laika 0 Posted May 20, 2012 Report Share Posted May 20, 2012 კურდღელი კურდღელი საშუალო ზომის ცხოველია, მისი წონა საშუალოდ 4-5 კგ-ს აღწევს. სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 10 წელია. სქესობრივ სიმწიფეს კურდღელი ერთი წლის ასაკში აღწევს, მაკეობს ძირითადად წელიწადში ორჯერ, მაგრამ არის შემთხვევები და განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში როდესაც მაკეობას ოთხჯერაც ასწრებს. ბადებს 2-3 თვალახელილ და ბანლით შემოსილ ბაჭიას. კურდღელს მუდმივი საცხოვრებელი ანუ სორო არ გააჩნია, იგი ბაჭიებს წყნარ და უსაფრთხო ადგილზე თოვებს და ხშირ-ხშირად აკითხავს მათ გამოსაკვებად. ბაჭიები დამოუკიდებელ ცხოვრებას თითქმის თვე-ნახევარში იწყებენ. კურდღელი ღამის ცხოველია, იგი საჭმელად ღამე გამოდის და იწყებს საკვების მოპოვებას, ვინაიდან მას როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ერთი საბინადრო ადგილი არ გააჩნია გათენება სადაც მოუსწრებს იმ ადგილზე პოულობს მოფარებულ ჩაღრმავებულ ადგილს და დღეს ძილში ატარებს, კურდღელი მხოლოდ მცენარეებით იკვებება, ზაფხულის პერიოდში ისინი ნორჩ ბალახს ეტანებიან, განსაკუთრებით უყვართ კულტურული მცენარეები ჯეჯილი, იონჯა და სხვა, ხშირად ბოსტნებშიც იპარებიან. ზამთრობით მათი საკვები ძირითადად ხის ნორჩი ახალგაზრდა ტოტები (ნეკერი) და ხის ქერქია. კურდღლის მოსაპოვებლად საჭიროა 4-5 ნომერი საფანტი. ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted March 3, 2013 Report Share Posted March 3, 2013 ჭროღანა Lepus europaeus ციტირება Link to post Share on other sites
par514 0 Posted October 6, 2013 Report Share Posted October 6, 2013 ჭროღანა Lepus europaeus არავითარი 4-5N სფანტი, 2-3 დამიჯერეთ ახალბედებო) ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted October 6, 2013 Report Share Posted October 6, 2013 par514 ნამდვილად 2-3, უფრო მაინც 2. რაჭაში იმხელა კურდღელი მყავს ნანახი, ძაღლივით იყო, იმას 5 ნომერი ვერას დააკლებს საშუალო მანძილზე. ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted October 6, 2013 Report Share Posted October 6, 2013 მანძილს გააჩნია, 4 ნომერს ნუ ეხუმრებით ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted October 7, 2013 Report Share Posted October 7, 2013 აქ კიდევ ისეთი პატარებია, 4 ნომერი რომ ვესროლო კურდღელისაგან მარტო ყურები და ბუნდღა დამრჩება. 7 ნომერს ვხმარობ ხოლმე მაგ ლილიპუტებზე. ქევხოს თქმის არ იყვეს, სახუმარო მართლაც არ არის 4 ნომერი, ბევრი აქაური მონადირე ინდაურზე და კანადურ ბატზეც ხმარობს მაგ ნომერს. ნუ ორი ნომერით უფრო დარწმუნებული ხარ რომ აიღებ მსგავსი ზომის ცხოველს თუ ფრინველს, მაგას არ უნდა ბევრი ლაპარაკი. პირველ რიგში დისტანციაა გასათვალისწინებელი და გააჩნია რა თოფი უჭირავს მონადირეს, დანარჩენი "დელა-ტეხნიკი" არის. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted November 1, 2013 Report Share Posted November 1, 2013 (edited) ასეთი რამ თუ გაგიგონიათ ან თუ გინახავთ სადმე? http://www.youtube.com/watch?v=wIoTcAarNQU Edited November 1, 2013 by ავთო ციტირება Link to post Share on other sites
giorgi 2 Posted November 1, 2013 Report Share Posted November 1, 2013 აუუუუ ასე ერთად...ამდენიიი..მაგარია :yes: ციტირება Link to post Share on other sites
