Jump to content
Club-Monadire.Ge

საფანტის ჩამოსხმა სახლის პირობებში


Recommended Posts

საინტერესო ვიდეოები ვნახე და აბა იქნებ გამოგვადგეს :scratchchin:

 

 

ეს ძალიან მარტივია მგონი აბა ნახეთ....

 

 

არც ამის გაკეთება იქნება ძნელი :scratchchin: კალაპოტია მთავარი :old:

 

Link to post
Share on other sites

სანადირო სეზონი ახლოვდება... ვისაც მასალა აქვს ალბათ საფანტის ჩამოსხმას არ დაზარდება.

 

ვგონებ უადგილო არ იქნება ჩემი ძველი პოსტების აქ თავმოყრა :hi:

 

 

 

ჩემი პრაქტიკიდან: რამდენჯერმე გადადნობით ტყვია უფრო მყიფე ხდება. ამიტომ ერთჯერ გადადნობა საკმარისია. ამ გადადნობის დროს მაქსიმალურად უნდა მოვაცალოთ მინარევები(ადუღებული თავზე მოიყენებს ხოლმე). გარდა წმენდისა მინარევების მოცლას ის პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, რომ ჩამოსხმისას არ იჭედება ნახვრეტებში(ეს უარყოფითი მოვლენა განსაკუთრებით თვალშისაცემია წვრილი საფანტის ჩამოსხმისას).

 

 

 

 

აკუმულატორის ტყვიის შესახებ მოარული ხმები ნაწილობრივ სიმართლეს შეესაბამება. ხაზს ვუსვამ ნაწილობრივ.

საქმე იმაში გახლავთ, რომ აკუმულატორში(თავებში და ფირფიტებში) გარდა ტყვიისა არის კიდევ ბერვი მინარევი(მაგ ბაბიტი), რომლებიც გადადუღებითაც კი არ განცალკევდება მისგან. ისინი ამსუბუქებენ მასალას. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ზომიერი დოზით ასებობისას ისინი ავნებენ საფანტს. პირიქით, ე.წ. ,,მასკოვსკი" საფანტში(ჩემს ჯეელობაში იშოვებოდა) სპეციალურად იყო შერეული ბაბიტი, რამეთუ მიენიჭებინა მისთვის დამატებითი სიმაგრე. გარდა ამისა საფანტის ქარხნული წარმოების თანამედროვე მეთოდი იცნობს საფანტის მოთუთიებასა და სპილენძის საფარით დაფარვას(უმეტესად მსხვილში). ეს საფანტს ჭრას უზრდის.

რაც შეეხება კაბელის ტყვიას, ის უფრო სუფთაა მინარევებისაგან და შესაბამისად რბილია.

თუ შეადარებ ორი ერთნაირი დიამეტრის ტყვიის ბურთულის წონას, რომელთაგან ერთი კაბელიდანაა დამზადებული, ხოლო მეორე აკუმულატორიდან, დაინახავ რომ კაბელიდან დამზადებული უფრო მძიმეა. ეს მისი ,,სისუფთავითაა" განპირობებული.

 

 

საფანტისათვის მასალა პროპორციით- ერთი წილი კაბელის ტყვია+ერთი წილი აკუმულატორის ტყვია არის საუკეთესო.

 

 

პრაქტიკაში აპრობირებულ რამდენიმე დეტალზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას:

საფანტის ჩამოსხმისას(ანთებული საწვავის პირობებში) ტყვიის ჭურჭელში მასალის ჩამატება შესაძლებელია საფანტის ხარისხის გაუარესების გარეშე, კერძოდ, დახვრეტილ ჭურჭელს ზემოთ მხარეს(დაახლოებით შუაში) ვუკეთებ ბადის ფორმის ძირს. ტყვიის ჭურჭლის შუა ნაწილში ვაკეთებ 4-6 ჰორიზონტალურ ნახვრეტს, რომლებშიც ვუყრი დაახლოებით 6მმ-იანი დიამეტრის მავთულებს ისე, რომ დახვრეტილ ჭურჭელზე ზემოდან დახედვისას მას ქონდეს ბადის ფორმა. ამ ბადეში სადნობი ტყვიის ნაჭრები არ უნდა გაძვრეს. ქვემოთ კი დამდნარი ტყვია მიედინება ...

ასეთი ჭურჭლის ცეცხლზე გაცხელებისას ქვემოთ დამდნარი ტყვია რჩება, ხოლო ზემოთ კი დასადნობი.

