Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

1929 წლიდან 1953 წელს სტალინის გარდაცვალებამდე, გულაგი გამოიარა, სავარაუდოდ, 14 მილიონამდე ადამიანმა. იქ 1,6 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა.

 

კოლექტივიზაციის დესპოტურად და არასწორად მართვას და გლეხების აქტიურ წინააღმდეგობას საზარელი შიმშილობები მოჰყვა 1930-იანი წლების დასაწყისში. მეცნიერთა ვარაუდით, მარტო უკრაინაში გარდაიცვალა 3,5 მილიონამდე ადამიანი, რაც ბევრ უკრაინელს მიაჩნია მათ წინააღმდეგ მიმართული გენოციდის პოლიტიკის შედეგად.

 

ვარაუდობენ, რომ გადასახლება შეეხო 6 მილიონამდე ადამიანს, რომელთაგანაც 1,5 მილიონამდე კაცი დაიღუპა. დეპორტირებულების უმრავლესობას შორეულ რეგიონებში - შორეულ აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში - ასახლებდნენ. ზოგ შემთხვევაში, დეპორტირებულთა 40-მდე პროცენტის სიცოცხლე ეწირებოდა დაავადებებსა და შიმშილს.

 

 

აქაც მყავს რამოდენიმე მოხუცი არა ბებერი ადამიანი რომელიც დღესაც სტალინს ეთაყვანება არ მესმის მათი და პათოლოგებად მივიჩნევ არც ვეკამათები

სტალინის ეპოქაში არ მიცხოვრია და არც პათოლოგი ვარ.. პათოლოგები უამრავი შემხვდა ამ ბოლო 25 წლის განმავლობაში, პოლიტიკოსებზე შეყვარებულები, მესიებად წოდებულნი .. მედალს ორი მხარე აქვს.. ძლიერი ადამიანი რომ იყო, ეს ხომ უდაოა?

Link to post
Share on other sites
  • Replies 65
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

კი ძლიერი ნამდვილად იყო.

ხოდა, სანამ სათევზაოდ წახვიდოდეთ, დესერტში ჩემი გამომცხვარი ნამცხვარი დაგიტოვეთ.. :*

Link to post
Share on other sites

paraskeva

მე ყველა ძლიერად მიმაჩნია ვინაც რამეს მიაღწია დიქტატორი იყო პრეზიდენტი თუ მილიონერი კანონიერი ქურდი თუნდაც.

Link to post
Share on other sites

ბაბუაჩემი გადაასახლეს ომში ტყვედ რომ ჩავარდა იმიტომ. მამაჩემი და მამიდაჩემი გადასახლებაში დაიბადნენ. სტალინი რომ არ მომკვდარიყო ვეღარც ეღირსებოდნენ მშობლიურ მიწას. სტალინი იყო ჩვეულებრივი დიქტატორი. ომის მოგებას რაც შეეხება, ამერიკა რომ არ ჩარეულიყო ჰიტლერს ვერავინ გააჩერებდა, სულსწრაფობამ დაღუპა ჰიტლერის გეგმა. თუ მაინც და მაინც უნდა აღინიშნოს ფაშიზმზე გამარჯვების დღე უსასრულოდ, მირჩევნია ავღნიშნო ამერიკელ და ევროპელ ხალხთან ერთად და არა რუსებთან. დიდი სიამოვნებით დავდგავდი სტალინის ძეგლს ამოყირავებულს.

 

რაც შეეხება სიძლიერეს, მოძალადე ძლიერი ვერ იქნება.

Link to post
Share on other sites

1936-დან 1938 წლამდე პერიოდი ცნობილია, როგორც „დიდი ტერორი“. ამ მოკლე დროის განმავლობაში, მილიონამდე ადამიანი დაიხვრიტა, ან პატიმრობაში გარდაიცვალა. 1937 და 1938 წლებში, როცა ტერორმა პიკს მიაღწია, სტალინის უშიშროების ორგანოები დღეში, საშუალოდ, 1000 ადამიანს ხვრეტდნენ.

თორნიკე რეხვიაშვილი

მაგი ბაბუაჩემმაც არ იცის

Link to post
Share on other sites

არ გახსნა კომანჩემ პანდორას ყუთი? ახლა მორბენალ მთავარსარდლამდე არ მიხვიდეთ თორემ ჩავირთვები :e025:

Link to post
Share on other sites

ამ ომში ქართველიბი იბრძოდე ოჯახი არ მეგულება საქართველოში ვისაც ახლობელი არ ყავს დაკარგული სამამულო ომში ჩემი დიდი ბაბუებიც ამ ომს შეეწირა. უბრალოდ 9 მაისს მათ ხსოვნას უნდა ვცეთ პატივი და იმათაც ვინც კიდევ ცოცხლები შემორჩენ დღეს დღეობით . თორე საბჭოთა კავშირი შეიძლება მათაც ჩვენზე მეტად ეზიზღებოდათ მარა ვერაფრეს იზამდენ მაშინ.