levani 71 Posted November 1, 2013 Report Share Posted November 1, 2013 ჯვარი აქაურობას, ყველაფერი კაი და არული კუდიანს მარაააააააა!!! იგი წინ რომ მირბოდა რაია?????? საქართველოში არის მასეთი? ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted May 17, 2014 Report Share Posted May 17, 2014 ამასწინათ 2 ბაჭია მაჩუქეს და დედალმამალი გამოდგა. არც ვიცოდით თუ რამე ,,იეშმაკეს,, და აი შედეგიც.ეს მეორე ბუდობაა უკვე 2 თვის მანძილზე. პირველად 5 დან 3 გაზარდა მერეზე კი 10 დან 9ს ზრდის. ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted May 17, 2014 Author Report Share Posted May 17, 2014 უიი რა კარგია ავთი,ბარაქა ბარაქაააა ! ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted May 17, 2014 Report Share Posted May 17, 2014 მაგარია ავთი, კურდღელმა ვირთხასავით იცის გამრავლება. ოღონდ, როცა დაიყრება ბაჭიები, მამალი ცალკე გალიაში გადაიყვანე. მერე მაგარი ეჭვიანი ხდება და ხოცავს პატარებს, მასე მაქსიმალურად შეინარჩუნებ რაოდენობას. ბარაქა ძმაო. ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted May 17, 2014 Report Share Posted May 17, 2014 მაგარია ხოხობი რას შობა? ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted May 17, 2014 Report Share Posted May 17, 2014 ქუთათური გეიხარე გივიკო! ელჩი გიო ეგეთები უკვე ვისწავლე . ეგეთები კიარა ვინც მომცა ბაჭიები ის დადის ჩემთან უკვე კონსულტაციებზე თორნიკე რეხვიაშვილი ხოხობი ისევ დასაოჯახებელი მყავს თორნიკე. :( ციტირება Link to post Share on other sites
qebula 0 Posted June 15, 2014 Report Share Posted June 15, 2014 გამარჯობათ ხალხო! მითხარით წავზე ლიცენზიას იძლევიან? სისხლი გამიშრეს თევზი არ დამაჭერინეს.. : არადა ადგილია საოცარი, მაგრამ წავები არიან დაპატრონებულები.. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted June 15, 2014 Report Share Posted June 15, 2014 qebula წავზე ნადირობა აკრძალულია. ციტირება Link to post Share on other sites
qebula 0 Posted June 15, 2014 Report Share Posted June 15, 2014 ესეიგი მაგათი ყოფილა ქვეყანა... ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted June 15, 2014 Report Share Posted June 15, 2014 qebula წავების,ტურების და მელების ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted June 16, 2014 Report Share Posted June 16, 2014 qebula წავია თუ ნუტრია? ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted July 16, 2014 Report Share Posted July 16, 2014 გუშინ გავიარე მარკეტში. კურდღელი 31$ -იო. როცა რომ 9$ ღირდა 6 თვის წინ. მოვა ოქტომბერი და როგორც ვატყობ, მომიწევს ფიშტოს ბლომად სროლა. რა ამბავია ოთუზბირი ერთ გაჩხვანკულ არსებაში? ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted August 10, 2014 Report Share Posted August 10, 2014 იზრდება ჩემი ფერმა . ეს რა ყოფილა.2 ბაჭიიდან 20 მეტნი არიან უკვე,თან 2 ბუდობა დაეხოცა თითქმის. ამ პაპანაქება სიცხეებში ვერ დაზარდა . ახლა ახალი ბინები დავუმზადე და კომფორტულად გრძნობენ თავს. ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted August 11, 2014 Author Report Share Posted August 11, 2014 ბარაქა ავთო კარგია ! ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.