Jump to content
Club-Monadire.Ge

სოფლის მეურნეობა


Recommended Posts

გელა მაგხელა მოსავალი არ გვაქვს, ზომაშიც შენი უფრო დიდია, მაგრამ 5 ცალი ასხია და მთელი ოჯახი ველოდებით მის დამწიფებას :e025: . ყველას ესხა და მერე ჩამოყარეს ზაფხულში.

ვახო, ჩემთან წელს მეტი ასხია, შარშან მგონი მართლა 5_6 ცალი ესხა.

ალბათ გახსოვს მაგ ნერგებს შესაბამისი აგროტექნიკაც მოვაყოლე მაშინ.

გაუკეთე ყველაფერი როგორც გითხარი?

 

მახსოვს რომ ორმოები კარგი ზომების გაუკეთე და ორგანული სასუქითაც გაუნაყოფიერე.

ნეტა რატომ გაასწრო ზომაში აქაურმა?

მგონი ვხვდები რატომაც:

1)სანამ ციტრუსის ნერგი ახალია და მსხმოიარობა არ დაუწყია, ზრდის დაჩქარების მიზნით მინერალურ, კომბინირებულ სასუქს ვაძლევთ.

ეს სასუქი მიეწოდება თებერვალში და რამდენიმე თვე მუშაობს.

თავად სასუქს არ მახსოვს რა ქვია, მაგრამ სტაფილოს ფერია და 50 კილოიანი ტომარა 55-60 ლარი ღირს.

ერთ ძირს წელიწადში ერთჯერ თებერვალში დაუყრიან 0,7 კგ-ს და ჩაუთოხნიან. სასწაულად აჩქარებს ზრდას.

აღნიშნული სასუქი პირველი ყვავილობის შემდეგაც 0,3 კგ შეიძლება მიეცეს ასევე წელიწადში ერთჯერ, თუმცა ჩვენ ნიშანის მოცემის მერე არანაირ მინერალურ სასუქს აღარ ვაწვდით(მხოლოდ ორგანული).

 

2) თუკი შენთან ჯერ მოისხა და ზაფხულში ჩამოყარა ნაყოფი მასიურად(5 ცალი შერჩაო ამბობ), ეს მეტყველებს იმაზე, რომ საკვები ნივთიერებები არ ყოფნის.

ამისათვის მომავალ წელს ყვავილობის დასაწყისისას მიეცი აზოტი(მინ. სასუქი) ძირზე დაახლოებით 0,5 კგ. ეს სასუქი იმუშავებს დაახლოებით 60 დღე,მწიფე ნაყოფში არ გადავა. ყვავილსაც შეინარჩუნებს და ნაყოფსაც.

Link to post
Share on other sites
  • Replies 496
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

იმ დღეს ელჩს ვეუბნებოდი და მერე პატრიარქის ქადაგებაშიც იგივე ვნახე დღეს: ყველა ემიგრანტმა(ყოველმა მეორემ მაინც) საკუთარი მამა-პაპისეული კარ-მიდამო რომ ააღორძინოს, მიწიან-ეზოიანად, მაგრად დაგვეტყობა. თ

ყოჩაღ გელა, ძალიან მაგარია.

ბარაქა გელა. ჩემთანაც დაამყნეს კალმით და კაი პირი უჩანსო. მე ჯერ არ მისინჯავს კალმით მყნობა. კვირტით კარგად გამომდის, ასევე ვენახის მწვანედ მყნობა.

Posted Images

აბსოლიტურად ნორმალური დროა ყვავილობისათვის, ოღონდ დასავლეთ საქართველოში, უსაში არ ვიცი რა დროს უნდა ყვავილობდეს. :hi:

 

გასაგებია ძამა, მადლობა შენ.

 

კლიმატის პრობლემა არა მაქვს, ძალიან წააგავს გურია-აჭარას აქაურობა, ასე რომ იხარებს ეგ ნერგი.

