Jump to content
Club-Monadire.Ge

სოფლის მეურნეობა

Recommended Posts

  • 9 months later...
  • Replies 496
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

იმ დღეს ელჩს ვეუბნებოდი და მერე პატრიარქის ქადაგებაშიც იგივე ვნახე დღეს: ყველა ემიგრანტმა(ყოველმა მეორემ მაინც) საკუთარი მამა-პაპისეული კარ-მიდამო რომ ააღორძინოს, მიწიან-ეზოიანად, მაგრად დაგვეტყობა. თ

ყოჩაღ გელა, ძალიან მაგარია.

ბარაქა გელა. ჩემთანაც დაამყნეს კალმით და კაი პირი უჩანსო. მე ჯერ არ მისინჯავს კალმით მყნობა. კვირტით კარგად გამომდის, ასევე ვენახის მწვანედ მყნობა.

Posted Images

რაღაც შესაბამის თემას ვერ მივაგენი და აქ დავდებ.

მგონი საინტერესოა

რაზე საუბრობენ ქვევრის დამღები

რას წარმოადგენს ქვევრის დამღა?

გიორგი ბარისაშვილი....

რას წარმოადგენს ქვევრის დამღა?

დამღა ერთგვარი ნიშანია, რომელსაც მექვევრე თავის ნახელავს პირზე ასვამს გამოწვამდე. უნდა აღინიშნოს, რომ დამღა საქართველოში არა მხოლოდ ქვევრებს, არამედ მეთუნეობის სხვა ნაკეთობებსაც უკეთდებოდა, როგორებიცაა: კრამიტი, აგური, თონე, სხვადასხვა ჭურჭელი. თიხის ჭურჭლისა თუ სხვა ნაკეთობების დამღებით დანიშვნა ჩვენში არქაული დროიდან იღებს სათავეს. დამღათა ყველაზე დიდი მრავალფეროვნება და სიმრავლე სწორედ ქვევრებზე გვხვდება, განსაკუთრებით კი ჩვენი ისტორიის ბოლო პერიოდის - XIX-XX სს-ში დამზადებულ ქვევრებზე. დამღის საბეჭდავი, რომელიც უძველესი დროიდან გვხვდება საქართველოს ტერიტორიაზე, შესაძლოა დამზადებული იყოს თიხისგან, ასევე ხისგან და რკინისგან. მექვევრე ოსტატი თავის ნახელავს დამღას მაშინ უკეთებს, როდესაც ქვევრის შენება სრულდება და ქვევრის პირი ჯერ კიდევ სველია. ძალზე იშვიათად დამღა გვხვდება არა ქვევრის პირზე, არამედ მის ყელზე და მხრებზეც.

დამღა - ხარისხის ნიშანი?

ალბათ, საინტერესოა, რა შინაარსია ჩადებული ქვევრის დამღით დანიშვნაში. საქმე ისაა, რომ ქვევრის დამღა წარმოადგენს ერთგვარ ხარისხის ნიშანს. ამით მექვევრე ოსტატი აკეთებს განაცხადს იმაზე, რომ მისი ნახელავი არის ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქტი, რომელსაც იგი „ხელმოწერით", ანუ საკუთარი დამღით ადასტურებს. დამღის საბეჭდავი, რომელიც ეკუთვნოდა მექვევრეს, მის შვილზე ან შვილიშვილზე ავტომატურად არამც და არამც არ გადადიოდა, მით უმეტეს, თუ დამღაზე მექვევრის ინიციალები იყო გამოსახული. ყოველ მექვევრეს თავის ნახელავზე დამღის დასმის უფლება თავადვე უნდა მოეპოვებინა საკუთარი შრომით. მართალია, ქართული ქვევრების უმეტესობას არ გააჩნია არავითარი დამღა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ასეთი ქვევრები უხარისხოა.

