Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

  • Replies 65
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

სინამდვილეში ზეიმის კი არა გლოვის დღე უნდა იყოს. 400 000 დაღუპული ქართველი ვიღაცის ომში, ვიღაცის ინტერესებისთვის...

 

და 9 მაისი კი არა 8.

 

8 მაისს დასრულდა ომი. 9 მაისი სტალინის მოგონილი ტყუილია. :)

Edited by კომანჩე
Link to post
Share on other sites

ბაბუაჩემი და მისი ძმა წავიდნენ ომში. ბაბუაჩემი უცოლო იყო, მისმა ძმამ ორსული ცოლი დატოვა. ბაბუაჩემმა იბრძოლა და 2 წელი ტყვეობაშიც გაატარა. ძმა დაეღუპა, ირანშია დასაფლავებული ძმათა სასაფლაოზე. ჭკვიანი კაცი იყო და ამხელა ომს არ უდგებოდა როგორც პერსონათა ომს, ეს დიდი ეპოქალური სიგიჟე იყო, რაც სწრაფმა პროგრესმა მოიტანა.

Link to post
Share on other sites

რახ შეეხება სტალინს, დღემდე მის დროს აშენებეული ქარხნები და ფაბრიკები იძარცვება და იყიდება. ქვეყანა შეინარჩუნა, მოდი ამ კუთხით შევხედოთ,

ამ ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩვენმა დიადმა პოლიტიკოსებმა რა შეინარჩუნეს? რა ააშენეს? (სასტუმროები და ქარის დროს აეროპორტის ჰაერში მოფრიალე სახურავი არ ითვლება)

Link to post
Share on other sites

არ ვაპირებ კამათს. შორს წავალთ. ამ ფორუმზე სხვა ინტერესების გამო უფრო ვარ, ვიდრე ფორუმელებთან საკამათოდ :)

Link to post
Share on other sites

არ ვაპირებ კამათს. შორს წავალთ. ამ ფორუმზე სხვა ინტერესების გამო უფრო ვარ, ვიდრე ფორუმელებთან საკამათოდ :)

ძალიან კარგი!

Link to post
Share on other sites

სტალინმა რაც გააკეთა ის გადაწონა ათასჯერ იმან, რაც გააფუჭა.

არ ვაპირებ კამათს. შორს წავალთ. ამ ფორუმზე სხვა ინტერესების გამო უფრო ვარ, ვიდრე ფორუმელებთან საკამათოდ :)

+100

 

 

ბაბუას მამაც იქ დაიკარგა ომშ ქერჩთან სავარაუდოდ მას მერე აღარ მოსულა წერილი დანარჩენი ძველი წერილები კიდე არის რაჭაში ჩემთან დაჭრილიც იყო და შემდეგ ისევ განაგრძო ომში მოღვაწეობა თუ რაც არი.. მე რა მინდა ვთქვა არანაირი ფაშიზმზე გამარჯვების დღე ეგ იყო იდეოლოგიის ბრძოლა ერთმანეთთან მეტი არაფერი.. პროცენტულად მოსახლეობიდან გამომდინარე ყველაზე მეტი ქართველი დაიღუპა ჩემ პატარა სოფელში (ამბროლაურის რაიონი სოფ ზემო თლუღი) ზუსტი რიცხვი არ ვიცი მაგრამ იმაზე მეტი ადამიანია დაკარგული რამდენი სახლიც დგას ძველიც და ახალიც და იმაზე მეტი დაღუპული რაც ალბათ 45 ის მერე დაბადებულა..

 

9 მაისს სჯობს ერთი დღე აფხაზეთის და ოსეთის გმირებს აჩUქონ და ის იგლოვონ ვიდრე ეს იდღესასწაულობ...

ჩემთვის 9 მაისი ქართველების საკატლეტე ხორცად გამოყენების დღეა..

პ.ს კომანჩეს ვუერთდები და ამ საკითხზე ჩემი ბუსუნი აღარ იქნება

Link to post
Share on other sites

მეგობარო, კამათს კი არ ვაპირებ, მაგრამ აქ მაინც არ უნდა გავურიოთ თემას პოლიტიკა.

 

250 000-300 000 ათასი საქართველოს მოქალაქის დაღუპვის გარეშე დაემარცხებინათ ნაციზმი ცხადია სჯობდა.

