Jump to content
Club-Monadire.Ge

სოფლის მეურნეობა


Recommended Posts

აბა ჩემო კოლმეურნე მეგობრებო, თქვენი რჩევა მჭირდება.

 

ზედიზედ სამი წელია, მეყინება ლეღვის ხეები.

გამოიტანს ახალს ეს დალოცვილი, მაგრამ ზამთარში მოსცხებს ყინვას და მორჩა.

 

როგორ გადავარჩინო?

 

და მეორე.

 

ჭოპორტის პომიდორი მაქვს დარგული, სეტყვასავით ასხია, მარა რად გინდა?

სიმწიფეში შედის და ძირი უშავდება თვითონ ნაყოფს.

 

ეს რაღა მაფიაა?

Link to post
Share on other sites
  • Replies 496
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

იმ დღეს ელჩს ვეუბნებოდი და მერე პატრიარქის ქადაგებაშიც იგივე ვნახე დღეს: ყველა ემიგრანტმა(ყოველმა მეორემ მაინც) საკუთარი მამა-პაპისეული კარ-მიდამო რომ ააღორძინოს, მიწიან-ეზოიანად, მაგრად დაგვეტყობა. თ

ყოჩაღ გელა, ძალიან მაგარია.

ბარაქა გელა. ჩემთანაც დაამყნეს კალმით და კაი პირი უჩანსო. მე ჯერ არ მისინჯავს კალმით მყნობა. კვირტით კარგად გამომდის, ასევე ვენახის მწვანედ მყნობა.

Posted Images

აბა ჩემო კოლმეურნე მეგობრებო, თქვენი რჩევა მჭირდება.

 

ზედიზედ სამი წელია, მეყინება ლეღვის ხეები.

გამოიტანს ახალს ეს დალოცვილი, მაგრამ ზამთარში მოსცხებს ყინვას და მორჩა.

 

როგორ გადავარჩინო?

 

და მეორე.

 

ჭოპორტის პომიდორი მაქვს დარგული, სეტყვასავით ასხია, მარა რად გინდა?

სიმწიფეში შედის და ძირი უშავდება თვითონ ნაყოფს.

 

ეს რაღა მაფიაა?

 

გაუმარჯოს, ლეღვის ხე ძალიან დიდი თუ არ არის ინდიელების მსგავსი კარავი გაუკეთე ზამთრის პერიოდში.

Link to post
Share on other sites

ქევხო

 

არა ქევხო, რაც ეზოზე მომყავს არა ვწამლი არაფერს.

 

ის კი არა, ბოსტნეულს მარკეტში იშვიათად ვყიდულობთ, ძირითადად ფერმერებთან და აუცილებლად ორგანული უნდა იყვეს.

 

კი არის 3-4 ჯერ ძვირი, მაგრამ სულ სხვა გემო აქვს ორგანულს.

 

აჩი, იმის ბრალი ხომ არ არის, საღამოობით ვრწყავ მისასხმელი ონკანით, ძირების გარდა მთლიანად მცენარესაც ვასველებ ხოლმე.

ღამით ეცემა ტემპერატურა მკვეთრად.

 

მაგის ბრალი ხომ არ არის?

 

ი ლ უ შ ა

 

გაგიმარჯოს ილუშა.

 

მსგავსი აზრი მეც მომივიდა ილუშა, მერე ვიკითხე სანერგეებში და უარეს შედეგს მოგცემსო.

 

მე ასეთ რამეს ვაპირებდი, რომ შემომეხვია ფოთოლცვენის შემდეგ შესაფუთი ცელოფანი და გამოზამთრების შემდეგ მომეხსნა, მაგრამ ეს ბოლო სამი წელია ისეთი თოვლი მოდის და ყინვებს იჭერს, მაგ ხეების ცოდვით აღარა ვარ.

 

ამოიტანა ორივემ ისევ ყლორტები, სამი მოსავალი ასხია, ყველა ფოთლის ძირში ნაყოფი აქვს ამ დალოცვილს.

 

ადრე პირველი რომელიც დავრგე, გაქაჩა სადღაც ოთხი მეტრის სიმაღლეზე.

მოკრეფვას ვერ ვასწრებდი, ყოველდღე მოზრდილი ჯამი ივსებოდა.

 

ჩემი გოგოები კიდევ, ერთი "ვედრა" რომ დაუდგა, ნახევარ საათში ცარიელი დაგხვდება.