წერნაქი და ამონაკაწრი

ხშირად ქვევრზე გვხვდებ არა საბეჭდავით დასმული დამღა, არამედ წერნაქით შესრულებული წარწერა, თუმცა არა ქვევრის პირზე, არამედ მის ტანზე. ამგვარი წარწერები, საკმაოდ იშვიათად, გვხვდება, მაგალითად, ქსნის ხეობაში, კონკრეტულად სოფელ ცხავათში დამზადებულ ქვევრებზე, ეს სოფელი განთქმული იყო ქვევრების დამზადებით (ამჟამად ეს ადგილი ოკუპირებულია). ცხავათურ ქვევრებზე, გარდა იმისა, რომ ისინი უმთავრესად გარედან მთლიანადაა მოხატული, გვხვდება წარწერებიც, სადაც ვკითხულობთ მექვევრის სახელს, ან ქვევრის გასაყიდ ფასსაც კი. გარდა წერნაქით შესრულებული წარწერებისა, ქართულ ქვევრებზე ვხვდებით ამონაკაწრ ნიშნულებსაც. ამგვარ ამონაკაწრებს, როგორც სხვა შემთხვევებში, თავად მექვევრე აკეთებს ქვევრის პირზე. უმთავრეს შემთხვევებში ამონაკაწრებით გადმოცემულია მექვევრის ინიციალები ან მისი სახელი და გვარი.

ქვევრის დამღები დღეს

თუ არ ჩავთვლით მხოლოდ ერთ მექვევრეს სოფ. მაქათუბანში (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, ზალიკო ბოჟაძე), ქართულ ქვევრებს დღეს დამღები აღარ უკეთდება. არადა ნამდვილად საწყენია, რომ საქართველოში ეს დიდებული ტრადიცია დავიწყებას მიეცეს, რადგან, როგორც აღინიშნა, მას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს ქართულ მეთუნეობაში. დღეს საქართველოში დღის წესრიგში დადგა ქვევრების წარმოების აღორძინება და გაფართოება, რადგან ქართულ ქვევრებზე შექმნილმა დიდმა მოთხოვნილებამ შიდა თუ უცხოეთის ბაზარზე ქვევრის, როგორც უნიკალური საღვინე ჭურჭლის დეფიციტი გამოიწვია. ამიტომაც დიდად სავარაუდოა, რომ ჩვენში ქვევრების წარმოება აღორძინდება და ამგვარად შინამრეწველობის ეს დარგი ფართო ხასიათს მიიღებს, რაც თავისთავად გამოიწვევს ქვევრის დამღების გაჩენის აუცილებლობასაც. ქვევრზე დამღების დატანის პასიურობას აქვს თავისი მეორე მხარეც. კერძოდ, საკითხავია ბოლო პერიოდში დამზადებული ქვევრების ხარისხი, რითაც ხშირ შემთხვევაში ვერ დავიკვეხნით. ზოგიერთ შემთხვევაში ქვევრებს აკლია გამოწვა; ზოგჯერ მათ აქვთ ბზარები, რომლებსაც მექვევრეები ცემენტის ხსნარითა და თიხაფხვნილით ნიღბავენ; ზოგჯერ საქვევრე თიხა აღებულია არატრადიციული ადგილიდან, რომელიც გამოცდილი არაა; ზოგჯერ საქვევრე თიხა მოტანის შემდეგ არ გადის სათანადო დამუშავებას და დახარისხებას და სხვ. თავისთავად ცხადია, რომ მექვევრე, რომელიც ქვევრს სპეციალურად დააკლებს გამოწვას ან საქვევრე თიხას არასათანადოდ დაამუშავებს, შეეცდება თავის ნახელავზე „ხელმოწერა" არ დატოვოს. სამწუხაროა, მაგრამ ეს დიდი პრობლემაა ქართული შინამრეწველეობის დარგის - მექვევრეობის რეალობაში.