 

ნაციზმს ებრძოდა სრულად კაცობრიობა მაშინ.

 

ისტორიამ მოიტანა რომ საქართველოს(და არა მარტო საქართველოს, სხვა რესპუბლიკებსაც, საქართველოს ოკუპაცია მაინც არ განუცდია) მოუხდა იმაზე დიდი მსხვერპლის გაღება ვიდრე ევროპის ზოგმა ქვეყანამ გაიღო, მაგრამ...ეს ისტორიაა უკვე. ისტორიამ მოიტანა ეს.

 

ახლა ის დაღუპული ხალხი არ დავაფასო ან ცოცხლებს მადლობა მაინც არ ვუთრა? თუ დუბინკა დავცხო ზოგიერთივით.

 

 

ნაციზმი თუ შავ ჭირად არ მიგაჩნიათ მაგ სხვა ამბავია.

 

აი 8 თუ 9 მაისი სრულიად უადგილოა ამ სიტუაციაში.

 

 

 

 

 

სინამდვილეში ზეიმის კი არა გლოვის დღე უნდა იყოს. 400 000 დაღუპული ქართველი ვიღაცის ომში, ვიღაცის ინტერესებისთვის...

 

და 9 მაისი კი არა 8.

 

8 მაისს დასრულდა ომი. 9 მაისი სტალინის მოგონილი ტყუილია. :)

Link to post
Share on other sites

თქვეკაიდედმამიშვილებო მასე სხვისი ომი არაა ცენტრალური აფრიკა, ერაყი, კოსოვო და ავღანეთი?

Link to post
Share on other sites

არამგონია ვინმე ფაშიზმის მომხრე იყოს აქ, უბრალოდ ჩვენს უბედობაზე ვართ განაწყენებული. რუსისკენ გამხედავი დრეს საქართველო არაა და გერმანიას კი ვუარდებით წენში. ფაშიზმი გერმანიაში რამდენიმე წელი იყო, რუსეთი კი ჩვენს წინააღმდეგ სულ იყო განწყობილი, საუკუნეების მანძილზე. ასე რომ, არავითარი ფაშიზმი და სტალინი, ეგენი ძმაკაცები არიან.

Link to post
Share on other sites

კომუნიზმი ფაშიზმზე ნაკლები შავი ჭირი არ ყოფილა. პირიქით, მეტი იყო. რატომ დაიწყო ომი? სტალინმა და ჰიტლერმა პოლონეთის მიწები ვერ გაიყვეს და ამიტომ. თუმცა ჩვენ სხვა ინფოს გვაწვდიდნენ. კარგად მუშაობდა პროპაგანდა. ვინც იბრძოდა და დაიღუპა ის ხალხი გმირები არიან და შეწირულები. ქართული გენოფონდი გაჟლიტა სტალინმა. პროცენტულად საქართველოდან უფრო მეტი კაცი გაიწვია, ვიდრე სხვა ქვეყნიდან. 1921 წელს საქართველოს რესპუბლიკა სისხლით ჩაახშეს. 200 წელია წიხლქვეშ ვყავართ, ყოველდღე საზღვარს გვიწევენ, თბილისთან ახლოს ჯარი უყენიათ და ჩვენ კომუნიზმის გამარჯვება გვიხარია ფაშიზმზე?

 

მაინც შემომეპოსტა. აქაც კომუნიზმი კაცო? თევზაობაზე ვისაუბროთ :)

Link to post
Share on other sites

ქუთაისში ზასტავაზეც კი ჩამოვარდა შემთხვევით გერმანული ბომბი როგორც დედაცემისგან ვიცი. სოხუმი რომ დაიბომბა ესეც ნაღდია. კავკასიონზე იყვნენ მომდგარნი და იალბუზზე გერმანული დროსა ეკიდა და ახლა ამიხსენი ცენტრალური აფრიკის ომი რაფერაა უფრო ახლო შენთვის.

 

 

 

BROWNING

იმაზე უფრო სხვისი ომია ვიდრე მეორე მსოფლიო ომი იყო.

Link to post
Share on other sites

მეგობარო, პროპაგანდის ადგილი გეშლება. ისტორიაც ასე თუ ისე ყველამ ვიცით და არ გვინდა რა ეს მიტინგური რახარუხი. მიტინგიც არ მეშლება ისე, 1988-დან მიტინგზე ვდგავარ. :alfons:

 

 

აქ ლაპარაკი იყო ნაციზმის წინაარმდეგ მებრძოლებზე და მათ ხსოვნაზე. მიშა, გრიშა და რუსეთის აგენტურა არაა ამ თემის შესატყვისი არენა.