როგორც მოგეხსენებათ, გაცხელებისას სადნობი ტყვია ერთიანად არ დნება, არამედ, ნელ-ნელა ჩამოიღვენთება, სწორედ ამ დროს ერევა ახალი ნაჭრიდან თხევადი ტყვია ქვედა თხევად ტყვიას, ამიტომ ქვემოთ ჩამოსხმის მთელი პროცესის განმავლობაში სულ დამდნარია, ხოლო ზემოთ(ბადეზე) კი უპრობლემოდ შეგვიძლია დავამატოთ ნაჭრები კიდევ და კიდევ.

თუ ბადის ზემოთა მხარე მუდამ პირამდე იქნება სავსე ტყვიის ნაჭრებით და ცეცხლიც მთელი პროცესის განმავლობაში თანაბარია, ასეთ პირობებში თხევადი ტყვიის დონე სულ ერთნაირია სახდელ ჭურჭელში(დამდნარი ტყვიის თანაბარი დონე ხელს უწყობს საფანტის ერთნაირ დიამეტრს).

ამ მეთოდის გამოყენება არ ითხოვს ცეცხლის ქრობასა და ახლიდან ანთებას ტყვიის ჭურჭლის ყოველი დაცლის დროს. საწვავის ეკონომიაც სახეზეა დამერწმუნეთ...

 

 

 

 

 

 

რაც შეეხება ფინდიხის(კარტეჟი) დამზადების კუსტარულ ტექნიკას: თუკი გააბრტყელებ, მერე ჩაქუჩით ან სხვა ინსტრუმენტით დაამრგვალებ, მაგ შემთხვევაში მეტია შანსი ბურთულაში ჰაერის ,,ბალიში" დარჩეს. უმჯობესია ტყვიას გადადნობა-გასუფთავებისას მისცე მრგვალი და გრძელი ფორმა(ისევე როგორც მაგ. ფანქარს). მერე იმხელა ჩამოჭრა ამ ,,ტყვიის ფანქარზე", რამდენიც თითო მარცვალისათვისაა საჭირო(თითოეული ზომის ფინდიხის წონა ყოველთვის იყო ცნობილი).

დანარჩენი ,,ტაბურეტკის" პრინციპით უნდა გაკეთდეს, ოღონდ ერთი დამატებით სამრგვალებელი ზედაპირი(რაზეც ხდება დამრგვალება) უნდა თბებოდეს ან დენის ,,პლიტაზე" ან შეშის ღუმელზე. ეს ერთიორად აადვილებს პროცედურას. ამიტომ ეძახიან ასეთ მარცვლებს ,,დაკატავებულს"

Link to post
Share on other sites

საინტერესო ვიდეოები ვნახე და აბა იქნებ გამოგვადგეს :scratchchin:

 

მემგონი იყო აქ შესაბამისი ტემა და ვერ ვნახე :phil_25: გადაიტანეთ თუ მოგეწონებათ :hi3:

 

ეს ძალიან მარტივია მგონი აბა ნახეთ....

 

 

 

 

 

მომკალით და ვერ გავიგე, ამ ყალიბიდან გაცივების შემდეგ გამოყრილი საფანტი მრგვალი იქნება??? :scratchchin:

 

 

 

თუ ეს მასა მერე სპეციალურ დოლაბში უნდა დამრგვალდეს გასაგებია ყველაფერი, მაგრამ თუ ასე არაა, მაშინ საფანტის სიმრგვალეში ეჭვი მეპარება ძალიან :phil_25:

Link to post
Share on other sites

მომკალით და ვერ გავიგე, ამ ყალიბიდან გაცივების შემდეგ გამოყრილი საფანტი მრგვალი იქნება???

გეთანხმები, არ არსებობს გელა რომ ეგრე მრგვალი გამოვიდეს საფანტი :blush2:

Link to post
Share on other sites

გელა მაგალითად 10 ლიტრიან ვედროში ვხდით,ვედროს ვავსებ გადამუშავებული ზეთით(ატრაბოტკა)და ვდგავ უფრო დიდი ჭურჭელში სადაც ჩადის წყალი!რა მაძინილი უნდა იყოს საწვავსა და საფანტის სახდელ ჭურჭელს შორის?საფანტის სახდელ ჭურჭელს ნახვრეტები გარედან შიგნით უნდა გაუკეთო თუ პირიქით?და კიდევ ერთი კითხვა რა შეფარდებით უნდა შეურჩიო ჭურჭელი ანუ ვედროს დიამეტრი და საფანტის სახდელი ჭურჭელის დიამეტრი??

