Jump to content
Club-Monadire.Ge

2012 | ლიფსიტის გაშვება თბილისის ზღვაზე


Recommended Posts

  • Replies 412
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ჯერ ერთია აჩი და გზის პირს მიყვება მთელი მდინარე და ეშიანიათ, მეორე კიდე თვითონ მოსახლეობა იცავს კბილებით, თვითონ ხო არ შვებიან მაგ მამაძაღლობას და არც სხვას აკარებენ სიახლოვეს. ისე მდინარეც დიდია და ჩქარი დინება აქვს ასეთ შემთხვევაში ჭირს მგონი დენით თევზაობა.

 

პ.ს. ბადით თევზაობას არავის არ უშლიან, არც ეკრანებით.

Link to post
Share on other sites

სხვათაშორის კობრიც ბლომადაა ჭოროხში, ლევანიმ მაქ დაიჭირა სარკისებრი, მეორე დღეს საზანი დასვა 5 კილოიანი.

Link to post
Share on other sites

ვისაუბროთ ამ თემაზე,შარშან რომ გავაკეთეთ ყველაფერი საუბარს მოყვა...მე მგონი რომ მდინარეებში გაშვება ძალიან კარგი აზრია და არ არის აუცილებელი მაინცდამაინც კალმახი,სხვა სახეობაც შეიძლება.ისე თუ თბილისის ზღვაზე წელსაც ცოტათი მაინც შევმატებთ კალმახსაც ძალიან კარგი იქნება.ამიტომ მინდა წინასწარ დავიწყოთ ამაზე საუბარი რომ მოვემზადოთ და ინფორმაციის და ფინანსების მობილიზაცია მოვახდინოთ.დარწმუნებული ვარ წელს ბევრად დიდი მაშტაბით შევუტევთ მდინარეებს თუ ტბებს,და ბევრად მეტი მსურველი იქნება ამ საქმეში მონაწილეობის.

Link to post
Share on other sites

თბილისის ზღვაზე კიდევ უნდა გავუშვათ აუცილებლად, რომ მყარი ბაზა გაჩნდეს კალმახის. რაც შეეხება მდინარეებს, კარგი შესწავლა უნდა. ყველაზე მომგებიანი იქნება ის სახეობა გავუშვათ რაც იმ მდინარეში იყო და ახლა გამქრალია. მდინარის პროექტსაც ცალკე ტავკაცი უნდა იმის მიხედვით რომელ რეგიონში ვუშვებთ.

Link to post
Share on other sites

მეც ასე ვფირობ, რომ უმჯობესია დაწყებული საქმე დავამთვაროთ და დავამატოთ ლიფსიტა ზღვაზე.

 

თორემ ისე არ მოგვივიდეს, ის რაც გავაკეთეთ, წყალში გადაყრილი გამოვიდეს და წელს მეორე კურდღელსა ვსდიოთ დასაჭერად.

 

მივიყვანოთ ეგ საქმე ბოლომდე.

Link to post
Share on other sites

მასე აჯობებს, ერთ წელში კიდე წესით მდინარის საკითხიც კარგად მომზადდება

 

 

ვახო ზღვაზე კიბატონო, მარა ჯერ მდინარეებზე საუბარი ადრეა მინიმუმ 1 წელი, მე ასე ვფიქრობ

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

გუშინ მქონდა ძალიან საინტერესო საუბარი აქაური გარემოს დაცვის დეპარტამენტში.

შარშანაც გამოგვადგა მათი რეკომენდაციები.

 

ჩავაბარე ყოველწლიური რეპორტი და ჩვენთვის საჭირო საკითხზე ვესაუბრე ბიოლოგს.

გაგვიმართლა იმით, რომ შემხვდა მთავარი სპეციალისტი, რომელსაც 35 წლიანი გამოცდილება აქვს ლიფსიტის მოშენებასა და გამრავლებაში.

