Gurulo 154 Posted April 17, 2012 Report Share Posted April 17, 2012 C.G Haenel 1840 წლიდან ზულში კარლ გოტლიბ ჰაენელის ხელმძღვანელობით იწყება კომპანიის მოღვაწეობა, რომელიც მაღალი ხარისხისა და სიზუსტის ცეცხლსასროლ იარაღს უშვებდა. კარლ გოტლიბ ჰაენელი სამეფო წარმოშობის კომისარი გახლდათ, რომელიც ზულში იმ მიზნით ჩამოვიდა, რომ იარაღის წარმოება სამრეწველო დონეზე აეწია. მალე ფირმის ემბლემა სიზუსტის, თანამედროვე დიზაინისა და საიმედოობის სიმბოლო გახდა. ამ საწარმოსათვის ჯერ კარლ ვილჰენ აიდტმა და შემდეგ ჰუგო შმაისერმა შეიმუშავეს ლეგენდარული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი და ავტომატური იარაღები. 1945 წლიდან ამ ბრენდის სახელით სანადირო და პნევმატური იარაღი იწყებს დღის სინათლის ხილვას. გდრ-ს ფედერაციულ გერმანიასთან შეერთების შემდეგ ჰაენელი თითქმის მივიწყებას მიეცა, ვიდრე 2006 წელს ამ ბრენდის თაყვანისმცემლებმა არ შექმნეს ,,ზულის საიარაღო გაერთიანება", რომელმაც სახელი Haenel აღადგინა. ბრენდი თავისი ძველი ტრადიციების ერთგული დარჩა, რაც პრაქტიკული და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი იარაღის წარმოებაში აისახება. ახალ პროდუქციაზე მოთხოვნილებამ მოლოდინებს გადააჭარბა, რაც უპირველეს ყოვლისა მაღალი ხარისხისა და მისაღები ფასის საუკეთესო ბალანსითაა განპირობებული. JAEGER 11 ყალიბი 12, სავაზნე 76მმ, ლულის სიგრძე 71-76სმ, საერთო სიგრძე 115-120სმ, წონა 3.3 კგ ფოლადის კალაპოტით და 2.9 კგ ალუმინის კალაპოტით; 5 სახსნელი ჩოკი, ეჟექტორზე. კომბინირებული JAEGER 8.10 ხრახნილის შესაძლო ყალიბი 222 Rem, .223 Rem, .243 Win, 6.5 x55SE, 7x57R, 7x65R, .308 Win, .30-06 Springfield, .30 R Blaser, 8x57IRS, 9.3 x74R; გლუვი 12/76(შევიწროება 0,5მმ), ლულის სიგრძე 60სმ. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 27, 2014 Author Report Share Posted January 27, 2014 Haenel გამოშვების წელი 1949; ყალიბი 12/70; ლულათა შევიწროება 1,0 1,2. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.