Gurulo 154 Posted November 16, 2016 Report Share Posted November 16, 2016 გელა მაგხელა მოსავალი არ გვაქვს, ზომაშიც შენი უფრო დიდია, მაგრამ 5 ცალი ასხია და მთელი ოჯახი ველოდებით მის დამწიფებას . ყველას ესხა და მერე ჩამოყარეს ზაფხულში. ვახო, ჩემთან წელს მეტი ასხია, შარშან მგონი მართლა 5_6 ცალი ესხა. ალბათ გახსოვს მაგ ნერგებს შესაბამისი აგროტექნიკაც მოვაყოლე მაშინ. გაუკეთე ყველაფერი როგორც გითხარი? მახსოვს რომ ორმოები კარგი ზომების გაუკეთე და ორგანული სასუქითაც გაუნაყოფიერე. ნეტა რატომ გაასწრო ზომაში აქაურმა? მგონი ვხვდები რატომაც: 1)სანამ ციტრუსის ნერგი ახალია და მსხმოიარობა არ დაუწყია, ზრდის დაჩქარების მიზნით მინერალურ, კომბინირებულ სასუქს ვაძლევთ. ეს სასუქი მიეწოდება თებერვალში და რამდენიმე თვე მუშაობს. თავად სასუქს არ მახსოვს რა ქვია, მაგრამ სტაფილოს ფერია და 50 კილოიანი ტომარა 55-60 ლარი ღირს. ერთ ძირს წელიწადში ერთჯერ თებერვალში დაუყრიან 0,7 კგ-ს და ჩაუთოხნიან. სასწაულად აჩქარებს ზრდას. აღნიშნული სასუქი პირველი ყვავილობის შემდეგაც 0,3 კგ შეიძლება მიეცეს ასევე წელიწადში ერთჯერ, თუმცა ჩვენ ნიშანის მოცემის მერე არანაირ მინერალურ სასუქს აღარ ვაწვდით(მხოლოდ ორგანული). 2) თუკი შენთან ჯერ მოისხა და ზაფხულში ჩამოყარა ნაყოფი მასიურად(5 ცალი შერჩაო ამბობ), ეს მეტყველებს იმაზე, რომ საკვები ნივთიერებები არ ყოფნის. ამისათვის მომავალ წელს ყვავილობის დასაწყისისას მიეცი აზოტი(მინ. სასუქი) ძირზე დაახლოებით 0,5 კგ. ეს სასუქი იმუშავებს დაახლოებით 60 დღე,მწიფე ნაყოფში არ გადავა. ყვავილსაც შეინარჩუნებს და ნაყოფსაც. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted November 18, 2016 Report Share Posted November 18, 2016 აბსოლიტურად ნორმალური დროა ყვავილობისათვის, ოღონდ დასავლეთ საქართველოში, უსაში არ ვიცი რა დროს უნდა ყვავილობდეს. გასაგებია ძამა, მადლობა შენ. კლიმატის პრობლემა არა მაქვს, ძალიან წააგავს გურია-აჭარას აქაურობა, ასე რომ იხარებს ეგ ნერგი. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted November 18, 2016 Report Share Posted November 18, 2016 გელა, გაისად დავკვებავ სერიოზულად პატივით და ნაცარით. წელს ვერ მივაქციეთ ყურადღება. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted November 28, 2016 Report Share Posted November 28, 2016 (edited) Gurulo კიდევ ერთხელ უნდა შეგაწუხო გელა, კითხვა მაქვს. ეს ერთი ჩაის ნერგი გამოიტანს კიდევ ფესვებიდან სხვა ტოტებს და ბუჩქად გადაიქცევა, თუ სხვა ნერგებიც უნდა ჩავურგა გვერდით? Edited November 28, 2016 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted November 28, 2016 Report Share Posted November 28, 2016 Gurulo კიდევ ერთხელ უნდა შეგაწუხო გელა, კითხვა მაქვს. ეს ერთი ჩაის ნერგი გამოიტანს კიდევ ფესვებიდან სხვა ტოტებს და ბუჩქად გადაიქცევა, თუ სხვა ნერგებიც უნდა ჩავურგა გვერდით? გიო, ეგ მცენარე ბუჩქოვანია. მისი