levani 71 Posted May 8, 2012 Report Share Posted May 8, 2012 (edited) ქორჭილა (Perca fluviatilis) თევზი ქორჭილასნაირთა რიგისა. მისი მაღალი გვერდებიდან შებრტყელებული სხეულის სიგრძე 40-50 სმ, მასა — 2 კგ აღწევს. ჩვეულებრივ უფრო პატარებიც არიან. ფართოდაა გავრცელებული ევროპის, აზიის, ამერიკის მტკნარ წყალში. საქართველოში ბინადრობს მდინარე სუფსაში, რიონში, ტეხურაში, აბაშაში, ხობში; პალიასტომის, ბებესირისა და სხვა ტბებში. დიდ ტბებსა და წყალსატევებში 2 ეკოლოგიურ ფორმას ქმნის: წვრილსა და მსხვილს. წვრილი იკვებება მწერების მატლებით და ზოოპლანქტონით, მსხვილი — თევზებით. ქორჭილას იჭერენ პალიასტომის ტბაში. შედარებით მეტ ქორჭილას ამზადებენ ციმბირსა და აზერბაიჯანში. მცირე ღირსების თევზია. იყენებენ ნედლს, გაყინულს, შემჭკნარს. წყარო: http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AD%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%90 დემეტრაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 552, თბ., 1986 წელი. საუცხოო თევზია სპინინგისტებისათვის. ნამდვილი "ჯირკია" ძალიან საინტერესო და გემრიელი თევზია. ჩემთვის ერთერთი საყვარელი თევზია. მასზე სათევზაოდ არაა საჭირო წყალში უხმაუროდ სატყუარას გადაგდება, დიდი ინტერესს იჩენს ყველაფრისადმი რაც დაეცემა მასთან ახლოს წყალში. ტრიალებზე მოდის საუცხოოდ. Edited February 22, 2014 by salamandra ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted May 8, 2012 Report Share Posted May 8, 2012 კარგია ლევან. ეს ფილმი სპინინგის განყოფილებაშიც დადე რა. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted May 9, 2012 Report Share Posted May 9, 2012 დღეს ვიყიდე "რამე-რუმეები" აქაური ქორჭილასათვის. მითევზავია ადრე მაგ სახეობაზე ბევრჯერ, მართლაც რომ მეომარია, ადვილად არ ამოდის მშრალზე. ასე ვქნათ, გავალ ხვალ და ვნახოთ რა იქნება. იმ ადგილას 4-5 წლის წინ ვითევზავე, მოდიოდა ბობორიკები, მერე სალმონოიდებზე გადავედი სრულად და დავკარგე მაგათი ინტერესი. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted July 7, 2012 Report Share Posted July 7, 2012 ფოთელი ქორჭილა. ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted July 7, 2012 Report Share Posted July 7, 2012 ფოთელი ქორჭილა. :yes: ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted July 7, 2012 Report Share Posted July 7, 2012 დაწერილია 02 June 2011 - 09:09 PM პატარა და თან თავხედობამდე გამბედავი- ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted July 24, 2012 Report Share Posted July 24, 2012 (edited) ამ ბოლო დროს ყურადღებას ვაქცევ თევზების კუთხურ სახელებს, რადგან ბევრი მათგანის ამჟამინდელი სახელწოდება ან მოგონილია ან გადმოთარგმნილი. კუთხური სახელები კი რაღაცნაირი ნაღდია ეტყობა რომ ქართულია. მაგალითად გურია-სამეგრელოში ქორჭილას ქეჩო - ს ეძახიან. Edited February 24, 2013 by DMORAL ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted December 10, 2013 Report Share Posted December 10, 2013 (edited) DMORAL გეთანხმები დავით ერთიცაა, არეულია ბევრი სახელი და ერთიდაიმავე სახელს სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა სახეობებს უწოდებენ. დასალაგებელია ყველაფერი. Edited December 10, 2013 by თორნიკე რეხვიაშვილი ციტირება Link to post Share on other sites
luka28 0 Posted June 25, 2014 Report Share Posted June 25, 2014 ჩემი დაჭერილი ოკუნი (შუაში) ციტირება Link to post Share on other sites
luka28 0 Posted June 25, 2014 Report Share Posted June 25, 2014 (edited) ჩემი ოკუნი (შუშაში) Edited June 25, 2014 by ლუკა ციტირება Link to post Share on other sites
luka28 0 Posted June 25, 2014 Report Share Posted June 25, 2014 მაინრერესებს შესაძლებელია თუ არა ოკუნის ზამთარში დაჭერა ციტირება Link to post Share on other sites
zaza-04 2 Posted June 25, 2014 Report Share Posted June 25, 2014 მაინრერესებს შესაძლებელია თუ არა ოკუნის ზამთარში დაჭერა ქორჭილა მთელი წლის პერიოდში მშვენიერად იჭერება, მითუმეტეს ზამთარში ციტირება Link to post Share on other sites
luka28 0 Posted June 25, 2014 Report Share Posted June 25, 2014 ქორჭილა მთელი წლის პერიოდში მშვენიერად იჭერება, მითუმეტეს ზამთარში მადლობა ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted June 26, 2014 Report Share Posted June 26, 2014 ლუკა ყოჩაღ ლუკა ! კარგი შედეგია ! უფრო ბევრი და უფრო დიდები დაგეჭიროს ! ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted September 10, 2018 Report Share Posted September 10, 2018 ქორჭილა კოლხეთის დაბლობიდან ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.