Gurulo 154 Posted June 13, 2012 Report Share Posted June 13, 2012 Boxall & Edmiston ფირმა შეიქმნა 2005 წელს... იარაღის წარმოების დღევანდელ ბიზნესში ამინდს უზარმაზარი კორპორაციები ქმნიან. სწორედ ისინი ღებულობენ დიდ მოგებას იარაღისა და აქსესუარებით ვაჭრობისაგან. მცირე საწარმოებს არც თუ ისე დიდი სეგმენტი რჩებათ და მათთვის წლების განმავლობაში შექმნილი რეპუტაცია უმთავრესი და უზენაესია. ასეთ პირობებში ახალი ფირმის გახსნა, რომელიც ორიენტირებულია კლასიკური იარაღის შექმნაზე, ერთი შეხედვით უაზრობაა. მიუხედავად ამისა კომპანია Boxall & Edmiston-ის დამფუძნებლები პიტერ ბოქსოლი და ჯეიმს ედმისტონი სხვაგვარად ფიქრობენ. მათი აზრით, ხარისხიანი თოფები ყოველთვის იპოვნიან მყიდველს! პიტერ ბოქსოლი ადრე კომპანია ,,იაგუარში" მუშაობდა, შემდეგ კომპანია W&C Scott-ში, ხოლო უმაღლესი კლასის ოსტატის აღიარება ჰოლანდ-ჰოლანდში მუშაობისას ჰპოვა. ყველაზე იაფი საფირმო თოფები 12-18 ათასი ფუნტი სტერლინგი ღირს. ეს მართლაც სახალხო(ეს ევროპელებისათვის, თორემ ჩვენთვის ,,სახალხო" 500 ლარიანი თოფებია ) იარაღია. საწარმოში თავად ამზადებენ ლულას და სხვა დანარჩენ დეტალებს. კალაპოტები მთლიანი ნამზადისაგან კეთდება უახლეს ჩარხებზე, თუმცა ამით მანქანური წარმოება მთავრდება_ სხვა ყველაფერი ხელით ხდება!!! Scrollback boxlock წონა 3064 გრამი, ეჟექტორზე, ლულა და კონდახი დამზადებულია მეცხრამეტე საუკუნის ტექნოლოგიით. დანარჩენი თავად შეაფასეთ ფასი 12 000 გირვანქა სტერლინგი უფრო მაღალი კლასი და ფასი მოცემულია სურათებზე ქვემოთ(ფასი დაახლოებით 30 000 გირვანქა ) ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.