ვარჯის ფორმირება ხდება გადაკრეჭვით. რა სიმაღლეზეც გინდა დატოვო მომავალი ბუჩქი, იმ სიმაღლეზე გასხალი. მერე ის ამოიტანს დამატებით ტოტებსაც და ახალიც წამოვა ნიადაგიდან. ზოგადად შეგიძლია მწკრივის ფორმა მისცე ან ნებისმიერი დეკორატიული ფორმა მიაღებინო. ამრავლებენ ჩათესვით(თხილის კეკალს გავს მაგისი ნაყოფი); ნერგს ადრე გაზაფხულზე შებარავენ და აგრეთვე სასუქიც უყვარს ნამეტნავად. თუ რაიმე გაუგებრად დავწერე ან სხვა კითხვები გაქვს, მზადა ვარ გიპასუხო. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted November 28, 2016 Report Share Posted November 28, 2016 ყველაფერი გასაგებად გაქვს ძამა დაწერილი, მადლობა კიდევ. ასე ვქნათ, დავაცადოთ როგორი ზრდა ექნება და ვნახოთ რა გამოვა. სურათები ვერ გადავიღე ვერაფრით კაცო, ზეცა დაბლა ჩამოვიდა ისეთი ამინდებია. თუ თოვლმა არ შეცვალა ეს ამდენი წვიმა, მოგწერთ მერე შუა ოკეანიდან. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted November 29, 2016 Report Share Posted November 29, 2016 ა, კაცი. https://www.facebook.com/bekasnobati/?hc_ref=NEWSFEED ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted December 7, 2016 Report Share Posted December 7, 2016 გელა, შენ ფუთავ ციტრუსს ზამთრობით? ყინვას აცხადებს ჩვენსკენ(ტო ესტ ბაღდათისკენ, თვარა აქ -10ია დღეს ). ალბათ ფეიხოაა ყველაზე მცივანა და ლიმონი ხომ? ფორთოხალი უძლებს ყინვას მანდარინივით? ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted December 8, 2016 Report Share Posted December 8, 2016 გელა, შენ ფუთავ ციტრუსს ზამთრობით? ყინვას აცხადებს ჩვენსკენ(ტო ესტ ბაღდათისკენ, თვარა აქ -10ია დღეს ). ალბათ ფეიხოაა ყველაზე მცივანა და ლიმონი ხომ? ფორთოხალი უძლებს ყინვას მანდარინივით? ვახო, ფორთოხალი და მანდარინი დაახლოებით 7-8 გრადუს ყინვას უძლებს, ლიმონი უფრო ნაკლებს(ძალიან მცირე განსხვავებაა სახეობებს შიგნით ჯიშთა შორის). ცოტა როცა გაქვს შესაფუთი, მაშინ შეფუთო უნდა და დაზღვეული იქნები(მე ვფუთავ გამჭვირვალე მასალით,ცელოფნით, რათა სინათლის სხივმა უპრობლემოდ შეაღწიოს), თუმცა ვისაც დიდი პლანტაციები აქვს, ისინი კრიტიკულ დღეებში გაცვეთილ საბურავებს გაანაწილებენ პლანტაციაში და წვავენ. რაც შეეხება ფეიჰოას, არასოდეს შემიფუთია და არც გამიგია ვინმეს შეეფუთოს. დიდი ალბათობით ფეიჰოა ამათ შორის ყველაზე მეტად ყინვაგამძლეა. ციტირება Link to post Share on other sites
ი ლ უ შ ა 0 Posted December 8, 2016 Report Share Posted December 8, 2016 რაც შეეხება ფეიჰოას, არასოდეს შემიფუთია და არც გამიგია ვინმეს შეეფუთოს. დიდი ალბათობით ფეიჰოა ამათ შორის ყველაზე მეტად ყინვაგამძლეა. კი ნამდვილად, ფეიხოას შეფუთვა არ უნდა, ერთადერთი თუ შეკრავ ტოტებს მავთულით, ცოტა დიდი თოვლი თუ მოვიდა ამტვრევს ტოტებს. ერთხელ მოყინა ჩემთან ფეიხოა და ძალიან ადვილად გადაიტანა, იმ წელს დაფნებიც მოყინა ჩემთან, ძლიერი ყინვები იყო. თუ არის საშვალება შეფუთვაც არ აწყენს, გააჩნია როგორი ყინვები იცის იქ სადაც არის ნერგები.. ციტირება Link to post Share on other sites