ავუხსენი დეტალურად თუ რა პირობები გვაქვს თბილისის ზღვაზე და ჩემი მოსაზრებაც გავუზიარე, თუ იქნებოდა სასურველი ლიფსიტის ნაადრევად გაშვება.

ვფიქრობდი სადღაც მარტის შუა რიცხვებისთვის.

ჯერ დამაზუსტებინა სიტუაცია და მერე საინტერესო პასუხი გამცა.

 

5-დან 7სმ-მდე ლიფსიტის გადაყვანა, წლის ნებისმიერ დროს შეიძლება, მხოლოდ ახალ სამყოფელში აუცილებლად ხელოვნურ კვებაზე უნდა იყვნენ, თუ ბუნებრივი საკვები არ არის იმ ადგილას.

მოგეხსენებათ რომ ჩვენს პირობებში გამორიცხულია ასეთი რამ.

ამათთვის წარმოუდგენელია, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, პირველი ის მკითხა, გაქვთ თუ არა ფინანსური მხარდაჭერა გარემოს დაცვის დეპარტამენტიდან, ან მთავრობა არ გეხმარებათ, თქვენ რატომ იღებთ თქვენს თავზე ასეთ პროექტსო???

 

მიდი და აუხსენი, თუ რა განუკითხაობაა ჩვენთან. :karochera:

ამიტომ მირჩია, რომ ლიფსიტის გაშვება უპრიანი იქნებოდა მაისის შუა რიცხვებიდან, ივნისის შუამდე, ამ დროისთვის წყალმცენარეებიც იზრდება და ადაპტაციაც არ გაუჭირდებათ შემოდგომამდეო.

 

მოკლედ დრო საკმარისზე მეტი გვაქვს, თითქმის 4 თვე.

უნდა მოვემზადოთ სათანადოდ და წელს სოლიდური რაოდენობა დავამატოთ.

ვისაც გაქვთ კავშირი ჩვენნაირი ფორმატის საითებთან, შესთავაზეთ შემოგვიერთდნენ, ეს აქცია მარტო ჩვენი ფორუმის სახელით არ უნდა გაკეთდეს, ეს ყველას საქმეა.

ჩვენ რასაც შევძლებთ, მაიც მივიყვანთ საქმეს ბოლომდე.

 

გთხოვთ გამოთქვათ თქვენი აზრი.

Link to post
Share on other sites

ელჩი

გამრავლებაზე ხომ არ გამოუთქვამს რაიმე მოსაზრება?

 

კი, მაგაზეც ვესაუბრე და ავუხსენი თუ რა სიტუაციაა ზღვის ფსკერზე, ანუ არის ღორღიანი ადგილები, თავთხელები, რომ უერთდება ორი ჟანგბადით გაჯერებული პატარა მდინარე, საკვები ბაზა/თევზის სახეობები, რომლებიც ზღვაშია/ და ა.შ.

 

დარწმუნებული იყავით რომ სტერილური ლიფსიტა არ იყიდოთ, მაგ პირობებში გამრავლებას შესძლებენო.

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

გაიხარე გიორგი!მგონი კარგი აზრი არის ის რომ ამ საქმისთვის ანგარიში გავხსნათ და ნელ-ნელა დავიწყოთ ფინანსების მობილიზაცია.აბგარიშის ნომერი შეიძლება ფეისბუქის ჩვენს გვერდზე დაიდოს და მსურველებს შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ ამ საქმეში,და რაც მთავარია ბუნების დაცვის სამინისტრო უნდა ჩავაყენოთ საქმის ყურში რამე პრობლემები რომ არ შეგვექმნეს...ბოლო-ბოლო მათ გასაკეთებელს ვაკეთებთ.

Link to post
Share on other sites

2 ან 3 ათას ლარიანი(მინიმუმ 2 ათასი ლარი) სპონსორის თანხმობა მიღებული მაქვს.

 

:)

 

ჩვენც დავამატებთ, ფეისბუკითაც გავაპიარებთ, სხვა ფორუმებიდან და .... იმედია ხალხი შემოგვიერთდება.

