Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

მე თუ მკითხავს ვინმე ჯარი დაქირავებული ანუ კონტრაქტზე შექმნა ჯობია,სავალდებულო მაინც ყოველთვის ფეხებზე მკიდიაობა იყო და ასეც იქნება სულ იმ მოზარდ თინეიჯერს რომელიც 18-19 წლის ასაკში მოდის ჯარში სხვანაირად ესმის ცხოვრებაც,ომიც და საერთოდ პასუხისმგებლობაც,ხელფასს ნორმალურს გავდიდი და პირობებს მივცემდი კარგს მაგრამ სამაგიეროდ ვარჯიშში ამოვხდიდი სულს,მანამ არ მოვეშვებოდი სანამ 500მეტრიან აღმართს არ აირბენდა და იქ გამზადებული იარაღიდან 7 წამში 5 ზუსტ გასროლას არ გააკეთებდა :d030::haha: .განა არ შეიძლება ამის გაკეთება რომ მართლა ასეთი ბიჟები გვყავდეს?კი შეიძლება მარა ვისი ვისსაშია ვერ გაარკვევს კაცი :e025:

გეთანხმები მირზა! :yes:

ჩემი აზრიც მასეთია დაახლოებით.

Link to post
Share on other sites
  • Replies 102
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

გაქაჩავს უბრალოდ არაა საჭირო ამდენი რაოდენობა 5-6 ათასი ჯარისკაცი საკმარისი იქნება, მეტის ყოლას აზრიც არ აქვს, ვის უნდა გაუწიოთ წინააღმდეგობა

Link to post
Share on other sites

რეზერვის გარეშე წარმოუდგენელია და იმ რეზერვს მომზადება უნდა.

 

წინააღმდეგობა ვის უნდა გავუწიოთ მე მგონი ცხადია :karochera: მტერს და დუშმანს.

 

ისე პროფესიონალებმა უნდა გადაწყვიტონ, პოლიტიკოსიების თამაში არ ჭირდება მასეთ საკითხებს. პოლიტიკოსებმა ფული უნდა გამოყონ.

 

 

გაქაჩავს უბრალოდ არაა საჭირო ამდენი რაოდენობა 5-6 ათასი ჯარისკაცი საკმარისი იქნება, მეტის ყოლას აზრიც არ აქვს, ვის უნდა გაუწიოთ წინააღმდეგობა

Link to post
Share on other sites

ბრაუნინგ ამათ მეთაურს თუ გულისმობ ძალიან ცდები,

 

http://www.youtube.com/watch?v=m4rLFaCdos4

 

მეეჭვება ავღანეთისნაირი საბრძოლო გამოცდილება სადმე მიიღონ ჩვენმა ბიჭებმა. ტაქტიკა სხვანაირია ამაზე მეორედაც დაგეთანხმებით, მაგრამ იქ რეალური ომია და გარდა ამისა იქ წამსვლელი ბიჭები იმაზე ბევრად კარგ მომზადებას გადიან ვიდრე საქართველოში.

გარდა ამისა საერთაშორისო ასპარეზზე გარკვეულ პლიუსებს ვიწერთ, არ გამოვა იმ ქვეყნისგან რომელიც დასავლეთისკენ ასე მიისწარფვის, საერთაშორისო მისიებში ჩაუბმელობა, ახლა იტყვით სომხეთი ასეო აზერბაიჯანი და თურქეთი ისეო. სომხეთს რუსეთი არ უშვებს (45 კაცი ყავთ როგორც მახსოვს), აზერებს არაფერი არ უჭირთ და სულ კიდიათ საერთაშორისო ასპარეზი, გარდა ამისა მუსულმანური ქვეყანაა და ასე თუ ისე ეპატიება იქ წაუსვლელობა ისევე როგორც თურქეთს.