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

Gurulo

 

კიდევ ერთხელ უნდა შეგაწუხო გელა, კითხვა მაქვს.

 

 

ეს ერთი ჩაის ნერგი გამოიტანს კიდევ ფესვებიდან სხვა ტოტებს და ბუჩქად გადაიქცევა, თუ სხვა ნერგებიც უნდა ჩავურგა გვერდით?

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

Gurulo

 

კიდევ ერთხელ უნდა შეგაწუხო გელა, კითხვა მაქვს.

 

 

ეს ერთი ჩაის ნერგი გამოიტანს კიდევ ფესვებიდან სხვა ტოტებს და ბუჩქად გადაიქცევა, თუ სხვა ნერგებიც უნდა ჩავურგა გვერდით?

 

 

გიო, ეგ მცენარე ბუჩქოვანია. მისი ვარჯის ფორმირება ხდება გადაკრეჭვით.

რა სიმაღლეზეც გინდა დატოვო მომავალი ბუჩქი, იმ სიმაღლეზე გასხალი. მერე ის ამოიტანს დამატებით ტოტებსაც და ახალიც წამოვა ნიადაგიდან.

ზოგადად შეგიძლია მწკრივის ფორმა მისცე ან ნებისმიერი დეკორატიული ფორმა მიაღებინო.

ამრავლებენ ჩათესვით(თხილის კეკალს გავს მაგისი ნაყოფი); ნერგს ადრე გაზაფხულზე შებარავენ და აგრეთვე სასუქიც უყვარს ნამეტნავად.

 

თუ რაიმე გაუგებრად დავწერე ან სხვა კითხვები გაქვს, მზადა ვარ გიპასუხო. :hi:

Link to post
Share on other sites

ყველაფერი გასაგებად გაქვს ძამა დაწერილი, მადლობა კიდევ.

 

ასე ვქნათ, დავაცადოთ როგორი ზრდა ექნება და ვნახოთ რა გამოვა.

 

სურათები ვერ გადავიღე ვერაფრით კაცო, ზეცა დაბლა ჩამოვიდა ისეთი ამინდებია.

 

თუ თოვლმა არ შეცვალა ეს ამდენი წვიმა, მოგწერთ მერე შუა ოკეანიდან. :e025:

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

გელა, შენ ფუთავ ციტრუსს ზამთრობით? ყინვას აცხადებს ჩვენსკენ(ტო ესტ ბაღდათისკენ, თვარა აქ -10ია დღეს :alfons: ). ალბათ ფეიხოაა ყველაზე მცივანა და ლიმონი ხომ?

 

ფორთოხალი უძლებს ყინვას მანდარინივით?

Link to post
Share on other sites

გელა, შენ ფუთავ ციტრუსს ზამთრობით? ყინვას აცხადებს ჩვენსკენ(ტო ესტ ბაღდათისკენ, თვარა აქ -10ია დღეს :alfons: ). ალბათ ფეიხოაა ყველაზე მცივანა და ლიმონი ხომ?

 

ფორთოხალი უძლებს ყინვას მანდარინივით?

ვახო, ფორთოხალი და მანდარინი დაახლოებით 7-8 გრადუს ყინვას უძლებს, ლიმონი უფრო ნაკლებს(ძალიან მცირე განსხვავებაა სახეობებს შიგნით ჯიშთა შორის).

 

ცოტა როცა გაქვს შესაფუთი, მაშინ შეფუთო უნდა და დაზღვეული იქნები(მე ვფუთავ გამჭვირვალე მასალით,ცელოფნით, რათა სინათლის სხივმა უპრობლემოდ შეაღწიოს), თუმცა ვისაც დიდი პლანტაციები აქვს, ისინი კრიტიკულ დღეებში გაცვეთილ საბურავებს გაანაწილებენ პლანტაციაში და წვავენ.

 

რაც შეეხება ფეიჰოას, არასოდეს შემიფუთია და არც გამიგია ვინმეს შეეფუთოს. დიდი ალბათობით ფეიჰოა ამათ შორის ყველაზე მეტად ყინვაგამძლეა.