 

არადა ფერმერებთან ძალიან ძვირია.

 

ორიცალი ყავისფერი ღირს 1$ და შესაბამისად, გუდა ლეღვს რომ ვუწოდებთ ოქროსფერს, იმას ერთცალს ერთ დოლარში ჰყიდიან.

 

რაღაც უნდა მოვიფიქრო.

Link to post
Share on other sites

ავთო

 

 

ჰოო რა ავთი, მეც ეგ მგონია მიზეზი.

 

ფოთოლი ჯანმრთელი აქვს, ჯიხვებივით ვარჯი აქვთ, მაგრამ ნაყოფმა გაჭედა.

 

იწურება ის წვეთები და ღამისთვის უკვე როცა ცივა, აფუჭებს ნაყოფს.

 

ასე ვიზავ, მარტო ძირებს მოვრწყავ, ვნახოთ რა მოხდება.

Link to post
Share on other sites

 

 

ი ლ უ შ ა

 

გაგიმარჯოს ილუშა.

 

მსგავსი აზრი მეც მომივიდა ილუშა, მერე ვიკითხე სანერგეებში და უარეს შედეგს მოგცემსო.

 

მე ასეთ რამეს ვაპირებდი, რომ შემომეხვია ფოთოლცვენის შემდეგ შესაფუთი ცელოფანი და გამოზამთრების შემდეგ მომეხსნა, მაგრამ ეს ბოლო სამი წელია ისეთი თოვლი მოდის და ყინვებს იჭერს, მაგ ხეების ცოდვით აღარა ვარ.

 

ამოიტანა ორივემ ისევ ყლორტები, სამი მოსავალი ასხია, ყველა ფოთლის ძირში ნაყოფი აქვს ამ დალოცვილს.

 

ადრე პირველი რომელიც დავრგე, გაქაჩა სადღაც ოთხი მეტრის სიმაღლეზე.

მოკრეფვას ვერ ვასწრებდი, ყოველდღე მოზრდილი ჯამი ივსებოდა.

 

ჩემი გოგოები კიდევ, ერთი "ვედრა" რომ დაუდგა, ნახევარ საათში ცარიელი დაგხვდება.

 

არადა ფერმერებთან ძალიან ძვირია.

 

ორიცალი ყავისფერი ღირს 1$ და შესაბამისად, გუდა ლეღვს რომ ვუწოდებთ ოქროსფერს, იმას ერთცალს ერთ დოლარში ჰყიდიან.

 

რაღაც უნდა მოვიფიქრო.

 

 

 

 

ვაა, ლეღვს მაგარი ფასი ქონია, ისე ძალიან სასარგებლოა და გემრიელი, მეც ძალიან მიყვარს :)

 

უარესი შედეგი რატომ უნდა მოგცეს? მაგალითად ლიმონს, ფეიხოას გურიაში ბაბუაჩემი ეგრე ფუთავდა და კარგი შედეგი ქონდა. ერთხელ მახსოვს ჩვენთანაც მოყინა ლეღვის ხეები, 2 დიდი ხე გაგვიხმო. დიდ ხეს ნაღდად ვერ შეფუთავ და პატარა შეიძლება.

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...

ი ლ უ შ ა

 

მასე ვერ შევფუთავ ილუშა, თეთრი ლეღვი ორ მეტრს ასცდა უკვე.

 

ერთია კიდევ, მიწა "გამეპარა" ბოსტანში.

 

განაყოფიერებული იყო ცხენის, საქონლის და ქათმის "იმეებით".

 

25 სანტიმეტრი სიმაღლის მიწა საცხა გაქრა, მომიწევს ერთი "კამაზის" მოტანა ისევლე.

Link to post
Share on other sites

სახელმწიფომ დაიკიდა ვენახიც და გლეხიც. არავინ არ აკონტროლებს ქარხნებში ფალსიფიკაცია ხდება თუ არა, თორემ ასეთი ამბავი არ იქნებოდა.

სანამ 1 კილოგრამით 7 ლიტრს აყენებენ და პატრონიც არავინაა სულ ამ დღეშ ეყოლებათ გლეხი. შესაბამისი ვლასტი რომ მქონდეს მიშა მოგონება იქნებოდა ისეთ დღეში ჩავაგდებდი ღვინის ქარხნებს. თელავის ღვინის მარანშ მალულად შეაქვთ ბრეზენტგადაფარებული მანქანებით ყურძენი :)))) ვისია კაცმა არ იცის . . მე ვიცი !

