laika 0 Posted May 20, 2012 Report Share Posted May 20, 2012 მურა დათვი საქართველოს ტყეების ბინადარია მურა დათვი. ეს სახეობა შტანილია საქართველოს წითელ წიგნში. დათვი ყველაზე დიდი ზომის მტაცებელია საქართველოში. მისი სხეულის სიგრძე 2,5 მ-მდე, მასა 480 კგ-მდე აღწევს. მართალია დათვი მტაცებლების რიცხვს ეკუთვნის, მაგრამ სხვა მტაცებლებისაგან განსხვავებით, ყველაზე ნაკლებად ჭამს ხორცს და ძირითადად მცენარეებით იკვებება. დათვები ძირითადად, ხილით, კენკრით, ბოლქვებით, სოკოებით, თხილითა და რკოთი იკვებებიან. ამას ამატებენ მწერებსა და თაფლს. დათვები ასევე მიირთმევენ პატარა ძუძუმწოვრებსა და რეპტილიებს, თუკი მათ სიახლოვეს შენიშნავენ და დაიჭერენ. დათვების უმეტესობა აქტიურია დღისით და თითქმის მთელ დღეს საკვების ძებნას უთმობენ. მათ ძალიან კარგი ყნოსვა აქვთ. სიარულისას, დათვი დროდადრო ჩერდება, უკანა თათებზე ჯდება და ცდილობს სუნით ნაკვალევი აღმოაჩინოს. დათვი ჩვეულებრივ, მძიმედ მოძრაობს. იგი გადაადგილდება ოთხივე კიდურით. თუმცა საფრთხის შემთხვევაში ჩქარი სირბილიც შეუძლია. ამ დროს მისი სიჩქარე 50-60 კმ/სთ-ს აღწევს. დათვების შედარებით პატარა სახეობები კარგი მცოცავები არიან მათ ხშირად ნახავთ ხეზე ასულს და იქ დაძინებულს. ყველა დათვი კარგი მცურავია. ზამთრისათვის, რომელსაც დათვი, ჩვეულებრივ, ძილში ატარებს. როგორც კი პირველი თოვლი გამოჩნდება, დათვი მოძებნის ბუნაგს, გაავსებს მას ბალახებით, ხავსით, ხმელი ტოტებით და ფოთლებით და ხანგძლივი ძილისათვის ამზადებს. ბუნაგი ხშირად გამოქვაბულებში, მღვიმეებში, კლდის ქვეშ ან დიდი ხეების ძირში აქვთ. ზამთრის განმავლობაში დათვის ტემპერატურა და პულსი არ ეცემა, როგორც ეს სხვა, ზამთარში მძინარე ცხოველებში ხდება, ამიტომ მას თბილ ამინდში თავისუფლად შეუძლია ბუნაგიდან გამოსვლა და საკვების საძებნელად წასვლა. შემდეგ იგი ისევ უბრუნდება ბუნაგს და ძილს აგრძელებს. ასეთი ძილი, დაახლოებით, ექვს თვეს გრძელდება. გაზაფხულზე დათვი გამხდარი და დასუსტებული გამოდის. დათვი შობს ძალიან პატარა ბელებს, ხშირ შემთხვევაში — ორს. ახალშობილები მხოლოდ 200-700 გრამს იწონიან და ძალიან ჰგვანან პატარა ვირთხებს. ისინი თვალაუხელელნი, უკბილონი და ბეწვის გარეშე იბადებიან. პატარები რჩებიან ბუნაგში დედასთან, მისი ნოყიერი რძით იკვებებიან და სწრაფად იზრდებიან. როდესაც გაზაფხულზე ისინი ბარბაცით გამოდიან ბუნაგიდან და მზეს ეფიცხებიან, უკვე მოზრდილები არიან. დათვები, როგორც წესი, მარტო ბინადრობენ, თუმცა საკვების მოპოვების დროს ხშირად იკრიბებიან. ბელები ორი-სამი წლის განმავლობაში დედასთან რჩებიან. ამ პერიოდში მდედრი დათვი კიდევ მაკეობს, ამგვარად, მამრი დათვებიც ცხოვრების რაღაც ნაწილს ნაშიერებთან ატარებენ. ციტირება Link to post Share on other sites
broo1 0 Posted September 1, 2012 Report Share Posted September 1, 2012 სად შეიძლება ინადირო დათვებზე მე სულ ეხლა ხანს დავიწყე ნადირობა და ბევრი რაღაც მაინტერესებს?? ციტირება Link to post Share on other sites
gsx 0 Posted September 1, 2012 Report Share Posted September 1, 2012 1.დათვზე ნადირობა აკრძალულია.. სახემწიფოს მიერ ნებართვა კი 1000ლარი ღირს როგორც ვიცი. 2. თუ ახალი მონადირე ხარ დათვამდე სხვა რამეზე ინადირო სჯობს. 3.საწყენად ნუ მიიღებ, მეგობრულად გეუბნები ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted September 1, 2012 Report Share Posted September 1, 2012 სამი დღის წინ გადავიღე შავი დათვის და გრიზლის თავის ჩონჩხები. რო არ დავინახე? გამბურძგლა, წარმოვიდგინე თუ რა მომივიდოდა იმ ყბაში მოხვედრისას. მოვიცლი და დავდებ სურათებს. cris-არც გაბედო დათვზე სანადიროდ წასვლა, თან დამწყები ჰყოფილხარ. ჯერ ბევრი "საფეხური" გაქვს გასავლელი. ციტირება Link to post Share on other sites
broo1 0 Posted September 2, 2012 Report Share Posted September 2, 2012 დღეს ვიყავი მწყერზე სანადიროთ პირველად.. არც ვაპირებდი უბრალოდ დამაინტერესა მადლობა პასუხისთვის. მირჩიეთ რამე კაი თოფი რომელი ვიყიდო? ციტირება Link to post Share on other sites
