო. პრობლემა რაშია გეტყვით. ერთობა არა გვაქვს. ციტირება Link to post Share on other sites
caucasica 1 Posted February 18, 2017 Report Share Posted February 18, 2017 ელჩი ნადირობის კანონისთვის გვავს სხვა თემა. ძალიან მიკვირს თქვენი დამოკიდებულება, წინასწარვე ცუდის მოლოდინი. აპროტესტებენ ამ პროექტს, უფრო სწორად უკვე კანონპროექტს, რას ნიშნავს ეს? ქვემთ ბმულზე რომ გადახედოთ კანონპროექტის პირველი ვარიანტისგან ბევრი რამე შეიცვალა, რატომ შეიცვალა? იმიტომ., რომ მოუსმინეს ხალხს გაიგეს მათი მოსაზრება. პირველი პრეცედენტია, როცა ამ მაშტაბის განხილვები მიდის. დამოკიდებულებაც ვიცი მაგ თუ თელავის შეხვედრა საკმარისი არ იყოო, მოგვმართეთ და ჩამოვალთ ლაგოდეხში, სიღნაღში გურჯაანშიო. თუ არ მოახდენტ ტქვენი აზრის დაფიქსირებას, მივა "მავანი" და დააფიქსირებს თავის აზრს. ბმული - ნახავთ რამდენი რამე შეიცვალა http://moe.gov.ge/res/images/file-manager/sajaro-ganxilva/nadirobis-kanonproeqti/nadirobis-kanonis-proeqti.pdf ციტირება Link to post Share on other sites
zaza13 0 Posted February 18, 2017 Report Share Posted February 18, 2017 სტუმრად ვიყავი "სხვა შუადღეში" - თემა ნადირობა ბრაკონიერობა, სამწუხაროდ დრო არ იყო ბევრი. ზოგადად კარგია ამ ტემიტ რომ დაინტერესდნენ, იმედი ამ წელს იქნება წინსვლა ნადირობის მენეჯმენტის გაუმჯობესებაში მე გიორგი არაბულს ვიცნობ და ვიცი რომ მონადირეა, მეორე სტუმარი არ ვიცი ვინაა ერთი ის ვიცი რომ ხალხი შეცდომაში შეყავთ ასეთი საუბრით და საზოგადოებას აზიზღებენ მონადირეებს. შე დალოცვილო რომ გეკითხებიან შველზე შეილება თუ არა ნადირობა და დაშვებულია თუ არაო, ლიჟბი კარგატთ გამოხვიდე და პასუხობ არაო, რატომ პასუხობ? რატომ იტყუები? ასე ფაქიზათ რომ საუბრობ შველზე არ გინდა ისიც თქვა რომ კერძო სამონადირეო მეურნეობაში შეილება და ნებადართულია, სახელმწიფო გასცემს ლიცენზიებს შვლის მოპოვებაზე? ციტირება Link to post Share on other sites
zaza13 0 Posted February 18, 2017 Report Share Posted February 18, 2017 (edited) თუნდაც გარეულ ღორზე და თუნდაც შველზე სამონადირეო მეურნეობაში მოპოვების ლიცენზიებია გაცემული, ესეიგი შეიძლება მოპოვება ხო? მაგრამ ვისაც ფული არ აქვს იმის რომ მეურნეობაში ინადიროს(რათქმაუნდა გარკვეულ პერიოდში)ის სასტიკი მკვლელია იმიტომ რომ ეს ბუნების სილამაზე ფაქიზი არსება შველი მოიპოვა და ვინც ფულს გადაიხდის და სამონადირეო მეურნეობაში მოიპოვებს შველს ის შველი არაა საცოდავი ფაქიზი არსება და შესაბამისათ, არც ის მონადირეა ბრაკონიერი სასტიკი მკვლელი? არ ჯობია იმაზე ისაუბროთ რომ სახელმწიფომ ხელი შეუწყოს მონადირეებს რომ არ იბრაკონიერონ?(როგორც თქვენ უწოდებთ). Edited February 18, 2017 by zaza13 ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted February 18, 2017 Report Share Posted February 18, 2017 საქრთველოს რომელ სამონადირეო მეურნეობაში შეიძლება ღორზე ან შველზე ნადირობა ამ ჟამად ? ციტირება Link to post Share on other sites
