Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

სეზონის გახსნა 2012-2013

 

მზადება სეზონის გახსნისთვის.

 

მოგესალმებით ყველას.

 

ცოტა ნაადრევია მგონი ამ თემის გახსნა, მაგრამ გულმა ვერ მოითმინა.

 

იქნებ ვისაუბროთ დამდეგ სეზონზე, თორე დავიწყე ჩემთვის ლაპარაკი მარტო :vasha::-):Laie_99:

 

განვიხილოთ დამდეგ წელს ვინ როგორ ვხვდებით სეზონს და როგორი მომზადებულია ჩვენი ძაღლები, იარაღი და ტყვია-წამალი, საფანტი და რავი კიდე რა.....

 

მე დილით დავდებ ჩემი ძაღლების ფოტოებს.

 

მგონი ათვლასაც დავიწყებთ დღის :friends:

 

 

 

 

02/08/2012

 

 

სსიპ „ბუნებრივი რესურსების სააგენტომ“ ნადირობა–თევზჭერის სეზონის დაწყების ვადები და კვოტები დაამტკიცა

 

 

 

 

სსიპ „ბუნებრივი რესურსების სააგენტომ“ ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები დაამტკიცა.

 

კერძოდ, წყალმცურავი ფრინველები (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) _ დაშვებულია ნადირობა 2012 წლის 01 ნოემბრიდან 2013 წლის 01 მარტამდე, საერთო დღიური ოდენობა 8 ერთეული.

 

ტყის ქათამი _ დაშვებულია ნადირობა 2012 წლის 15 ოქტომბრიდან 2012 წლის 15 დეკემბრამდე საერთო დღიური ოდენობა 7 ერთეული.

 

ჩიბუხა - 2012 წლის 18 აგვისტოდან 2013 წლის 15 თებერვლამდე საერთო დღიური ოდენობა 5 ერთეული.

 

 

 

 

 

 

ნადირობის კვოტები და ლიმიტები

 

 

 

მწყერი - 2012 წლის 18 აგვისტოდან 2013 წლის 15 თებერვლამდე საერთო დღიური ოდენობა 20 ერთეული.

 

ქედანი - 2012 წლის 18 აგვისტოდან 2013 წლის 15 თებერვლამდე საერთო დღიური ოდენობა 10 ერთეული.

 

გარეული მტრედი - 2012 წლის 18 აგვისტოდან 2013 წლის 15 თებერვლამდე საერთო დღიური ოდენობა 10 ერთეული.

 

გულიო (გვიძინი) - 2012 წლის 18 აგვისტოდან 2013 წლის 15 თებერვლამდე საერთო დღიური ოდენობა 10 ერთეული.

 

ჩვეულებრივი გვრიტი - 2012 წლის 18 აგვისტოდან 2013 წლის 15 თებერვლამდე საერთო დღიური ოდენობა 10 ერთეული.

 

 

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 18 აგვისტოს იწყება

 

 

 

სსიპ „ბუნებრივი რესურსების სააგენტოს“ ინფორმაციით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 18 აგვისტოდან იწყება.

 

ნადირობის წესები

 

პირი, რომელიც ახორციელებს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობას, ვალდებულია თან იქონიოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) - რომლის ღირებულება შეადგენს 10 ლარს (იხილეთ სახაზინო კოდები) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

პირი, რომელსაც გააჩნია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, უფლებამოსილია ინადიროს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისათვის დადგენილი წესების, ვადებისა და დღიური ლიმიტების დაცვით - 2012 წლის 18 აგვისტოდან 2013 წლის 01 მარტამდე.

 

ნადირობისათვის აკრძალული ადგილები

 

სახელმწიფო ნაკრძალები და ეროვნული პარკები და მათ გარშემო 500-მეტრიანი ზონა, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრები.

 

ნადირობის დროს აკრძალული მეთოდები

 

მცენარეული საფარის დაწვა;

 

გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა, გარდა ფრინველთა აღწარმოების მიზნით სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

 

ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა, ან განადგურება;

 

ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებებით – ყოველგვარი კუსტარული ან ქარხნული წესით დამზადებული ბადეებით (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევებისა), ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით, სარეგვავებით (სარეჯგველების), ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა, საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;

 

ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის, ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით;

 

 

 

სახაზინო კოდები

 

 

სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის, სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს;

 

ცხოველების ბუნაგებიდან გამოდევნა მათი შებოლვით ან დატბორვით, აგრეთვე სოროების გათხრით;

მსხვილი ჩლიქოსნებისა და დათვის მოპოვება მცირეკალიბრიანი სანადირო იარაღითა და საფანტით, რომლის დიამეტრიც 5 მმ-ზე ნაკლებია.

