BROWNING 343 Posted September 2, 2017 Report Share Posted September 2, 2017 ესაა რეალობა. ღორადქცეული ბიუროკრატია. ნეპოტიზმი, დღევანდელი კვერცხით კუჭის ამოყორვა სხვის ხარჯზე. რატომ ტოვებს წარმატებული ფერმერი ნიქოზის ბაღებს. https://bpn.ge/biznesi/37627-ratom-tovebs-tsarmatebuli-fermeri-niqozis-baghebs.html?lang=ka-GE ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 343 Posted October 22, 2017 Report Share Posted October 22, 2017 ჩემი გარებიძაშვილები- კოოპერატივი მშვილდი + ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 343 Posted October 25, 2017 Report Share Posted October 25, 2017 აბა ჰე, კახელებო.. Saperavi World Prize 2017 http://www.vinoge.com/degustacia/Saperavi-World-Prize-2017 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 343 Posted October 25, 2017 Report Share Posted October 25, 2017 Труды Съезда виноградовладельцев и виноградарей Кахетии в г. Телаве в 1899 году. http://www.vinoge.com/Trudy-Sezda-vinogradovladelcev-i-vinogradarey-Kahetii-v-g-Telave-v-1899-godu ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted October 26, 2017 Report Share Posted October 26, 2017 წელს კარგი მოსავალი მქონდა. ავიღე და პაპაჩემი როგორც აკეთებდა, დირბულას დავამატე ე.წ. "ადესა", ამათ ენაზე კონკორდი ჰქვია. მეუბნებოდა ახალგაზრდა როცა ვიყავი, მარტო დირბულათი არ დათვრეო, თორემ გაგაფრენინებსო და ვერ აიტანო. ვნახოთ რა გამოვა?! დუღილი დაიწყო. 300 ლიტრამდე გამომივა სუფთა წვენი. დავაბრადიაგებ ყველა ნაცნობს, მარტო მე მაგის დამლევი ვერა ვარ. მოვიდნენ დასახმარებლად ახლობლები და 3 საათში მომიკრიფეს ხეივანი. როგორც წესი გვაქვს ქართველებს რთველში რაც უნდა ვქნათ, გამზადებული მქონდა ყველაფერი. ბურვაკის ორივე ნეკნების მხარე დამარინადებული დავუშვი წალამზე, წინა ღამით ჩაქაფული გავაკეთე "იმითი" ჩვენ რომ ვიცით, წიწილები ბაჟეში და ქალების ამბავი ხომ იცით, ათასი ხარახურა დაყარეს სუფრაზე, ადგილი რომ აღარ დარჩა, ხაჭაპურები ჭერზე გავაკარით. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 152 Posted April 6, 2018 Report Share Posted April 6, 2018 წლევანდელი(თებერვლის ბოლოს) ნამყენებია. იმედია, რომ დავაჟკაცდებიან და მოსავლითაც გამახარებენ. ალუჩა მსხალი ვაშლი(კვირტი სანაყოფე ამიღია და აჰა იყვავილა კიდეც) ბალი(ორი კვირტი_ ორი სხვადასხვა ჯიში) ბალი(საადრიო) ვაშლი(ზაფხულის) ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 343 Posted April 6, 2018 Report Share Posted April 6, 2018 ყოჩაღ გელა, ძალიან მაგარია. 1 ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted April 8, 2018 Report Share Posted April 8, 2018 დამიჭაშნიკა და მჟავეაო. მჟავე თუ მწარეთქო ვკითხე : ორივეო გადაბრუნებისას მუხის ნახშირი ჩავყარე ქვაბში. საოცარი ეფექტური აღმოჩნდა. ჭაჭის გემო თითქმის არააქვს. არც გამიზავებია ,60 გრადუსიანი სპირტმზომი მაქვს და რო ჩავდე რიყის ქვასავით ჩავარდა ფსკერზე 1 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 343 Posted April 9, 2018 Report Share Posted April 9, 2018 ყოჩაღ დემეტრეს. ავთო ნახშირი ძალიან შველის, რახის ზეთებს იხვეჭს. ზოგადად ქართველებს გამოხდის კულტურა ასამაღლებელი გვაქვს, ხშირად ჩვენს ჭაჭაში ხან ეთილაცეტატის მაღალი დოზაა, ხანაც მეთანოლის, რახის ზეთებზე არაფერს ვამბობ. უპირველესად გამოსახდელი მასალა უნდა იყოს კარგი ხარისხის, მერე ტემპერატურული რეჟიმი, მერე გაციების სისტემა, მერე მსუბუქი და მძიმედ აქროლადი ფრაქციების განცალკავება ძირითადი მასიდან. მოკლედ უნდა ვისწავლოთ. გერმანელებს, ავსტრიელებს, ფრანგებს, უნგრელებს, მაღალ დონეზე აქვთ აყვანილი არაყის გამოხდის ტექნიკა. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 343 Posted April 9, 2018 Report Share Posted April 9, 2018 ეს დავრგეთ ბაღდათში. ვინმეს გაქვთ ეზოში, რა ხილია? https://fr.wikipedia.org/wiki/Kumquat ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 152 Posted April 9, 2018 Report Share Posted April 9, 2018 (edited) 4 hours ago, BROWNING said: ეს დავრგეთ ბაღდათში. ვინმეს გაქვთ ეზოში, რა ხილია? https://fr.wikipedia.org/wiki/Kumquat https://funtime.ge/meba-is-rchevebi/post/95859-kalamondini---kidev-erti-gemrieli-tsitrusi ყინვებს როგორ გადაიტანს ეზოში ვახო?! Edited April 9, 2018 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 343 Posted April 9, 2018 Report Share Posted April 9, 2018 ამბობენ ყინვაგამძლეაო. ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted April 10, 2018 Report Share Posted April 10, 2018 ჩანდლერის ჯიშის ნიგოზზე ვის რა ინფორმაცია გაქვთ ან არის რაიმე კონკურენტი ჯიშ რომელიც უკეთ მოერგება საქართველოს მაღალ მთიანს +1200 მეტრზე ვგულისხმობ მადლობა ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 152 Posted April 10, 2018 Report Share Posted April 10, 2018 19 minutes ago, gube said: ჩანდლერის ჯიშის ნიგოზზე ვის რა ინფორმაცია გაქვთ ან არის რაიმე კონკურენტი ჯიშ რომელიც უკეთ მოერგება საქართველოს მაღალ მთიანს +1200 მეტრზე ვგულისხმობ მადლობა მთაში არ ვიცი და ბარში აშენებს ხალხი ჩანდლერს. გურიაში რამდენიმე კერძო მეურნეობაა, რომელმაც გეზი სწორედ მაგ ჯიშზე აიღო. 1 ციტირება Link to post Share on other sites