 

 

 

Link to post
Share on other sites

სახელმწიფო ვერ აგვარებს ფალსიფიკაციის, ღვინის და ყურძნის ხარისხის, რეგლამენტაციის და ადგილწარმოშობების რეალურად დამკვდრების საკითხს. სხვა შემთხვევაში საქართველოს თეთრი ყურძნის პრობლემა არ უნდა ჰქონდეს იმდენი ღვინო გვჭირდება შიდამოხმარებისთვის. პატიოსანი ღვინო ყურძენზეც აწევს ფასს.

Link to post
Share on other sites

გასულწელს რომ მიიღეს ვერ გავიტანეთო, ამათ ერთ წელიწადში უნდათ ფული იშოვონ,არადა ქარხანა რომელიც შარშან გაიხსნა წელს აღარ იბარებს,რესტორანში შეხვალ და ამთ პროდუქციას რამდენიმე წლის დაძველებით შემოგთავაზებენ ნეტა როდის დააძველეს.წვენი ჩამოასხან,მინერალური ღირს1.20 არ გაიყიდება?მაგრამ ამათ დიდი ფული უნდათ სწრაფად იშოვონ.მთელი წელი გლეხი ვაზს რო უვლის თან ცას შეყურებს სეტყვა არ მოვიდესო ეხლა მოყვანილი ფუჭდება.ცუდად ეხუმრებიან კახეთს.

Link to post
Share on other sites

გასულწელს რომ მიიღეს ვერ გავიტანეთო, ამათ ერთ წელიწადში უნდათ ფული იშოვონ,არადა ქარხანა რომელიც შარშან გაიხსნა წელს აღარ იბარებს,რესტორანში შეხვალ და ამთ პროდუქციას რამდენიმე წლის დაძველებით შემოგთავაზებენ ნეტა როდის დააძველეს.წვენი ჩამოასხან,მინერალური ღირს1.20 არ გაიყიდება?მაგრამ ამათ დიდი ფული უნდათ სწრაფად იშოვონ.მთელი წელი გლეხი ვაზს რო უვლის თან ცას შეყურებს სეტყვა არ მოვიდესო ეხლა მოყვანილი ფუჭდება.ცუდად ეხუმრებიან კახეთს.

 

გეთანხმები 100 %

 

ბოლო 2 წელიწადშI ყველა ქარხანა გაფართოვდა, მარნები და ჩამომსხმელი ხაზები დაამატეს. ზარალობენ და იმიტომ?? საქმე ისაა რომ 10 ლიმონის ნაცვლად 100 უნდათ რო დარჩეთ! ხსახელმწიფო კიდე ამ განუკითხაობაში არ ერევა და გლეხი იტისკება ისევ. რამე ისეთი მაინც თქვან, ხო ხედავენ რო ვეღარ აბოლებენ ხალხს. მარტივია, ვიანგარიშოთ რამდენი სუფთა ღვინო დგება ამ ვითომცდა დიდი მოსავლიდან და ვნახავთ რა რჩება გაუყიდავი . .

 

ეს კაცი ამბობს სიმართლეს ვისთვის წვალობს გლეხი

Link to post
Share on other sites

მევენახეობა და მეღვინეობა ერთად რთული საქმეა ცოტა, თორემ 20 ასეთი გლეხი რომ გაერთიანდეს და 150 ტონამდე ყურძენი მოწურონ, ხარისხიანი ღვინო დააყენონ, ვინ დაუდგება წინ? გამოსავალია მხოლოდ კონკურენციის გაზრდაში, რაც მეტი იქნება ღვინის მწარმოებელი, რაც უფრო ხარისხიანი იქნება ღვინო ბაზარზე, უფრო მაღალი ფასი ექნება ყურძენს. მანამდე კი ასეთი ტილაობა იქნება სულ.

Link to post
Share on other sites

1) ღვინის ხარისხის დაცვა სახელმწიფოს მიერ.

2)სწორი რეგლამენტაცია, ადგილწარმოშობების მოწესრიგებადა ყურძნის ხარისხის დიფერენციაცია.

3)კოოპერატივების მიერ ქარხნების(მაფიოზები არიან და დარგი, ღვინის ხარისხი და გლეხი ფეხზე ჰკიდიათ) კონკურენცია ღვინის თავად დაყენების და გაყიდვის გზით.