 

ჩვენ კიდე მარტო საკუთარი თავის იმედად რომ ვერ დავრჩებით და ჩვენსას ვერ მივაწვებით ეს ნათელია დღევანდელი საერთაშორისო კლიმატით, ამიტომ რაღაც-რაღაცეების გათვალისწინება გვიხდება. ეს პოლიტიკაა ყურში ხელის მოსაკიდებელი არ არის, ამაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი. საქართველოს არ აქვს დღეს-დღეობით ის რესურსი და შესაძლებლობა რომ დამოუკიდებლად გაიტანოს თავი ან აქეთ უნდა იყოს ან იქეთ, ნებისმიერ შემთხვევაში გვიწევს გარკვეულ დათმობებზე წასვლა.

 

 

არც ისე ძნელი დასაკავშირებელია ერთმანეთს მოვლენები

http://news.ge/ge/news/story/57285-gaerom-devnilta-dabrunebis-mkhardasacherad-rezolutsia-miigho

Edited by master
Link to post
Share on other sites

master

 

 

მერე რაღა ყველაზე ცხელ წერტილში გაგვჭედეს???

 

თანაც პროცენტულად მოსახლეობის მიხედვით ყველაზე მეტი მეომარი ჩვენს ქვეყანასა ჰყავს გაგზავნილი.

 

რა გამოდის ესა?

 

ყველა ჯარისკაცი მეცოდება და მენანება ძლიერ, რაღა ჩემი ხალხი უნდა მიაწყვიტონ იმ დაწყევლილ ჰელმანდს, გადახედეთ კოალიციაში შემავალი ქვეყნების პოპულაცის და მიხვდებით რაც მიხეთქავს გულს.

 

გუშინ წავიკითხე, გადაჰყავთ ჩვენი ბატალიონები სხვა ლოკაციაზე. :yes:

 

პ.ს. არა გვყავს ქართველებს "საზარბაზნე" მებრძოლები, არა!!!!!!

 

რაც მირზამ დასწერა, იცის ეგ საქმე და გამოვლილი აქვს.

მართალს ამბობს, საქართველოში მიეცით ის ხელფასი და აღარ წავლენ სხვის ომში.

თუ ინტეგრაცია და რამე, ვერცერთი ვერ მასწავლით ამათ მენტალიტეტს.

რატომ უნდა წავერჭოთ ისეთ ადგილებში პირველები, სადაც ვიცით რომ მაგრა "მოგვხვდება"?

 

ვკიდივართ ყველას, გაიგეთ.

 

გავუფრთხილდეთ ყველა ერთმანეთს.

Link to post
Share on other sites

ჯარისკაცი რო ვიყო, და ჩემს სურვილზე იყოს დამოკიდებული მანდ წასვლა, რაც უნდა ხელფასი მქონდეს სამშობლოში მანდ მაინც წავიდოდი. ბევრი მიიღებდა კიდევ იგივე გადაწყვეტილებას, ეხლა აქილევსად, რომელიც სახელის გამო ბრძოლობდა, არ ვთვლი ნამდვილას თავს (ცოტა მიკლია) მარა, რაღაცის გამო მაინც წავიდოდი, ეს რაღაცა რა არის მეც არ ვიცი.

Link to post
Share on other sites

მართალს ამბობს, საქართველოში მიეცით ის ხელფასი და აღარ წავლენ სხვის ომში.

არც მასეა სქმე აღარ წავა მასეც არ არის, ეხლაა ეგ ნებაყოფლობით მიტო რომ იხვეწებიან სამხედროები მერე ჩვეულებრივ სავალდებულო იქნება (დიდი ხელფასის შემთხვევაში.}

Link to post
Share on other sites

წინააღმდეგობა ვის უნდა გავუწიოთ მე მგონი ცხადია მტერს და დუშმანს

ეგ კი მარა მტერი და დუშმანი ვინც გვყავს ჩვენ იმას ვერანაირად შევეჭიდებით

Link to post
Share on other sites

გაქაჩავს უბრალოდ არაა საჭირო ამდენი რაოდენობა 5-6 ათასი ჯარისკაცი საკმარისი იქნება, მეტის ყოლას აზრიც არ აქვს, ვის უნდა გაუწიოთ წინააღმდეგობა

