Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

Holloway & Naughton

 

269653a2ba72.jpg

 

დღეს ერთ საინტერესო კომპანიაზე მოგითხრობთ...

 

ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ ინგლისური კომპანიების უდიდესი უმრავლესობა თავისი ისტორიის არაერთ ათწლეულს(ბევრ შემთხვევაში ასწლეულს) ითვლის. კომპანიათა წრე საკმაოდ კორპორატიულია და ძალიან ძნელია მოხვდე ელიტაში, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ ბრიტანელთა კონსერვატიზმს. თუმცა არ არსებობს წესი გამონაკლისის გარეშე... ;)

მეიარაღე ენდრიუ ჰარვისონმა ყველა სკეპტიკოსს დაუმტკიცა, რომ ინგლისური ტრადიციები არა მარტო სათუთად ინახება, არამედ ვითარდება კიდეც.

 

51b2b6d0f6b7.jpg

 

2008 წელს ამ ოსტატის მიერ ერთ-ერთ პრესტიჟულ ბრიტანულ გამოფენაზე წარმოდგენილმა სანადირო თოფმა უმაღლესი შეფასება და პირველი ადგილი მიიღო, რითაც ჰარვისონმა დაუმტკიცა ყველას, პირველ რიგში საკუთარ თავს, რომ იარაღის მწარმოებელთა ელიტაში შეღწევის ამბიციით ფირმის დაფუძნება შემთხვევითი მოვლენა არ იყო. აქვე აღვნიშნავ, რომ ეს ოსტატის პირველი ჯილდო არ გახლავთ_2006 წელს მისმა სასტენდო თოფმა მიიღო საუკეთესო ახალი მოდელის ტიტული ,,ბრიტანეთის სასტენდო სროლის ასოციაციისაგან."

 

92166e03832f.jpg

 

ფირმა წელიწადში ამზადებს დაახლოებით 12 თოფს. მათი ფასი საშუალოდ 50 000 გირვანქა სტერლინგია.

ენდრიუ ბავშვობიდანვე ნადირობით იყო გატაცებული, რაც მამამისის გავლენა გახლდათ. 7 წლის ასაკში მამამ პირველი 36 ყალიბის გლუვლულიანი იარაღი უსაჩუქრა, რომელიც ბელგიური წარმოშობის გახლდათ. სანადიროდ ყოველ გასვლაზე მამა მხოლოდ 2 ვაზნას ატანდა და ეუბნებოდა, რომ თუ ტროფეით დაბრუნდებოდა, ამ შემთხვევაში კიდევ 2 ვაზნას მოიპოვებდა :old:

პატარა ბიჭი ადვილად მიხვდა, თუ სანადირო ობიექტს პირველივე სროლით დააგდება, მაშინ მის განკარგულებაში 3 ვაზნა იქნებოდა... მომავალი ოსტატი ბავშვობიდანვე ზუსტი სროლის საფუძვლებს ჩაწვდა.

16 წლის ასაკში ჰარვისონმა 12 ყალიბის ესპანური Aya შეიძინა, რომლითაც კიდევ უფრო აქტიურად დაიწყო ნადირობა. ამავე პერიოდში აქტიურად იწყებს სტენდზე გართობასაც. აქვე ადგილობრივი დონის შეჯიბრებებშიც მონაწილეობდა. სტენდზე ენდრიუს ყურადღება მიიქცია ორმა წარმატებულმა სპორცმენმა, რომლებიც ბრაუნინგის B25-ით იყვნენ შეიარაღებულნი. მალე მომავალმა ოსტატმა შეიძინა ბრაუნინგი 76სმ სიგრძის ლულით, რასაც მყისვე მოყვა წარმატებები სტენდზე.

ლოგიკური გახლდათ შემდეგი ნაბიჯიც: 1968 წელს ენდრიუ ჰარვისონმა საკუთარი სტენდის გაკეთება გადაწყვიტა და განახორციელა კიდეც. 1975 წელს მომავალი ოსტატი იძულებული გახდა საკუთარი მამულების ნახევარი გაეყიდა და სტენდიც დაეხურა...

ამ პერიოდში სტენდი და ნადირობა ენდრუის ჰობი იყო მხოლოდ. მას ტექნიკური განათლება ჰქონდა და ძმასთან ერთად საფეიქრო საწარმოს ფლობდა, რომლის წლიური ბრუნვა 10 მილიონ გირვანქას შეადგენდა(1971 წ).

მალე ლესტერის მოყვარულ მონადირეთა კლუბმა ენდრიუს მიმართა თხოვნით დაეკავებინა ამ კლუბის საკუთრებაში არსებული სტენდ-კომპლექსის მმართველის პოსტი, რასაც მომავალი ოსტატი სიხარულით დათანხმდა. აქ ის სპორცმენებისა და მოყვარულ მონადირეთა ვარჯიშებს ხელმძღვანელობდა და ამზადებდა პერსონალურ კონდახებს.

1984 წელს ჰარვისონმა მოიგო ბრიტანეთის ღია ჩემპიონატი სპორტინგში და დაისაკუთრა ბრიტანეთის გაზეთ ,,დეილი ტელეგრაფის" თასი. ის ორჯერ იყო გამარჯვებული ბრიტანეთის მრგვალ სტენდზე და შედიოდა ნაციონალურ ნაკრებში.