ი ლ უ შ ა 0 Posted December 8, 2016 Report Share Posted December 8, 2016 (edited) ... თემის სახელწოდება რომელშიც შედიოდა სოფლები ხიდისთავი, ბასილეთი და მეწიეთი იყო ოცხანა. მდინარე გუბაზეულის ხეობა, ზღვის დონიდან 230 მ. აქ მოდიოდა ვაზის ჯიში ოცხანური საფერე. ჩოხატაურის რაიონი, სოფელში გადის კურორტ ბახმაროსკენ მიმავალი გზა. ნოდარ დუმბაძისა და ანა კალანდაძის სამშობლო. ოცხანური საფერეც თუ გურული ყურძნის ჯიში იყო არ ვიცოდი ... "თვით ჯიშის სახელწოდება ოცხანური საფერე ამჟღავნებს მის სოფ. ოცხანასაგან (გურია) წარმოშობას, ხოლო საფერე მის დანიშნულებას _ ე.ი. მის ვარგისობას სხვა სუსტად შეფერილი ჯიშების ფერის გასაძლიერებლად (შესაფერად). ოცხანური საფერე გავრცელებულია ძირითადად იმერეთის მევენახეობის რაიონებში." http://agrokavkaz.ge/dargebi/mevenakheoba/otskhanuri-saphere-imeruli-vazis-jishi.html Edited December 8, 2016 by ი ლ უ შ ა ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted December 8, 2016 Report Share Posted December 8, 2016 მადლობა, შევფუთე მაინც, პატარებია ჯერ. ლევანის მანდარინებს აღარ ვფუთავ. ილუშა, შეიძლება მასეა ოცხანურის წარმომავლობა, მაგრამ მეტი მტკიცებულებაა საჭირო. რაც თავი მახსოვს მხოლოდ იმერეთში ვიცოდი მაგ ჯიში. ციტირება Link to post Share on other sites
ი ლ უ შ ა 0 Posted December 9, 2016 Report Share Posted December 9, 2016 (edited) ილუშა, შეიძლება მასეა ოცხანურის წარმომავლობა, მაგრამ მეტი მტკიცებულებაა საჭირო. რაც თავი მახსოვს მხოლოდ იმერეთში ვიცოდი მაგ ჯიში. რას გაიგებ ჩვენი დალოცვილი ქვეყნის ამბავს ეგრე მარტივად , გურული ყურძნის ჯიშების ჩამონათვალში არის კლარჯული, აჭარულში კიდევ შავშური, გურული ყურძნის ჯიშებში ასევე წერია მტერედისფეხა და სამეგრელოს ჯიშებში ტოროკუჩი აბსოლიტურად იდენტური ჯიშია და თვითონ სახელიც ერთ და იგივეს ნიშნავს.. არის ძველი კოლხური თხილის ჯიში რომელსაც ეძახიან ბერძნულას. თვითონ ადამიანებიც ზოგჯერ ვამტკიცემთ მე ამ კუთხიდან ვარ შენ იქედან არადა ფესვებს რომ გაყვე და გამოიკვლიო შეიძლება რაც ხშირ შემთხვევაში ეგრეა სულ სხვა კუთხიდან იყოს წამოსული. შიდა მიგრაცია ძალიან ხშირი იყო ჩვენ ქვეყანაში შემოსევების გამო და სხვა მიზეზების გამოც, მაგრა მაგალითად გურიაში, იმერეთში და აჭარაშიც უმეტესობა თუ არა ძალიან ბევრი გვარი გადმოსულია მესხეთიდან, ტაო–კლარჯეთ–შავშეთიდან. მაგალითად არის ქართლში ჯიში თაკვერი, ზოგი იძახის თავკვერიო რომ დალევ კვერი მოგხვდება თავშიო და მაგიტომ ქვიაო :D.. მოკლედ ძველ რაჭის საერისთაოს ისტორიულად ერქვა თაკვერი, ყველაზე რეალურად ეს სახელი უკავშირდება სწორედ რაჭას. ასევე ქართლში არის ჯიში მეჯვრისხევის საფერავი იგივე ხომასურიათ საფერავი და ეს ხომასურიძეები ჩამოსულან რაჭიდან და წამოუღიათ თან სწორედ ეს