ქვევრის დამღების სახეები

ცხადია, საინტერესოა, თუ რა არის გამოსახული ქართული ქვევრების დამღებზე. როგორც თავში აღინიშნა, საქართველოში საქმე გვაქვს დამღების საკმაო მრავალფეროვნებასთან. ქვევრის დამღებზე გამოსახულია: მექვევრის ინიციალები; სახელი და გვარი; ცალკეულად მექვევრის ან მხოლოდ სახელი ან მხოლოდ გვარი; ბორჯღალი; ჯვარი; დამზადების წელი; დამზადების ადგილი ან სოფლის შემოკლებული სახელი; რაიმე გეომეტრიული ფიგურა ან ორნამენტი; რაიმე სიმბოლო და სხვ. მექვევრეთა გვარ-სახელებიდან ქვევრებზე გვხვდება: ისიდორე ჩუბინიძე, სარდიონ ჩუბინიძე, ექვთიმე ჩუბინიძე, იოსებ ჩუბინიძე, სოლომან ჩუბინიძე, ელიზბარ ჩინჩალაძე, ანდრო ხვთისოშვილი, თამაზ მალა..., ზაქარია ხახიძე, სარიმან კაპანაძე, ივანე კაპანაძე, ლუკა კაპანაძე, დარისპან კაპანაძე, ლევან ...სძე, ვანო ყორღანაშვილი, ვანო სოზაშვილი, ვასო ყარაულაშვილი, იოანე, კაცია, იონა მათიაშვილი, ილია მათიაშვილი... დამღებზე ხშირად ვხვდებით ჯვრებსაც, რაც გვაფიქრებინებს, რომ ასეთი ქვევრები საეკლესიო მარნებიდანაა ან მათში საზედაშე ღვინოს აყენებდნენ. თუმცა ჯვრიანი ქვევრები ჩვეულებრივი, ოჯახური ღვინის დასაყენებლადაც გამოიყენებოდა. გვხვდება როგორც ჩვეულებრივი, პროპორციული ჯვრები, ისე შემკული და სტილიზებული ჯვრებიც. მრავალფეროვნებით გამოირჩევა ასევე სტილიზებული ბორჯღალებიც. ამ მხრივ, და საერთოდ დამღების სიმრავლით კახეთია გამორჩეული. ჩვენს მიერ ამგვარი სტილიზებული ბორჯღალების ათამდე ვარიაციაა მიკვლეული. რაც შეეხება სოფლის დასახელებებს დამღებზე, ამ მხრივ ჯერჯერობით ორი დამღა მოგვეპოვება - „შროშა" და „ჩხირ", რომელიც დიდად სავარაუდოა, რომ მექვევრეობით განთქმული სოფლის ჩხიროულას შემოკლებული სახელი იყოს.

ქვევრის დამღებზე ხშირად გვხვდება მექვევრის ინიციალებიც, რომელთა „გაშიფვრაც" უმეტეს შემთხვევაში არ ხერხდება, მაგალითად: ლ.ნ.თ 1914, ნ.მ., დ.კ., ისა, ე.მ... იყო შემთხვევა, როდესაც ზემო იმერეთის სოფელ ტყემლოვანაში ჩვენს მიერ მიკვლეულ იქნა ქვევრის პირის ნატეხი, რომელსაც გააჩნდა ერთადერთი ასო ამონაკაწრის სახით - „დ". როგორც გავარკვიეთ, ეს ინიციალი ეკუთვნოდა ამ სოფლის მკვიდრს - დავით კაპანაძეს, როემლიც იყო მექვევრე და გასული საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა ამავე სოფელში. ჩვენს მიერ საინგილოში, ერთ-ერთ ქართულ ოჯახში აღმოჩენილია ბორჯღალისა და ასევე ორი ნახევარწრის (ცხენის ნალის) მოყვანილობის დამღები. ძალიან საინტერესო დამღა აღმოვაჩინეთ სოფელ სკრაში, ტაძრის ეზოში, რომელსაც „სვასტიკის" მოყვანილობა ჰქონდა.

დასკვნის სახით

დამღების არსებობა ქვევრებზე და მათი მრავალფეროვნება მექვევრეობის დარგის განვითარების მაღალ დონეზე მიუთითებს ჩვენს ქვეყანაში. როგორც აღინიშნა, მექვევრის მიერ თავის ნახელავზე დამღის გაკეთება ერთგვარი განაცხადია, რომ ქვევრის გამკეთებელი არის ოსტატი და მას დასამალი არაფერი აქვს! დამღიანი ქვევრები აღმოსავლეთ საქართველოში და განსაკუთრებით კი კახეთში თითქმის ყველა ოჯახში გვხვდება, თუმცა, სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში ამგვარი ქვევრის ამჟამინდელმა მეპატრონეებმა, როგორც წესი, ამის შესახებ არაფერი იციან... არადა ამგვარი ქვევრები უკვე რელიქვიას წარმოადგენენ და მათი განსაკუთრებული მოვლა და დაცვაა საჭირო. თავისთავად ცხადია, ყველასათვის ნათელი იქნება: დამღიანი ქვევრი ავტომატურად იმას არ ნიშნავს, რომ მასში ხარისხიანი ღვინო დადგება. სასურველი იქნება, რომ ქართველ მექვევრეებს, ქვევრის შეძენისას თუ შეკვეთისას, თითოეული ჩვენგანი შეახსენებს და სთხოვს, რომ მათ თავადაც აღადგინონ ეს მივიწყებული ტრადიცია, რაც მათ საქმიანობას ერთიორად მოუმატებს პრესტიჟს. ეს კი, თავის მხრივ, უთუოდ დადებითად იმოქმედებს შინამრეწველობის ისეთი მნიშვენლოვან დარგზე, როგორიც მექვევრეობაა.

