Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

ქორჭილა (Perca fluviatilis)

 

 

96070770250a.jpg

 

თევზი ქორჭილასნაირთა რიგისა. მისი მაღალი გვერდებიდან შებრტყელებული სხეულის სიგრძე 40-50 სმ, მასა — 2 კგ აღწევს. ჩვეულებრივ უფრო პატარებიც არიან. ფართოდაა გავრცელებული ევროპის, აზიის, ამერიკის მტკნარ წყალში. საქართველოში ბინადრობს მდინარე სუფსაში, რიონში, ტეხურაში, აბაშაში, ხობში; პალიასტომის, ბებესირისა და სხვა ტბებში. დიდ ტბებსა და წყალსატევებში 2 ეკოლოგიურ ფორმას ქმნის: წვრილსა და მსხვილს. წვრილი იკვებება მწერების მატლებით და ზოოპლანქტონით, მსხვილი — თევზებით. ქორჭილას იჭერენ პალიასტომის ტბაში. შედარებით მეტ ქორჭილას ამზადებენ ციმბირსა და აზერბაიჯანში. მცირე ღირსების თევზია. იყენებენ ნედლს, გაყინულს, შემჭკნარს.

წყარო:

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AD%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%90

 

დემეტრაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 552, თბ., 1986 წელი.

 

საუცხოო თევზია სპინინგისტებისათვის. ნამდვილი "ჯირკია" ძალიან საინტერესო და გემრიელი თევზია. ჩემთვის ერთერთი საყვარელი თევზია. მასზე სათევზაოდ არაა საჭირო წყალში უხმაუროდ სატყუარას გადაგდება, დიდი ინტერესს იჩენს ყველაფრისადმი რაც დაეცემა მასთან ახლოს წყალში. ტრიალებზე მოდის საუცხოოდ.

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites

დღეს ვიყიდე "რამე-რუმეები" აქაური ქორჭილასათვის.

მითევზავია ადრე მაგ სახეობაზე ბევრჯერ, მართლაც რომ მეომარია, ადვილად არ ამოდის მშრალზე.

 

ასე ვქნათ, გავალ ხვალ და ვნახოთ რა იქნება.

იმ ადგილას 4-5 წლის წინ ვითევზავე, მოდიოდა ბობორიკები, მერე სალმონოიდებზე გადავედი სრულად და დავკარგე მაგათი ინტერესი.

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...
  • 3 weeks later...

ამ ბოლო დროს ყურადღებას ვაქცევ თევზების კუთხურ სახელებს, რადგან ბევრი მათგანის ამჟამინდელი სახელწოდება ან მოგონილია ან გადმოთარგმნილი. კუთხური სახელები კი რაღაცნაირი ნაღდია ეტყობა რომ ქართულია. :)

 

მაგალითად გურია-სამეგრელოში ქორჭილას ქეჩო - ს ეძახიან. :)

Edited by DMORAL
Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

DMORAL

 

გეთანხმები დავით :Laie_99: ერთიცაა, არეულია ბევრი სახელი და ერთიდაიმავე სახელს სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა სახეობებს უწოდებენ. დასალაგებელია ყველაფერი.

Edited by თორნიკე რეხვიაშვილი
Link to post
Share on other sites
  • 6 months later...

მაინრერესებს შესაძლებელია თუ არა ოკუნის ზამთარში დაჭერა :scratchchin:

 

ქორჭილა მთელი წლის პერიოდში მშვენიერად იჭერება, მითუმეტეს ზამთარში

Link to post
Share on other sites
  • 4 years later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...