BROWNING 343 Posted December 11, 2018 Report Share Posted December 11, 2018 გელა, მანდარინის კაინის გაყავისფრება და გაუხეშება რისი ბრალია? მხოლოდ ერთ ძირზე აქვთ პრობლემა. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 152 Posted December 24, 2018 Report Share Posted December 24, 2018 On 11.12.2018 at 6:27 PM, BROWNING said: გელა, მანდარინის კაინის გაყავისფრება და გაუხეშება რისი ბრალია? მხოლოდ ერთ ძირზე აქვთ პრობლემა. ვახო, მახსოვს წერდი მგონი სოკოვანი აქვსო... სოკოვანი დაავადება არ უნდა იყოს მგონი... შეიძლება ითქვას, რომ სოკოვანი დაავადების დროს 95%-ში ნაყოფი დაცვივდებოდა... რადგან ნაყოფი შეინარჩუნა(არ ჩამოცვივდა) და სიმპტომები მხოლოდ ნაყოფის კანის გაუხეშება-გაყავისფერებაში გამოიხატება, შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ორი-სამი შეწამლვა უშველის მაგ დაავადებას. მცენარეთა დაცვის მაღაზიაში უნდა მოითხოვოს ნაყოფის "ლაქის" საწინააღმდეგო პრეპარატი. ზუსტი დასახელება არ ვიცი წამლისა, თუმცა გურიაში "ლაქის საწინააღმდეგო წამალს" ვეძახით. იწამლება პირველად ადრე გაზაფხულზე, მეორედ ყვავილობისას და მესამედ ნაყოფს რომ გამოიღებს. პ.ს. მაგ ავადობით დაავადებული ნაყოფის ჭამა აბსოლუტურად უსაფრთხოა ადამიანისათვის. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 152 Posted February 1, 2019 Report Share Posted February 1, 2019 ასე ადრე საგაზაფხულო მყნობა ცხოვრებაში არ გამიკეთებია. არადა დააკვირდით კვირტებს, მცენარემ გაღვიძება დაიწყო. იძულებული გავხდი მყნობა დამეწყო... თუ რამე გამოვა ამ საქმიდან, გაზაფხულზე მოგახსენებთ. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 343 Posted February 4, 2019 Report Share Posted February 4, 2019 On 01/02/2019 at 3:19 PM, Gurulo said: ასე ადრე საგაზაფხულო მყნობა ცხოვრებაში არ გამიკეთებია. არადა დააკვირდით კვირტებს, მცენარემ გაღვიძება დაიწყო. იძულებული გავხდი მყნობა დამეწყო... თუ რამე გამოვა ამ საქმიდან, გაზაფხულზე მოგახსენებთ. ჩვენსკენ ცოტა ადრეა. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 343 Posted March 4, 2019 Report Share Posted March 4, 2019 https://allwine.ge/ka/blog/guruli-vazis-64-jisi-dremde-ucnobi-saocreba_0/ 1 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 343 Posted March 4, 2019 Report Share Posted March 4, 2019 http://vinoge.com/mevenaxeoba/guriis-yurZnis-jiSebi-wiTeli-vardisferi-Savi 1 ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 152 Posted April 12, 2019 Report Share Posted April 12, 2019 On 04.02.2019 at 10:22 PM, BROWNING said: ჩვენსკენ ცოტა ადრეა. ზამთრის არარსებობის გამო წელს მყნობა 2 თებერვალს გავაკეთე. აგერ შედეგები: 1 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 343 Posted April 15, 2019 Report Share Posted April 15, 2019 ბარაქა გელა. ჩემთანაც დაამყნეს კალმით და კაი პირი უჩანსო. მე ჯერ არ მისინჯავს კალმით მყნობა. კვირტით კარგად გამომდის, ასევე ვენახის მწვანედ მყნობა. 1 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 343 Posted September 12, 2019 Report Share Posted September 12, 2019 გელა, შენი საკმიელა როგორაა? ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 343 Posted November 6, 2019 Report Share Posted November 6, 2019 უჟანგავი ფოლადის სადუღრები და ღვინის შესანახი ჭურჭელი დეფიციტშია. ბოთლი დეფიციტშია (ქსანის ქარხანა დაიხურა და უძვირესი გახდა შემოტანილი ბოთლი). კორპის საცობზე წარწერა პორტუგალიაში უნდა გაკეთდეს.....აბა რას აკეთებს ბიზნესი საქართველოში?! ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 152 Posted November 7, 2019 Report Share Posted November 7, 2019 (edited) On 13.09.2019 at 1:06 AM, BROWNING said: გელა, შენი საკმიელა როგორაა? ვახო, მაპატიე ძმაო პასუხის დაგვიანება(ახლა ვნახე შენი პოსტი). საკმიელა ცოცხალია ... ვუვლი, ვწამლავ, ნიადაგს ვუნოყიერებ, მაგრამ ვერა რაააა... წელს ნიშანი ჰქონდა, არ შეირჩინა. .. ვფიქრობ ნიადაგი არაა შესაბამისი... ნიადაგის ანალიზის გაკეთებაა უპრიანი. Edited November 7, 2019 by Gurulo ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 343 Posted December 4, 2019 Report Share Posted December 4, 2019 არადა გურულმა ჯიშებმა მაგრად გაიკვალეს გზა. 1 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 343 Posted December 8, 2019 Report Share Posted December 8, 2019 https://www.infopostalioni.com/2019/11/29/თანასოფლელს-რომ-უთხრათ-დ/?fbclid=IwAR3S0VSCDuQxzw-EgCo-7LnRAQ7WjBoaLLuO1vRkvKIBocLdcX318vRUUjw ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 343 Posted December 8, 2019 Report Share Posted December 8, 2019 იმ დღეს ელჩს ვეუბნებოდი და მერე პატრიარქის ქადაგებაშიც იგივე ვნახე დღეს: ყველა ემიგრანტმა(ყოველმა მეორემ მაინც) საკუთარი მამა-პაპისეული კარ-მიდამო რომ ააღორძინოს, მიწიან-ეზოიანად, მაგრად დაგვეტყობა. თავისი ვისაც არ აქვს, კაპიკებად იყიდება სოფლებში მიწაც და სახლს-კარიც. როდისმე ხომ ჩამოვლენ და დახვდებათ გამთბარი ბუდე. ქვეყანაც იხეირებს. 2 ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted December 9, 2019 Report Share Posted December 9, 2019 მეოცე წელია წამოსული ვარ და ერთი მტკაველი მიწა არ გამიყიდია, პირიქით, კიდევ დავიმატე ნაკვეთები. დიდი ბაღები მაქვს რუისში, მამაჩემი ვეღარ უვლის, ჩემს უმცროს ძმას რა უნდა, თვითონაც არ იცის, სხვა გზა აღარ იყო და გავაქირავე, ისეთებს მივეცი, ძალიან მაგრად რომ მოუვლიან. მე არაფერი მინდა, ჩემს მშობლებს მისცემენ თანხას. ახლა ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან, ორნაირი ლეღვი მაქვს, ოქროსფერმა თავი გაიგიჟა, ძალიან გაძლიერდა და იმდენს ისხამს, დავბერე მეზობლები და ნაცნობები ლეღვით, ბლომად მურაბა გავაკეთე, კარგია ზამთარში ბუხრის პირას ჩაისთან ერთად. აი მეორე ძირი დამეჩაგრა, ეს მუქი ყავისფერია, როგორც იქნა წელს ნორმალურად მოისხა, მაგრამ ბევრმა ნაყოფმა დამწიფება ვერ მოასწრო. ასეთ რამეს ვაპირებ, ავაჭრა ჯანმრთელი ყლორტი ამ ყავისფერს და დავამყნო იმ ძლიერ ოქროსფერზე. ტექნიკურად ყველაფერი ვიცი როგორ უნდა გაკეთდეს, მაგრამ ვადებში ვიჭედები, არ ვიცი როდის იქნება საუკეთესო დრო დამყნობისთვის.ვფიქრობ გაზაფხულზე კვირტის გამოტანას რომ დაიწყებს ორივე, ე მაშინ შევაჯვარო. თქვენ რას ფიქრობთ და რას მირჩევთ? 