10.000% იანი ხარ. მე თუ მკითხავ ჯარი საერთოდ არაა საჭირო.3000 მაგარი გაწვრთნილი სპეცნაზელი და დამთავრებული ბაზარია.შვეიცარიას საერთოდ არ ყავს ჟარი მაგრამ უმაგრესად არიან.რასაც მე და კასკადა ვლაპარაკობთ იმ მოდელზე არიან

Link to post
Share on other sites

ჯარისკაცი რო ვიყო, და ჩემს სურვილზე იყოს დამოკიდებული მანდ წასვლა, რაც უნდა ხელფასი მქონდეს სამშობლოში მანდ მაინც წავიდოდი. ბევრი მიიღებდა კიდევ იგივე გადაწყვეტილებას, ეხლა აქილევსად, რომელიც სახელის გამო ბრძოლობდა, არ ვთვლი ნამდვილას თავს (ცოტა მიკლია) მარა, რაღაცის გამო მაინც წავიდოდი, ეს რაღაცა რა არის მეც არ ვიცი.

თედო ძმაო ჩვენ წინაპრებს კარგად აქვთ ნათქვამი "კაკლიდან კარგად ჩანსო"

წერ "ჯარისკაცი რო ვიყო" :to_keep: რა გიშლის ხელს :scratchchin: ცხადდება ეხლა მიღება და თავისუფლად შეგიძლია ჩაეწერო,კარანტინის გასვლის შემდეგ შეგიძლია მანდ წამსვლელებშიც ჩაეწერო.ეხლა რაც შეეხება იქ მიღებულ გამოცდილებას:კავკასიაში კარგად მოგეხსენება რანაირი რელიეფია,უდაბნოში მიღებული გამოცდილება ჩვენ რელიეფს არ და ვერ ერგება.საჩხერის სამთო ბატალიონი ნატოს წევრი ქვეყნის ჯარისკაცებს ამზადებს და აინსტრუქტაჟებს,ესეიგი მაგ საქმეში ძლიერები ვართ ხო?ხოდა იმას უნდა მიეხედოს რაშიც ძლიერები ვართ და რაც გვჭირდება.მაგრამ ჩვენს ლაპარაკს არაფერი აზრი არ აქვს შენც ხომ კარგად ხედავ?ამ ქვეყანაში ყველას ყველაფერი სულ "სამ ასოსზე" კიდია.სპორტშიც მასე არ არის???ტენიან ამ ფეხბურთს ამდენ ფულს ხომ ხედავ შე კაი კაცო უარგისები არიან და ფეხბურთი ქართველის სპორტი არაა,მიხედე იმ ფულით ჭიდაობას,რაგბს და ასე შემდეგ

Link to post
Share on other sites

ყველაფერი ნათელია რისთვის არის ჩვენი ჯარი ავღანეთში, ჩვენ აქ მყოფნი რომ მშვიდად ვიყოთ და ცივი ნიავი არ მოგვეკაროს, ნატოში შესვლა თუ გვინდა გვეუბნებიან ასე ქენითო და ჩვენც სხვა გზა არ გვაქვს. როდესაც საქართველო თავს სამშვიდობოს იგრძნობს და რუსული აგრესია განეიტრალდება ბოლომდე, აი მერე ვილაპარაკოთ რამდენი ჯარისკაცი გვჭირდება და რამდენი არა, მანამდე კი ფრთხილად ვიყოთ, ისეთი დრო არ დაგვიდგეს "ქუდზე კაცი" დაჭირდეს სამშობლოს, აუცილებელი არაა ძველი მეფეების გახსენება, 20 წლის წინად რაც იყო ისიც კმარა ანალიზისთვის. ესაა ჩემი კომენტარი.

