Jump to content
Club-Monadire.Ge

2012 | ლიფსიტის გაშვება თბილისის ზღვაზე


Recommended Posts

ლიფსიტის გაშვება თბილისის ზღვაზე 17.06.2012

 

 

 

მოგესალმებით ყველას და გილოცავთ აქციის წარმატებულად დასრულებას! ყველას (არ მინდა რომეელიმე გამოვყო) უღრმესი მადლობა ვინც გვერდში დაგვიდგა (არააქვს მნიშვნელობა ფინანსურად მოხდა ეს, მორალურად თუ ფიზიკურად) და მონაწილეობა მიიღო სრულიად კეთილშობილურ აქციაში, რაც ითვალისწინებდა ცისარტყელა კალმახის ლიფსიტის გაშვებას თბილისის ზღვაზე.

 

პ.ს. დიდი მადლობა ბატონ ზურას (შპს "ბიო მარი"-ს დირექტორს) გვერდში დგომისთვის.

 

საკალმახე (პროცესი, საიდანაც მოხდა ლიფსიტის გადმოყვანა).

post-1-0-66046900-1339958981_thumb.jpg

 

post-1-0-47860400-1339958987_thumb.jpg

 

post-1-0-91964400-1339958991_thumb.jpg

 

post-1-0-19522900-1339958997_thumb.jpg

 

post-1-0-70670300-1339959004_thumb.jpg

 

post-1-0-12287700-1339959014_thumb.jpg

 

post-1-0-73621600-1339959018_thumb.jpg

 

post-1-0-73982100-1339959021_thumb.jpg

 

post-1-0-70239800-1339959026_thumb.jpg

 

post-1-0-01819600-1339959032_thumb.jpg

Link to post
Share on other sites
  • Replies 412
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ძალიან ,მაგარი დღე იყო,ყველა გახარებული და ამაყი აყო.ერთად დგომას ბევრი შეძლებია.

მაგარი შერგრძნებაა---სულ მცირე ძალისხმევით ერთდროულად აჩუქო სიცოცხლე 7000 პატარა მოფართხალე არსებას,

ღმერთმა გაუმარჯოს ყველას -ვინც დაგეგმა,მიიღო მონაწილეობა და ვისაც ეს ამბავი გაახარებს.გენაცვალეთ ბიჭებო

 

http://www.myvideo.ge/?video_id=1740655

Link to post
Share on other sites

ახლა მირეკავს რუსტავი2 და მეკითხებიან ნებართვა თუ დაგრთოთ გარემოს დაცვამო. ჰოდა ვუთხარი როგორც იყო. ასევე მივეცი შესაბამისი თანამშრომლის გვარ სახელი და ტელეფონის ნომერი ვინც გვიპასუხა (ჩემი მისვლიდან ერთი კვირის შემდეგ) და დაგვრთო ლიფსიტის გაშვების ნება.

 

საკვირველია ეს ცხოვრება!

 

:hi:

 

P.S.

 

უკვე ამ დილით, 18 ივნისს 8 საათსა 45 წუთზე(08:45), რუსტავი2-ზე დილის გადაცემაში იქნება სიუჟეტი ჩვენი ღონისძიების შესახებ. ასე მითხრეს რუსტავი2-დან.

Link to post
Share on other sites

ძალიან მაგარი დღე იყო! ყველა გახარებული და გაღიმებული. დიდი მადლობა ყველას ვიცნ ამ ღონისძიებაში რაიმე ფორმით მიიღო მონაწილეობა, კარგი ორგანიზება ჰქონდა და იდეალურად ჩაიარა :yes:

 

ძნელია აღწერო ის განცდა, რაც ტალღებში ვერცხლისწყალივით მოხტუნავე გაშვებული კალმახის დანახვისას გეუფლება . . . გვეამაყება.

 

გაიხარეთ ყველამ!!!

Link to post
Share on other sites

გენაცვალეთ ყველას,ისეთი სიმშვიდე დამეუფლა ამ აქციის შემდეგ რომ სიტყვებით ვერ აღგიწერთ,არ დამავიწყდება დათოს გაცისკროვნებული თვალები და გულწრფელი სიხარული,მადლობა დავით შენი ინიციატივა იყო გაიხარე.კარგი მაგალითი იყო ყველასათვის,ქართველებსაც შეგვძლებია!!! კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ძმებო ყველას,თქვენი წყალობით გავხდი ამ კეთილშობილი აქციის მონაწილე.მაგრად მოუხდა თბილისის ზღვას მოხტუნავე ლიფსიტები,ძალიან ლამაზი და ემოციური კადრები იყო,რომელიც ალბათ სიცოცხლის ბოლომდე არ დამავიწყდება.

