Jump to content
Club-Monadire.Ge

სოფლის მეურნეობა

Recommended Posts

გელა, მანდარინის კაინის გაყავისფრება და გაუხეშება რისი ბრალია? მხოლოდ ერთ ძირზე აქვთ პრობლემა.

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...
  • Replies 496
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

იმ დღეს ელჩს ვეუბნებოდი და მერე პატრიარქის ქადაგებაშიც იგივე ვნახე დღეს: ყველა ემიგრანტმა(ყოველმა მეორემ მაინც) საკუთარი მამა-პაპისეული კარ-მიდამო რომ ააღორძინოს, მიწიან-ეზოიანად, მაგრად დაგვეტყობა. თ

ყოჩაღ გელა, ძალიან მაგარია.

ბარაქა გელა. ჩემთანაც დაამყნეს კალმით და კაი პირი უჩანსო. მე ჯერ არ მისინჯავს კალმით მყნობა. კვირტით კარგად გამომდის, ასევე ვენახის მწვანედ მყნობა.

Posted Images

On 11.12.2018 at 6:27 PM, BROWNING said:

გელა, მანდარინის კაინის გაყავისფრება და გაუხეშება რისი ბრალია? მხოლოდ ერთ ძირზე აქვთ პრობლემა.

ვახო, მახსოვს წერდი მგონი სოკოვანი აქვსო...

სოკოვანი დაავადება არ უნდა იყოს მგონი... 

შეიძლება ითქვას, რომ  სოკოვანი დაავადების დროს 95%-ში ნაყოფი დაცვივდებოდა...

რადგან ნაყოფი შეინარჩუნა(არ ჩამოცვივდა) და სიმპტომები მხოლოდ ნაყოფის კანის გაუხეშება-გაყავისფერებაში გამოიხატება, შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ორი-სამი შეწამლვა უშველის მაგ დაავადებას.

მცენარეთა დაცვის მაღაზიაში უნდა მოითხოვოს ნაყოფის "ლაქის" საწინააღმდეგო პრეპარატი.

ზუსტი დასახელება არ ვიცი წამლისა, თუმცა გურიაში "ლაქის საწინააღმდეგო წამალს" ვეძახით.

იწამლება პირველად ადრე გაზაფხულზე, მეორედ ყვავილობისას და მესამედ ნაყოფს რომ გამოიღებს.

პ.ს. მაგ ავადობით დაავადებული ნაყოფის ჭამა აბსოლუტურად უსაფრთხოა ადამიანისათვის.

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

ასე ადრე საგაზაფხულო მყნობა ცხოვრებაში არ გამიკეთებია.

არადა დააკვირდით კვირტებს, მცენარემ გაღვიძება დაიწყო.

იძულებული გავხდი მყნობა დამეწყო...

თუ რამე გამოვა ამ საქმიდან, გაზაფხულზე მოგახსენებთ.

Link to post
Share on other sites
On 01/02/2019 at 3:19 PM, Gurulo said:

ასე ადრე საგაზაფხულო მყნობა ცხოვრებაში არ გამიკეთებია.

არადა დააკვირდით კვირტებს, მცენარემ გაღვიძება დაიწყო.

იძულებული გავხდი მყნობა დამეწყო...

თუ რამე გამოვა ამ საქმიდან, გაზაფხულზე მოგახსენებთ.

ჩვენსკენ ცოტა ადრეა.

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...
  • 1 month later...
On 04.02.2019 at 10:22 PM, BROWNING said:

ჩვენსკენ ცოტა ადრეა.

ზამთრის არარსებობის გამო წელს მყნობა 2 თებერვალს გავაკეთე.

აგერ შედეგები:

2bbce47ec154.jpg

4a09282ebdda.jpg

2eba85195ccb.jpg

8e40e3cba10a.jpg

1b872b82aa62.jpg

Link to post
Share on other sites

ბარაქა გელა. ჩემთანაც დაამყნეს კალმით და კაი პირი უჩანსო. მე ჯერ არ მისინჯავს კალმით მყნობა. კვირტით კარგად გამომდის, ასევე ვენახის მწვანედ მყნობა.

Link to post
Share on other sites
  • 4 months later...
  • 1 month later...

უჟანგავი ფოლადის სადუღრები და ღვინის შესანახი ჭურჭელი დეფიციტშია. ბოთლი დეფიციტშია (ქსანის ქარხანა დაიხურა და უძვირესი გახდა შემოტანილი ბოთლი). კორპის საცობზე წარწერა პორტუგალიაში უნდა გაკეთდეს.....აბა რას აკეთებს ბიზნესი საქართველოში?!

Link to post
Share on other sites
On 13.09.2019 at 1:06 AM, BROWNING said:

გელა, შენი საკმიელა როგორაა?