 

კომუნიზმი ფაშიზმზე ნაკლები შავი ჭირი არ ყოფილა. პირიქით, მეტი იყო. რატომ დაიწყო ომი? სტალინმა და ჰიტლერმა პოლონეთის მიწები ვერ გაიყვეს და ამიტომ. თუმცა ჩვენ სხვა ინფოს გვაწვდიდნენ. კარგად მუშაობდა პროპაგანდა. ვინც იბრძოდა და დაიღუპა ის ხალხი გმირები არიან და შეწირულები. ქართული გენოფონდი გაჟლიტა სტალინმა. პროცენტულად საქართველოდან უფრო მეტი კაცი გაიწვია, ვიდრე სხვა ქვეყნიდან. 1921 წელს საქართველოს რესპუბლიკა სისხლით ჩაახშეს. 200 წელია წიხლქვეშ ვყავართ, ყოველდღე საზღვარს გვიწევენ, თბილისთან ახლოს ჯარი უყენიათ და ჩვენ კომუნიზმის გამარჯვება გვიხარია ფაშიზმზე?

 

მაინც შემომეპოსტა. აქაც კომუნიზმი კაცო? თევზაობაზე ვისაუბროთ :)

Link to post
Share on other sites

კავკასიონზე იყვნენ მომდგარნი

 

მართალი ბრძანდებით კაკვაკსიონზე იყვნენ მომდგარნი და როგორც კი ეგ გაიგო სტალინმა ჩემ დიდ ბაბუას ვარლამ ქაქუჩაიას (კავკასიის нквд-ს უფროსს) და ბერიას დაავალა პირადად ჩამოსულიყვნენ და მოემზადებინათ ხალხი და 18 კაცისგან შემდგარი დელეგაცია ( ბერიას და ჩემ დიდ ბაბუის ჩათვლით) გამოფრინდნენ დილით სტალინის პირადი თვითმფრინავით , 5 საათზე უნდა გამოფრენილიყვნენ , პირდაპირი რეისი არ შეიძლებოდა და ამიტო მარშრუტი იყო შემდეგი : მოსკოვი-კუიბიშევი-გურევსკი-კრასნავოდსკი-თბილისი და აცილებდა 9 ინგლისური მარკის "ისტრიბიწელი" , ყოველ ქალაქში ჯდებოდნენ მხოლოდ ბენზინის ჩასასხამად და ყოველ ქალაქში ახალი 9 თვითმფრინავი მოყვებოდა გამცილებლად . როდესაც კრასნავოდსკიდან მოფრინავდნენ მატორი თითქმის მწყობრიდან იყო გამოსულ და ნებისმიერ წუთში შეიძლება ჩამოვარდნილიყო მაგრამ ავარიული დაშვებით მაინც მიახწიეს დანიშნულების ადგილამდე , გერმანელები უკვე იყვნენ მომდგარნი ქლუხორის პერევალზე სოფელ ბეჩოში ამ დროს ბერიამ და ვარლამმა მობილიზაცია გააკეთეს ჯარების და ბერიამ ჩააბარა ვარლამს ბატალიონი რომელიც იმხელა იყო პოლკს უდრიდა , ბერიამ ვარლამს უბრძანა რომ სისხლის ბოლო წვეთამდე ებრძოლათ მაგრამ არც იყო ამის თქმა საჭირო ყოველი ადამიანი ვინც იქ იყო ამ მოტივაციით იდგა და არავითარ შემთხვევაში არ აპირებდნენ უკან დახევას , დიდი პრივილეგია გვქონდა იმით რომ სვანებმა ხუთი თითივით იცოდნენ თავიანთი გარემოცვა და დააყენეს იდეალურ პოზიციებში სნაიპერები,

