Jump to content
Club-Monadire.Ge

2012 | ლიფსიტის გაშვება თბილისის ზღვაზე

Recommended Posts

მეც ვუყურე საფარის მაგ გადაცემას, ეგენი საერთოდ რითი ინტერესდებიან, არაფრის მაქნისები არიან. მაგთ მხოლოდ ლაილაი შეუძლიათ. :e025:

Link to post
Share on other sites
  • Replies 412
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

მეც ვუყურე საფარის მაგ გადაცემას, ეგენი საერთოდ რითი ინტერესდებიან, არაფრის მაქნისები არიან. მაგთ მხოლოდ ლაილაი შეუძლიათ. :e025:

მერე და დაგეგმეთ რაიმე ერთობლივი გასვლა,დაუძახეთ მაგათ და რაიმე აქტუალურ თემაზე ისაუბრეთ,რა არა გვაქვს სასაუბრო?

Link to post
Share on other sites

საუბარით ბევრია უკვე ნასაუბარი, საუბარი საუბრად რჩება. სანამ ხალხს ლუკმაპური აქვს საძებარი, ბუნების დაცვა არამომგებიანი თემაა მთავრობისთვის. თბილისის ზღვაზე უკვე იმ გაშვებულ ლიფსიტებზე თევზაობენ თითქოს შიმშილით წყდებოდნენ და სხვა გზა არ ჰქონდეთ, ასეთ რეგვენს რომ შეაგნებინო რამე ან უნდა კანონით დასაჯო რომელიც არ მოქმედებს ჯერ, ან უნდა ცემო და ცემისთვის პასუხიც უნდა აგო.

ვფიქრობ მოწადინებულმა ხალხმა მსგავსი აქციები უნდა ჩუმად გააკეტოს სხვადასხვა წყალსაცავებში, დროთაგანმავლობაში შედეგსაც მივიღებთ. სხვანაირად არ გამოდის აბა, გაუშვებ და გაშვებული არა გყავს მეორე ნაპირზე უკვე იჭერს ვიღაც.

Link to post
Share on other sites

მერე და დაგეგმეთ რაიმე ერთობლივი გასვლა,დაუძახეთ მაგათ და რაიმე აქტუალურ თემაზე ისაუბრეთ,რა არა გვაქვს სასაუბრო?

არ მოვლენ ზური.ვეცადე.. სახელს არ ვწერ შეგნებულად და შენ მიხვდები თითონ,კონკურენტი ფორუმის და კლუბის წევრია :karochera:

Link to post
Share on other sites

გთხოვთ თემას ნუ გავაოფებთ!

მოდი ერთხელ და სამუდამაოდ მოვრჩეთ აქ იმაზე საუბარს თუ ვინ გვემეგობრება და ვინ არა.

ვისაც სურვილი გააჩნია ის იმეგობრებს და ვისაც არ გააჩნია ამის სურვილი არ იმეგობრებს! "ЭЛЕМЕНТАРНО, ВАТСОН!"

ეს ყოველივე პირადად ჩვენზეა(თითოეულ ჩვენგანზე) დამოკიდებული და აქ ესა თუ ის კლუბი არაფერ შუაშია.

მე პირადად ადამიანებთან ვმეგობრობ მიუხედავად ყოველგვარი კლუბური კუთვნილებისა.

Link to post
Share on other sites

ზურაბ, ვეთანხმები ჯაბას.

თუნდაც საფარის ვიდეო აიღე, გაჩერდა როცა კალმახის გაშვებაზე იყო ლაპარაკი.

განა რა იქნებოდა, ეთქვა ვისი ინიციატივით ჩატარდა ის აქცია.

წალკაზე ფიდერით თევზაობაზე აღარაფერს ვიტყვი. :karochera: /ჩემზე უკეთესად იცი რაც იყო./

ვისაც უნდა შემოგვიერთდეს, ეს მარტო ჩვენი საქმე არ არის.

არ სჭირდება ჩვენს ფორუმს რეკლამა, ჩვენ გვჭირდება ხალხი, ვისაც უყვარს ჩვენი ქვეყანა და რეალური საქმის კეთება.

მართალი ხარ გიო. :yes:

Link to post
Share on other sites

არ სჭირდება ჩვენს ფორუმს რეკლამა, ჩვენ გვჭირდება ხალხი, ვისაც უყვარს ჩვენი ქვეყანა და რეალური საქმის კეთება.