დაშვებულია

 

 

 

ნადირობისას გამოყენებული იქნეს მონადირე ძაღლები და სანადიროდ გაწვრთნილი მტაცებელი ფრინველები.

 

მტაცებელი ფრინველების გაწვრთნა დაიშვება ნადირობისათვის დაშვებულ ვადებში და პირი, რომელიც ახორციელებს მტაცებელი ფრინველის წვრთნას, ვალდებულია თან იქონიოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) ან/და ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტი.

 

მონადირე ძაღლების წვრთნა (დაგეშვა) დაიშვება მთელი წლის განმავლობაში. პირი, რომელიც ნადირობისათვის აკრძალულ ვადებში, ახორციელებს მონადირე ძაღლის წვრთნას (დაგეშვას), ვალდებულია სანადირო იარაღში იქონიოს მხოლოდ დაუმუხტავი ვაზნები.

 

ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვებისათვის აკრძალული იარაღი

 

აკრძალულია ყველა სხვა იარაღით ნადირობა, რომელიც მითითებული არ არის „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლში.

 

ნადირობა ნებადართულია შემდეგი სანადირო იარაღების გამოყენებით:

 

ა) სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი);

 

ბ) სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა);

 

გ) სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი);

 

დ) სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი;

 

ე) სანადირო პნევმატური იარაღი.

 

ნადირობის წესების დარღვევა

 

ნადირობა, აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში, აკრძალული მეთოდებით, მოწყობილობებით და იარაღით ითვლება ნადირობის წესების დარღვევად რაც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს, ამასთან თუ სამართალდამრრვევს აქვს უკანონოდ მოპოვებული ფრინველი, მას საჯარიმო თანხასთან ერთად დაეკისრება გარემოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

Edited by დავითი
Link to post
Share on other sites
  • Replies 2,3k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

ზუსტი დღე ვიცით დავით?!

 

საერთოდ არც წინა წელს ვიცოდით როდის იხსნებოდა სეზონი სამწუხაროდ :scratchchin: ბოლო დღემდე სანამ არ გამოცხადდა ტელევიზიით ოფიციალურად და რამდენადაც მახსოვს 5 დღით ადრე. სეზონის გამოცხადებამდე კი იყო კამათი :d030:

 

ისე საერთოდ 22 აგვისტოთი ვიწყებთ სულ. :scratchchin:

Link to post
Share on other sites

მე სეზონის გახსნას საჩხერის სოფელ სარეკში ვიწყებ ჩემი დედულეთია.

 

სტუდენტურ დასაქმებებზე დავრეგისტრირდი ჭიათურაში და მთელი აგვისტო აქ მიწევს ყოფნა, რადგან ჩემი სოფელი მართალია ჭიათურას ეკუთვნის მარა შორია ქალაქიდან.

მწყერი აქ უფროა ვიდერე ჩემთან (საერთოდ არ არის) და კი მიმშვიდებს ცოტა გულს.

 

ხოო!!!!

 

იარაღი სამივე მზადყოფნაშია, საბრძოლო მასალას და აღჭურვილობას კი უკვე სეზონის დახურვიდან ვამზადებ.

 

ძაღლზე კი რა მოგახსენოთ......

 

მარა არ გავიტეხ გულს მეზობელს ყავს რაცხა სეტეზე ნაჯვარი "პანწკალა" და იქნება გამომყვეს ხოლმე ჩემ სამყოფ მწყერს კი ამამიფრენს.