Link to post
Share on other sites

გელა მაგალითად 10 ლიტრიან ვედროში ვხდით,ვედროს ვავსებ გადამუშავებული ზეთით(ატრაბოტკა)და ვდგავ უფრო დიდი ჭურჭელში სადაც ჩადის წყალი!რა მაძინილი უნდა იყოს საწვავსა და საფანტის სახდელ ჭურჭელს შორის?საფანტის სახდელ ჭურჭელს ნახვრეტები გარედან შიგნით უნდა გაუკეთო თუ პირიქით?და კიდევ ერთი კითხვა რა შეფარდებით უნდა შეურჩიო ჭურჭელი ანუ ვედროს დიამეტრი და საფანტის სახდელი ჭურჭელის დიამეტრი??

 

1)საწვავსა და საფანტის სახდელ ჭურჭელს შორის უნდა იყოს ნახევარი სანტიმეტრი მანძილი. ანთების შემდეგ საწვავი თბება და აღნიშნული მანძილი უფრო მცირდება(სწორედ ესაა საჭირო);

2)საფანტის სახდელ ჭურჭელს ნახვრეტები გარედან შიგნით უნდა გაუკეთო;

3)ჭურჭელი ანუ ვედროს დიამეტრი და საფანტის სახდელი ჭურჭელის დიამეტრი პრაქტიკაში აპრობირებული მეთოდით ასე მაქვს გაკეთებული(ახლა გავზომე ჩემს უსტანოვკაზე ;) )_საწვავის ჭურჭლის დიამეტრია 18სმ, ხოლო საფანტის სახდელი(დახვრეტილი) ჭურჭლის დიამეტრია 5 სმ. პროპორცია დაახლოებით გამოდის 1_4-ზე. ;)

Link to post
Share on other sites

მართალს ამბობთ გელა და ზაზა, შანსი არ არის ეგ საფანტი სფერო გამოვიდეს.

 

არსებობს ბურღები/"სვერლოები"/, რომლებითაც ნახევარწრეს ამობურღავ, მაგრამ ზედაპირს რას ვუშვებით იმ პლიტაზე, რომელსაც ფხიკავს?

 

დაილოცოს მამაპაპური წესი, მართალია მე ეხლა აღარ ვასხავ, მაგრამ ჩამომისხავს 80-იანებში.

Link to post
Share on other sites

მაშინ საფანტის სიმრგვალეში ეჭვი მეპარება ძალიან

 

 

მემგონი შემდეგ ,,ბარაბნით,, აგვრალებენ :scratchchin: ზედა პირი პრაკტიკულად სწორი რჩება და სხვა გზას ვერ ვხედავ :phil_25:

Link to post
Share on other sites

2)საფანტის სახდელ ჭურჭელს ნახვრეტები გარედან შიგნით უნდა გაუკეთო;

 

მე პირიქით ვაკეთებდი და იდეალური გამოდიოდა

Link to post
Share on other sites

მე პირიქით ვაკეთებდი და იდეალური გამოდიოდა

 

 

ორთავე ვარიანტი მიცდია... ჩემს შემთხვევაში გარედან შიგნით გახვრეტილმა აჯობა.

 

 

ა)როცა შიგნიდან გარეთ ხვრეტ გარედან პატარა ნაწიბურები რჩება, რამაც გარკვეული ტემპერატურული ვარდნისას(გააჩნია რა საწვავს გამოიყენებ) შესაძლებელია ფორმა დააკარგინოს საფანტს(ამ შემთხვევაში ,,თავკომბალები" და ,,ნემსები" ანუ წუნი მეტია).

ბ) როცა ტყვიის ჭურჭელი გარედან შიგნითაა გახვრეტილი, ზემოთაღნიშნული ნაწიბურები შიგნითაა, თავად ნახვრეტს შიგნით აქვს უფრო წვრილი დიამეტრი და გარეთ უფრო დიდი დიამეტრი. ნახვრეტიდან გამომავალი თხევადი ტყვია ადვილად წყდება და წვეთავს.

 

 

ბარემ დავამატებ: სანამ შიგნიდან გარეთ ვხვრეტდი და ისე ვასხამდი საფანტს, მიხდებოდა შემდგომი დახარისხება საცერებით, დაგორებით და ა.შ.

როცა სახდელი ჭურჭელი გარედან შიგნით დავხრიტე, ფაქტიურად დახარისხება და საცერები აღარ მჭირდება.

 

საწვავად გამოვიყენებ ნამუშევარ ზეთს(ყველაზე იაფია).

