Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

James Crockart & Son

 

 

0fc1f350cc90.jpg

 

 

JAMES CROCKART & SON LIMITED იარაღის მწარმოებელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ფირმაა შოტლანდიაში. ჯეიმს კროკარტი დაიბადა 1817 წელს ქალაქ პერტთში. 1852 წელს(ეს თარიღი ითვლება ფირმის დაარსების წლად) მან გახსნა საიარაღო მაღაზია ბლერგორში ქალაქ ველმედოუსთან ახლოს, სადაც უკვე არსებობდა კომპანია Perthshire Arms. ფირმა წარმატებული გამოდგა, მალე მისი გაფართოების საკითხი დადგა და გადავიდა კიდეც უფრო დიდ ოფისში ალანის ქუჩაზე. მალე ბიზნესმა კვლავ გაფართოება მოითხოვა და კიდევ ერთჯერ გადაინაცვლეს უფრო დიდ შენობაში, სადაც გარდა ვაჭრობისა, საწარმოო პროცესიც აეწყო. საამქრო და მაღაზია განთავსდა ალანის ქუჩა N 26-ში.

James Crockart & Son Ltd-მ დაიწყო სპორტული, სანადირო იარაღის, ვაზნების წარმოება და სათევზაო ინვენტარის დამზადება.

 

 

8b7663db54d3.jpg a7bc3a2f2b25.jpg

 

 

თვით ჯეიმსი ბრწყინვალე მსროლელი იყო. მონაწილეობდა შეჯიბრებებში და ბევრჯერ ჩემპიონიც გახდა. სამწუხაროდ, ერთ-ერთი შეჯიბრებისას(სროლისას) ტრამვა მიიღო და იძულებული გახდა სპორტის ამ სახეობას გამომშვიდობებოდა. ამის შემდეგ ფირმის დამფუძნებელმა აქტიურ თევზაობას მიჰყო ხელი.

ჯეიმს კროკარტს 6 ვაჟიშვილი ჰყავდა, რომელთაგან ორმა, რობერტმა და უილიამმა მამის სიკვდილის შემდეგ 1896 წელს იარაღის ბიზნესი გადაიბარეს. 1945 წლამდე ბიზნესი საოჯახო რჩებოდა, ხოლო ამის შემდეგ მიეყიდა ჰარი მიჩის, რომელიც მეიარაღე და მცირეყალიბიანიდან სროლის ჩემპიონი გახლდათ. 1968 წელს ბიზნესის მფლობელი რობერტ ჯემისონი ხდება, რომელმაც მორიგი გაფართოების მიზნით კვლავ ალანის ქუჩაზე 28 ნომერში გადაიტანა საწარმო და მაღაზია.

 

fbf5b85a1cbc.jpg

 

დღეს მაღაზია-საწარმოს სპეციალიზაცია სპორტული თოფების წარმოება-გაყიდვა და სათევზაო ინვენტარის დამზადებაა. გაყიდვაშია სხვადასხვა მოდელები და მეორადი თოფებიც. აგრეთვე ადგილზე ახდენენ ძველი თოფების რემონტსაც.

 

 

5c59b2effd2f.jpg 312cba1fba26.jpg

 

 

2002 წელს კომპანიის 150 წლისთავის აღსანიშნავად ფირმამ გამოუშვა მაღალი კლასის ვერტიკალური გლუვლულიანი, რომელიც წარმოდგენილია 12, 16, 20 და 28 ყალიბში; კონდახის ნაირსახეობას ეწოდება ,,უელსის პრინცი"; ლულის სიგრძე მერყეობს 69სმ-დან 81სმ-მდე; ერთ სასხლეტზე, ავტომატური მცველით; გრავირება პერდეს სტილშია ან კეთდება შემკვეთის სურვილისამებრ.

 

7707dbcd8409.jpg b7ae15c0d38a.jpg a281104a0267.jpg

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...