Link to post
Share on other sites

საერთოდ არც წინა წელს ვიცოდით როდის იხსნებოდა სეზონი სამწუხაროდ :scratchchin: ბოლო დღემდე სანამ არ გამოცხადდა ტელევიზიით ოფიციალურად და რამდენადაც მახსოვს 5 დღით ადრე. სეზონის გამოცხადებამდე კი იყო კამათი :d030:

 

ისე საერთოდ 22 აგვისტოთი ვიწყებთ სულ. :scratchchin:

 

მგონი ათვლასაც დავიწყებთ დღის :friends:

 

დღის ათვლასთან დაკავშირებით მერე მინდა ფორუმზე უკუმთვლელი დავუმატო "სეზონის გახსნამდე დარჩა # დღე" პრინციპით და მაგიტომ გკითხე დავით. ამ ეტაპზე ესეიგი ნაადრევია ამ მთვლელის დამატება.

Link to post
Share on other sites

დღის ათვლასთან დაკავშირებით მერე მინდა ფორუმზე უკუმთვლელი დავუმატო "სეზონის გახსნამდე დარჩა # დღე" პრინციპით და მაგიტომ გკითხე დავით. ამ ეტაპზე ესეიგი ნაადრევია ამ მთვლელის დამატება.

კი ჯერ ადრეა,მეც მასე მგონია!წესით აგვისტოს ბოლო შაბათ კვირას იხსნება ხოლმე

Link to post
Share on other sites

კი, ახლოვდება, ახლოვდება..დავითი კი დააგუგუნებს მის ცილინდრიანებს...ჩემი ტორა ამ სეზონზე უნდა დადგეს ნადვილი მონადირე. ერთი სული მაქვს გავიგო რას იზამს. იმ დღეს გავიყვანე მინდორში და 6 წიწილი ნახა. უკვე კარგად ფრენდნენ. კლასიკური ნაბულით ამოიყვანა ყველა

Link to post
Share on other sites

დღის ათვლასთან დაკავშირებით მერე მინდა ფორუმზე უკუმთვლელი დავუმატო "სეზონის გახსნამდე დარჩა # დღე" პრინციპით და მაგიტომ გკითხე დავით. ამ ეტაპზე ესეიგი ნაადრევია ამ მთვლელის დამატება.

 

ვიცი რამაზ რატომ იკითხე , მაგრამ ვერ გეუბნები.გასულ წელსაც ასე იყო ეს დალოცვილი.

 

ვერ წელს გავიგებთ და იქნებ 21 - 22 აგვისტოთი აგვეთვალა ტან დაახლოებით მიაწერე თუ ძალიან საჭიროა :scratchchin:

 

ტელევიზიაში გამოცხადებამდე ვაწვალეთ სული :d030: სადღაც 21 - 22 აგვისტოს უნდა დაემთხვეს.

 

 

ჩემ საქმე კი ასეა.

 

მყავს როკია რომლის წლევანდელ გასვლას ძალიან დაკვირვებით ველოდები.მაინტერესებს როგორ შეიცვალა გასულ წელთან შედარებით.

 

ასევე საგეში მყავს ნაგიჟარი ჩიპოია :e025: რომელსაც სეზონი (ჩემი ოჯახის წევრების დაკბენით) უკვე დიდი ხანია გახსნილი აქვს :e025:

 

რაც შეეხება ახალ ატას დიდი იმედით ველი იხვის სეზონს... :blush2:

Link to post
Share on other sites

18 აგვისტოს იხსნება სეზონი წელს და წყალ მცურავებზე 20 მარტამდე გრძელდება ახალი კანონი მიიღეს :yes:

Link to post
Share on other sites

ოოო ახლოვდება სანატრელი დროო.... B) B) B)

მოკლედ იჟი მწყობრშია,ტყვია წამალს ნელ-ნელა ვაგროვებ,სპანიელისთვის მეორე სეზონია და არ გაუჭირდება :to_keep:

აი დრათჰაარი კი დამტანჯავს,მეოთხე თვეშია.ძაან ჯიუტია :karochera: მანქანა მწყობრშია.ასე,რომ :vinsent: :vinsent:

Link to post
Share on other sites

18 აგვისტოს იხსნება სეზონი წელს და წყალ მცურავებზე 20 მარტამდე გრძელდება ახალი კანონი მიიღეს

 

 

ძალიან გამიხარდა 18 თუ იხსნება B) B) B)

 

დაზუსტებული ინფორმაცია გაქვს? იქნებ დადო ლინკი სადაც ამის შესახებ დევს ინფო :scratchchin:

 

ათვლის საათის ჩრთვა გვინდა ლაშა და მისთვინაა საჭირო :*

Link to post
Share on other sites

ბაზიერზე არის ჩართული ათვლის საათი. ბაზიერზე იდვა ახალი კანონის ამონარიდი სეზონის გახსნა დახურვაზე და ახალ აკრძალვებზეც მანოკიც აიკრძალა უკვე და ყველანაირი ელეკტრო სატყუარა აიკრძალა.