მცხეთა, 2013 წ.

წყარო http://24saati.ge/index.php/category/style/wine/2013-03-10/36365

post-5-0-96476200-1362815490_thumb.jpg

Edited by დავითი
Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

ქევხო, ეს მართალია? თუ ჟურნალისტის გადაჭარბებაა.

http://geo.palitratv.ge/akhali-ambebi/sazogadoeba/29173-qchven-gvezareba-da-meti-araferiq-kakhethis-ori-realoba-qmersedesebiq-da-indoelebi.html

Link to post
Share on other sites

BROWNING

რა ხდება ვახო იცი? კომპენსაცია ზოგმა მართლაც ისეთი თანხა მიიღო რომ მანქანაც იყიდა და მიწაც დაამუშავა, გამორიცხულია მხოლოდ მანქანა ეყიდა, ანუ თანხები ისეთი იყო ძალიან მევრ შემთხვევაში რომ ნაკვეთებს არ სჭირდებოდა მაგდენი. ბევრ ოჯახს კომპენსაციაც რომ არ მიეღო თავის ნაკვეთებს მაინც უპრობლემოდ დაამუშავებდა და იმ ფულით რაც უნდოდა ის ქნა. ზოგმა ოპერაცია გაიკეთა, სიცოცხლე გადაირჩინა, ნაკვეთი დარჩა ისე. ანუ მანქანების ტემა გადაჭარბებულია და ასე ცალსახად არ შეიძLება ამ საკითხის გაშუქება.

აი რაც შეეხება ინდოელების და არაბების მიერ მიწის ნაკვეთების დიდი რაოდენობიტ ყიდვის ფაქტებს ეგ მასეა და ურფო უარაესადაც ვიდერე მაგ სიუჟეტშია. საგარეჯოში 5000 ჰა მიჰყიდეს მარტო ერთს, ტიპები მგონი სახლში რეკავენ და ეუბნებიან - მამი ოაზისი ვიყიდეთო.

ქართველი გლეხი ზარმაცი რომ არაა კი იცი შენ ეგ

ქევხო გეთანხმები, ირანელებს უზარმაზარი ტერიტორიები აქვთ ნაყიდი თბილისის ზღვასთან. არც ერთი ნორმალური ქვეყანა არ ყიდის მიწას, წყალს და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებს. ჩვენ კი ეს რა უბედურება გვჭირს. :karochera:

Link to post
Share on other sites

ჩემს სოფელში სიცოცხლე დუღდა. იქ ჩასვლას არაფერი ჯობდა. აქეთ ჩაი და ყაჭი (აბრეშუმის ჭია), იქეთ ციტრუსი. ღუღუნებდა სოფელი, ნადი იმართებოდა. მეზობლები ერთამანეთს ხელს უმართავდნენ. მანდარინის კრეფაზე მამას თავისი სამსახურის მეგობრები ჩაყავდა. მივლინება დასავლეთ საქართველოში :drinks: შრომობდნენ და ერთობოდნენ. ჩვენ დიდი სანათესაო გვყავს. ნოემბრის ერთი დღე გვქონდა არჩეული. ჩემი ბებია და ბაბუას ოჯახი ძალიან სტუმართმოყვარე იყო. ყველას უხაროდა მათთან ჩასვლა. ხოდა, იმ დღისთვის ვინ საიდან არ მივემართებოდით ჩემი სოფლისკენ. საოცარი დღეები იყო.

.. და დღეს :karochera: წელში გაწყვეტილია სოფელი. ბევრი საშრომი და ცოტა შემოსავალი... მაგრამ მაინც იხტიბარს არ იტეხავენ, შრომობენ, შრომობენ დაუღალავად ჩემი გურულები და გულში იუმორს ინარჩუნებენ და საღეზე ღიმილს. :*

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

გამაგებინეთ რაშია საქმე.