:*

Link to post
Share on other sites

2 თვის წინ მდინარე შაორზე დაიჭირეს ცისარტყელა კალმახი წონით 800 გრამი და მეორე წონიტ 650. იმავე პერიოდში დაიჭირეს ღელის კალმახი წონით 600 გრამი.ღელის კალმახი გასაგებია მაგრამ საიდან მოხვდა ცისარტყელა კალმახი ამ მდინარეში ადგილობრივებისთვის გაურკვეველია.იმასაც ამბობდა თურმე ის კაცი რომ ეს ავადმყოფი თევზია და მიტოა შავიო :e025: მაქვს ერთი ვერსია.რამოდენიმე წლის წინ(5-6)პატარა მდინარეში ჩავსვით 6 ცალი ცისარტყელას 50-70 გრამიანი ლიფსიტა გაზაფხულზე.გვაინტერესებდა თუ გაძლებდა.

იმავე შემოდგომაზე მეგობრის შვილს ანკესით სამი ცალი დაუჭერია 200-300 გრამიანები იქნებოდაო. მან არ იცოდა არაფერი ექსპერიმენტის შესახებ. ესეიგი 3 გადარჩა. არამგონია 6 წლის წინ გაშვებული ცისარტყელა კალმახი 800 გრამზე გაჩერებულიყო. მინდა მჯეროდეს რომ იმათგან რომელიმემ იქვირითა და გამრავლდა. და ეს თუ ასეა ხმამაღლა შემიძლია ვთქვა რომ ტყიბულის წყალსაცავს ყველა პირობა აქვს ცისარტყელას გასამრავლებლად.

კიდევ მაქვს პატარა ექსპერიმენტი წამოწყებული იგივე მდინარეზე მაგრამ ამის შესახებ შედეგების ნახვის შემდეგ დავწერ.

Edited by ავთო
Link to post
Share on other sites

ავთო

ავთოს ვენაცვალე,ნაღდს ვიტყვი,არის ერთი ადამიანი რომელსაც 3 კილოიანი ცისარტყელა კალმახი ყავს დაჭერილი ჩვენთან მდინარეში,მდინარეს შეგნებულათ არ ვასახელებ,არც პიროვნებას.საქმე იმაშია რომ საქართველოს ტერიტორიაზე უამრავი საკალმახე მეურნეობა არსებობს.ასე თუ ისე თევზი სისტემატიურად ეპარებათ და ეს თევზი შემდგომში მდინარეებსა და ღელეებში იზრდება და ვითარდება.ეს ხდება როგორც დასავლეთში ასევე აღმოსავლეთში.თქვენ რა გგონიათ მტკვარს ცისარტყელას პოპულაცია არა ჰყავს?დარწმუნებული ვარ რომ ჰყავს,მაგრამ ჩვენდა და კალმახის და საბედნიეროთ არ იციან მისი ჭერა სწრაფ დინებაზე, დონკაზე და ჭიაყელაზე კი ის არ მოდის.ასეა საქმე....

Link to post
Share on other sites

კალმახის ჭერა რათქმაუნდა სხვა თემაა :) მარა სწორედ დონკაზე და ჭიაყელაზე მყავს რამდენჯერმე ალაზანზე კალმახი დაჭერილი

Link to post
Share on other sites

თქვენ ხომ სკაიპს ვერ ჩაგართვევინებთ კაცი რააა. ტელეფონებზე გირეკავთ, არ იღებთ, პმ-ზე გწერთ, სავსე გაქვთ ყუთები.

თქვენ უნდა მამკლაათ? :karochera::d030:

მქონდა გრძელი საუბარი იმ ქალბატონთან, გამომდინარე ჩემი ჭირვეული ხასიათიდან/შეკითხვების ქარბორბალას ვატეხავ თავზე ისეთს, თუ შევატყვე რომ ესმის საგანი./ :d030:

კაი რაღაცეები მითხრა, მაგრამ თუ შემპირდებით რომ არ გადავთქვავთ ამ დაწყებულ საქმეს და წელსაც დავამატებთ ცისარტყელა კალმახს, მერე დავწერ რაცა სთქოო.

Link to post
Share on other sites

მოკლედ ასეთი ამბავია.

მკითხა, თუ არის ჩვენს ქვეყანაში აბორიგენი ანუ ადგილობრივი კალმახი და თუ შეიძლება მისი ლიფსიტის შოვნა.

ჩვენი კალმახი BROWN TROUT-ის ახლო ნათესავია, ამ სახეობის შესახებ თითქმის ყველაფერი იცის ამ ქალბატონმა.

მირჩია ეს სახეობა გაგვეშვა, რადგან უკვე ნათქვამი მქონდა, რომ ორი მცირე მდინარე უერთდებოდა წყალსატევს.

ვკითხე თუ რატომ იყო უმჯობესი ღელის კალმახის ლიფსიტის გაშვება.

პასუხი ასეთი იყო, თქვენ თუ კალმახის გამრავლებას აპირებთ, როცა წამოიზრდებიან 100-გრამამდე, მერე მდინარეებში გავრცელდებიანო.

ნუ, იმის ახსნას აზრი არ ჰქონდა და არც იყო საჭირო, მეთქვა თუ რატომ შევიკავებდით თავს.