caucasica 1 Posted February 18, 2017 Report Share Posted February 18, 2017 zaza13 ის მე-2 მე ვარ გიორგი სულამანიძე, დღეს ლაგოდეხის ნაკრძალში ვმუშაობ და ჩემი პოზიცია ბევრჯერ დამიფიქსირება ამ ფორუმზეცხ რომ წესიერი მონადირეები არის ის ძალა ვინც უნდა შეცვალოს დღევანდელი მდგომარეობა უკეთესობისკენ. გულისყურით თუ მოისმენთ გარკვევით ვამბობ იმას რაც კანონმდებლობითაა დღეს დაშვებული, და არსად არ მითქვამს რომ სამონადირეო მეურნეობაში აკრძალულია მეთქი. ეს გადაცემა კონკრეტულ საკითხს ეხებოდა და სამწუხაროდ არ დაგვცალდა ბოლომდე გვეთქვა სათქმელი და გაგვეშალა თემა. თუ კარგად მოუსმენთ თავდანვე ვაკეთებს აქცენტს ბრაკონიერსა და მონადირეს შორის განსხვავებაზე. ძუძუმწოვრებზე ნადირობის აკრძალვის მიზეზზე. შემდეგ კი ავღნიშნავ ახალი "ნადირობის კანონის" კანონის მნიშვნელობაზე და ამ კანონის მომზადებაში მონადირეების ჩართულობაზე. გიო არაბული ჩემი მეგობარია და მისი მამა დიდი გიორგი არაბული ჩემი მასწავლებელი იყო. ციტირება Link to post Share on other sites
zaza13 0 Posted February 19, 2017 Report Share Posted February 19, 2017 გასაგებია შენი პოზიცია, მე რაც დავწერე იმაზე გამეცი ოასუხი, ბერ რამეში გეთანხმები, მაგრამ როცა გკითხეს შეიძლება თუ არა შველზე ნადირობაო, უპასუხე არაო, შეიძლებოდა აგეხსნა ისე რომ ვინც შველს ესვრის საზიზღარი მკვლელი კი არა ჩვეულებრივი ადამიანი მონადირე გამოგეყვანა, მითუმეტეს ამდენი აგრესია რაც ამ ბოლო დროს მონადირეების მიმართ მოდის. ეგაა უბრალოთ თორე დამიჯდეს ნებისმიერი ადამიანი პირისპირ და ვისაუბროთ, ვინ არის მონადირე და ვინ ბრაკონიერი. ციტირება Link to post Share on other sites
zaza13 0 Posted February 19, 2017 Report Share Posted February 19, 2017 საქრთველოს რომელ სამონადირეო მეურნეობაში შეიძლება ღორზე ან შველზე ნადირობა ამ ჟამად ? კი ზურა, გადაიხდი თანხას და ინადირებ, მაგრამ საკმაოთ ძვირი სიამოვნებაა. ციტირება Link to post Share on other sites
zaza13 0 Posted February 19, 2017 Report Share Posted February 19, 2017 ერთი რამ მაინტერესებს, ალბათ მივიღებ პასუხს, ის ვინც ნადირობს კანონ დარღვევით ნადირზე, ოღონდ მაშინ როცა ამა თუ იმ ნადირის მოპოვება შეიძლება(პერიოდს ვგულისხმობ), ამ შემთხვევაში შველი, რომელიც დაჭერის შემთხვევაში საკმაოდ სოლიდურ ჯარიმას მოიცავს, რატომ რისკავს იმიტომ რომ შია? თუ ცხოვრების წესს ვერ ღალატობს? ნადირობა რომ ცხოვრების წესია იმედია მაგის ახსნა არ დამჭირდება. ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted February 19, 2017 Report Share Posted February 19, 2017 კი ზურა, გადაიხდი თანხას და ინადირებ, მაგრამ საკმაოთ ძვირი სიამოვნებაა. და საიდან მოხვდა ეს ცხოველები ამ მეურნეობებში ??? იყიდეს და გაზარდეს თუ ისე შემორაგვეს ტყე და მასში მოხვედრილ ცხოველებზე დააწესეს ფასიანი ნადირობა ?????? როგორ მოხვდა ეს შველი და ღორი რომელზედაც დიდი ჯარიმაა ამ მეურნეობებში აი რა მაინტერესებს ????? თუ ჩამოიყვანეს და გაზარდეს კი ბატონო ! მაგრამ თუ ადგილობრივი მიისაკუთრეს კანონის დამრღვევები არიან და ამაზეცაა დიდი ყურადღება გასამახვილებელი იმ შეხვედრაზე ! მასე სადაა ბიზია ??????? ციტირება Link to post Share on other sites