Link to post
Share on other sites

 

 

რაც შეეხება ფეიჰოას, არასოდეს შემიფუთია და არც გამიგია ვინმეს შეეფუთოს. დიდი ალბათობით ფეიჰოა ამათ შორის ყველაზე მეტად ყინვაგამძლეა.

 

 

კი ნამდვილად, ფეიხოას შეფუთვა არ უნდა, ერთადერთი თუ შეკრავ ტოტებს მავთულით, ცოტა დიდი თოვლი თუ მოვიდა ამტვრევს ტოტებს. ერთხელ მოყინა ჩემთან ფეიხოა და ძალიან ადვილად გადაიტანა, იმ წელს დაფნებიც მოყინა ჩემთან, ძლიერი ყინვები იყო. თუ არის საშვალება შეფუთვაც არ აწყენს, გააჩნია როგორი ყინვები იცის იქ სადაც არის ნერგები..

Link to post
Share on other sites

... თემის სახელწოდება რომელშიც შედიოდა სოფლები ხიდისთავი, ბასილეთი და მეწიეთი იყო ოცხანა. მდინარე გუბაზეულის ხეობა, ზღვის დონიდან 230 მ. აქ მოდიოდა ვაზის ჯიში ოცხანური საფერე. ჩოხატაურის რაიონი, სოფელში გადის კურორტ ბახმაროსკენ მიმავალი გზა. ნოდარ დუმბაძისა და ანა კალანდაძის სამშობლო.

 

ოცხანური საფერეც თუ გურული ყურძნის ჯიში იყო არ ვიცოდი ...

 

 

"თვით ჯიშის სახელწოდება ოცხანური საფერე ამჟღავნებს მის სოფ. ოცხანასაგან (გურია) წარმოშობას, ხოლო საფერე მის დანიშნულებას _ ე.ი. მის ვარგისობას სხვა სუსტად შეფერილი ჯიშების ფერის გასაძლიერებლად (შესაფერად). ოცხანური საფერე გავრცელებულია ძირითადად იმერეთის მევენახეობის რაიონებში."

 

http://agrokavkaz.ge/dargebi/mevenakheoba/otskhanuri-saphere-imeruli-vazis-jishi.html

Edited by ი ლ უ შ ა
Link to post
Share on other sites

მადლობა, შევფუთე მაინც, პატარებია ჯერ. ლევანის მანდარინებს აღარ ვფუთავ.

 

ილუშა, შეიძლება მასეა ოცხანურის წარმომავლობა, მაგრამ მეტი მტკიცებულებაა საჭირო. რაც თავი მახსოვს მხოლოდ იმერეთში ვიცოდი მაგ ჯიში.

Link to post
Share on other sites

 

ილუშა, შეიძლება მასეა ოცხანურის წარმომავლობა, მაგრამ მეტი მტკიცებულებაა საჭირო. რაც თავი მახსოვს მხოლოდ იმერეთში ვიცოდი მაგ ჯიში.

 

 

