Jump to content
Club-Monadire.Ge

მონადირე ძაღლების გამოფენა თბილისში 22.04.2012

Recommended Posts

მონადირე ძაღლების გამოფენა თბილისში 22.04.2012

ეხლა მელაპარაკა ჩვენი საერთო ახლობელი (ნუკრი, ხირიმი ჯე-დან) და მითხრა რომ კვირას 22-ში დილის 10 საათზე, იპოდრომზეა, მონადირე ძაღლების გამოფენას ატარებს, დავით ცხვედიანის ფედერაცია და მსრველებს შეგვიძლია დავესწროთ ძაღლებით თუ უძაღლოდ.... მე პირადად ვაპირებ წასვლას.... :hi:

Link to post
Share on other sites

დიდი ძაღლების არ არის ზაზა,ლეკვებისაა

Link to post
Share on other sites

დიდი ძაღლების არ არის ზაზა,ლეკვებისაა

და რა ასაკამდე ითვლება ლეკვად ძაღლი? ნუკრის თავისი გორდონი მოყავს 10-11 თვის იქნება თუ არ ვცდები. :scratchchin:

Link to post
Share on other sites

იმედია გაამდიდრებთ ამ თემას ფოტო-მასალით.

არ დაიზაროთ ბიჭებო და მეტი ფოტო გადაიღეთ...ძალიან გვაინტერესებს რა მდგომარეობაა თბილისში.

2 მაისობას აქაც ტარდება გამოფენა ქუთაისობის დღეს და მეც ვეცდები კარგი მასალით გაგახაროთ B)

Link to post
Share on other sites

სალამი ბიჭებს! გუშინ გახლდით ძმებო მეძებარი ძაღლების გამოფენაზე, იპოდრომზე, უფროსწორად ეს იყო თავყრილობა, ლამაზი შეკრება მოnადირეებისა თავისი ოთხფეხა მეგობრებით, რამეთუ ოფიციალური რინგი ან შეფასება ან რაიმე სახის დაჯილდოება იქ არ ყოფილა. თუმცაღა იყო საოცრად თბილი გარემო და აურა, უამრავი ულამაზესი ძაღლი, უმეტესობა ინგლისური სეტერები და პოინტერები, ასევე კურცჰაარებისა და დრადხაარების რამოდენიმე საუცხოო ეგზემპლიარი, ანგლოები და რუსულები სულ 4-5 ძაღლი, ერთადერთი გორდონი "ჩვენი" ქუთაისური წარმომალობისა, ერთიც ლაიკა და ირლანდიური სეტერი. ფედერაციიდან იყვნენ ხალხი, (თუ არ ვცდები ცხვედიანიც მათ შორის) და ახდენდნენ ცხოველების დათვარიელებას და სიტყვიერ შეფასებას. კლუბებიდან, სეტერკლუბის, ბაზიერისა და ოჩოპინტრეს წარმომადგენლები იყვნენ ძირითადათ. გავჩერდი სანამ დაიშლებოდა შეკრება და ნასიამოვნები და თანაც გულდაწყვეტილი (რომ მეც არ მყავს ასეთი "ოთხფეხა" :( ) წამოვედი სახლისაკენ.... ასე იყო ესე ამბავი.....

მეც მინდოდა მანდ ყოფნა,მაგრამ აბა საიდან!!დრაკონის ლეკვის გაყვანა იქნებოდა კარგი,მაგრამ კაცს ამოდენა ჭირი ჰქონია,სამწუხაროა!!!

არა უშავს ზაზა ჩვენი დროც მოვა,იქნებ 9-10 ივნისის გამოფენაზე ვქნათ რამე,მე აუცილებლად მინდა ჩამოსვლა!!!

Link to post
Share on other sites

უი მანდ თუ იკრიბებოდნენ არც ვიცოდი, ბავშვებს ვასეირნებ ხოლმე მანდ და ერთი 5 დღის წინ დაახლოებით 15 მონადირე ძაღლები ყავდათ ხალხიც იყო იდგნენ და არაფერს აკეთებდნენ რავიცი, მოპირდაპირე მახრეს ვიჯექი. მაგ დროს მანდ იყავი კაცო ზაზა შენ?! მეც არ გამიკვირდა რახდება, რათავშეყრაათქო?! :blink:

კვირა დღეს იყო რამაზ 10 საათზე. კარგი იქნებოდა რომ ბევრნი ვყოფილიყავით "ჩვენები" ძაღლებითურთ. ოჩოპინტრეს კლუბის ბიჭები, კლუბის მაისურებსა და კეპებში იყვნენ თავმოყრილნი, რამაც სასიამოვნოდ მიიპყრო ჩემი ყურადღება. ექსპერტები უდიდეს ყურადღებას დათვარიელებისას, ძაღლის კბილების სწორ განლაგებას აქცევდნენ და რამოდენიმე ულამაზესი ეგზემპლიარი სწორედ ამის გამო დაიბრაკა და უარი ეთქვა სამომავლოდ პასპორტის გაცემაზე. იმედია მომავალ ღონისძieბაზე ჩვენც ღირსეულად წარმოვჩდებით B)

Link to post
Share on other sites

არ მეგონა ამ თემაში ფოტოს თუ არ დადებდით ბიჭებო :karochera: იქნებ ვნახოთ სადმე ამ გამოფენის ფოტოები.....

მე ვიყავი გამოფენაზე მხოლოდ და სამწუხაროდ უაპარატოდ. ოჩოპინტრეზე დევს დავით უამრავი ფოტო ამ გამოფენის და ეგებ გადმოტვირთო კაცურად. მე ცოტა მოვიკოჭლებ მაგ საქმეში :pardon:

Link to post
Share on other sites

გაფიცებთ ყველაფერს აი ამ ჩვენებას ჩვენი არ ჯობდა???არც მწკრივებში ატარებენ ძაღლებს და არც არაფერი,ვისაც სად უსწორდება იქ უმოწმებენ კბილებს და ექსტერიერს

Link to post
Share on other sites

გაფიცებთ ყველაფერს აი ამ ჩვენებას ჩვენი არ ჯობდა???არც მწკრივებში ატარებენ ძაღლებს და არც არაფერი,ვისაც სად უსწორდება იქ უმოწმებენ კბილებს და ექსტერიერს

მე ხომ თავიდანვე ავღნიშნე ჯაბა, რომ რაიმე სახის ორგანიზებულობა რასაც გამოფენა ჰკქვია, ფაქტიურად არ შეინიშნებოდა. უბრალოდ იყო მონადირეთა და ძაღლების მოყვარულ ადამიანთა თავყრილობა და ამდენი უსაყვარლესი და ულამაზესი "ოთხფეხას" ერთად ხილვა საკმაოდ დადებით მუხტსა და აურას ქმნიდა ირგვლივ.....

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...