zaza13 0 Posted February 19, 2017 Report Share Posted February 19, 2017 და საიდან მოხვდა ეს ცხოველები ამ მეურნეობებში ??? იყიდეს და გაზარდეს თუ ისე შემორაგვეს ტყე და მასში მოხვედრილ ცხოველებზე დააწესეს ფასიანი ნადირობა ?????? როგორ მოხვდა ეს შველი და ღორი რომელზედაც დიდი ჯარიმაა ამ მეურნეობებში აი რა მაინტერესებს ????? თუ ჩამოიყვანეს და გაზარდეს კი ბატონო ! მაგრამ თუ ადგილობრივი მიისაკუთრეს კანონის დამრღვევები არიან და ამაზეცაა დიდი ყურადღება გასამახვილებელი იმ შეხვედრაზე ! მასე სადაა ბიზია ??????? ეს კერძო მეურნეობები შემოღობილი არაა, ჩვეულებრივ გადიან და შემოდიან ცხოველები . ციტირება Link to post Share on other sites
zaza13 0 Posted February 19, 2017 Report Share Posted February 19, 2017 მაგრამ მაგაზე არაა საუბარი, საუბარი იმაზეა რომ კერძო მეურნეობაში თუ შველს მოიპოვებ არაპერია და ველურ ბუნებაში საშინელი მკვლელი და უნამუსო გამოყავთ მონადირე, რაც მონადირულათ არაა ლამაზი თორე კანონის დარღვევა სხვა თემაა და მაგას ის მიხედავს ვისაც ევალება, მე იმაზე მწყდება გული რომ მონადირეებს ძალიან ცუდათ მოიხსენიებენ ამ ბოლო დროს, ხდება ისე რომ შეიძლება ხალხს აუხსნან ასეთი ცუდები რომ არ არიან და პირიქით აკეთებენ. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 19, 2017 Author Report Share Posted February 19, 2017 სალამანდრა, ღორი ვიცი შემოჰყავს მეურნეობებს, ასევე აშენებენ კაკაბ-ხოხობს. არაა ეს რთული, ოღონდ თანხები უნდა. უბრალოდ ქართული ვარიანტია, ერთ დღეში უნდათ დახარჯულის ამოღება და უძვირესია მეურნეობაში ნადირობა. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 19, 2017 Author Report Share Posted February 19, 2017 შველი, ზოგად მეტია, ზოგან ნაკლები. ბაღდათის მაგალითი: შველი ცოტაა, ღორიც იშვიათობაა, სამაგიეროდ არის დათვი და არჩვი. შე ოჯახაშენებულო(სახელმწიფოვ), გააკეთე ლიცენზიები ამ ნადირზე(მაგალითად 5-10 კაცი დათვზე, გაზარდე ლიცენზიის ფასი), გაუშვი ეს თანხა ამ ტერიტორიების დაცვაში. აიყვანე ადგილობრივი ხალხი რეინჯერებად. გაამკაცრე კონტროლი. რატომ აბრაკონიერებ ყველას, ვინც თუნდაც მის სოფელთან მომრავლებულ დათვს მოკლავს. მოაქციე ეს ხალხი კანონის ჩარჩოში. ჩლიქოსანს მტრობს მგელი და ბრაკი. დანერგე ისეთი სისტემა რომ ერთიც შეამცირო და მეორეც. ვინმემ იცის რამდენია მტაცებელ-ჩლიქოსნის ოპტიმალური პოპულაცია რეგიონების მიხედვით? არა. აბა ვმარჩიელობთ? დააფინასე და დადე კონკრეტული სურათი. ახალია რამე? რუტინაა, ნებისმიერი განვიტარებული ქვეყნის გარემოს დაცვის სამსახურებისთვის. ანუ რა გამოდის, შენ შენზე დაკისრებული საქმის გაკეთება არ გინდა და იოლ გამოსავალს ეძებს პატიოსანი მონადირის ხარჯზე? ან ისევ, კომუნისტებისდროინდელი მიდგომა: არასწორი კანონი და იძულებით ყველა დამნაშავე. აბა ევროპისკენ მივდივართო? ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted February 20, 2017 Report Share Posted February 20, 2017 სალამანდრა, ღორი ვიცი შემოჰყავს მეურნეობებს, ასევე აშენებენ კაკაბ-ხოხობს. არაა ეს რთული, ოღონდ თანხები უნდა. უბრალოდ ქართული ვარიანტია, ერთ დღეში უნდათ დახარჯულის ამოღება და უძვირესია მეურნეობაში ნადირობა. მოიცა საქართველოში მეურნეობათა მეპატრონეებს შემოჰყავთ ღორი და შველი,ზრდიან და ამრავლებენ და მასზე ანადირებენ ????? ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted February 20, 2017 Report Share Posted February 20, 2017 მ მგლის არა, მაგრამ ტურის გამოდვნება მინახია შველზე 99% შველი ადვილად აღწევს თავს ტურას (მდევარს), ტურები მაქსიმუმ 2 კმ. შევიდნენ ტყეში, სადაც დღის მონაკვეთს ატარებენ , ღამე ტოვებენ ტყეს და საშოვარზე გარეთ გამოდიან. ეს ყველაფერი ამ სეზონზე ადვილად შსეგვიძზლია გადავამოწმოთ. შვლის ყველაზე დიდი პრობლემა "ბრაკონიერია". 1 წელიწადში საქართველოში 1000 მეტი შველი კვდება ცეცხლსასროლი იარაღით. მგელი არა? საიდან ასეთი დასკვნა? ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted February 20, 2017 Report Share Posted February 20, 2017 რატომ უნდა გადაგვახდევინონ მონადირეებს ზედმეტად 70 ლარი? (მგონი ასე ჯდება) ესეც მანქანის ნოომრები ხომ არაა . . . ციტირება Link to post Share on other sites
caucasica 1 Posted February 22, 2017 Report Share Posted February 22, 2017 (edited) მოსამართლეები ბრაკონიერების მხარეს - სრული ჟურნალისტური გამოძიება ბმულზე - http://www.ifact.ge/nadiroba/ FEBRUARY 22ND, 2017 ცირა გვასალია ახალი ამბავი, გარემოს დაცვა 2745 მოსამართლეები ბრაკონიერების მიმართ სიტყვიერი შენიშვნით და ადმინისტარციული სასჯელისგან გათავისუფლებით შემოიფარგლებიან მაშინაც კი, როცა გარემოსთვის მიყენებული ზიანი ნათელია და სასჯელის უმკაცრეს ზომას მოითხოვს. უკანონო ნადირობისა და თევზჭერის შემთხვევაში კანონის უმკაცრესი ზომა სისხლის სამართლის დანაშაულისთვის ორი წლით პატიმრობას და დამატებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას გულისხმობს. ყოველ წელს საქართველოს დაცული ტერიტორიების შიგნით, ასევე მის გარეთ უკანონო ნადირობისა და თევზჭერის შემთხვევები იმატებს. გარემოსდაცვით დანაშაულებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სხვადასხვა საქვეუწყებო დაწესებულების წარმომადგენლები ჯერ პოლიციას აწვდიან, შემდეგ საქმეები განსახილველად სასამართლოში მიდის. “აი, ფაქტმა” გამოითხოვა დოკუმენტები საქართველოს სასამართლოების მიერ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განხილული ნადირობის და თევზჭერის საქმეების შესახებ. გამოთხოვნილი დადგენილებებიდან და განაჩენებიდან ჩანს, რომ მოსამართლეები ბრაკონიერებს კანონის მთელი სიმკაცრით არ სჯიან. სისხლის სამართლის საქმეები ყოველთვის საპროცესო შეთანხმებით მთავრდება და არც ერთი ბრაკონიერი ციხეში არ მიდის იმ შემთხვევაშიც კი, როცა საქართველოს კანონმდებლობით დაცულ წითელი ნუსხის სახეობის ცხოველს კლავს. საქართველოს სხვადასხვა