avto 106 Posted October 21, 2012 Report Share Posted October 21, 2012 ამ საღამოს მშვენივრად ვინადირე,13 სროლიდან 12 მწყერი ავიღე,ძალიან მსუქნებია!!!!კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვები გამახსენდა,ქალის აღწერისას ნათქვამი;,,ძვალმცირე და ხორცმრავალი,როგორც ოქტომბრის მწყერი!!,,ჩემმა როკიამ მამალი ხოხობიც ამიგდო წყლისპირა ბუჩქნარიდან,მაგრამ ხოხობი მხოლოდ მსუბუქი შეშინებით გადაურჩა, ჩემს განწირულ დუბლეტს!!!!სამაგიეროდ როკიას თვალში დაიმსხვრა ჩემი,როგორც ყოვლისშემძლე მბრძანებლის,ხელთუცდომელი მსროლელისა და კუმირის იმიჯი!!!!! :( როკია კი გაპატიებს მამუკა მაგას მარა სა ნახე ამდენი მწყერი ამ ზამთრის პირას? Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted October 21, 2012 Report Share Posted October 21, 2012 ანჯერში ვიყავი,რიონისპირას სოფელ კოდორთან!! Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted October 21, 2012 Report Share Posted October 21, 2012 ყოჩაღ მამუკა, აუ რა მსუქნები იქნებოდნენ. როკიამ პირველად ნახა ხოხობი? ნაბულზე ხომ? Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted October 22, 2012 Report Share Posted October 22, 2012 ჰო ვახო,პირველად ნახა,ნაბულზე დადგა მაგრამ,ხოხობი,საუბარი მაქვს ნაღდ,ველურ,კოლხურ ხოხობზე,ნაბულზე არ ჩერდება,გაექცა ძაღლს და 30 მეტრზე წამოვარდა ჩემგან.მე 20 კალიბრით ვნადირობ,67 სმ-იანი ცილინდრული ლულებით და 10 ნომერი საფანტით ლატუნის გილზიდან ნასროლი,ამ მანძილზე აბსოლიტურად უსაფრთხოა ხოხბისათვის!!!! Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted October 22, 2012 Report Share Posted October 22, 2012 სალოყე გაგიკეთებია,ჩახსენას შედევრია??? არა ირაკლის ნამუშევარია, გაჩვენებ მერე მთლიანობაში კაი გამოვიდა მამაუკა ახლა კიდე მწყერი ? :blink: მგონი ეზარებათ აფრენა Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted October 22, 2012 Report Share Posted October 22, 2012 ჰო ვახო,პირველად ნახა,ნაბულზე დადგა მაგრამ,ხოხობი,საუბარი მაქვს ნაღდ,ველურ,კოლხურ ხოხობზე,ნაბულზე არ ჩერდება,გაექცა ძაღლს და 30 მეტრზე წამოვარდა ჩემგან.მე 20 კალიბრით ვნადირობ,67 სმ-იანი ცილინდრული ლულებით და 10 ნომერი საფანტით ლატუნის გილზიდან ნასროლი,ამ მანძილზე აბსოლიტურად უსაფრთხოა ხოხბისათვის!!!! ვაა ხოხობი?. წარმომიდგენია რა კარგი სანახავი, კრიახით ბურთივით რომ ავარდებოდა ცაში. კარგია რომ ზალპით გააცილე მხოლოდ Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted October 22, 2012 Report Share Posted October 22, 2012 მამაუკა ახლა კიდე მწყერი ? :blink: არის კიდევ დარჩენილი. ამ დილით 3 ვნახე 2 მოვკალი. Link to post Share on other sites
courage 2 Posted October 22, 2012 Report Share Posted October 22, 2012 (edited) ხოხობზე ნადირობა შეიძლება? წითელი წიგნიდან ევაკუირებულია? Edited October 22, 2012 by courage Link to post Share on other sites
lander 2 Posted October 22, 2012 Report Share Posted October 22, 2012 ამ საღამოს მშვენივრად ვინადირე,13 სროლიდან 12 მწყერი ავიღე,ძალიან მსუქნებია!!!!კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვები გამახსენდა,ქალის აღწერისას ნათქვამი;,,ძვალმცირე და ხორცმრავალი,როგორც ოქტომბრის მწყერი!!,,ჩემმა როკიამ მამალი ხოხობიც ამიგდო წყლისპირა ბუჩქნარიდან,მაგრამ ხოხობი მხოლოდ მსუბუქი შეშინებით გადაურჩა, ჩემს განწირულ დუბლეტს!!!!სამაგიეროდ როკიას თვალში დაიმსხვრა ჩემი,როგორც ყოვლისშემძლე მბრძანებლის,ხელთუცდომელი მსროლელისა და კუმირის იმიჯი!!!!! :( მაგარი დაბოლოება აქვს მამუკა :d030: :d030: Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted October 22, 2012 Report Share Posted October 22, 2012 ხოხობზე ნადირობა შეიძლება? წითელი წიგნიდან ევაკუირებულია? შენს შეკითხვაზე, ორივე ვითომ მინისტრი და მათი მოადგილეებიც ვერ გიპასუხებენ ჯიგარო. დაიცა კაცო, მე ვცხოვრობ უცხოეთში თუ შენ??? არ იცი რა თავდაყირაა ყველაფერი მანდა??? მამუკა, იმდენს იზავ შენა, ნევროზი გარანტირებული აქვს როკიას. ისე, მაგარი ავარდნა იცის მამალმა ხოხობმა, დაიჭახჭახებს საშინელი ხმით, თითქოსდა ცა გაიხსნება ხოლმე, ცისარტყელასავით იცის ზედა ფენის გადაფერადება. მერე, მერე კიდევ ინსტიქტურად ჩახმახს უნდა გამოჰკრა თითი, მაგრამ გვიანია. მორჩა კინო. ხოხობმა დაგვანახა თავის სილამაზე და გაფრინდა. ჩვენ, ჩვენ დაგვრჩა ლამაზი მოგონება. Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted October 22, 2012 Report Share Posted October 22, 2012 თითო ოროლას ვკლავთ აქეთ პერელიოტზე ჯერჯერობით 5-ია ჩემს ანგარიშზე ძმაკაცის ულვაშა მაგარი ტიპია Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted October 22, 2012 Report Share Posted October 22, 2012 ქევხო დღე ვერ პოულობთ? Link to post Share on other sites