ძალა ერთობაშია და ასე ერთობით კიდევ ბევრი კარგი საქმის კეთების საშუალება და უნარი მოგცეთ უფალმა.

პ.ს.ეს იმ კალმახის ლიფსიტას გაუმარჯოს რომელიც თბილისის ზღვაში დაცურავს, ადაპტაციას გაივლის, გაიზრდება და გამრავლდება!!! :drinks::geo: :geo: :geo:

Link to post
Share on other sites

ღმერთმა ყველა კარგად გამყოფოთ. მართლა კარგი საქმე გაკეთდა ყველას დიდი მადლობა. დავითას პირველ რიგში.თქვენ გაგახარათ ღმერთმა :yes: :yes:

Link to post
Share on other sites

მგონი დავწყნარდი. სასიამოვნო ემოციებით ცოტა ზედმეტად აფორიაქებული ვიყავი.

 

ახლა ვფიქრობდი და ყველაზე მეტად რაზეც გული დამწყდა ისაა, რომ ვერ მოვახერხე საჯაროდ წამეკითხა ყველა მონაწილის სახელი და გვარი. განსაკუთრებით მათი ვინც ამჟამად საქართველოში არაა. უძლიერესი ქარის და მტვერის პირობებში, ყველას გვარ-სახელის ამოსაკითხად, ფურცლის ხელში ნორმალურად დაკავებაც კი შეუძლებელი იყო. რაზეც დიდ ბოდიშს გიხდით ყველას.

 

მეორეს მხრივ ძლიერი ქარი და მისი ძალით აზვირთებული თავქოჩორა ტალღები მახარებდა. იმით, რომ წყალში ჟანგბადის შემცველობა მაქსიმალური იქნებოდა. უმშვენიერესი სანახავი იყო სიღრმეში შესული, ზედაპირთან გუნდებად მცურავი, კალმახის ლიფსიტების ნავარდი, ხტომა და მზის სხივებზე ელვარება.

მე არც მწერალი ვარ და არც პოეტი და ამას სრულყოფილად ვერ აღვწერ. თუმცა, ეჭვი მეპარება, რომ ეს ვინმემ ისე ლამაზად დაწეროს როგორც ცხადში იყო. ეს აუცილებლად უნდა ნახო!

 

სახეები! ვცდილობდი სახეები დამეფიქსირებია. სიამაყით, სიხარულით და იმედის ნაპერწკლით

ანთებული სახეები! კაცების სახეები!

 

და კითხვები, კითხვები, კითხვები.... რატომ უშვებთ? რა არის ამ აქციის მიზანი? რატომ

 

კალმახი? კიდევ როდის გაუშბეთ? .... :) 15 წუთის უკან დამირეკეს ბოლოს. უცერემონიოდ,

 

დილის გადაცემისთვის დააზუსტეს ინფორმაცია. :)

 

უზომოდ გახარებული ვარ!

 

 

ამ საქმეში მონაწილე ყველა კაციშვილს(გურულებმა იციან და მომწონს ეს სიტყვა) უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო.

 

ჩვენ ეს შევძელით! ეს ჩვენ ერთად შევძელით! ჩვენ კიდევ შევძლებთ!

Link to post
Share on other sites

გაიხარე დავით,უფალმა სიყვარული და ენთუზიაზმი არ გამოგილიოს,შენ განსაკუთრებული მადლობა და რა თქმა უნდა ყველა მონაწილეს!!!!! :hi:

Link to post
Share on other sites

რუსთავი 2 არ იშლის ტრადიციებს :D + ახალი დონის იქტიოლოგიც გაიჩითა :)

 

08:44 წუთზე იყო რეპორტაჟი. მყ ვიდეოზე ვნახე

 

 

ნამდვილად არ გათეთრდების ყორანი...

 

ბოლოს სიტყვა -ზვიგენებს. მომავალში ზვიგენებს გაუშვებენო.

 

e722d20c9795.jpg

 

ეს რომ თბილისის ზღვაში გაიზარდა და დაიჭირეს ამ დიდი "უქტიოლოგს" არც გაუგია!

Link to post
Share on other sites

ბატონმა იქტიოლოგმა ტყუილად იშრომეთოოოო,ან არ აუხსნეს რა კალმახზე იყო საუბარი ან ისეთი სპეციალისტია თავისი საქმის როგორიც მე ჩინური ენის. :d030: :d030: :d030:

Link to post
Share on other sites

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2&seekTime=18-06-2012%2008:44

 

 

 

გულისამრევი არხია. ამდენი არაპროფესიონალი და წერაკითხვის უცოდინარი საიდან მოაგროვეს ? 2 წუთიან რეპორტაჟში 20 შეცდომა აქვთ გაშვებული. მონადირე რომ სწორად დაწერო ამასაც დიდი განათლება უნდა ნეტავი?

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...