ვაზი. მაგალითად ჩხავერი გურულები ვიჩემებთ მარტო ჩვენიაო არა და დღევანდელ თურქეთში, ლაზეთის ტერიტორიაზე ისევეა ჩხავერი როგორც გურიაში და ძველი კოლხური ჯიშია. არაფერი გასაკვირი არ არის ამაში .. ძალიან დიდი ისტორიის ქვეყანა ვართ... გურულებს რომ კითხო ლაზებთან და მეგრელებთან არაფერი კავშირი აქვთ არა და უძველესი კოლხეთია მთელი გურია, ჯუმათი ლაზურად ნიშნავს საძმოს, ჯიხეთი ლაზურად ნიშნავს ციხე–სიმაგრეს, მდინარეების სახელები და უმრავლესი სოფლებისაც არის ლაზურ ენაზე და ამის გაგონებაც კი არ უნდათ ბევრ გურულს... მარამ ფაქტი ჯიუტია... ძველად როცა გადასახლდებოდნენ თავიანთი სახლეულიდან მიქონდათ ხოლმე თავიანთი საყვარელი ჯიშები.. ადვილი შესაძლებელია ოცხანურის ამბავიც ეგრე იყოს... Edited December 9, 2016 by ი ლ უ შ ა ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted December 9, 2016 Report Share Posted December 9, 2016 კარგი კაცი. ზურაბ თოფურიძე, იბერიელი - მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (20) http://www.vinoge.com/ ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted December 27, 2016 Report Share Posted December 27, 2016 Gurulo შეგაღონეთ შეკითხვებით ე.წ. "ქვისლები" რუისელმა. ძამა, რამდენ გრადუს ყინვას უჩლებს ჩაის ნერგი? ყინავს ბიჯო ღამით და კარდონის ყუთს ვაფარებ. არ ვაკეთებ რამეს სწორად? ხილზე და ვაზზე რაც გინდა მკითხე, გაქანებული ქართლელი ვარ, ვერ ვერკვევი რა მოგყავთ მაგ დახატულ მხარეში და ამიტომ გაწუხებ. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted December 28, 2016 Report Share Posted December 28, 2016 Gurulo შეგაღონეთ შეკითხვებით ე.წ. "ქვისლები" რუისელმა. ძამა, რამდენ გრადუს ყინვას უჩლებს ჩაის ნერგი? ყინავს ბიჯო ღამით და კარდონის ყუთს ვაფარებ. არ ვაკეთებ რამეს სწორად? ხილზე და ვაზზე რაც გინდა მკითხე, გაქანებული ქართლელი ვარ, ვერ ვერკვევი რა მოგყავთ მაგ დახატულ მხარეში და ამიტომ გაწუხებ. არანაირი პრობლემა!!! B) რაია ძამა მოსარიდებელი?! ახლა რაშია საქმე: დასავლეთ საქართველოს მაღალტენიან ჰავაში ჩაის ნერგი უძლებს -14-15 გრადუსს. ერთი-ორი გრადუსით უფრო დაბალი ტემპერატურა ყინავს ვარჯის მწვანე ფოთოლს და ძირი უძლებს(მერე გაზაფხულზე ამოიყრის ისევ). უკვე -20 გრადუსი მცენარეს ყინავს ძირიანად. თუ შენს ზონაში ისეთივე ჰავაა როგორიც მაგალითად, ჩვენს სუბტროპიკებში, მაშინ იგივე იქნება კრიტიკული ტემპერატურების ზღვარი, თუ უფრო მეტად ტენიანი ჰავაა შენთან, მაშინ ნაკლებ ყინვას გაუძლებს, ხოლო თუ ნაკლებია ტენიანობა ჩვენთან შედარებით, მაშინ ფაქტიურად -20 გრადუსი არაა კრიტიკული შენი ჩაის ნერგისათვის. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted December 28, 2016 Report Share Posted December 28, 2016 გაიხარე გურულო. გადავრჩით მეგობრებო მე და აჭარული ჩაის ნერგი და ეგაა. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 22, 2017 Report Share Posted January 22, 2017 გასხლვის ტექნიკა. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 9, 2017 Report Share Posted April 9, 2017 დედაჩემის, ჩემი ძმის და ჩემს მიერ, დაარსდა ოჯახური მარანი''ბაღდათის მამულები''. წელს ივნის-ივლისში ვაპირებთ ჩამოვასხათ პირველი ბოთლი ღვინო. ჩვენი ვენახი უკვე მერვე წელია მუშავდება ბიოდინამიკური პრინციპების დაცვით(არა სისტემურ შესაწამლ პრეპარატებს და არა სინთეზურ სასუქებს). ჯერჯერობით ჩამოისხმება 2016 წლის მოსავლის ცოლიკოურ-ციცქა-კრახუნა. მომავალი წლიდან ალბათ ცოლიკოურიც და კიდევ იქეთ თუ მშვიდობა გვექნა ძელშავი და ოცხანური საფერე. გათვლა გვაქვს მცირე მასშტაბზე მაგრამ ძალიან მაღალ ხარისხზე და შესაბამის ფასზე. ვნახოთ რა გამოვა.... ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 9, 2017 Report Share Posted April 9, 2017 წარმატებები ძმაო. ბევრმა იცის რომ კარგი მეგობრობა გვაქვს ორივეს და ორივე ვაფრენთ ვაზზე. ისე როგორ იქნება შენი ღვინო არ გავსინჯოთ ერთად და მერე "ჩიტი გვრიტი მოფრინავდა" რომ არ დავაჭექოთ. ბარაქა ვახტანგ. P.S.ორი დღე კიდევ შტერი ამინდები იქნება და მერე უნდა ვეცე ჩემს ხეივანს გასასხლავად. ტვინი წაიღო ამდენმა წვიმამ და ქარმა კაცო. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted April 10, 2017 Report Share Posted April 10, 2017 დედაჩემის, ჩემი ძმის და ჩემს მიერ, დაარსდა ოჯახური მარანი''ბაღდათის მამულები''. წელს ივნის-ივლისში ვაპირებთ ჩამოვასხათ პირველი ბოთლი ღვინო. ჩვენი ვენახი უკვე მერვე წელია მუშავდება ბიოდინამიკური პრინციპების დაცვით(არა სისტემურ შესაწამლ პრეპარატებს და არა სინთეზურ სასუქებს). ჯერჯერობით ჩამოისხმება 2016 წლის მოსავლის ცოლიკოურ-ციცქა-კრახუნა. მომავალი წლიდან ალბათ ცოლიკოურიც და კიდევ იქეთ თუ მშვიდობა გვექნა ძელშავი და ოცხანური საფერე. გათვლა გვაქვს მცირე მასშტაბზე მაგრამ ძალიან მაღალ ხარისხზე და შესაბამის ფასზე. ვნახოთ რა გამოვა.... წარმატებები ,ბაღდათის მამულებს,, B) B) ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted April 10, 2017 Report Share Posted April 10, 2017 მაგარია ძალიან!!! :yes: წარმატებები თქვენს წამოწყებას!!! ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 10, 2017 Report Share Posted April 10, 2017 მადლობა და ვნახოთ სადამდე გავქაჩავთ. გეგმები და იდეები იცოცხლეთქვა ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted April 10, 2017 Report Share Posted April 10, 2017 BROWNING კარგი საქმეა ! ღმერთმა ხელი მოგიმართოდ ვახო !! ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted April 11, 2017 Report Share Posted April 11, 2017 წარმატებები ვახო, ასეთი მარნები თუ გააკეთებს საქმეს და გააცნობს ნამდვილ ქართულ ღვინოს მსოფლიოს, თორემ ქარხნებს ნაგავი გააქვთ ყველგან . ალბად მოვა დრო და მეც მაგ გზას დავადგები ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.