რას გაიგებ ჩვენი დალოცვილი ქვეყნის ამბავს ეგრე მარტივად :), გურული ყურძნის ჯიშების ჩამონათვალში არის კლარჯული, აჭარულში კიდევ შავშური, გურული ყურძნის ჯიშებში ასევე წერია მტერედისფეხა და სამეგრელოს ჯიშებში ტოროკუჩი აბსოლიტურად იდენტური ჯიშია და თვითონ სახელიც ერთ და იგივეს ნიშნავს.. არის ძველი კოლხური თხილის ჯიში რომელსაც ეძახიან ბერძნულას. თვითონ ადამიანებიც ზოგჯერ ვამტკიცემთ მე ამ კუთხიდან ვარ შენ იქედან არადა ფესვებს რომ გაყვე და გამოიკვლიო შეიძლება რაც ხშირ შემთხვევაში ეგრეა სულ სხვა კუთხიდან იყოს წამოსული. შიდა მიგრაცია ძალიან ხშირი იყო ჩვენ ქვეყანაში შემოსევების გამო და სხვა მიზეზების გამოც, მაგრა მაგალითად გურიაში, იმერეთში და აჭარაშიც უმეტესობა თუ არა ძალიან ბევრი გვარი გადმოსულია მესხეთიდან, ტაო–კლარჯეთ–შავშეთიდან. მაგალითად არის ქართლში ჯიში თაკვერი, ზოგი იძახის თავკვერიო რომ დალევ კვერი მოგხვდება თავშიო და მაგიტომ ქვიაო :D.. მოკლედ ძველ რაჭის საერისთაოს ისტორიულად ერქვა თაკვერი, ყველაზე რეალურად ეს სახელი უკავშირდება სწორედ რაჭას. ასევე ქართლში არის ჯიში მეჯვრისხევის საფერავი იგივე ხომასურიათ საფერავი და ეს ხომასურიძეები ჩამოსულან რაჭიდან და წამოუღიათ თან სწორედ ეს ვაზი. მაგალითად ჩხავერი გურულები ვიჩემებთ მარტო ჩვენიაო არა და დღევანდელ თურქეთში, ლაზეთის ტერიტორიაზე ისევეა ჩხავერი როგორც გურიაში და ძველი კოლხური ჯიშია. არაფერი გასაკვირი არ არის ამაში .. ძალიან დიდი ისტორიის ქვეყანა ვართ... გურულებს რომ კითხო ლაზებთან და მეგრელებთან არაფერი კავშირი აქვთ არა და უძველესი კოლხეთია მთელი გურია, ჯუმათი ლაზურად ნიშნავს საძმოს, ჯიხეთი ლაზურად ნიშნავს ციხე–სიმაგრეს, მდინარეების სახელები და უმრავლესი სოფლებისაც არის ლაზურ ენაზე და ამის გაგონებაც კი არ უნდათ ბევრ გურულს... მარამ ფაქტი ჯიუტია... :) ძველად როცა გადასახლდებოდნენ თავიანთი სახლეულიდან მიქონდათ ხოლმე თავიანთი საყვარელი ჯიშები.. ადვილი შესაძლებელია ოცხანურის ამბავიც ეგრე იყოს...

Edited by ი ლ უ შ ა
Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

Gurulo

 

შეგაღონეთ შეკითხვებით ე.წ. "ქვისლები" რუისელმა. :d030:

 

 

ძამა, რამდენ გრადუს ყინვას უჩლებს ჩაის ნერგი?

 

ყინავს ბიჯო ღამით და კარდონის ყუთს ვაფარებ.

 

არ ვაკეთებ რამეს სწორად?

 

ხილზე და ვაზზე რაც გინდა მკითხე, გაქანებული ქართლელი ვარ, ვერ ვერკვევი რა მოგყავთ მაგ დახატულ მხარეში და ამიტომ გაწუხებ. :*

Link to post
Share on other sites

Gurulo

 

შეგაღონეთ შეკითხვებით ე.წ. "ქვისლები" რუისელმა. :d030:

 

 

ძამა, რამდენ გრადუს ყინვას უჩლებს ჩაის ნერგი?

 

ყინავს ბიჯო ღამით და კარდონის ყუთს ვაფარებ.

 

არ ვაკეთებ რამეს სწორად?

 

ხილზე და ვაზზე რაც გინდა მკითხე, გაქანებული ქართლელი ვარ, ვერ ვერკვევი რა მოგყავთ მაგ დახატულ მხარეში და ამიტომ გაწუხებ. :*

 

 

არანაირი პრობლემა!!! B) რაია ძამა მოსარიდებელი?!

 

 

ახლა რაშია საქმე: დასავლეთ საქართველოს მაღალტენიან ჰავაში ჩაის ნერგი უძლებს -14-15 გრადუსს. ერთი-ორი გრადუსით უფრო დაბალი ტემპერატურა ყინავს ვარჯის მწვანე ფოთოლს და ძირი უძლებს(მერე გაზაფხულზე ამოიყრის ისევ).