Link to post
Share on other sites

ყველაფერი ნათელია რისთვის არის ჩვენი ჯარი ავღანეთში, ჩვენ აქ მყოფნი რომ მშვიდად ვიყოთ და ცივი ნიავი არ მოგვეკაროს, ნატოში შესვლა თუ გვინდა გვეუბნებიან ასე ქენითო და ჩვენც სხვა გზა არ გვაქვს

ხო ძმაო მარა თუ ამდენი მსხვერპლი იქნება უკან გაიკეთონ ეგ ნატო. უბედურება სწორად მაგაშია რომ მაგას გვეუბნებიან, ჩვენ ჩვენი გაგვჭირვებია ნახევარი ქვეყანა ოკუპირებული გვაქვს და ჩვენი ჯარის დიდი ნაწილი მაგ დასაწვავში დაყავთ, მაგაათ რომ ნამუსი ქონდეთ აქეთ უნდა გვეხმარებოდნენ ჯარით, მარტო აღშფოთება ხომ არაა საქმე არ ჩანს მაგათი ნატოც მოვტყან და მაგათი დედაც

Edited by kaskada
Link to post
Share on other sites

.ეხლა რაც შეეხება იქ მიღებულ გამოცდილებას:კავკასიაში კარგად მოგეხსენება რანაირი რელიეფია,უდაბნოში მიღებული გამოცდილება ჩვენ რელიეფს არ და ვერ ერგება

 

100% ხარ. ბონაპარტსაც მაგარი ჯარი ჰყავდა მარა რუსეთის კლიმატი უცხო აღმოჩნდა მათთვის და ყველამ იცით რაც მოხდა

Link to post
Share on other sites

ეგ აღშოფოთებაც რომ არ ყოფილიყო თავის დროზე მერე გენახათ თქვენ.

 

ჯაბა

ნამდვილად ვერ ავირჩევ სამხედრო სამსახურს იმის გამო რომ, ავღანეთში წავიდე, სამხედრო სამსახური მარტო 10 თვიანი მისია ცხელ წერტილში არ არის. მისიამდე და მიის შემდეგ 1000 ტვინის ტყვნა გინდა.

სხვათაშორის ბევრს ვფიქრობ მაგ ამბავზე.

 

უმაღლესი დავამთავრო და რიგითად ვიმსახურო ეგაც არ მინდა, გარდა ამისა მთელ ჩემს დარჩენილ ცხოვრებას სამხედრო სამსხურს ვერ დავუკავშირებ.

ამდენი შრომა ჩავდევი ჩემს განათლებაში და რათქმაუნდა პაგონების ამბიცია მაქვს.

 

ეხლა ერთის დაზუსტება მინდა, ჯარიდან შინაგანში გადასვლა როგორ შეიძლება მოხდეს.

თუ ეს დავაზუსტე და პირობებიც მისაღები აღმოჩნდა მერე უკვე ნამდვილად მომიწევს არჩევანის გაკეთება.

Link to post
Share on other sites

kaskada

ნატოში გაწევრიანების შანსი რომ არა მსხვერპლი მომავალში გაცილებით უფრო მეტი შეიძლება იყოს და თან ამას აფხაზეთზე და ოსეთზე გაცილებით მეტი ტერიტორიის დაკარგვაც შეიძლება მოჰყვეს.ასეა ეს.... :scratchchin:

Link to post
Share on other sites

ჯაბა ჯერ ის უნდა ვიცოდეთ ჯარი რისთვის გვინდა, თორემ თუ მარტო კონტრაბანდისტების დასაკავებლად გვინდა, ათასი კაციც საკმარისია.

 

 

ამ ქვეყანას ისეთი პრობლემები აქვს, 3 000 კაცი ვერ გაწვდება. მე ვფიქრობ ჯარი კი უნდა გვყავდეს პატარა და მობილური, მაგრამ ძალიან ძლიერი სარეზერვო სისტემით. ღმერთმა ნუ ქნას და რამე რომ დაიწყოს, იმ სამი ათასი კაცის უკან ვიღაც ხომ უნდა იდგეს. მინიმუმ იმის ნახევარი.