Link to post
Share on other sites

გარედან შიგნით ჯობია ჭურჭლის დახვრეტა, უფრო იოლიც არი და უფრო უკეთესადაც გამოდის საფანტი, (ჩემი დაკვირვებით), თუმცა საწვავსა და მუშა ჭურჭელს შორის დაშორება 2-3 სანტიმეტრიც შეიძლება იყოს (ჰაერში ფრენისას, სფეროსებრ ფორმებს იძენს ბურთულა) ჭუეჭლებს შორის თანაფარდობაც შეიძლება მეტ-ნაკლები პროპორციის იყოს, თუ ზეთით ვასხავთ მე საწვავის ვედროს გვერდიდან ნახვრეტს ვუკეთებ რომ ზეთის დუღილისა და მასში საფანტის დაგროვების შედეგად აწეული დონე ზღვარს არ სცდებოდეს.... 9-10 ნომრის ჩამოსხმა არ არის რთული, გაცილებით მეტ ცოდნასა და ექსპერიმენტებს 5-6 ნoმრის გაკეთება მოითხოვს... ;)

Link to post
Share on other sites

ვისაც გაქვთ გამოცდილება,მარტო კაბელის ტყვიით რო ჩამოვასხა საფანტი არ ივარგებს???????????

Link to post
Share on other sites

ვისაც გაქვთ გამოცდილება,მარტო კაბელის ტყვიით რო ჩამოვასხა საფანტი არ ივარგებს???????????

როგორ არ ივარგებს, მითუმეტეს მწყრისთვის, უბრალოდ ლულა იგლისება ძალიან და უმჯობესია კონტეინერები იხმარო მსგავსი საფანტის სროლისას....

Link to post
Share on other sites

bunebis mcveli

საფანტი ზეთში მრგვალდება გაცივებამდე, მანძილი რაც ნაკლებია ჯობია ჩემი დაკვირვებით

სიმართლე გითხრა მე ძირითადად დიზელით ვასხავ ხოლმე და 2-3 სმ დაშორება ნორმალურია, თუმცა გეთანხმები შენი მეთოდის სისწორეშიც :yes: . ისე კი ინტერნეტში მაქვს ნანახი, (ეხლა ვეღარ ვიპოვე, რო დამედო ლინკი) თუ არ ვცდები უკრაინის რომელიღაც ქარხანა იყო და წარმოებისას, საფანტი რამოდენიმე მეტრის სიმაღლიდან ვარდებოდა და ისე ცივდებოდა წყალში და იმით ხსნინენ ამხელა მანძილს რომ ვარდნაში ბურთულა უფრო სფეროსებური ხდებოდა... ;)

Link to post
Share on other sites

გამდნარი ტყვია როგორც კი მოწყდება ჭურჭელს ეგრევე მრგვალდება,თუ დაცილება დიდია ,სითხეზე დაცემისას დეფორმაციას განიცდის. ზაზა მართალს ამბობს რამოდენიმე მეტრიდან ასხამდნენ საფანტსო. თუ ვარდნის სიმაღლე ტყვიის გაცივებისათვის(გამყარებისთვის) საკმარისია სულ არაა საჭირო წყალი და ზეთი.

Link to post
Share on other sites
  • 3 years later...

საფანტი არასოდეს ჩამომისხამს და მინდა ვცადო ინტერნეტში ვნახე წყალში რო გამოყავთ და რატომღაც მარტივი მგონია და მინდა ვცადო კაბელის ტყვია და აკულიატორის ტყვიაც მაქვს. გურულოს პოსტში წავიკითხე ერთი ერთზე უნდა შეურიიოო და ბარემ ისიც მასწავლეთ 10 ნომერი რო ჩამოვასხა ასე წვრილად რით გავხვრიტო :) 3.5.8 ნომერიც მაინტერესებს როგორ დავაყენო ესეთი ზომის ნახვრეტები.

Link to post
Share on other sites

საფანტი არასოდეს ჩამომისხამს და მინდა ვცადო ინტერნეტში ვნახე წყალში რო გამოყავთ და რატომღაც მარტივი მგონია და მინდა ვცადო კაბელის ტყვია და აკულიატორის ტყვიაც მაქვს. გურულოს პოსტში წავიკითხე ერთი ერთზე უნდა შეურიიოო და ბარემ ისიც მასწავლეთ 10 ნომერი რო ჩამოვასხა ასე წვრილად რით გავხვრიტო :) 3.5.8 ნომერიც მაინტერესებს როგორ დავაყენო ესეთი ზომის ნახვრეტები.

10 ნომერი რო ჩამოვიდეს ქინძისთავით ვხვრიტავ ხოლმე

Link to post
Share on other sites

გამარჯობათ. მაინტერესებს სხვადასხვა ზომის საფანტის ჩამოსადნობათ ნახვრეტის დიამეტრი რამდენი უნდა იყოს. კერძოთ მაინტერესებს 10-9 ნომერი საფანტის ჩამოდნობა. აგრეთვე 6-5-4-3.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...