ერთი თვეა რაც ყოველნაირად გამაძღარ მიწაში ჭოპორტის პომიდვრის თესლები ჩავფალი და დღემდე წვერიც კი არ გამოუჩენიათ.

ერთი ჩემი ძამასი არ იყვეს, ამ საკითხში, მეც კაი "ჩაინიკი" ვარ და იქნებ მირჩიოთ რამე. :d030:

ნამეტანი დამავალებთ პასუხის შემთხვევაში და მერე პატივისცემა ჩემზე იყვეს.

გიორგი, სოფლის მეურნეობის დიდად არაფერი გამეგება, მაგრამ მინახავს რომ ჯერ პატარა ქოთნებში პავიდრის ჩითილები გამოყავთ და მერე გადარგავენ ხოლმე.

Link to post
Share on other sites

paraskeva

მთლად ჟანგიანი "ჩაინიკი" არ გეგონო ეკატერინე. :d030:

"ემალიროვანნი" ვაარ. :d030:

მზიან ადგილზე მაქვს, წყალი არ აკლია და სითბო.

ვფიქრობ თესლი ხომ არ არის გაპარულითქო.

შარშანდელი კაი გადამწიფე-გასიებული, ანუ ადვილი რომ იყვეს, ბენდუქიძისნაირი პომიდვრიდან ავიღე თესლი.

მამალი, ან უშვილო ხომ არ გამოდგა ეგ მაინტერესებს.

არადა მართლა სერიოზულად ვკითხულობ.

უიმე. მომიკვდეს თავი! მაგი არც მიკადრებია შენთვის ! :*:*:*

Link to post
Share on other sites

ეს წავილითხე ოპორტის პამიდორზე------"ჩვენ როდესაც ვატანთ თესლებს - აუცილებლად ვაცნობებთ ფერმერს ამი ყოველივეს შესახებ. რადგან ყოფილა შემტხვევა როდესაც ქუტაისის რომელიმე სოფელში ძალიან კარგი მოსავალი მიუღიათ და მერე ის წაუღია ვიღაცას კახეთში თუ იმერეთის სხვა რაიონში და არ მოსულა სათანადო მოსავალი."

Link to post
Share on other sites

გამაგებინეთ რაშია საქმე.

ერთი თვეა რაც ყოველნაირად გამაძღარ მიწაში ჭოპორტის პომიდვრის თესლები ჩავფალი და დღემდე წვერიც კი არ გამოუჩენიათ.

ერთი ჩემი ძამასი არ იყვეს, ამ საკითხში, მეც კაი "ჩაინიკი" ვარ და იქნებ მირჩიოთ რამე. :d030:

ნამეტანი დამავალებთ პასუხის შემთხვევაში და მერე პატივისცემა ჩემზე იყვეს.

ზრასტი ძამა! :hi:

თესლი თუ არ გაღვივდა მიზეზები შეიძლება იყოს: უვარგისი თესლი, არასამრავლი თესლი, სითბოს ნაკლებობა, ნესტის ნაკლებობა.

თუ პირველი მიზეზია მაშინ ქე ხვდები რაც უნდა გააკეთო: ვიკრასიტ ი ვიბრასიტ. :alfons:

მეორე მიზეზის არსი მდგომერეობს იმაში, რომ არსებობს სათესი მასალა(აქაც გვხვდება), რომელიც იყიდება მხოლოდ ერთჯერადი მოხმარებისათვის, ანუ მხოლოდ პირველ ჯერზე გაღვივდება-ამოვა-იყვავილებს-ნაყოფს მოგვცემს... მისგან აღებული ახალი სათესლე კი შემდეგ ჯერზე არაფრით აღარ იხარებს: თუ ასეთი მასალა გაქვს ტოჟე ვიკრასიტ ი ვიბრასიტ;

თუ ზემოთაღწერილი შემთხვევები გამორიცხულია, ადრე გაზაფხულზე მზის ენერგიის არასაკმარისობის პირობებში თესლი ითესება კარგად დამუშავებულ ნიადაგზე და შემდეგ მიწის დათესილი მონაკვეთი იხურება პატარა სათბურით(მიწიდან 20 სმ სიმაღლე საკმარისია). პოლიეთილენით გადახურვა საკმარისია.