 

10.000% იანი ხარ. მე თუ მკითხავ ჯარი საერთოდ არაა საჭირო.3000 მაგარი გაწვრთნილი სპეცნაზელი და დამთავრებული ბაზარია.შვეიცარიას საერთოდ არ ყავს ჟარი მაგრამ უმაგრესად არიან.რასაც მე და კასკადა ვლაპარაკობთ იმ მოდელზე არიან

Link to post
Share on other sites

kaskada

ნატოში გაწევრიანების შანსი რომ არა მსხვერპლი მომავალში გაცილებით უფრო მეტი შეიძლება იყოს და თან ამას აფხაზეთზე და ოსეთზე გაცილებით მეტი ტერიტორიის დაკარგვაც შეიძლება მოჰყვეს.ასეა ეს.... :scratchchin:

აფხაზეთზე და ოსეთზე მეტი დაკარგული გვაქვს უკვე ბევრი, ნუ წაგართმევენ თუ მიჰყიდი მაგას ხო არა აქვს მნიშვნელობა.

რავიცი რავიცი ჯერ-ჯერობით არანაირი სინათლე არ ჩანს ნატოსკენ

Link to post
Share on other sites

თქვენი აზრით რუსი სარკოზმა და ამერიკის აღშფოთებამ გააჩერა?მე ვფიქრობ არა.თვითონ გათვალა რაღაცეები და გაჩერდა,არ უღირდა ის ყველაფერი რაც დაუჯდებოდა,ჯერ ხომ უდიდესი დანაკარგი განიცადა აგვისტოში,ტექნიკაც და ცოცხალი ძალაც.რუსმა ანალიზი გააკეთა აფხაზეთის ომიდან გამომდინარე და მაგრადაც შეცდა ანუ რასაც ელოდა იმაზე 12-ჯერ მეტი წინააღმდეგობა შეხვდა.+ რომ შემოსულიყო და ქალაქები აეღო თქვენ წარმოიდგინეთ ამდენი გაწვრთნილი კბილებამდე შეიარაღებული კაცი რომ დაიყოფებოდა მობილურ ჯგუფებად და გავიდოდა ტყეში რომელსაც ყველა რესურსი ექნებოდა იარაღის რამხელა ზარალს მიიღებდა რუსი,ახლა აღარ არის კომუნიზმი რომ ავღანეთის ომის დროს ხალხი ხმას ვერ იღებდა,იმ ჯარისკაცებს უკან ხალხი ყავთ ვინც ძალიან დიდ არეულობას გამოიწვევდა რუსეთში რაც პუტინის რეიტინგს და მის მთავრობას ნულზე დასვავდა,ასევე მსოფლიო პოლიტიკაშიც ცუდი შედეგები ექნებოდა.მე ასე ვფიქრობ ამან გააჩერა რუსი თორე ამერიკის შეშფოთება ბევრჯერ დაუკიდებია და სარკოზსაც ჩამოიკიდებდა თუ მოუნდებოდა.ეს არ იქნებოდა ჩეჩნეთი ეს რაღაც საზიზღრობა იქნებოდა ჩვენთვისაც და რუსისთვისაც

Link to post
Share on other sites

მაგას ვამბობ მეც რო მსოფლიო პოლიტიკაში ცუდად წაუვიდოდა საქმე, ჩვენც რო იარაღს არ დავყრიდით და ბოლომდე ვიბრძოლებდით მაგიც 100 პროცენტიანია, თუმცა რომ არა საერთაშორისო საზოგადოების მიერ რუსეთის ქმედების უარყოფითად შეფასება, აგრესიად აღიარება და აფხაზეთის და სამაჩაბლოს არ აღიარება. საზღვრები ბევრად განსხვავებული იქნებოდა ახლანდელისგან, დიდი ალბათობით სამცხე-ჯავახეთზე ბორჯომამდე ჩვენი იურისდიქცია აღარ გავრცელდებოდა.

ჩვენ არ შეგვიძლია რუსეთთან ღია ომი, პარტიზანული ბრძოლები ბევრად მომგებიანია ოღონდ ისე უნდა ვიმოქმედოთ, საჭიროების შემთხვევაში, რომ ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსის ბოლომდე გამოყენება შევძლოთ პარტიზანულ ბრძოლებშიც.

მეორე ვარიანტია საჰაერო თავდაცვის ისე გაძლიერება რომ, რუსების თვითმფრინავებმა ჰაერში ვეღარ იფრინონ, ეს კი ძაან დიდ თანხას მოითხოვს რაც საქართველოს ამ ეტაპზე არ აქვს.