მიუხედავად ამისა 1990 წელს ენდრიუ ჰარვისონი დადგა არჩევანის წინაშე: ან სპორტი, ან ბიზნესი. მან ბიზნესი აირჩია. თუმცა ეკონომიკური კრიზისის გამო მალე საფეიქრო საწარმო გაკოტრების პირას მივიდა.

მოვლენების ამგვარი განვითარების შემდგომ ჰარვისონმა იარაღის წარმოება გადაწყვიტა. თუმცა მას არ ჰყავდა ნაცნობები იარაღის მწარმოებლებში, გააჩნდა საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა წარმოების პროცესზე, მაგრამ დანამდვილებით უწყოდა როგორი იარაღი ჭირდებოდა მომხმარებელს და რა მოთხოვნა იყო ბაზარზე.

 

3f7e03ee32dc.jpg

 

შემდეგი 8 წელი ენდრიუ ჰარვისონი მეიარაღის პროფესიას ეუფლებოდა. ფირმა დააფუძნა 1992 წელს და იყიდა სახელწოდება Holloway & Naughton. თავისი პირველი იარაღი დააპროექტა თავად, მაგრამ მხოლოდ ერთი რამ აკლდა_ შემკვეთი. ასეთი შემკვეთიც გამოჩნდა, უფრო სწორად, ადამიანი რომელმაც ირწმუნა ახალდაფრთიანებული ოსტატის კლასი. ამასთან პირველმა შემკვეთმა ერთდროულად 6 თოფი შეუკვეთა(ამ კლიენტის ვინაობას ოსტატი საიდუმლოდ ინახავს)...

კომპანია Holloway & Naughton-ის პროდუქცია თავიდან ბოლომდე ინგლისშია დამზადებული, მხოლოდ საკონდახე მასალა შემოაქვთ ბრიტანეთის ფარგლებს გარედან.

 

d862ce9510d3.jpg

 

 

Britannia

 

1cd5ff78c5a7.jpg

 

საფირმო პროდუქცია სრულად ორიენტირებულია კლიენტზე და ტექნიკურ-მხატვრული მაჩვენებლები ინდივიდუალურია, თუმცა უმაღლეს კატეგორიას ფირმა არც ერთ შემთხვევაში არ ღალატობს...

 

 

ჰარვისონი დღემდე მონაწილეობს შეჯიბრებებში, მხოლოდ ახლა საკუთარი წარმოების თოფებით, რამეთუ რიგგარეშედ დაუმტკიცოს სკეპტიკოსებს_ მონდომებითა და ძლიერი ნებისყოფით მიზნის მიღწევა შესაძლებელია.

 

 

7297d4f42bfe.jpg

Link to post
Share on other sites

გელა კიდევ გავიმეორებ, დიდ საქმეს აკეთებ.

 

 

ვახო ძამა, დიდ საქმეს არა, მხოლოდ ჩემს ჭიას ვახარებ :hi: თუ ვინმეს გამოადგება რამეში და როდისმე ეს ინფოები, ეეე მაგით ვიქნები კმაყოფილი ძალიან :hi3:

 

 

პ.ს. არადა რა მდიდარია რუსული საიარაღო ლიტერატურა-პერიოდიკა და რა ღარიბია ქართული :( . რუსულს იმიტომ ვადარებ, რომ სხვა უცხო ენაზე ვერ ვკითხულობ ჩემდა სამწუხაროდ... ისე სურათების მოძიებისას ინგლისურ და გერმანულ წყაროებს ვაწყდები_ უმაგრესია ორთავე.

Link to post
Share on other sites

გელა ისე რასაც შენ მაგ საქმეს ჩაჰკირკიტებ,ერთი პატარა საიარაღო საწარმო ალალია შენზე :friends: ისე ვინ აღარ ისწავლა და დაიწყო თოფების კეთება და რავა ასე ჩამორჩენილები ვართ ყველაფერში :karochera: მახსოვს ზაუერი აპირებდა საწარმოს გახსნას თბილისში შევარდნაძის დროს, დავრბოდი და ვოცნებობდი იქ მუშაობის დაწყებაზე და იგიც ჩავარდა მერე რატომღაც... ეჰ, ალბათ ასე სურათების ხილვით ტკბობასღა თუ დავჯერდებით ჩვენი თაობა.....

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

ორ წელიწადში ერთჯერ გოლფის მოთამაშეები ამერიკიდან და ევროპიდან ერთად იკრიბებიან, რათა ძალები გამოცადონ. ტურნირს ,,რაიდერის თასი" ქვია(ასპარეზობა 1927 წლიდან იღებს სათავეს).

შეჯიბრების პოპულარობაზე ისიც მეტყველებს, რომ მას მილიონზე მეტი ტელემაყურებელი ადევნებს თვალს... 2010 წლის ოქტომბერში აღნიშნული ტურნირი უელსში ჩატარდა და ორგანიზატორებმა კომპანია Holloway & Naughton-ს გამარჯვებულისათვის შეუკვეთეს საიდლოკი ვერტიკალური ლულებით.

 

თოფის დამზადებაზე 1200 კაც/საათი დაიხარჯა. მისი გრავირება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ოსტატს, ფილ კოგანს დაევალა.

სამუელ რაიდერის(ტურნირის დამფუძნებელი) პორტრეტის გარდა თოფს ამშვენებს დრაკონისა და თეთრი არწივის გრავიურები(უელსისა და აშშ-ს ნაციონალური სიმბოლოები).

 

2e7d97967099.jpg

 

 

 

 

68868959e771.jpg

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...