duta 0 Posted October 22, 2012 Report Share Posted October 22, 2012 ქევხო საღოლ ქევქო გუშინ ვიყავით მე და თედო(master) გლდანის ტყეში ერთ ცალსაც არ გადმოუფრენია :( Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted October 22, 2012 Report Share Posted October 22, 2012 მაგარია ქევხო,აქეთ არ გამოჩენილა ქათამი ჯერ!!!! Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted October 22, 2012 Report Share Posted October 22, 2012 ქევხო დღე ვერ პოულობთ? ძნელია, ფოთლიანია ძაან ტყე. თან ამინდი თუ არ გაფუჭდა ზემოთაა აწეული ეტყობა Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted October 22, 2012 Report Share Posted October 22, 2012 ხოხობზე ნადირობა შეიძლება? წითელი წიგნიდან ევაკუირებულია? არა ძამა,არ ვნადირობთ ხოხობზე,ისე მწყერზე ნადირობისას შემხვდა და მხოლოდ შევაშინე!!! გიო,როკიას ნაღდად დავმართე ნერვოზი,მანქანისკენ რომ მივდიოდით,მწყემსებს სიგარეტი სთხოვა!!!! Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted October 22, 2012 Report Share Posted October 22, 2012 ძნელია, ფოთლიანია ძაან ტყე. თან ამინდი თუ არ გაფუჭდა ზემოთაა აწეული ეტყობა ჩემი მეგობარი მეუბნებოდა დღეს, მისი ძმა ლაგოდეხის ნაკრძალში ირმების პოპულაციას ითვლის მყვირალობა აქვთ. ჰოდა საღამოობით პატარ პატარა გუნდებად გადმოდიოდა ჩრდილოეთიდან ქათამი ძალიან მაგრადო, ქათამი კარგად უნდა იყოს წელსო. Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted October 26, 2012 Report Share Posted October 26, 2012 ამ დილით ვიყავი გასული(კაი ამინდი მისცა სამწყერედ წუხელ). ფართობში 7 კაცი დავთვალე და არცერთი გასროლა არ ყოფილა... ასე რომ, დავამთავრე წლევანდელი მწყრის სეზონი მრგვალი ციფრით(ყოველ შემთხვევაში სპეციალურად მწყერისათვის არც გავალ და არც ვაზნას დავტენი)_ შედეგები 450 ცალი(მწყერი და ღალღა ერთად), გასროლის შედეგიანობა 83% პ.ს. ველოდები ვალდშნეპის გამოჩენას. Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted October 26, 2012 Report Share Posted October 26, 2012 დიდებული შედეგია გელა,ბევრი განადიროს უფალმა!!!! Link to post Share on other sites
duta 0 Posted October 26, 2012 Report Share Posted October 26, 2012 შედეგები 450 ცალი(მწყერი და ღალღა ერთად), გასროლის შედეგიანობა 83% მაგარია გელა მაგარი, საღოლ :yes: Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted October 27, 2012 Report Share Posted October 27, 2012 არ იფიქროთ ნადირობის ტემპს ვაგდებდე_ ყოველდღე გავდივარ ვალდშნეპის ,,პერელიოტზე", მაგრამ სრულიად უნაყოფოდ_ ჯერ არც კი დამინახია... :( Link to post Share on other sites
sniper 0 Posted October 28, 2012 Report Share Posted October 28, 2012 არ იფიქროთ ნადირობის ტემპს ვაგდებდე_ ყოველდღე გავდივარ ვალდშნეპის ,,პერელიოტზე", მაგრამ სრულიად უნაყოფოდ_ ჯერ არც კი დამინახია... :( ეგ არაფერი, გამოჩნდება სად წავა Link to post Share on other sites
duta 0 Posted October 28, 2012 Report Share Posted October 28, 2012 წელს უეჭველი უნდა დავბრიდო რა ერთი ცალი ტყის ქათამი მაინც, არ მყავს ჯერ მონაკლავი ვალდშნეპი Link to post Share on other sites
tedo 1 Posted October 28, 2012 Report Share Posted October 28, 2012 ცოტა დავაცადოთ დუტა და აუცილებლად გამოჩნდება ჩვენს ადგილზე, ნოემბრის პირველი რიცხვებიდან წესით უნდა აცივდეს Link to post Share on other sites
tedo 1 Posted October 28, 2012 Report Share Posted October 28, 2012 (edited) ფშავში ვიყავი ორი დღით და პახოდზე და ყოველი შმეთხვევისთვის თოფი ჩავაგდე, ერთი ვალდშნეპი ნახა მარტო ძმაკაცმა, დასაბანაკებელ ადგილს რო ვეძებდით, თოფი მაშინ დაშლილი მქონდა Edited October 29, 2012 by master Link to post Share on other sites
Recommended Posts