პერიოდულად ესაჭიროება კარგად მორწყვა.

თუ მზის აქტივობა საკმარისია, მაშინ სათბური აღარაა საჭირო, ოღონდ საკმარისად უნდა ირწყვებოდეს...

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ღამითაც არ უნდა ციოდეს, რათა გაღვივება ინტენსიურად წავიდეს;

არის კიდევ ერთი მიზეზი თესლის არამოსვლისა, ესაა მღრრნელები და სხვა მავნებლები(მაგ. თაგვი, მახრა, თხუნელა და ა.შ.)_ თუ ისინი იჩითებიან, შეიძლება პირი ჩაიტკბარუნეს ჭოპორტის პომიდვრის თესლით;

მათთან საბრძოლველად იყენებენ სხვადასხვა შხამებს(გასათვალისწინებელია შხამის ტიპი_ნიადაგს არ უნდა აბინძურებდეს).

პ.ს. თუ დარჩენილი გაქვს თესლი მაშინ მოიქეცი შემდეგნაირად: ოთახის პირობებში ფანჯარასთან დადევი ლამბაქი, მასზე დაასხი წყალი ძირი რომ მოფაროს და დააყარე თესლი, თესლი ნახევრად დაფარული უნდა იყოს სითხით(პერიოდულად დაამატე წყალი როცა ჩაშრება). რამდენიმე დღეში შეატყობ რომ თესლები ,,გაიპო" და პატარა ღვივმა დაიწყო თავის გამოყოფა.

ასე საწყისად გაღვივებული თესლი ფრთხილად დათესე, ისე რომ ღვივები არ დაატეხო(უკეთესია თუ თავები ზემოთ ექნებათ). ამით დააჩქარებ გაღვივების პროცესს.

ხო: დათესვის სიღრმესაც აქვს მნიშვნელობა: ღრმად არ ითესება გაითვალისწინე.

თუ რაიმე გაუგებრად დავწერე, გამოუშვი პოსტები :*

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

paraskeva

:* :* :*

Gurulo

WOW, მაგარი წერილია, საღოლ ძამა. :yes: :yes:

ყურადღებით წავიკითხე და მომიწია ნელნელა მიზეზების გამოკლება, დამრჩა მხოლოდ ტემპერატურა.

მართალი ხარ, ღამით ჯერჯერობით ისევ სიცივეა.

დღისით თუ ავიდა 30-ზე, ღამით 5-მდე ჩამოდის.

გამოდის რომ ზრდის პროცესი ჩერდება, ე მაგი იქნება პრობლემა.

გადავახურებ აბა ცელოფანს და ვნახოთ რას იზავს.

ასევე ლამბაქზეც ვცდი.

მადლობის მეტი რა მეთქმის, გეიხარე ძამა. :friends:

Link to post
Share on other sites

მეგობარმა ჩამოიტანა პომიდორის თესლი რომელიც ტონაზე მეტს ისხამს 9 თვის განმავლობაშიო.არ მჯერა ზღაპრების მარა ფოტოც მაჩვენა.გენომოდიფიცირებული პომიდორია აშკარად.უკვე ჩავთესეთ 3 ცალი და ვნახოთ რა შედეგებს მოგვცემს. :scratchchin:

fde91fcf7201.jpg

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

სად ხარ გურულო?

შენი მეთოდებით ვისარგებლე ძამა და დაიწყეს ამოსვლა.

შავ სქელ ცელოფანს ვაფარებ ხოლმე ღამით, ვაჩერებ შუადღის 11-12საათამდე, რომ რაც შეიძლება მეტი სითბო შთანთქას და დღისით ჰაერზე ვტოვებ.

აწი დათბება და აღარ დაგვჭირდება ცელოფანი, მთავარია წამოყვეს თავი მიწიდან და ძლიერდებიან ნელნელა.

ხოშიანად წამოვიდა საქმე, ჭოპორტინსკის კაი ნიგვზიანი სალათა და მწვანე მწნილი ჩემზეა ძამა. :e025:

ცოტა დაკავებული ვარ რამდენიმე დღეა ძამა!

ორი-სამი დღეც და ჩვეულ რეჟიმში ვიქნები_ აქედან ვერავინ გამაგდებს :alfons:

ძალიან გამახარე რომ შედეგი არის!