 

ისე ტყეებში იყვნენ გასულები ჩვენი ჯარისკაცები, მაგრამ კი ნახეთ როგორ გადაბუგეს ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი.

Edited by master
Link to post
Share on other sites

ჩვენც რო იარაღს არ დავყრიდით და ბოლომდე ვიბრძოლებდით მაგიც 100 პროცენტიანია

ისე არ უნდა ვამბობდე მარა 2008-ში ძაან ლაჩრულად მოიქცა ნახევარი საქართველო ვინ საით გარბოდა არ იცოდა ეგ ფაქტია და მაგის უარყოფას აზრი არ აქვს, თბილისი ხო თითქმის დაცარიელდა, ასეთ ისტერიაში ქართველ კაცს ჩაგდება არ შეშვენის

Link to post
Share on other sites

 

 

ეხლა ერთის დაზუსტება მინდა, ჯარიდან შინაგანში გადასვლა როგორ შეიძლება მოხდეს.

თუ ეს დავაზუსტე და პირობებიც მისაღები აღმოჩნდა მერე უკვე ნამდვილად მომიწევს არჩევანის გაკეთება.

აბსოლიტურად თავისუფლად გადახვალ თავდაცვიდან შსს-ში.სამხედრო წოდება მაღალია ვიდრე სპეციალური.ანუ სიტყვაზე სამხედრო კაპიტანი შსს-ში გადავა კაპიტნად,აი პირიქით რომ მოხდეს უფროს ლეიტენანტად თუ გადავიდა კაი პონტია

Link to post
Share on other sites

მას მერე რაც "შინდლერის სიას" ვუყურე მივხვდი შემდეგი სიბრძნის სიმართლეს: "გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი", "უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების ვინ ების", და " ფული ჯოჯოხეთს ანათებს". რუსის მომრევები არ ვართ ეს უნდა შევიგნოთ უფრო გონიერი ტაქტიკა უნდა შევიმუშაოთ, საომრად არ უნდა გავიხადოთ საქმე, აფხაზეთსაც და ცხინვალის რეგინს თავისი ფასი აქვს, გადავიხდით და დამიჯერეთ უპრობლემოდ დავიბრუნებთ. ყველა ადამიანი ასეა, მანკიერი თვისებები გადასძლევს ხოლმე საღ აზრს, მითუმეტეს რუსი ხალხის დიდი ნაწილი ჩვენს მხარესაა და არა პუტინის და მისი მონების.

Link to post
Share on other sites

ისე არ უნდა ვამბობდე მარა 2008-ში ძაან ლაჩრულად მოიქცა ნახევარი საქართველო ვინ საით გარბოდა არ იცოდა ეგ ფაქტია და მაგის უარყოფას აზრი არ აქვს, თბილისი ხო თითქმის დაცარიელდა, ასეთ ისტერიაში ქართველ კაცს ჩაგდება არ შეშვენის

იმედის გახმაურებული რეპორტაჟი რო იყო, რუსები მცხეთაში შემოვიდნენო, მეც შემეშინდა ცოოტა არ იყოს, უკვე წარმოდგენილი მქონდა როგორ ბომბავდნენ თბილისს :alfons: :alfons: :alfons:. ეხლა თავის ქება არ მინდა გამომივიდეს, მარა ჩემი თავი ნაკლებად მადარდებდა, იმას ვფიქრობდი ჩემი ოჯახი როგორ გადამეყვანა სოფელში სავარაუდო მარშრუტიც კი მქონდა მოფიქრებული რამდენიმე წამში, ახალციხიდან გადავიდოდით იმერეთში ჭიათურაში. :alfons: :alfons: :alfons: :alfons:.

ისე ღმერთმა გვაშოროს და თუ დაგვჭირდა თბილისს ადვილად დავიცავთ, კარგი მდებარეობა აქვს.

სტაციონალური სიმაგრეების აშენება უნდა მოხდეს ქალაქის ირგვლივ. ამჟამად ამის საჭიროება არ არსებობს მაგრამ რაიცი რახდება :scratchchin: :scratchchin:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...