Link to post
Share on other sites

ჰო მაგ მანოკების აკრძალვა ძალიან მაგარი რამაა ამ სეზონისთვის.

 

ვნახოთ აბა რა იქნება :scratchchin:

Link to post
Share on other sites

უმეტესწილად(უკანასკნელი წლების განმავლობაში) სეზონი იხსნებოდა ფერისცვალების დღესასწაულიდან უახლოეს შაბათ დღეს.

როგორც მოგეხსენებათ ფერისცვალება 19 აგვისტოს აღინიშნება... ეტყობა წელს ასწრებენ ერთი დღით. :hi:

Link to post
Share on other sites

სად წერია მერე ეს? არ შეიძლება დავდოთ ლინკი ?

 

სად წერია და მახსოვრობაში :haha: :haha: :haha:

 

 

როგორც ყველა მონადირისათვის, სეზონის გახსნა ჩემთვისაც ზეიმია, ამიტომ დავიმახსოვრე და დავაკავშირე ფერისცვალებასთან. სადმე წესად თუ წერია არ ვიცი :scratchchin:

Link to post
Share on other sites

სადმე წესად თუ წერია არ ვიცი

 

ლაშას ვკითხე გელა.

 

გვაინტერესებს თუ დევს ოფიციალური განაცხადი :*

Link to post
Share on other sites

წყალ მცურავებზე 20 მარტამდე გრძელდება ახალი კანონი მიიღეს :yes:

 

არ არის სწორი

მეტიც დეზინფორმაციაა ეგ ლაშა, ჯერ-ჯერობით ყოველშემთხვევაში

Link to post
Share on other sites

ლაშას ვკითხე გელა.

 

გვაინტერესებს თუ დევს ოფიციალური განაცხადი :*

 

აგვისტოს ბოლო შაბათს იხსნება დათო როგორც წესი.

Link to post
Share on other sites

ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი სად გავხსნი !!

 

1)ამ სეზონისათვის შევიძინე ახალი ფიშტო TOZ-54,რომლითაც ჯერ არ მინადირია და ძალიან მაინტერესებს როგორ მივეჩვევი ...

 

2)ჩემი იაგი მაგ დროს 1-წლის იქნება უკვე და მომიწევს დიდი სამუშაოების ჩატარება გეშვასან დაკავშირებით...

 

სეზონი თუ მართლაც 20 მარტამდე გადაწიეს წყალმცურავებზე უმაგრესი ახალი ამბავია მაშინ !!

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

 

 

აგვისტოს ბოლო შაბათს იხსნება დათო როგორც წესი.

 

 

აგვისტოს მესამე შაბათს იხსნება ყოველთვის.... ნორმატიული აქტი ასე გვასწავლის

ესეიგი წელს 18 აგვისტოს იხსნება სეზონი გადამფრენ ფრინველების გარკვეულ გაწილზე

Link to post
Share on other sites

ბაზიერზე ვნახე ჩემი თვალით ახალი კანონის შესახებ მანოკის აგრძალვასთან და სეზონის გაგრძელებასთან დაკავშირებით მოვძებნი თუ ვნახე და დავდობ ლინკს

Link to post
Share on other sites

ბაზიერზე ვნახე ჩემი თვალით ახალი კანონის შესახებ მანოკის აგრძალვასთან და სეზონის გაგრძელებასთან დაკავშირებით მოვძებნი თუ ვნახე და დავდობ ლინკს

 

ეგ არ იცოდი რო აიკრძალა მანოკი? კაი ხანია უკვე :) სეზონის გაგრძელებაზეც იყო ლაპარაკი...

Link to post
Share on other sites

სეზონის გახსნამდე დარჩენილია 41 დღე!

 

 

მალე გაივლის ეს 41 დღეც B) B) B)

Link to post
Share on other sites
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...