 

 

ერთ რამეს დავაკვირდი ზედა ინტერვიუში: ახლავე ჩაიბარონ თორემ დამილპებაო. არადა არ ჩანდა ყურძენი საკმარისად მწიფე. ყველა ყურძენს ერთი ფასი ვერ ექნება. გლეხი ტავად რომ დაწურავს ღვინოს, ყურძნის ხარისხისადმიც სხვა დამოკიდებულება ექნება.

 

 

პ.ს. ისე რაც მაგ კაცს სისტემური შხამი და ჰერბიციდი უსხია ვენახისთვის, რავარი დასალევია მაგ ღვინო:)

Link to post
Share on other sites

 

 

პ.ს. ისე რაც მაგ კაცს სისტემური შხამი და ჰერბიციდი უსხია ვენახისთვის, რავარი დასალევია მაგ ღვინო:)

აბაააა ეგა თქვი შენ...

Link to post
Share on other sites

იმიტოა მეორე დღეს თავი ცათამბჯენის ხელა რომ ხდება და თეთრი რაშით რომ დარბიხარ ზალაში.

Link to post
Share on other sites

თორNიკე

150 ტონა ყურძენს რომ მიხედო 0-დან, იცი რა თანხები სჭირდება? კრედიტით მეორე წელსვე მისახური გექნება ეგ მარანი.

 

BROWNING

ვახო, ჰერბიციდი რომ არ იხმარო და მიწა დაამუშაო სარეველას მოსასპობად, 2-ჯერ გაგეზრდება ხარჯები. დღეს სწორედ მაგ მაფიოზების პირისპირ დატოვა გლეხი მთავრობამ.

 

ელჩი

ბიო ჯობია რათქმაუნდა , მარა თუ სუფთა ღვინოს დალევ თავი არ სივდება ძალიან და რაშით სირბილი კი რაოდენობაზეა დამოკიდებული :)

Link to post
Share on other sites

ქევხო

 

მართალი ხარ რთულია, მაგრამ ცოტა შეძლებულმა გლეხებმა უნდა იყოჩაღონ და კონკურეცნია გაუწიონ მამაძაღლებს. ადვილი მართლა არაა სამწუხაროდ.

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

ღვინის დღიურები. გოგი დვალიშვილი. ოჯახური ღვინის მწარმოებელი ხიდისთავიდან.

 

http://vinoge.com/degustacia/Rvinis-dRiurebi-gogi-dvaliSvili-ojaxuri-Rvinis-mwarmoebeli-xidisTavidan

Link to post
Share on other sites

გლეხმა რა იYოჩაღOს გლეხმა იცის გლეხის საქმე თოხნა შეწამვლა და გასხვლა დანარჩენი გლეხმა რა უნდა იცოდეს ან რა მოეთხოვება თორე ვიდეოში ჩამს იმ გლეხის ნაშრომს რამოდენა მტევნები ესხა

 

 

ვახ გული დამიმძიმდა თან აქ რო ვხედავ ეს ყველაფერი რა მარტივად და ადვილად მიდის ისეა მოწყობილი გლეხის ღვინო უფრო სწორად ჩამოსასხამი ღვინო მაგას ეძახიან ოჯახის ღვინოებს 2ჯერ და სამეჯერ უფრო ძვირი ღირს ვიდრე ბოთლის მანდ პირიქითაა აქ ყურძნის საკუთარი მეურნეობები აქვთ ან მარტო ზარმაცი გლეხები აბარებენ ...

 

იქნება ეშველოს ხალხს რამე შეთანხმებას მიაღწიონ

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

ნელნელა მაგრამ მაინც არის წარმატება ამ სფეროში. ცოლიკოურისთვის სერიოზული წარმატებაა.

 

ნიკოლაძეების მარანის ცოლიკოური დეკანტერის რჩეულ ღვინოებს შორის მოხვდა.

 

 

http://vinoge.com/degustacia/nikolaZeebis-maranis-colikouri-dekanteris-rCeul-Rvinoebs-Soris-moxvda

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

როგორ ყალიბდებოდა მეღვინეობის კოოპერატივები მე-19 საუკუნის კახეთში.

 

http://vinoge.com/mevenaxeoba/rogor-yalibdeboda-meRvineobis-kooperativebi-me-19-saukunis-kaxeTSi

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...