laika 0 Posted May 20, 2012 Report Share Posted May 20, 2012 კავკასიური დომბა დომბა (Bison bonasus), წყვილჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ოჯახისა. ხარის სხეული სიგრძე 3,5 მ აღწევს, სიმაღლე მინდაოში - 1,6 -1,9 მ, წონა 700-900 (იშვიათად 1200* კგ-მდე. ფური შედარებით პატარაა (წონა 400-600 კგ)). კისერზე, თხემზე, ყელსა და მკერდზე გრძელი ბალანი აქვს. ფური სქესობრივად 3-4 წლის ასაკში მწიფდება, მოზვერი — უფრო ადრე. ფური ყოველწლიურად 1 ხბოს იგებს. დომბა იკვებება ბალახითა და ფოთლებით, ზამთარში — ხეებისა და ბუჩქების ყლორტებით, ტირიფის ქერქით და სხვა. ცხოვრობს ჯოგად. წარსულში ფართოდ იყო გავრცელებული ევროპასა და ჩრდილო-დასაცლეთ კავკასიაში. XX საუკუნისთვის მხოლოდ რუსეთში შემორჩა 2 ქვესახეობა — ბელოვეჟიეს დომბა, ბინადრობდა ბელოვეჟიეს ტვერში და კავკასიური დომბა, ბინადრობდა ჩრდილო-დასავლეთის კავკასიის მთის ტყეებში (საქართველოში გვხვდებოდა ბზიფის ხეობიდან თერგის სათავემდე). ამ ადგილებში უკანასკნელი დომბები ამოწყვიტეს შესაბამისად 1919-1927 წლებში, მხოლოდ ზოგიერთი ქვეყნის ზოოპარკში გადარჩა 48 დომბა; ტყვეობაში კავკასიური დომბის ხარისა და ბელოვეჟიეს დომბის ფურებისაგან მიიღეს კავკასიურ-ბელოვეჟიური დომბა; დომბების გასამრავლებლად შეიქმნა საშენები მსოფლიოს 25 ქვეყანაში. ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted June 21, 2017 Report Share Posted June 21, 2017 (edited) კავკასიური დომბა.სურათი გადაღებულია XIX საუკუნის მიწურულს.. Edited June 21, 2017 by salamandra ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.