Link to post
Share on other sites

გუშინ ქუთაისში საბჭოთაკავშირის დიდი დროშით დავინახე მანქანა. ასეთ არაადამანები და ვაიქართველები რომ არსებობენ კიდევ საქართველოში ამას უნდა ვებრძოლოთ ქართველებმა. ადამიანობას გეფიცები ისე გამაცოფა იმ მანქანის დანახვამ გაკიდება მინდოდა მარა მეუღლე და 8 თვის ბავშვი მიჯდა მანქანაში და შევიკავე თავი კიდე. ვერ წარმომიდგენია კიდევ როგორ მიტირიან რუსეთს რაც საქართველოს დამართა ამათი ოხერი დედები ვატირე.

გუშინ უყურე კიდევ ტელევიზორში დუტა რო იყო ჩასული გორში ესენი კიდევ საერთოდ ვინ ყოფილან რამ შეაყვარათ სტალინი ასე. :karochera::karochera::karochera:

Link to post
Share on other sites
  • 11 months later...

ნაციზმზე გამარჯვების დღე მივულოცოთ ვეტერანებს. ცოცხლებს ჯანმრთელობა, გარდაცვლილებს ხსოვნა.ულვაშას ბალელშიკი არ ვარ, მაგრამ ჰიტლერი რომ მან გაჩარხა, სადღაც მიხარია.

 

http://fr.slideshare.net/guimera/70th-anniversary-of-the-end-of-world-war-ii-berlin-1945

Link to post
Share on other sites

ყველას ხსოვნა იყოს ვინც იქ დაეცა და ვინც ცოცხალია ყველას ვულოცავ დღევანდელ დღეს ფაშიზმზე გამარჯვებას.

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

ყველას ხსოვნა იყოს ვინც იმ ომს შეეწირა, ცოცხლებს ჯანმრთელობა დიდხანს....

 

არ ხარ უცნობი

მორის ფოცხიშვილი

 

ნუგეშის წვიმა იარებს გვირჩენს,

სდუმს საქართველო - მწუხარე დედა,

რა მოუვიდათ ღიმილის ბიჭებს,

რამ ჩაუგუბათ თვალებში სევდა?!

 

რატომ არ ისმის ვაშა მხედრული,

რად მოუხდიათ მამებს ქუდები,

გამარჯვებისთვის დაბადებული

შინ ასე გვიან რატომ ბრუნდები?!

 

ცხრა გაზაფხულის ხარ ცხარე ცრემლი

და მზის სულივით უქრობი მარად, -

არა, არ წყდება სიცოცხლე წრფელი,

არ იკარგება არავინ, არა!

 

ძმათა მრავალთა შენ ხარ ცისკარი,

აქ როგორ გაჩნდი ასე ეულად,

ქოჩორა ბიჭო, რაღაც გვითხარი,

მშობელი ხალი სმენად ქცეულა!

 

სმენად ქცეულა ძველი მარაბდა,

ბებერ კრწანისსაც ცეცხლი ედება, -

ეს რა ტკივილი ალაპარაკდა,

რა გაიხსენეს სამცხის ქედებმა?!

 

სად გაწყდა სიყრმის ბილიკი ვიწრო,

რა უნდა ერქვას ელდას გამხელილს, -

მამულიშვილნო, იქნება იცნოთ,

იქნებ დაერქვას უცნობს სახელი!

 

დედებო, იქნებ თქვენი შვილია,

იქნებ ეს ფერფლი თქვენი წვის არი, -

იქნებ იცანი, ჩემო მთაწმინდავ,

გზნება შენი და შენი სიზმარი.

 

თქვი, ნარიყალავ, ვის წყლულებს ჰფიცავს

დღეს მუხლმოყრილი მთელი ქვეყანა,

ან ყველა გმირი ქალაქის მიწა

თბილისში მკერდზე ვის დაეყარა?!

 

ან ვინ გაიხსნა ქვითინით უბე,

სამარეა თუ ჭრილობა ცხელი, -

არ იკარგება არავინ თურმე,

არ გაწყვეტილა სიმღერა წრფელი!

 

ისევ ყვავილობს ია და ნუში

და შენი კვალი ხნულებში მოსჩანს,

დედა-სამშობლო გიხუტებს გულში;

როგორც ტყვიებით დაცხრილულ დროშას!

 

ხმა ამოიღე ოღონდაც წუთით,

ისევ დაგვხურე ლაჟვარდი ქუდად,

ყელში ჭურვივით გაჩრილი ბურთი

ბოლოს და ბოლოს აფეთქდეს უნდა!

 

ბოლოს და ბოლოს, ურვა გვაკმარე,

გაგვაგებინე ყველას უკლებლად, -

საქართველოში რა დაგაბარეს

შინმოუსვლელმა მზეჭაბუკებმა!

 

ძლევად წამოდექ და დაგვენახე,

გიხმობს, გეძახის ერი ერთგული, -

ჭიგოგაჭრილი შენ ხარ ვენახი

და ქართვლის დედის თმით ხარ შეკრული.

 

სიკვდილს თრგუნავდა სიცოცხლის რწმენა

გვეწირებოდი და გვიფარავდი...

არ ხარ უცნობი, -

სახელი შენი

უკვდავებაა აწ და მარადის!!!

 

1975 წლის 9 მაისი

ლექსი წაკითხულია უცნობი ჯარისკაცის ნეშტის დაკრძალვის საზეიმო-სამგლოვიარო ცერემონიალზე თბილისში, გამარჯვების პარკში.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...