მგონი თქვენც დამეთანხმებით, რომ ამ დროისთვის ჩვენი მდინარეები დაუცველია და წყალში გადაყრილი იქნებოდა მონდომება, შრომა და ფინანსები.

ამიტომ თავი შევიკავე პირველ წერილში და ამ საკითხზე აღარ გავამახვილე ყურადღება, რადგან მოვერიდე ზედმეტ დისკუსიას და აზრთა სხვადასხვაობას.

რაც შეეხება ცისარტყელა კალმახს, ცივ ტბებში უფრო უკეთ გრძნობს თავს და ზომაშიც მალე იმატებს, ასევე გამრავლებაც არ გაუჭირდება თბილისის ზღვის პირობებში.

ასე რომ წინ მეგობრებო, მივიყვანოთ დაწყებული საქმე ბოლომდე.

პ.ს. სიმართლე გითხრათ, კმაყოფილი ვარ რომ თავიდანვე ცისარტყელას ლიფსიტა გავუშვით, სწორი არჩევანი გაგვიკეთებია.

Link to post
Share on other sites

კარგი ვქენით აბა რა!აღარ მახსოვს დავწერე თუ არა ადრე..ჩემთან სოფელში,მდინარე კაცხურის სათავეში კაცხის სვეტის ბერებმა პატარა სატბორე გააკეთეს ,შიგ ცისარტყელა გაუშვეს და თვითონ უვლიან.60-70 ცალი კაცხურაშიდაც გაუშვიათ..ვნახოთ რა იქნება

Link to post
Share on other sites

ელჩი

ესეიგი გამრავლდებაო ხო? ძალიან კარგი

რამდენიმე წელი უნდა ვამატოთ მინიმუმ

იმ ზომის წყალსატევისთვის, როგორიც თბილისის ზღვაა, მინიმუმ 100 000 ცალი ლიფსიტა მაინც არის საჭირო, რომ სერიოზული შედეგი იყვეს, ისიც იმ შემთხვევაში, მინიმუმ 3 წელი ხელი რომ არ დააკარონ და არ იჭირონ.

რა ვქნათ, ასეთია ჩვენი რეალობა, სულ რომ არაფერი, მაინც რაღაცას შევცვლით.

BROWNING-ს აქვს ნანახი საკუთარი თვალით, თუ რამდენ ლიფსიტას უშვებენ მდინარეებში და მსგავს რეზერვუარებში, მაგრამ ერთიც არის.

აქ, ლიფსიტას მეტი მტერი ჰყავს, იგივე სალმონოიდების სახით, ასევე ესენი უშვებენ უკვე მოზრდილ თევზს, რომელიც მინიმუმ 20სმ-ია სიგრძეში.

ჩვენ ნაღდად ვერ გავქაჩავთ მაგ ზომის თევზის გაშვებას.

მათზე ნადირობს ორაგულის ორი სახეობა და სთილჰედი, ჩვენ ამისგან დაცული ვართ.

მაინც ვთვლი რომ ღირს ჩიტი ბრდღვნად.

ჩვენი საქციელით, მაგალითს მივცემთ სხვასაც და როდესღაც იქნება სახელმწიფოც იფიქრებს ამ საკითხზე, ამასობაში დადებითი შედეგები უკვე იქნება.

ასე, რომ ბილიკი გაგვყავს და გაუადვილდება სხვასაც იგივეს გაკეთება.

არ ვიცი, შეიძლება ძალიან ურაპატრიოტულად გამომდის, მაგრამ ჩვენს გასაკეთებელს, რომ ვაკეთებთ, ამაში ეჭვი არ მეპარება, "სხვას" ვერ დაველოდები, საკმარისია, გავიდა ცხოვრება ლოდინში.

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

მოკლედ ფინანსი და დავეჯახოთ ამ საქმეს,მინდა გკითხოთ სად შეიძლება ამ ლიფსიტების ყიდვა და ფასი რა აქვს მინდა ჩემთან სოფელშიც გავუშვა მდინარეში

Link to post
Share on other sites

მეც რა თქმაუნდა რომ თქვენთან ვარ ამ კარგ საქმეში,ბევრთან ვილაპარაკე ამ თემაზე და ძალიან ბევრი მიიღებს მონაწილეობა ამ საქმეში მეზობელი ფორუმიდან. ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს ვისი ეგიდით ჩატარდება ეს აქცია--მთავარია ჩატარდეს კიდევ ერთხელ(მრავალჯერ),ამ აზრზე არიან სხვებიc,დაიწყეთ თქვენ--როგორც შარშან-შემდეგ დავდოთ შესაბამისი ინფორმაცია სხვა ფორუმებზეც და დარწმუნებული ვარ ბევრი შემოგვიერთდება.

Edited by maxo06
Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...