gube 20 Posted April 11, 2018 Report Share Posted April 11, 2018 On 2018-4-10 at 9:56 AM, Gurulo said: მთაში არ ვიცი და ბარში აშენებს ხალხი ჩანდლერს. გურიაში რამდენიმე კერძო მეურნეობაა, რომელმაც გეზი სწორედ მაგ ჯიშზე აიღო. მადლობა გურულო სამომავლო ფიქრებ გეგმები გვაქ მაგასთან დაკავშირებით და თან ნაკვეთეიც საკმარისი გვაქვს ოღონდ მაღლა რაჭაში და არ ვიცი იქ რამდენად გაამართლებს სიცივესთან მიმართებაში და თან იმდენად ახალია საქართველოში ნაკლებადაა ვრცელი ინფორმაცია მადლობა ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 343 Posted April 11, 2018 Report Share Posted April 11, 2018 ზოგადად უცხოეთში გამოსული ხალხი საქართველოს სოფლის მეურნეობაში თუ ფულს დააბანდებს ძალიან კარგი იქნება. არ შეიძლება ერთი სანტიმეტრი მიწაც კი გამოუყენებელი იყოს. ჰოდა დიდი ბიზნესის აწყობას თუ ვერ გავწვდებით მიწა მაინც შევუნარჩუნოთ ქვეყანას. მიწა(განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო) არის ჩვენი სტრატეგიული მნიშვნელობის ფასეულობა. უცხოელზე მიწის(სასოფლო-სამეურნეო) გაყიდვა უნდა აიკრძალოს. 1 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 343 Posted April 11, 2018 Report Share Posted April 11, 2018 "კახეთს ვერ დავეწევით, მაგრამ მეღვინეობას ისეთი პირი უჩანს, რომ ქედაში კიდევ უფრო აღორძინდება" - მეღვინეობა მთიან აჭარაში https://allwine.ge/ka/blog/kaxets-ver-davewevit-magram-mervineobas-iseti-piri-ucans-rom-qedasi-kidev-ufro-arorzindeba-mervineoba-mtian-awarasi_1569/ ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 343 Posted November 14, 2018 Report Share Posted November 14, 2018 15 დეკემბერს ქუთაისში ბუნებრივი ღვინის ფესტივალია. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 152 Posted November 30, 2018 Report Share Posted November 30, 2018 ქართული ლიმნის პირველი მოსავალი ვახო, შენთან რა ქნა ლიმონმა, მოისხა? 1 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 343 Posted November 30, 2018 Report Share Posted November 30, 2018 8 hours ago, Gurulo said: ქართული ლიმნის პირველი მოსავალი ვახო, შენთან რა ქნა ლიმონმა, მოისხა? ლიმონებს ცოტა გაუჭირდათ. მანდარინმა და ფორთოხალმა მოისხა. ორი ძირი ლიმონი გამიხმა მიუხედავად იმისა რომ შეფუთული მქონდა. 1 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 343 Posted November 30, 2018 Report Share Posted November 30, 2018 ერთ ძირ დიდ მანდარინს(ლევანისას) ნაყოფი აქვს სულ ყავისფერი (გარედან) , უხეში კანით. ალბათ სოკოვანი დაავდებაა. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 152 Posted November 30, 2018 Report Share Posted November 30, 2018 2 hours ago, BROWNING said: ლიმონებს ცოტა გაუჭირდათ. მანდარინმა და ფორთოხალმა მოისხა. ორი ძირი ლიმონი გამიხმა მიუხედავად იმისა რომ შეფუთული მქონდა. გამოგიგზავნო ლიმნის ნერგი? ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 343 Posted December 2, 2018 Report Share Posted December 2, 2018 On 30/11/2018 at 4:10 PM, Gurulo said: გამოგიგზავნო ლიმნის ნერგი? ახლა თუ გაზაფხულზე? ორი-სამი ძირის ადგილზე მეტი არ მაქვს მაინც გელა. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 152 Posted December 3, 2018 Report Share Posted December 3, 2018 (edited) 11 hours ago, BROWNING said: ახლა თუ გაზაფხულზე? ორი-სამი ძირის ადგილზე მეტი არ მაქვს მაინც გელა. დარგვის პერიოდი დაახლოებით თებერვლის მეორე ნახევარშია ბრატუხა. ზამთრის ყინვები რომ ნაკლებად აწვება, ეეეე იმ პერიოდისათვის. შეხსენება დამჭირდება მხოლოდ(მახსოვრობა მღალატობს ამ ბოლოს და ამიტომ მინდა შეხსენება). Edited December 3, 2018 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 343 Posted December 4, 2018 Report Share Posted December 4, 2018 მადლობა გელა, თუ გადავწყვიტე შემოგეხმიანები. 1 ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.