გიორგი 46 Posted August 11, 2015 Report Share Posted August 11, 2015 აბა ჩემო კოლმეურნე მეგობრებო, თქვენი რჩევა მჭირდება. ზედიზედ სამი წელია, მეყინება ლეღვის ხეები. გამოიტანს ახალს ეს დალოცვილი, მაგრამ ზამთარში მოსცხებს ყინვას და მორჩა. როგორ გადავარჩინო? და მეორე. ჭოპორტის პომიდორი მაქვს დარგული, სეტყვასავით ასხია, მარა რად გინდა? სიმწიფეში შედის და ძირი უშავდება თვითონ ნაყოფს. ეს რაღა მაფიაა? ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted August 11, 2015 Report Share Posted August 11, 2015 ლეღვზე რა მოგახსენო (ყინვა კასცს ყინავს ) პომიდორზე უეჭველი ე.წ.ჭრაქი იქნება, წამლი? შაბიამანი უხდება ციტირება Link to post Share on other sites
ი ლ უ შ ა 0 Posted August 12, 2015 Report Share Posted August 12, 2015 აბა ჩემო კოლმეურნე მეგობრებო, თქვენი რჩევა მჭირდება. ზედიზედ სამი წელია, მეყინება ლეღვის ხეები. გამოიტანს ახალს ეს დალოცვილი, მაგრამ ზამთარში მოსცხებს ყინვას და მორჩა. როგორ გადავარჩინო? და მეორე. ჭოპორტის პომიდორი მაქვს დარგული, სეტყვასავით ასხია, მარა რად გინდა? სიმწიფეში შედის და ძირი უშავდება თვითონ ნაყოფს. ეს რაღა მაფიაა? გაუმარჯოს, ლეღვის ხე ძალიან დიდი თუ არ არის ინდიელების მსგავსი კარავი გაუკეთე ზამთრის პერიოდში. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted August 13, 2015 Report Share Posted August 13, 2015 ქევხო არა ქევხო, რაც ეზოზე მომყავს არა ვწამლი არაფერს. ის კი არა, ბოსტნეულს მარკეტში იშვიათად ვყიდულობთ, ძირითადად ფერმერებთან და აუცილებლად ორგანული უნდა იყვეს. კი არის 3-4 ჯერ ძვირი, მაგრამ სულ სხვა გემო აქვს ორგანულს. აჩი, იმის ბრალი ხომ არ არის, საღამოობით ვრწყავ მისასხმელი ონკანით, ძირების გარდა მთლიანად მცენარესაც ვასველებ ხოლმე. ღამით ეცემა ტემპერატურა მკვეთრად. მაგის ბრალი ხომ არ არის? ი ლ უ შ ა გაგიმარჯოს ილუშა. მსგავსი აზრი მეც მომივიდა ილუშა, მერე ვიკითხე სანერგეებში და უარეს შედეგს მოგცემსო. მე ასეთ რამეს ვაპირებდი, რომ შემომეხვია ფოთოლცვენის შემდეგ შესაფუთი ცელოფანი და გამოზამთრების შემდეგ მომეხსნა, მაგრამ ეს ბოლო სამი წელია ისეთი თოვლი მოდის და ყინვებს იჭერს, მაგ ხეების ცოდვით აღარა ვარ. ამოიტანა ორივემ ისევ ყლორტები, სამი მოსავალი ასხია, ყველა ფოთლის ძირში ნაყოფი აქვს ამ დალოცვილს. ადრე პირველი რომელიც დავრგე, გაქაჩა სადღაც ოთხი მეტრის სიმაღლეზე. მოკრეფვას ვერ ვასწრებდი, ყოველდღე მოზრდილი ჯამი ივსებოდა. ჩემი გოგოები კიდევ, ერთი "ვედრა" რომ დაუდგა, ნახევარ საათში ცარიელი დაგხვდება. არადა ფერმერებთან ძალიან ძვირია. ორიცალი ყავისფერი ღირს 1$ და შესაბამისად, გუდა ლეღვს რომ ვუწოდებთ ოქროსფერს, იმას ერთცალს ერთ დოლარში ჰყიდიან. რაღაც უნდა მოვიფიქრო. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted August 13, 2015 Report Share Posted August 13, 2015 სიცივის ბრალია გიო პომიდვრის გაშავება. ნუ დაასველებ საღამოს. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted August 13, 2015 Report Share Posted August 13, 2015 ავთო ჰოო რა ავთი, მეც ეგ მგონია მიზეზი. ფოთოლი ჯანმრთელი აქვს, ჯიხვებივით ვარჯი აქვთ, მაგრამ ნაყოფმა გაჭედა. იწურება ის წვეთები და ღამისთვის უკვე როცა ცივა, აფუჭებს ნაყოფს. ასე ვიზავ, მარტო ძირებს მოვრწყავ, ვნახოთ რა მოხდება. ციტირება Link to post Share on other sites