ისე ახლოს რომ მყავდე უკვე გამოყვანილ ჩითილებს გამოგიგზავნიდი(თითქმის მტკაველა სიმაღლისანი არიან ჩემთან)...

გიო ახლა მანდ საქონლის ნაკელი რომ ეძებო რას იპოვი, ჰოდა ერთი-ორი კილო ბოსტნის კომბინირებული სასუქი იყიდე. დაახლოებით 10 ლიტრ წყალში შენი ბომბორა ტორით(ერთი მხოლოდ) ეგ სასუქი ჩაყარე და გაძარი წყალში...

როცა ჩითილები 5 სმ-ს გადააცილებენ სიმაღლეში, 2 დღეში ერთჯერ 100-100 გრამი ეგ თხევადი სასუქი დაუსხი და სწრაფ ზრდას გაუჩალიჩებ.

შენს მტკაველს რომ გადააჭარბებენ ჩითილები მერე დამატებითი კვება შეუწყვიტე... მერე უკვე მცენარე ყვავილობაზე ფიქრობს, ამიტომ ნაყოფი რომ სუფთა მიიღო უნდა გაიწმინდოს ანუ სუფთა საკვები უნდა მიიღოს.

პირადად მე დამხმარე კვებისათვის სპეციალურ ორგანულ სასუქს ვხმარობ(ორგანიკა ქვია, მაგარი რამეა, თან ეკოლოგიურად სუფთაა).

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

დამავიწყდა დამეწერა ძამა, რომ ნახევარი მეტრის სიღრმემდე დაყრილი მაქვს სპეციალური კომპოზიტი, რომელიც განოყიერებულია ცხენის, საქონლის ნაკელით და ქათმის სკინტლით :d030:

შარშან მოვიტანე ეგ მიწა, ჯერ "დამწვარი" არც იყო, წელს ღრმად დავბარე და ისე გავაფხვიერე, მერე დავთესე.

მგონი სჯობია წელს თავი შევიკავო სასუქებისგან, არ დავტვირთავ მეტად, მთავარია გამოჩნდნენ ჩითილები.

თან ერთია კიდევ, მინიმუმ სამი კვირით უკან ვართ ჩვენ, ასე რომ ყველაფერი ნორმალურად მიდის.

მადლობა კიდევ ერთხელ. :friends:

რაღა სასუქი გინდა გიო,ეგ 2-3 წელი ეყოფა :Laie_99:

გიო რომ იცოდე ყოველი შემთხვევისთვის საუკეთესო სასუქი რომელიც ყველაზე დიდ ხანს მუშაობს ხის ნახშირია. :*

ორგანული საკვები გქონია და რაღად გინდა მინერალური სასუქი?!

100%-იან!!!

ბარემ ერთ რჩევასაც მივცემ ვინც სოფლის მეურნეობით არის დაკავებული:

მ/რ საქონლის, ცხენის, ქათმის და ა.შ. ნაკელის სწრაფი ,,გადაწვისათვის" ამ ,,ნედლ" სასუქს გადააფარეთ ცელოფნის პარკი და ქარმა რომ არ გადააძროს კიდეებში სიმძიმე(მაგალითად ქვა :alfons: ) დაადეთ.

ეს ხერხი 2-3 ჯერ ამცირებს ,,გადაწვის" დროს და ამავე დროს მასში სასარგებლო ელემენტების მეტად შენარჩუნებას ხელს უწყობს :hi3:

Link to post
Share on other sites

გიო რომ იცოდე ყოველი შემთხვევისთვის საუკეთესო სასუქი რომელიც ყველაზე დიდ ხანს მუშაობს ხის ნახშირია. :*

ავთია, ნაკვერცხალი რომ დარჩება იმაზე ამბობ?

გამიგია ნაცარს ხმარობენ ბოსტნეულისთვის, ასევე ვაზისთვისაც, მაგრამ ნახშირი პირველად მესმის.

Link to post
Share on other sites

ავთია, ნაკვერცხალი რომ დარჩება იმაზე ამბობ?

გამიგია ნაცარს ხმარობენ ბოსტნეულისთვის, ასევე ვაზისთვისაც, მაგრამ ნახშირი პირველად მესმის.

კი გიო ნაცარი იგულისხმა ავთომ :hi:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...