Gurulo 154 Posted April 25, 2012 Report Share Posted April 25, 2012 ამასწინათ ანტიკვარების თემაში შაირინგის ერთ-ერთი თოფის სურათი დავდე, მაშინ მამუკა გრიგოლიას ინტერესი ვერ დავაკმაყოფილე, რადგან სხვა ფოტომასალა არ გამაჩნდა... დღეს შემთხვევით ნეტში წავაწყდი შესაბამის ფოტოებს, ბარემ პატარა ექსკურსსაც შემოგთავაზებთ Scheiring G.m.b.H. თავისი საკუთარი საწარმო ჰერბერტ შაირინგმა 30-ოდე წლის წინ დააფუძნა ფერლახში, თუმცა ამ გვარის(ოჯახის) მეიარაღეთა დინასტია საუკუნოვანი ისტორიისაა... საწარმო განლაგებულია შაირინგების სახლში. საწარმოო პროცესს ხელმძღვანელობს მეიარაღე შტეფან ცეინდოლი, ოფისის მმართველი ჰერბერტ შაირინგის მეუღლე დორისი გახლავთ, ხოლო კომპანიის მიმართულებას, შეკვეთებს, უზრუნველყოფას და ა.შ. უშუალოდ ჰერბერტი უდგას სათავეში, რომელიც უმაღლესი კლასის მეიარაღე, თავგადაკლული მონადირე და მაღალი დონის ექსპერტი გახლავთ. კომპანია წელიწადში ამზადებს 30-დან 40-მდე თოფს(ყველა ინდივიდუალური შეკვეთით). საშუალოდ ერთი ეგზემპლიარის დამზადებას, მოხატვის გარეშე აგვიანდება 1-2 წელიწადი... კომპანიას აქვს გრავირების ვარიანტთა ძალიან დიდი ბანკი, რომელიც უამრავ სტილსა და მიმართულებას მოიცავს. რა თქმა უნდა კლიენტს შეუძლია თავად შეთავაზოს მწარმოებელს გრავირების საკუთარი წინადადება( მაგ. შეუკვეთოს საგვარეულო გერბი). შაირინგის თითოეული თოფი მაღალმხატვრულობით გამოირჩევა. გამოიყენებენ ნებისმიერ ძვირფას ლითონს, სპილოს ძვალს, ბრილიანტს... კომპანიის საამქროებში მუშაობს 6 უმაღლესი კლასის გრავიორი, ზეინკალი, ამწყობი და ხის სპეციალისტი. სულ მუშაკთა რაოდენობა 15 ექსტრა კლასის ოსტატს მოიცავს. პროდუქციის ასორტიმენტი 5 სახისაა: ერთლულიანი შტუცერები, ორლულიანი შტუცერ-ექსპრესები, ორლულიანი სამთო შტუცერები, სამლულიანი თოფები ლულათა სხვადასხვა კომბინაციით და ორლულიანი გლუვლულიანები. შაირინგის ნაწარმში ვერ შეხვდებით ორ ერთნაირ თოფს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კლიენტი ტყუპებს უკვეთავს. თოფები განსხვავდებიან როგორც დიზაინით, ერგონომიკით, მასალების ხარისხითა და გაფორმების ფასით, ასევე კონსტრუქციითაც. შაირინგის იარაღის დამახასიათებელი ნიშაა მისი ფუნქციონალურობა, საიმედოობა, უზარმაზარი რესურსი, უსაფრთხოება და საუკეთესო ბალისტიკა. თოფებს ღირსებას მატებს ის ფაქტი, რომ ერთ კალაპოტზე შეიძლება შეუკვეთოთ რამდენიმე ლულა. მაგალითად, ერთი წყვილი .470 N.E.; მეორე წყვილი .30-06 Spr. და მესამე წყვილი გლუვლულიანი 20/76. შაირინგის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი იარაღია ერთლულიანი შტუცერი .308 Win. რომლის ფასი 1 000 000 ევროს შეადგენს(!!!) ამ თოფში კლიენტმა მილიონი ევრო გადაიხადა!!! მისი კლიენტებია ბიზნესმენები, ჩინოვნიკები, პოლიტიკოსები, კოლექციონერები და პროფესიონალი მონადირეები. ჰერბერტ შაირინგის ერთ-ერთი ჰობია მინიატურული თოფების წარმოება(ისინი ყველა ფუნქციონირებენ). შაირინგს სალულე ფოლადი(ნამზადი) ,,ფერლახელ მეიარაღეთა გაერთიანებიდან" შემოაქვს. ხოლო შედუღებასა და სხვა ოპერაციებს ადგილხე ახდენს. აღსანიშნავია, რომ ამ საწარმოს ლულები მონობლოკით არასოდეს ერთიანდება. საკეტები და კალაპოტები ადგილზე იწარმოება. ხის მასალად 10 წლის დაძველების კაკალია გამოყენებული. საფირმო ,,კერძია" საკეტი, რომელიც ექსპერტთა შეფასებით უაღრესად საიმედოა და გამორიცხავს გასროლისას გადახსნას, ამასთან უზრუნველყოფს უკუცემის თანაბარ გადანაწილებას კალაპოტზე. ასეთი საკეტების გამოშვება პირველად სწორედ შაირინგმა დაიწყო, უფრო მოგვიანებით ,,ბლაზერმა" და კიდევ უფრო გვიან ,,მერკელმა". ასეთი საკეტებითაა შაირინგის ყველა თოფი გარდა ჰორიზონტალური გლუვლულიანებისა... შაირინგის შტუცერებზე უმეტესწილად სვაროვსკის(Swarowski) ოპტიკა დგება, რომელიც მართლაც შეესაბამება კლასით(სვაროვსკი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ოპტიკაა). ბოლო პერიოდში კომპანია Scheiring G.m.b.H.-მ დაიწყო თავისი შტუცერებისათვის ვაზნების წარმოებაც. კლიენტის სურვილისამებრ იარაღის ქეისები მზადდება ნიანგისა და სპილის ტყავისაგან ან სხვა ნებისმიერი მასალისაგან. ყველა თოფის პარამეტრები და მფლობელი აღირიცხება ფირმის მიერ(კლიენტის ანონიმურობა გარანტირებულია). ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted April 25, 2012 Report Share Posted April 25, 2012 კაია გელა ძამია!!! ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted June 24, 2015 Author Report Share Posted June 24, 2015 დღეს პირველად მომიხდა ახლოდან მენახა სურათებზე შაირინგის "შედევრი". იმ მილიარდერის ტვინში ჩამახედა, ვინც ამ ნაკეთობაში მილიონი ევრო გადაიხადა... ბოდიშს ვიხდი ეროტიული სურათებისათვის_ ეს თოფია თუ პორნოპლაკატი?! ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted June 24, 2015 Report Share Posted June 24, 2015 აბა გელაა!!!მაი ეწერზე რო წევიღო,ხო გედემერია იხვები!!!! ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted June 24, 2015 Report Share Posted June 24, 2015 :d030: ჭუჭულები მაინც მოარიდე აბა გელაა!!!მაი ეწერზე რო წევიღო,ხო გედემერია იხვები!!!! ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.