ი ლ უ შ ა 0 Posted August 14, 2015 Report Share Posted August 14, 2015 ი ლ უ შ ა გაგიმარჯოს ილუშა. მსგავსი აზრი მეც მომივიდა ილუშა, მერე ვიკითხე სანერგეებში და უარეს შედეგს მოგცემსო. მე ასეთ რამეს ვაპირებდი, რომ შემომეხვია ფოთოლცვენის შემდეგ შესაფუთი ცელოფანი და გამოზამთრების შემდეგ მომეხსნა, მაგრამ ეს ბოლო სამი წელია ისეთი თოვლი მოდის და ყინვებს იჭერს, მაგ ხეების ცოდვით აღარა ვარ. ამოიტანა ორივემ ისევ ყლორტები, სამი მოსავალი ასხია, ყველა ფოთლის ძირში ნაყოფი აქვს ამ დალოცვილს. ადრე პირველი რომელიც დავრგე, გაქაჩა სადღაც ოთხი მეტრის სიმაღლეზე. მოკრეფვას ვერ ვასწრებდი, ყოველდღე მოზრდილი ჯამი ივსებოდა. ჩემი გოგოები კიდევ, ერთი "ვედრა" რომ დაუდგა, ნახევარ საათში ცარიელი დაგხვდება. არადა ფერმერებთან ძალიან ძვირია. ორიცალი ყავისფერი ღირს 1$ და შესაბამისად, გუდა ლეღვს რომ ვუწოდებთ ოქროსფერს, იმას ერთცალს ერთ დოლარში ჰყიდიან. რაღაც უნდა მოვიფიქრო. ვაა, ლეღვს მაგარი ფასი ქონია, ისე ძალიან სასარგებლოა და გემრიელი, მეც ძალიან მიყვარს უარესი შედეგი რატომ უნდა მოგცეს? მაგალითად ლიმონს, ფეიხოას გურიაში ბაბუაჩემი ეგრე ფუთავდა და კარგი შედეგი ქონდა. ერთხელ მახსოვს ჩვენთანაც მოყინა ლეღვის ხეები, 2 დიდი ხე გაგვიხმო. დიდ ხეს ნაღდად ვერ შეფუთავ და პატარა შეიძლება. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted September 8, 2015 Report Share Posted September 8, 2015 ი ლ უ შ ა მასე ვერ შევფუთავ ილუშა, თეთრი ლეღვი ორ მეტრს ასცდა უკვე. ერთია კიდევ, მიწა "გამეპარა" ბოსტანში. განაყოფიერებული იყო ცხენის, საქონლის და ქათმის "იმეებით". 25 სანტიმეტრი სიმაღლის მიწა საცხა გაქრა, მომიწევს ერთი "კამაზის" მოტანა ისევლე. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted September 8, 2015 Report Share Posted September 8, 2015 ქევხო რა ხდება რთველზე? ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted September 9, 2015 Report Share Posted September 9, 2015 სახელმწიფომ დაიკიდა ვენახიც და გლეხიც. არავინ არ აკონტროლებს ქარხნებში ფალსიფიკაცია ხდება თუ არა, თორემ ასეთი ამბავი არ იქნებოდა. სანამ 1 კილოგრამით 7 ლიტრს აყენებენ და პატრონიც არავინაა სულ ამ დღეშ ეყოლებათ გლეხი. შესაბამისი ვლასტი რომ მქონდეს მიშა მოგონება იქნებოდა ისეთ დღეში ჩავაგდებდი ღვინის ქარხნებს. თელავის ღვინის მარანშ მალულად შეაქვთ ბრეზენტგადაფარებული მანქანებით ყურძენი ))) ვისია კაცმა არ იცის . . მე ვიცი ! ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted September 9, 2015 Report Share Posted September 9, 2015 ქევხო ვუყურე ვიდეოებს და მოვიშხამე. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted September 9, 2015 Report Share Posted September 9, 2015 სახელმწიფო ვერ აგვარებს ფალსიფიკაციის, ღვინის და ყურძნის ხარისხის, რეგლამენტაციის და ადგილწარმოშობების რეალურად დამკვდრების საკითხს. სხვა შემთხვევაში საქართველოს თეთრი ყურძნის პრობლემა არ უნდა ჰქონდეს იმდენი ღვინო გვჭირდება შიდამოხმარებისთვის. პატიოსანი ღვინო ყურძენზეც აწევს ფასს. ციტირება Link to post Share on other sites