ათი დღე მიდიოდა ბრძოლა დღე და ღამე შეუსვენებლად , ამავდროულად შემოდგომა იყო და ჩქარობდნენ რომ მოესწროთ თოვლის მოსვლამდე , თოვლს რომ მოესწრო სტრატეგიულ ადგილებს დაკარგავდნენ ჩვენები , 3 წელი ომის დაწყებამდე დადიოდა ერთი გერმანელი "მხატვარი" და სწავლობდა ამ ადგილებს , სინამდვილეში ის მერე მიხვდნენ რომ კარტოგრაფი იყო და გერმანელებმა ასე თუ ისე იცოდნენ როგორ უნდა შემოსულიყვნენ მაგრამ იქაურ სვანებს მაინც ვერ აჯობებდნენ და ჩვენებმა ისეთი ადგილებიდან დაარტყეს გერმანელები საერთოდ რომ არ ელოდენოდნენ, ათ დღიანი ბრძოლის შემდეგ გერმანელებმა ერთი სანტიმეტრით ვერ წამოვიდნენ წინ და ამდროს მოვიდა თოვლი , ბეჩოს ყველა პერევალი იყო გათავისუფლებული ამდროს და გერმანელებმა დაიხიეს უკან , მისია შესრულებულია...

 

ნაწყვეტი ვარლამ ქაქუჩაიას ბიოგრაფიული მოგონებებიდან

post-623-0-06995700-1431201889_thumb.jpg

post-623-0-15363600-1431201896_thumb.jpg

post-623-0-64615800-1431201903_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

ბერიასადმი ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ ფაქტია, კავკასიის შენარჩუნებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

Link to post
Share on other sites

BROWNING

ახლო კიარა სხვისია სხვისი ... არს პატრიოტულობაა არაა ახლანდელში და საერთოდ ფულის გამოა იქ ყველა ჩემი შეხედულებით მაშინ თავის ოჯახსმაინც იცავდა მამენტ და ახლა ამერიკამ იყიდა იაფი ჯარისკაცი ჩინალი მუშახელივით

Link to post
Share on other sites

ბერიასადმი ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ ფაქტია, კავკასიის შენარჩუნებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

+++

Link to post
Share on other sites

ონში ბომბები ჩამოყარეს მოსახლეობისგან მოშორებით და თან პროკლამაციებიც მოაყოლეს, დაგვნებდითყე რაჭველებოო :e025: იმ ბომბებისგან ამოთხრილი ორმოები ახლააცა და წვიმის წყალი დგას მუდმივად.

Link to post
Share on other sites

ისტორია სხვა არაფერია, თუ არა ღმერთისა და ადამიანის თანაშემოქმედება. რაც ხდება, უფლის ნებით ხდება,მაგრამ ადამიანის ხელით ხორციელდება.

განსაცდელის ჟამს მამაზეციერი ირჩევს პიროვნებას,რომელსაც მესიად მოუვლენს ქვეყნიერებას.

ასე მოუვლინა ხსნა იერუსალიმს უფალმა სპარსეთის მეფე კიროსის სახით,რომელიც თავის ცხებულად ჩათვალა.

მირონცხებული იყო ღვთისმშობლის წილხვედრილ ქვეყანაში შობილი ი.სტალინიც.

ჯერ კიდევ ყმაწვილი, იგი ღმად მორწმუნე დედის ხელშეწყობით სამღვდლოდ ემზადებოდა.

ჯერ გორის სასულიერო სასწავლებელში,მერე თბილისის მართლმადიდებლულ სასულიერო სემინარიაში სოსო ჯუღაშვილი დაეწაფა ღვთისმეტყველებას,შეიყვარა სახარება და იესო ქრისტე.

ცით შთაგონებული,იგი ლექსებსაც წერდა,რომლებმაც თვით ილია ჭავჭავაძეც აღაფრთოვანეს და მას მათი დაბეჭვდა გადააწყვეტინეს.

ეს ლექსები გამსჭვალულია ერთგულებით ღვთის საქმისადმი. ერთ-ერთ მათგანში,მიძღვნილს მთვარისადმი, ხაზგასმულია,რომ “უფლის განგება დიდია”.

ი.სტალინი სანიმუშო მოწაფე იყო. გამოირჩეოდა წმინდა წერილის ღმა ცოდნით. გალობდა სასულიერო სემინარიის გუნდში.

სემინარიაში სწავლის დროს სოსო ჯუღაშვილს გამოეცხადა აფხაზეთის ახალ ათონზე სიმონ კანანელის მონასტრის წინამძღვარი და გაანდო ხილვა,რომ უფლის ნებით მას ეკისრება დიდი მისია მართლმადიდებელი ხალხების გადასარჩენად.

