Jump to content
Club-Monadire.Ge

ხრახნილულიანი თოფების სროლის რესურსი


Recommended Posts

ხრახნილლულიანი იარაღის სროლის რესურსი, ანუ ლულის სიცოცხლისუნარიანობა ფაქტობრივად გამოხატულია სროლათა იმ რაოდენობით, რომლის შემდეგაც ზუსტი სროლის მაჩვენებელი მკვეთრად იწყებს გაუარესებას და ლულა ფაქტიურად იბრაკება. ისე კი თუ ამ მაჩვენებელს არ მივიღებთ მხედველობაში პრაქტიკულ-თეორიული სროლის რაოდენობა ათეულ -ათასობით აჭარბებს სროლის რესურსის მაჩვნებელს. ლულის ცვეთაზე ძირითად უარყოფით გავლენას ახდენს, ლულაში ტყვიის გავლიასას ხახუნის შედეგად წარმოქმნილი ცვეთა და დენთის აფეთქებისის შედეგად წარმოქმნილი წნევა და თერმული ეროზია. რაც მეტია ტყვიის საწყისი სიჩქარე, მით მეტია დაწოლა ხრახნის კიდეებზე და შესაბამისად ცვეთა, რომელიც განსაკუთრებით მკვეთრად გამოხატულია ლულის სახაზინო და ლულის წვერის ბოლო ნაწილში. მაინც რამდენ ხანც ცოცხლობს ხრახნილულიანი იარაღი?- აბსოლიტურ რეკორდსმენად ამ მხრივ აღიარებულია 22Lრ-ის ლულა, რომელიც თავისუფლად უძლებს 50000-60000 გასროლას, (მიზეზებს აღარ ავხსნი), 308 და 30-06 კალიბრი დაახლოებით -6000-7000, 223-რემ- 4500, 9.3 X 74- 8000... მკვეთრად დაბალი რესურსი აქვთ ე.წ. მაგნუმის ტიპის ტყვიებზე გათვლილ იარაღს, ასე მაგ.300Win mag-2000-მდე, 257Weatherby Magnum -400, 220Swift-დაახლოებით -250 და ა.შ. უნდა აღინიშნოს რომ გარდა ზემოთ ნახსენები მიზეზებისა თოფების "სიცოცხლეს" ძალიან ამცირებს ბიმეტალის ტყვიების გამოყენება, რომლის ძირითად მწარმოებლებად მსოფლიოში, რუსეთი და ჩეხეთი რჩებიან. და კიდევ სანადირო მიზნებისთვის, სანადირო კალიბრის იარაღები უფრო დიდხანაც ემსახურება პატრონს (სწორად მოვლისა და ექსპლუატაციის პირობებში), ვიდრე ზემოთ მოყვანილი ციფრებია...

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...