gsx 0 Posted September 2, 2012 Report Share Posted September 2, 2012 cris მაგაზე შესაბამის თემაში ვისაუბროთ.. მარა რა ფასის ფარგლებში გეგმავ? ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted March 14, 2013 Report Share Posted March 14, 2013 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 343 Posted March 21, 2015 Report Share Posted March 21, 2015 დათვზე აკეთებენ ცდებს. შველზე გადის. მაგრამ დათვი არ ეშვება სანამ არ დაითრევს. http://www.aventure-chasse-peche-video.com/view_video.php?viewkey=73511070b95ee0a884c2 ციტირება Link to post Share on other sites
caucasica 1 Posted April 9, 2015 Report Share Posted April 9, 2015 ლაგოდეხელი დათვები დედა და 2 ბელი ფოტომახის ვიდეო. ძუ დათვმა წინა წლის ბელებთან ერთად გამოიზამთრა. ბელები დედასთან ერთად მაის-ივნისამდე დარჩებიან, მანამდე სანამ მძუნაობა დაიწყება. ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted April 9, 2015 Report Share Posted April 9, 2015 ლაგოდეხელი დათვები დედა და 2 ბელი ფოტომახის ვიდეო. ძუ დათვმა წინა წლის ბელებთან ერთად გამოიზამთრა. ბელები დედასთან ერთად მაის-ივნისამდე დარჩებიან, მანამდე სანამ მძუნაობა დაიწყება. ძალიან კარგია ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 343 Posted April 9, 2015 Report Share Posted April 9, 2015 შავი დათვი. პირველი მუსუსია ახალდებული ირმის და ცხენირემის ნუკრის. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 343 Posted May 12, 2015 Report Share Posted May 12, 2015 შავი დათვი შტატებში. აქ ბრიტანულ კოლუმბიაში იყო გუშინწინ დათვის ადამიანზე თავდასხმის შემთხვევა. ამ დროს ყველაზე მეტი სიფრთხილეა საჭირო. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted October 30, 2019 Report Share Posted October 30, 2019 (edited) მეც ასე მოვიქცევი, აუცილებლობას ვერ ვხედავ ცალცალკე გაიხსნას თემები მურა, შავ, გრიზლიზე და პოლარულ დათვებზე. რამოდენიმე ფორუმელს კი მოვუყევი ამ ამბის შესახებ, მაგრამ დაწერას ვერ მოვაბი თავი. გეხსომებათ ქართველი რომ გავიცანი ჩემი YOUTUBE-ს ვიდეოების გადამკიდემ, ამ შტატში უცხოვრია და აუცილებლად შემეხმიანეო, თან ტელეფონის ნომერიც დაწერა.რათქმაუნდა დავურეკე და ისე მოვახერხეთ ფრინველზე როცა გაიხსნა სეზონი, ჩემთან ჩამოვიდა და ერთად გავედით. ხშირად ვუკაცშირდებოდით ერთმანეთს, მაგრამ მეტი აღარ შემხმიანებია, რამოდენიმეჯერ დავურეკე და ახლა ვაპირებდი დარეკვასო. კაი რა, ალბათ დაავიწყდა ნახალოვკელი და თანაც რუისელი რომ ვარ. მანამდე ერთი ამბავი მომიყვა, რომელიც მის ნაცნობ რუს "მონადირეს" გადახდა. შეგახსენებთ რომ ორეგონის შტატის ძირითად ნაწილში შავი დათვია, ხოლო ჩრდილო აღმოსავლეთში მურა. გრიზლი აქ არ არის. მარტო წასულა ეს ჩვენი "მონადირე" დათვზე სანადიროთ. უსაფრთხოებისთვის პისტოლიც წაუღია და გულდასმით ჩაუდია ზურგჩანთაში. შემართა თავისი ნახევრად ავტომატი ხრახნული და დაიწყო ტყეში ბოდიალი. ვინ ვისზე ნადირობდა ეგეც საკითხავია. თურმე დათვი უკნიდან წამოეპარა და სადღაც 15 მეტრში დაუღრიალია და წამოსულა ამისკენ. ერთი გასროლა მოუსწრია და მეორეზე გაუჭედა, სამაგიეროდ პისტოლი ხომ ჰქონდა ზურგჩანთაში. ხელშიც რომ სჭეროდა მაინც ვერ მოასწრებდა გასროლას. ერთი გავიფიქრე მალე მომკლასო.ვინც იცის ამ ცხოველის ხასიათი, მსხვერპლს ჯერ კაი ხოშიანად დატორავს და მერე გადადის ჭამაზე. ამ გაჭირვებულს გონება დაუკარგია. აზრზე როცა მოსულა, ეს დათვი ზემოდან აწევს და არ ინძრევა, ამას კიდევ თვალები გადმოცვენაზე აქვს ჯერ შიშისგან მერე კიდევ ამხელა სიმძიმე აწევს ზემოდან. თურმე პირველივე გასროლილი შიგ გულში მოურტყია ამ ტარტაროზს და მხოლოდ ინერციით წამოსული დათვი დასტაკებია. ეგ დღე იყო და ცხოველზე სანადიროთ მთელი ბატალიონი რომ გაყვეს, მარტო გაგონებაზე ცუდად ხდებაო. პ.ს. აბსოლუტურად სიტყვასიტყვით გადმოგეცით ეს ამბავი, როგორც მე მოვისმინე. Edited October 30, 2019 by გიორგი 1 ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.