უკვე -20 გრადუსი მცენარეს ყინავს ძირიანად.

 

თუ შენს ზონაში ისეთივე ჰავაა როგორიც მაგალითად, ჩვენს სუბტროპიკებში, მაშინ იგივე იქნება კრიტიკული ტემპერატურების ზღვარი, თუ უფრო მეტად ტენიანი ჰავაა შენთან, მაშინ ნაკლებ ყინვას გაუძლებს, ხოლო თუ ნაკლებია ტენიანობა ჩვენთან შედარებით, მაშინ ფაქტიურად -20 გრადუსი არაა კრიტიკული შენი ჩაის ნერგისათვის.

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...
  • 2 months later...

დედაჩემის, ჩემი ძმის და ჩემს მიერ, დაარსდა ოჯახური მარანი''ბაღდათის მამულები''. წელს ივნის-ივლისში ვაპირებთ ჩამოვასხათ პირველი ბოთლი ღვინო. ჩვენი ვენახი უკვე მერვე წელია მუშავდება ბიოდინამიკური პრინციპების დაცვით(არა სისტემურ შესაწამლ პრეპარატებს და არა სინთეზურ სასუქებს). ჯერჯერობით ჩამოისხმება 2016 წლის მოსავლის ცოლიკოურ-ციცქა-კრახუნა. მომავალი წლიდან ალბათ ცოლიკოურიც და კიდევ იქეთ თუ მშვიდობა გვექნა ძელშავი და ოცხანური საფერე. გათვლა გვაქვს მცირე მასშტაბზე მაგრამ ძალიან მაღალ ხარისხზე და შესაბამის ფასზე. ვნახოთ რა გამოვა....

Link to post
Share on other sites

წარმატებები ძმაო.

 

ბევრმა იცის რომ კარგი მეგობრობა გვაქვს ორივეს და ორივე ვაფრენთ ვაზზე.

 

ისე როგორ იქნება შენი ღვინო არ გავსინჯოთ ერთად და მერე "ჩიტი გვრიტი მოფრინავდა" რომ არ დავაჭექოთ.

 

ბარაქა ვახტანგ.

 

P.S.ორი დღე კიდევ შტერი ამინდები იქნება და მერე უნდა ვეცე ჩემს ხეივანს გასასხლავად.

 

ტვინი წაიღო ამდენმა წვიმამ და ქარმა კაცო.

Link to post
Share on other sites

დედაჩემის, ჩემი ძმის და ჩემს მიერ, დაარსდა ოჯახური მარანი''ბაღდათის მამულები''. წელს ივნის-ივლისში ვაპირებთ ჩამოვასხათ პირველი ბოთლი ღვინო. ჩვენი ვენახი უკვე მერვე წელია მუშავდება ბიოდინამიკური პრინციპების დაცვით(არა სისტემურ შესაწამლ პრეპარატებს და არა სინთეზურ სასუქებს). ჯერჯერობით ჩამოისხმება 2016 წლის მოსავლის ცოლიკოურ-ციცქა-კრახუნა. მომავალი წლიდან ალბათ ცოლიკოურიც და კიდევ იქეთ თუ მშვიდობა გვექნა ძელშავი და ოცხანური საფერე. გათვლა გვაქვს მცირე მასშტაბზე მაგრამ ძალიან მაღალ ხარისხზე და შესაბამის ფასზე. ვნახოთ რა გამოვა....

წარმატებები ,ბაღდათის მამულებს,, B) B)

Link to post
Share on other sites

წარმატებები ვახო, ასეთი მარნები თუ გააკეთებს საქმეს და გააცნობს ნამდვილ ქართულ ღვინოს მსოფლიოს, თორემ ქარხნებს ნაგავი გააქვთ ყველგან .

 

ალბად მოვა დრო და მეც მაგ გზას დავადგები

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...