განგებამ ი.სტალინი მღვდლად კურთხევის ნაცვლად რევოლუციურ მოძრაობაში ჩააბა და იგი, ღვთის მორწმუნე ადამიანი, ათეისტური სახელმწიფოს სათავეში მოაქცია.

მანამ, სანამ ი.სტალინი ქვეყნის პირველი პირი გახდებოდა,გარეშე მტრული ძალების დახმარებით ხელისუფლებაში მოსულმა კოსმოპოლიტებმა და ღმერთის მოძულელეებმა ვ.ლენინმა და ლ.ტროცკიმ ამოხოცეს სამღვდელოების დიდი ნაწილი, გაძარცვეს და გაანადგურეს ეკლესია-მონასტრები.

მართლმადიდებელი ხალხები დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ.

მაგრამ მალე ცოდვებმა უწიეს ვ.ლენინს,რომელსაც უკურნებელი სენი შეეყარა და სიცოცხლის ბოლო წლები ტანჯვა-წამებაში გაატარა.

მისი გარდაცვალების შემდეგ ი.სტალინმა შეაჩერა სასულიერო პირების დაპატიმრება და დახვრეტა,ეკლესია-მონასტრების ძარცვა და ნგრევა.

იგი მიზანმიმართულად,ფრთხილად და თანდათანობით ამკვიდრებდა სახელმწიფო აღმშენებლობაში პატრიოტიზმის და მართლმადიდებლობის,მათი ერთიანობის იდეას, რითაც ანგრევდა უჯიშო კოსმოპოლიტიზმის საფუძვლებს.

ი.სტალინმა კვლავ აღადგინა ხალხის შეგნებაში მამულის მცნება.მან საყრდენ ძალად გამოაცხადა სამშობლო თავისი შემოღობილი ზეცითა და მიწა-წყლით,გმირული წარსულითა და საამაყო წინაპრებით.

როდესაც ლ.ტროცკი მიუხვდა მას და აუმხედრდა,ი.სტალინმა იგი ქვეყნიდან გააძევა,მისი მომხრეები კი ისევე გაჟლიტა, როგორც ილია წინასწარმეტყველმა ჩახოცა კიშინის ხევში 850 მაცდუნებელი.

მართალია,ქვეყნის დასუსტებისა და ი.სტალინის სახელის გატეხვის მიზნით სახელმწიფო ორგანოებში შემორჩენილმა მტრულმა ძალებმა თავად დაატეხეს რეპრესიები უდანაშაულო ადამიანებს,მაგრამ მათი აღსასრულის ჟამიც დადგა.

დიდი სამამულო ომის წინ ვითარებამ ი.სტალინს სრული შესაძლებლობა მისცა პატრიორიზმისა და მართლმადიდებლობის ერთიანობის დასამკვიდრებლად.

პირველ რიგში მან აღადგინა რუსეთის პატრიარქის ინსტიტუტე,მიაღწია იმას,რომ რუსულმა ეკლესიამ ცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია.

ი.სტალინის ხელშეწყობით გაიხსნა ბევრი სასულიერო სემინარია და აკადემია,გამოიცა საპატრიარქოს ჟურნალი,საღვთო წიგნები,აღსდგა უამრავი ეკლესია-მონასტერი.

მის დროს დიდი ზეიმით აღინიშნა რუსეთის მართლადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის მე-500 წლისთავი.

ისტორიული ფაქტია და ამას ვერავინ უარყოფს: როდესაც ფაშისტური გერმანიის ჯარი მოადგა სანკ-პეტერბურგს სტალინმა ბრძანა, გამოებრძანებინათ ყაზანის ღვთისმშობლის ხატი და ლოცვით შემოეტარებინათ ქალაქის გარშემო.

საკვირველმომქმედი ხატის,ღვთის დედის ლოცვებისაგან აღსრულებული სასწაულითა და მისი თანადგომით გადარჩა მოსკოვიც, რომლის მისადგომებიც პანიკურად დატოვეს გერმანელმა ფაშისტებმა.

მოსკოვის შემდეგ ყაზანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი ვოლგისპირა ქალაქში (სტალინგრადში) გადაასვენეს, სადაც მის წინაშე განუწყვეტლივ აღესრულებოდა პარაკლისები და პანაშვიდები. ხატი ვოლგის მარჯვენა ნაპირზე ესვენა, საბჭოთა ჯარებს შორის, და გერმანელებმა ვერაფრით ვერ შეძლეს მდინარის გადალახვა.