ვახო,  მაპატიე ძმაო პასუხის დაგვიანება(ახლა ვნახე შენი პოსტი).

საკმიელა ცოცხალია ... ვუვლი, ვწამლავ, ნიადაგს ვუნოყიერებ, მაგრამ ვერა რაააა...

წელს ნიშანი ჰქონდა, არ შეირჩინა. ..

ვფიქრობ ნიადაგი არაა  შესაბამისი...

ნიადაგის ანალიზის გაკეთებაა უპრიანი. 

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...

იმ დღეს ელჩს ვეუბნებოდი და მერე პატრიარქის ქადაგებაშიც იგივე ვნახე დღეს: ყველა ემიგრანტმა(ყოველმა მეორემ მაინც) საკუთარი მამა-პაპისეული კარ-მიდამო რომ ააღორძინოს, მიწიან-ეზოიანად, მაგრად დაგვეტყობა. თავისი ვისაც არ აქვს, კაპიკებად იყიდება სოფლებში მიწაც და სახლს-კარიც. როდისმე ხომ ჩამოვლენ და დახვდებათ გამთბარი ბუდე. ქვეყანაც იხეირებს.

Link to post
Share on other sites

მეოცე წელია წამოსული ვარ და ერთი მტკაველი მიწა არ გამიყიდია, პირიქით, კიდევ დავიმატე ნაკვეთები.

დიდი ბაღები მაქვს რუისში, მამაჩემი ვეღარ უვლის, ჩემს უმცროს ძმას რა უნდა, თვითონაც არ იცის, სხვა გზა აღარ იყო და გავაქირავე, ისეთებს მივეცი, ძალიან მაგრად რომ მოუვლიან.

მე არაფერი მინდა, ჩემს მშობლებს მისცემენ თანხას.

ახლა ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან, ორნაირი ლეღვი მაქვს, ოქროსფერმა თავი გაიგიჟა, ძალიან გაძლიერდა და იმდენს ისხამს, დავბერე მეზობლები და ნაცნობები ლეღვით, ბლომად მურაბა გავაკეთე, კარგია ზამთარში ბუხრის პირას ჩაისთან ერთად. აი მეორე ძირი დამეჩაგრა, ეს მუქი ყავისფერია, როგორც იქნა წელს ნორმალურად მოისხა, მაგრამ ბევრმა ნაყოფმა დამწიფება ვერ მოასწრო.

ასეთ რამეს ვაპირებ, ავაჭრა ჯანმრთელი ყლორტი ამ ყავისფერს და დავამყნო იმ ძლიერ ოქროსფერზე. ტექნიკურად ყველაფერი ვიცი როგორ უნდა გაკეთდეს, მაგრამ ვადებში ვიჭედები, არ ვიცი როდის იქნება საუკეთესო დრო დამყნობისთვის.ვფიქრობ გაზაფხულზე კვირტის გამოტანას რომ დაიწყებს ორივე, ე მაშინ შევაჯვარო.

თქვენ რას ფიქრობთ და რას მირჩევთ?

Link to post
Share on other sites
22 hours ago, გიორგი said:

გიორგი, ლეღვი არასოდეს დამიმყნია, ამიტომ ცუდი მრჩეველი ვარ ალბათ.

თუ ლეღვიც ისეთივე ძირითად პრინციპებს ექვემდებარება მყნობაში, როგორც სხვა ხეხილი, მაშინ მყნობა უნდა ჩაატარო იმ დროს, როცა მცენარეს გაზაფხულზე ახალდაწყებული აქვს წყლის აღება...

ჩემის მოკლე ჭკუით, ნამყნობ ტოტებზე ნაყოფს ოქროსფერს მიიღებ, ხოლო საძირემ თუ დამოიღო, ნაყოფი ყავისფერი ექნება.

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

ვეძებ ყურძნის იმერული წითელი ჯიშის- მგალობლიშვილის ნერგებს ან კვირტებს მომავალი წლისთვის.

Link to post
Share on other sites
  • 5 months later...
  • 1 month later...

ასეთი ცუდი წელი ვენახისთვის არ მახსოვს. ვერ კრეფ, წვიმს, თან ალპობს, თან შაქარი დაბალი აქვს.

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

გელა შენმა ფორთოხლებმა და გრეიფრუტებმა აიშვეს. ლევანის მანდარინებს წელს ცოტა ასხია, მაგრამ დიდი ზომები.

ბაგ1.JPEG

ბაგ3.JPEG

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

გელა, ესაა, ლიმონს, ფორთოხალს და გრეიფრუტს ჰგავს. გემოთიც იგივე მსგავსებაა. კაი რამეა, მაგრამ სახელი არ ვიცი.

20211226_144313.jpg

20220107_150248.jpg

20220107_150305.jpg

20220107_150333.jpg

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...