ვახოვახო 0 Posted September 9, 2015 Report Share Posted September 9, 2015 გასულწელს რომ მიიღეს ვერ გავიტანეთო, ამათ ერთ წელიწადში უნდათ ფული იშოვონ,არადა ქარხანა რომელიც შარშან გაიხსნა წელს აღარ იბარებს,რესტორანში შეხვალ და ამთ პროდუქციას რამდენიმე წლის დაძველებით შემოგთავაზებენ ნეტა როდის დააძველეს.წვენი ჩამოასხან,მინერალური ღირს1.20 არ გაიყიდება?მაგრამ ამათ დიდი ფული უნდათ სწრაფად იშოვონ.მთელი წელი გლეხი ვაზს რო უვლის თან ცას შეყურებს სეტყვა არ მოვიდესო ეხლა მოყვანილი ფუჭდება.ცუდად ეხუმრებიან კახეთს. ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted September 10, 2015 Report Share Posted September 10, 2015 გასულწელს რომ მიიღეს ვერ გავიტანეთო, ამათ ერთ წელიწადში უნდათ ფული იშოვონ,არადა ქარხანა რომელიც შარშან გაიხსნა წელს აღარ იბარებს,რესტორანში შეხვალ და ამთ პროდუქციას რამდენიმე წლის დაძველებით შემოგთავაზებენ ნეტა როდის დააძველეს.წვენი ჩამოასხან,მინერალური ღირს1.20 არ გაიყიდება?მაგრამ ამათ დიდი ფული უნდათ სწრაფად იშოვონ.მთელი წელი გლეხი ვაზს რო უვლის თან ცას შეყურებს სეტყვა არ მოვიდესო ეხლა მოყვანილი ფუჭდება.ცუდად ეხუმრებიან კახეთს. გეთანხმები 100 % ბოლო 2 წელიწადშI ყველა ქარხანა გაფართოვდა, მარნები და ჩამომსხმელი ხაზები დაამატეს. ზარალობენ და იმიტომ?? საქმე ისაა რომ 10 ლიმონის ნაცვლად 100 უნდათ რო დარჩეთ! ხსახელმწიფო კიდე ამ განუკითხაობაში არ ერევა და გლეხი იტისკება ისევ. რამე ისეთი მაინც თქვან, ხო ხედავენ რო ვეღარ აბოლებენ ხალხს. მარტივია, ვიანგარიშოთ რამდენი სუფთა ღვინო დგება ამ ვითომცდა დიდი მოსავლიდან და ვნახავთ რა რჩება გაუყიდავი . . ეს კაცი ამბობს სიმართლეს ვისთვის წვალობს გლეხი ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted September 10, 2015 Report Share Posted September 10, 2015 მევენახეობა და მეღვინეობა ერთად რთული საქმეა ცოტა, თორემ 20 ასეთი გლეხი რომ გაერთიანდეს და 150 ტონამდე ყურძენი მოწურონ, ხარისხიანი ღვინო დააყენონ, ვინ დაუდგება წინ? გამოსავალია მხოლოდ კონკურენციის გაზრდაში, რაც მეტი იქნება ღვინის მწარმოებელი, რაც უფრო ხარისხიანი იქნება ღვინო ბაზარზე, უფრო მაღალი ფასი ექნება ყურძენს. მანამდე კი ასეთი ტილაობა იქნება სულ. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted September 10, 2015 Report Share Posted September 10, 2015 1) ღვინის ხარისხის დაცვა სახელმწიფოს მიერ. 2)სწორი რეგლამენტაცია, ადგილწარმოშობების მოწესრიგებადა ყურძნის ხარისხის დიფერენციაცია. 3)კოოპერატივების მიერ ქარხნების(მაფიოზები არიან და დარგი, ღვინის ხარისხი და გლეხი ფეხზე ჰკიდიათ) კონკურენცია ღვინის თავად დაყენების და გაყიდვის გზით. ერთ რამეს დავაკვირდი ზედა ინტერვიუში: ახლავე ჩაიბარონ თორემ დამილპებაო. არადა არ ჩანდა ყურძენი საკმარისად მწიფე. ყველა ყურძენს ერთი ფასი ვერ ექნება. გლეხი ტავად რომ დაწურავს ღვინოს, ყურძნის ხარისხისადმიც სხვა დამოკიდებულება ექნება. პ.ს. ისე რაც მაგ კაცს სისტემური შხამი და ჰერბიციდი უსხია ვენახისთვის, რავარი დასალევია მაგ ღვინო ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted September 10, 2015 Report Share Posted September 10, 2015 პ.