 

მაგრამ ჯერ ცოტა ადრეა, მეც ვფიქრობ ივნისში აჯობებს.

 

თანხის შეგროვება კი აქედანვე შეიძლება დავიწყოთ. კლუბის ანგარიშზე ჩარიცხვა კარგი იქნება.

 

 

P.S.

ბოდიში, რომ ფორუმზე და ამ თემაში ისე აქტიური ვერ ვარ, როგორც წინათ.

 

სამსახური...

Link to post
Share on other sites

2 ან 3 ათას ლარიანი(მინიმუმ 2 ათასი ლარი) სპონსორის თანხმობა მიღებული მაქვს.

ეს რა კარგი ამბავი გვითხარი დავით B) :yes: შარშან მაგდენი არც კი გვქონია.დარწმუნებული ვარ წელს ძალიან ბევრი ხალხი მიიღებს მონაწილეობას. :old:

Link to post
Share on other sites

შარშან 7 ათასი გავუშვით ხომ? წელს თხუთმეტ ატასამდე რომ გაგვაშვებინა და ცოტა ბუნების დაცვაც რომ გამოფხიზლდეს, უკვე სერიოზული შედეგი გვექნება ორ-სამ წელში.

Link to post
Share on other sites

მეორეც. გაშვება სხვა ადგილზე ხომ არ გვეცადა რომ ბრაკებმა ისევ არ ამოასუფტავონ? მაგრამ თუ მედია დაესწრო რას დამალავ.

Link to post
Share on other sites

ვახო მეეჭვება ძალიან ამოესუფთავებინათ, ანკესით ჰა-ჰა 10 % დაეჭირათ მაქსიმუმ? ეგეც საეჭვოა.

 

ყველამ უნდა ვიმოქმედოთ, გავაპიაროთ მაქსიმალურად ეს აქცია და 3-ჯერ მეტის გაშვებასაც შევძლებთ

Link to post
Share on other sites

სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას თუ ჩემს თავისუფალ დროს დაემთხვა. უკიდურეს შემთხვევაში ფინანსურად აუცილებლად

Link to post
Share on other sites

საფარის ბოლო გადაცემაშია ლაპარაკი ჩვენს გაშვებულ კალმახზე გაკვრით. ამ გადაცემას რატომ არ დააინტერესა ამ საკითხმა, მიკვირს

Link to post
Share on other sites

ელჩი

ძალიან კარგი აზრია გიორგის ვენაცვალე და ძალიან მიხარია რომ ასეთი დონის სპეციალისტებთან გაქვს შეხება.მათი ცოდნა ბევრ რამეში წაადგება ჩვენ საქმეს

BROWNING

ვახო,მეც მიფიქრია სხვათა შორის კალმახის სადმე სხვა წყალსატევში გაშვებაზე მაგრამ დღეს დღეობით თბილისის ზღვა უფრო დაცულია შედარებით ქალაქთან სიახლოვის გამო.ვერ თარეშობენ ბრაკები ისე როგორც მათ სურთ,ასე თუ ისე ეშინიათ არავინ დამინახოსო....

და კიდევ რას ვფიქრობ.ინფორმაცია ლიფსიტის გაშვების თაობაზე დაიდება ყველა ქართულ ფორუმზე,ეს მე შემიძლია რადგან ყველგან ვარ დარეგისტრირებული,აი ჩვენ ანგარიშზე სხვა ფორუმელებმა კი არა მგონია რომ დიდი სიხარულით დადონ ფული,შეიძლება ვცდები მაგრამ რად გვინდა ზედმეტი კითხვები....თავიანთი ანგარიშები გახსნან და დათქმულ დროს შემოუერთდნენ აქციას თუ სურვილი ექნებათ.აი სწორედ აქ გამოჩნდება ვინ,რა და როგორ....

Edited by salamandra
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...