ცნობილია,რომ ი.სტალინი შვებულებების გატარებას აფხაზეთში არჩევდა,სადაც ის სტუმრობდა axal aTonze simon kananelis მონასტერს,რომლის წინამძღოლმაც თავის დროზე იგი სიყმაწვილეში აკურთხა და აზიარა ღვთის განგებულებას.

მონასტრის ბერებთან საუბრებისას ი.სტალინი ანვითარებდა აზრს,რომ დაუშვებელია ადამიანს წაართვა რწმენა და ლოცვის კანონიერი უფლება.

გარდაცვალებადე ცოტა ხნით ადრე ი.სტალინმა დაწერა ლექსი “მორჩილი”,სადაც აღნიშნავდა,რომ მას ზეციური ძალა ასულდგმულებდა და მთელ მის საქმიანობას იგი წარმართავდა.ეს ლექსი სულ ახლახან აღმოაჩინეს მის არქივში.

ი. სტალინის სიკვდილის შემდეგ კვლავ იმძლავრეს ღმერთის მოძულე ძალებმა და ზესახელმწიფოდ აღზევებულ მართმადიდებლურ ქვეყანას ძირი გამოუთხარეს.

ნ.ხრუშჩოვმა განაახლა ეკლესიისა და მორწმუნეთა დევნა.მის დროს უფრო მეტი ხატი განადგურდა,ვიდრე ვ.ლენინის მმართველობისას. ნ.ხრუშჩოვმა ისიც კი დაიტრაბახა,რომ უკანასკნელ მღვდელს გამოიყვანდა ტელევიზიით.

შემდგომი პერიოდის ხელმძღვანელებიც უღვრთო პოლიტიკის გატარებას აგრძელებდნენ.

უდავოა,რომ ი.სტალინი ღვთივრჩეული იყო.მისი ფენომენი არ არის ჩვეულებრივი.მას ბადალი არ ჰყავს ხელმწიფეთა შორის,ვინც ყველაფერი მოიკლო და ხალხს შესწირა.

მან იესო ქრისტეს დარად დააპურა მშიერ-მაშვრალნი და მუსლი გაავლო ღმერთის მოძულე ძალებს.

ი.სტალინმა მართლმადიდებლობა პატრიოტიზმის სულისკვეთებით გამსჭვალა,რასაც მას დღესაც არ პატიობენ უჯიშო კოსმოპოლიტები.

არც ისე შორსაა ის დრო,როდესაც ი.სტალინს წმინდანად აღავლენენ მართლმადიდებელი ხალხები.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,

პროფესორი გურამ მუჩაიძე

Link to post
Share on other sites

 

მირონცხებული იყო ღვთისმშობლის წილხვედრილ ქვეყანაში შობილი ი.სტალინიც.

 

1929 წლიდან 1953 წელს სტალინის გარდაცვალებამდე, გულაგი გამოიარა, სავარაუდოდ, 14 მილიონამდე ადამიანმა. იქ 1,6 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა.

 

კოლექტივიზაციის დესპოტურად და არასწორად მართვას და გლეხების აქტიურ წინააღმდეგობას საზარელი შიმშილობები მოჰყვა 1930-იანი წლების დასაწყისში. მეცნიერთა ვარაუდით, მარტო უკრაინაში გარდაიცვალა 3,5 მილიონამდე ადამიანი, რაც ბევრ უკრაინელს მიაჩნია მათ წინააღმდეგ მიმართული გენოციდის პოლიტიკის შედეგად.

 

ვარაუდობენ, რომ გადასახლება შეეხო 6 მილიონამდე ადამიანს, რომელთაგანაც 1,5 მილიონამდე კაცი დაიღუპა. დეპორტირებულების უმრავლესობას შორეულ რეგიონებში - შორეულ აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში - ასახლებდნენ. ზოგ შემთხვევაში, დეპორტირებულთა 40-მდე პროცენტის სიცოცხლე ეწირებოდა დაავადებებსა და შიმშილს.

 

 

აქაც მყავს რამოდენიმე მოხუცი არა ბებერი ადამიანი რომელიც დღესაც სტალინს ეთაყვანება არ მესმის მათი და პათოლოგებად მივიჩნევ არც ვეკამათები

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...