სასამართლოს მიერ გამოტანილი 390 განაჩენისა თუ დადგენილების ანალიზის საფუძველზე შემდეგი ტენდენციები გამოიკვეთა: — გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელი, რომელიც საქმეს სასამართლოს გადასცემს, ხშირად პროცესზე არ ცხადდება; — მონადირეები “აღიარებენ” დანაშაულს და ეს მათთვის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვლება, რაც მათი ადმინისტრაციული დანაშაულისგან გათავისუფლების მიზეზი ხდება; — ათეულობით შემთხვევებში, მონადირეებს იარაღს უბრუნებენ მაშინაც კი, როცა უკანონო ნადირობა სახეზეა; — მონადირეები ხშირად დაურეგისტრირებელი იარაღით ნადირობენ; — უმეტესად მონადირეებს მოსაკრებლის დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვთ; — სასამართლოების მიერ ნადირობასთან და თევაზაობასთან დაკავშირებით გამოტანილი დადგენილებები ერთმანეთს ჰგავს და ცოტა ინფორმაციას შეიცავს კონკრეტულ სამართალდღარღვევაზე – ძირითადი ნაწილი კანონმდებლობის ზოგად მიმოხილვას ეხება და საქმის შინაარსობრივ ნაწილს ერთი ან ორი მოკლე აბზაცი ეძღვნება; — ასეულობით შემთხვევაში მონადირეები თუ მეთევზეები თავისუფლდებიან ადმინისტრაციული სამართალდარღვევისგან და მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა ეძლევათ. მსუბუქი სასჯელი წითელი ნუსხის ცხოველის მოკვლისთვის საქართველოს ეროვნულ წითელ ნუსხაში შემავალ ცხოველებზე ნადირობა, როგორც დაცული ტერიტორიების შიგნით, ასევე მის გარეთ აკრძალულია და სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა სასამართლოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მხოლოდ ხუთი სისხლის სამართლის საქმე განიხილეს და ამათგან მოსამართლეებს ციხეში არც ერთი ბრაკონიერი არ გაუშვიათ. ხუთიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში დააკისრა მოსამართლემ ბრაკონიერს ფულადი ჯარიმა და დანარჩენ ოთხ შემთხვევაში პირობითი სასჯელით დაკმაყოფილდა. მსუბუქი სასჯელი წითელი ნუსხის ცხოველის მოკვლისთვის საქართველოს ეროვნულ წითელ ნუსხაში შემავალ ცხოველებზე ნადირობა, როგორც დაცული ტერიტორიების შიგნით, ასევე მის გარეთ აკრძალულია და სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა სასამართლოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მხოლოდ ხუთი სისხლის სამართლის საქმე განიხილეს და ამათგან მოსამართლეებს ციხეში არც ერთი ბრაკონიერი არ გაუშვიათ. ხუთიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში დააკისრა მოსამართლემ ბრაკონიერს ფულადი ჯარიმა და დანარჩენ ოთხ შემთხვევაში პირობითი სასჯელით დაკმაყოფილდა. Edited February 23, 2017 by caucasica ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted February 22, 2017 Author Report Share Posted February 22, 2017 ნადირობის წესი თუ დაარღვია და თოფი გაფორმებული აქვს კანონი რას ითვალისწინებს? არა მგონია ვინმემ ჩამოართვას. რაც შეეხება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელს, ან ეშინიათ სასამართლოსი, ან ფეხზე ჰკიდიათ. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.