ს. ისე რაც მაგ კაცს სისტემური შხამი და ჰერბიციდი უსხია ვენახისთვის, რავარი დასალევია მაგ ღვინო აბაააა ეგა თქვი შენ... ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted September 11, 2015 Report Share Posted September 11, 2015 იმიტოა მეორე დღეს თავი ცათამბჯენის ხელა რომ ხდება და თეთრი რაშით რომ დარბიხარ ზალაში. ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted September 11, 2015 Report Share Posted September 11, 2015 თორNიკე 150 ტონა ყურძენს რომ მიხედო 0-დან, იცი რა თანხები სჭირდება? კრედიტით მეორე წელსვე მისახური გექნება ეგ მარანი. BROWNING ვახო, ჰერბიციდი რომ არ იხმარო და მიწა დაამუშაო სარეველას მოსასპობად, 2-ჯერ გაგეზრდება ხარჯები. დღეს სწორედ მაგ მაფიოზების პირისპირ დატოვა გლეხი მთავრობამ. ელჩი ბიო ჯობია რათქმაუნდა , მარა თუ სუფთა ღვინოს დალევ თავი არ სივდება ძალიან და რაშით სირბილი კი რაოდენობაზეა დამოკიდებული ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted September 11, 2015 Report Share Posted September 11, 2015 ქევხო მართალი ხარ რთულია, მაგრამ ცოტა შეძლებულმა გლეხებმა უნდა იყოჩაღონ და კონკურეცნია გაუწიონ მამაძაღლებს. ადვილი მართლა არაა სამწუხაროდ. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted October 1, 2015 Report Share Posted October 1, 2015 ღვინის დღიურები. გოგი დვალიშვილი. ოჯახური ღვინის მწარმოებელი ხიდისთავიდან. http://vinoge.com/degustacia/Rvinis-dRiurebi-gogi-dvaliSvili-ojaxuri-Rvinis-mwarmoebeli-xidisTavidan ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted October 1, 2015 Report Share Posted October 1, 2015 გლეხმა რა იYოჩაღOს გლეხმა იცის გლეხის საქმე თოხნა შეწამვლა და გასხვლა დანარჩენი გლეხმა რა უნდა იცოდეს ან რა მოეთხოვება თორე ვიდეოში ჩამს იმ გლეხის ნაშრომს რამოდენა მტევნები ესხა ვახ გული დამიმძიმდა თან აქ რო ვხედავ ეს ყველაფერი რა მარტივად და ადვილად მიდის ისეა მოწყობილი გლეხის ღვინო უფრო სწორად ჩამოსასხამი ღვინო მაგას ეძახიან ოჯახის ღვინოებს 2ჯერ და სამეჯერ უფრო ძვირი ღირს ვიდრე ბოთლის მანდ პირიქითაა აქ ყურძნის საკუთარი მეურნეობები აქვთ ან მარტო ზარმაცი გლეხები აბარებენ ... იქნება ეშველოს ხალხს რამე შეთანხმებას მიაღწიონ ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted October 19, 2015 Report Share Posted October 19, 2015 გაუმარჯოთ ღმერთმა. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted October 26, 2015 Report Share Posted October 26, 2015 ნელნელა მაგრამ მაინც არის წარმატება ამ სფეროში. ცოლიკოურისთვის სერიოზული წარმატებაა. ნიკოლაძეების მარანის ცოლიკოური დეკანტერის რჩეულ ღვინოებს შორის მოხვდა. http://vinoge.com/degustacia/nikolaZeebis-maranis-colikouri-dekanteris-rCeul-Rvinoebs-Soris-moxvda ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted November 4, 2015 Report Share Posted November 4, 2015 როგორ ყალიბდებოდა მეღვინეობის კოოპერატივები მე-19 საუკუნის კახეთში. http://vinoge.com/mevenaxeoba/rogor-yalibdeboda-meRvineobis-kooperativebi-me-19-saukunis-kaxeTSi ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.