Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

ამასწინათ ანტიკვარების თემაში შაირინგის ერთ-ერთი თოფის სურათი დავდე, მაშინ მამუკა გრიგოლიას ინტერესი ვერ დავაკმაყოფილე, რადგან სხვა ფოტომასალა არ გამაჩნდა... დღეს შემთხვევით ნეტში წავაწყდი შესაბამის ფოტოებს, ბარემ პატარა ექსკურსსაც შემოგთავაზებთ :hi3:

 

 

 

 

Scheiring G.m.b.H.

 

c0056a69af4f.jpg

 

 

 

თავისი საკუთარი საწარმო ჰერბერტ შაირინგმა 30-ოდე წლის წინ დააფუძნა ფერლახში, თუმცა ამ გვარის(ოჯახის) მეიარაღეთა დინასტია საუკუნოვანი ისტორიისაა...

საწარმო განლაგებულია შაირინგების სახლში. საწარმოო პროცესს ხელმძღვანელობს მეიარაღე შტეფან ცეინდოლი, ოფისის მმართველი ჰერბერტ შაირინგის მეუღლე დორისი გახლავთ, ხოლო კომპანიის მიმართულებას, შეკვეთებს, უზრუნველყოფას და ა.შ. უშუალოდ ჰერბერტი უდგას სათავეში, რომელიც უმაღლესი კლასის მეიარაღე, თავგადაკლული მონადირე და მაღალი დონის ექსპერტი გახლავთ.

კომპანია წელიწადში ამზადებს 30-დან 40-მდე თოფს(ყველა ინდივიდუალური შეკვეთით). საშუალოდ ერთი ეგზემპლიარის დამზადებას, მოხატვის გარეშე აგვიანდება 1-2 წელიწადი...

 

 

96d670126ab2.jpg

 

კომპანიას აქვს გრავირების ვარიანტთა ძალიან დიდი ბანკი, რომელიც უამრავ სტილსა და მიმართულებას მოიცავს. რა თქმა უნდა კლიენტს შეუძლია თავად შეთავაზოს მწარმოებელს გრავირების საკუთარი წინადადება( მაგ. შეუკვეთოს საგვარეულო გერბი).

შაირინგის თითოეული თოფი მაღალმხატვრულობით გამოირჩევა.

 

dc2236c8e17f.jpg

 

 

გამოიყენებენ ნებისმიერ ძვირფას ლითონს, სპილოს ძვალს, ბრილიანტს...

კომპანიის საამქროებში მუშაობს 6 უმაღლესი კლასის გრავიორი, ზეინკალი, ამწყობი და ხის სპეციალისტი. სულ მუშაკთა რაოდენობა 15 ექსტრა კლასის ოსტატს მოიცავს.

პროდუქციის ასორტიმენტი 5 სახისაა: ერთლულიანი შტუცერები, ორლულიანი შტუცერ-ექსპრესები, ორლულიანი სამთო შტუცერები, სამლულიანი თოფები ლულათა სხვადასხვა კომბინაციით და ორლულიანი გლუვლულიანები.

შაირინგის ნაწარმში ვერ შეხვდებით ორ ერთნაირ თოფს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კლიენტი ტყუპებს უკვეთავს. თოფები განსხვავდებიან როგორც დიზაინით, ერგონომიკით, მასალების ხარისხითა და გაფორმების ფასით, ასევე კონსტრუქციითაც.

შაირინგის იარაღის დამახასიათებელი ნიშაა მისი ფუნქციონალურობა, საიმედოობა, უზარმაზარი რესურსი, უსაფრთხოება და საუკეთესო ბალისტიკა. თოფებს ღირსებას მატებს ის ფაქტი, რომ ერთ კალაპოტზე შეიძლება შეუკვეთოთ რამდენიმე ლულა. მაგალითად, ერთი წყვილი .470 N.E.; მეორე წყვილი .30-06 Spr. და მესამე წყვილი გლუვლულიანი 20/76.

შაირინგის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი იარაღია ერთლულიანი შტუცერი .308 Win. რომლის ფასი 1 000 000 ევროს შეადგენს(!!!)

 

 

ამ თოფში კლიენტმა მილიონი ევრო გადაიხადა!!!

5bd335de94f9.jpg

 

 

მისი კლიენტებია ბიზნესმენები, ჩინოვნიკები, პოლიტიკოსები, კოლექციონერები და პროფესიონალი მონადირეები.

 

66efe1f7ce9c.jpg

 

ჰერბერტ შაირინგის ერთ-ერთი ჰობია მინიატურული თოფების წარმოება(ისინი ყველა ფუნქციონირებენ).

 

 

e0adad88feb8.jpg

 

 

e8f2574066c8.jpg

 

 

შაირინგს სალულე ფოლადი(ნამზადი) ,,ფერლახელ მეიარაღეთა გაერთიანებიდან" შემოაქვს. ხოლო შედუღებასა და სხვა ოპერაციებს ადგილხე ახდენს. აღსანიშნავია, რომ ამ საწარმოს ლულები მონობლოკით არასოდეს ერთიანდება. საკეტები და კალაპოტები ადგილზე იწარმოება. ხის მასალად 10 წლის დაძველების კაკალია გამოყენებული.

 

 

1dba9faf2f04.jpg

 

 

f69e3b76c8e3.jpg

 

 

საფირმო ,,კერძია" საკეტი, რომელიც ექსპერტთა შეფასებით უაღრესად საიმედოა და გამორიცხავს გასროლისას გადახსნას, ამასთან უზრუნველყოფს უკუცემის თანაბარ გადანაწილებას კალაპოტზე. ასეთი საკეტების გამოშვება პირველად სწორედ შაირინგმა დაიწყო, უფრო მოგვიანებით ,,ბლაზერმა" და კიდევ უფრო გვიან ,,მერკელმა".

ასეთი საკეტებითაა შაირინგის ყველა თოფი გარდა ჰორიზონტალური გლუვლულიანებისა...

შაირინგის შტუცერებზე უმეტესწილად სვაროვსკის(Swarowski) ოპტიკა დგება, რომელიც მართლაც შეესაბამება კლასით(სვაროვსკი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ოპტიკაა).

ბოლო პერიოდში კომპანია Scheiring G.m.b.H.-მ დაიწყო თავისი შტუცერებისათვის ვაზნების წარმოებაც.

კლიენტის სურვილისამებრ იარაღის ქეისები მზადდება ნიანგისა და სპილის ტყავისაგან ან სხვა ნებისმიერი მასალისაგან.

ყველა თოფის პარამეტრები და მფლობელი აღირიცხება ფირმის მიერ(კლიენტის ანონიმურობა გარანტირებულია).

Link to post
Share on other sites
  • 3 years later...

დღეს პირველად მომიხდა ახლოდან მენახა სურათებზე შაირინგის "შედევრი".

 

იმ მილიარდერის ტვინში ჩამახედა, ვინც ამ ნაკეთობაში მილიონი ევრო გადაიხადა...

 

ბოდიშს ვიხდი ეროტიული სურათებისათვის_ ეს თოფია თუ პორნოპლაკატი?! :e025:

 

 

71204d84d645.png

 

 

ed7c5072c201.png

 

 

e8e476ca4639.png

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...