1 ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 152 Posted December 10, 2019 Report Share Posted December 10, 2019 22 hours ago, გიორგი said: მეოცე წელია წამოსული ვარ და ერთი მტკაველი მიწა არ გამიყიდია, პირიქით, კიდევ დავიმატე ნაკვეთები. დიდი ბაღები მაქვს რუისში, მამაჩემი ვეღარ უვლის, ჩემს უმცროს ძმას რა უნდა, თვითონაც არ იცის, სხვა გზა აღარ იყო და გავაქირავე, ისეთებს მივეცი, ძალიან მაგრად რომ მოუვლიან. მე არაფერი მინდა, ჩემს მშობლებს მისცემენ თანხას. ახლა ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან, ორნაირი ლეღვი მაქვს, ოქროსფერმა თავი გაიგიჟა, ძალიან გაძლიერდა და იმდენს ისხამს, დავბერე მეზობლები და ნაცნობები ლეღვით, ბლომად მურაბა გავაკეთე, კარგია ზამთარში ბუხრის პირას ჩაისთან ერთად. აი მეორე ძირი დამეჩაგრა, ეს მუქი ყავისფერია, როგორც იქნა წელს ნორმალურად მოისხა, მაგრამ ბევრმა ნაყოფმა დამწიფება ვერ მოასწრო. ასეთ რამეს ვაპირებ, ავაჭრა ჯანმრთელი ყლორტი ამ ყავისფერს და დავამყნო იმ ძლიერ ოქროსფერზე. ტექნიკურად ყველაფერი ვიცი როგორ უნდა გაკეთდეს, მაგრამ ვადებში ვიჭედები, არ ვიცი როდის იქნება საუკეთესო დრო დამყნობისთვის.ვფიქრობ გაზაფხულზე კვირტის გამოტანას რომ დაიწყებს ორივე, ე მაშინ შევაჯვარო. თქვენ რას ფიქრობთ და რას მირჩევთ? გიორგი, ლეღვი არასოდეს დამიმყნია, ამიტომ ცუდი მრჩეველი ვარ ალბათ. თუ ლეღვიც ისეთივე ძირითად პრინციპებს ექვემდებარება მყნობაში, როგორც სხვა ხეხილი, მაშინ მყნობა უნდა ჩაატარო იმ დროს, როცა მცენარეს გაზაფხულზე ახალდაწყებული აქვს წყლის აღება... ჩემის მოკლე ჭკუით, ნამყნობ ტოტებზე ნაყოფს ოქროსფერს მიიღებ, ხოლო საძირემ თუ დამოიღო, ნაყოფი ყავისფერი ექნება. 1 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 343 Posted December 10, 2019 Report Share Posted December 10, 2019 ადრე გაზაფხულზე, წვენი რომ ამოძრავდება თუ ტოტით ამყნობ და თუ კვირტით, 15 ივნისიდან. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 343 Posted March 8, 2021 Report Share Posted March 8, 2021 ვეძებ ყურძნის იმერული წითელი ჯიშის- მგალობლიშვილის ნერგებს ან კვირტებს მომავალი წლისთვის. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 343 Posted August 20, 2021 Report Share Posted August 20, 2021 სამეურნეო დანა. 1 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 343 Posted September 25, 2021 Report Share Posted September 25, 2021 ასეთი ცუდი წელი ვენახისთვის არ მახსოვს. ვერ კრეფ, წვიმს, თან ალპობს, თან შაქარი დაბალი აქვს. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 343 Posted November 17, 2021 Report Share Posted November 17, 2021 გელა შენმა ფორთოხლებმა და გრეიფრუტებმა აიშვეს. ლევანის მანდარინებს წელს ცოტა ასხია, მაგრამ დიდი ზომები. 1 ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 343 Posted January 19, 2022 Report Share Posted January 19, 2022 გელა, ესაა, ლიმონს, ფორთოხალს და გრეიფრუტს ჰგავს. გემოთიც იგივე მსგავსებაა. კაი რამეა, მაგრამ სახელი არ ვიცი. 1 ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.