mamuka grigolia 0 Posted October 28, 2012 Report Share Posted October 28, 2012 დღეს საღამოს ანჯერში წავედი,ლანჩხუთისა და აბაშის რაიონებს შორისაა,რიონის პირას.15 მწყერის გილზი მქონდა დარჩენილი,ვიფიქრე როკიას გავასეირნებ,იქნებ ბეკასებს წავაწყდე ან პერელიოტზე ქათამმა გადმოიაროს მეთქი.6-ის 20 წუთი იყო თოფი რომ ავაწყვე,შევედი ფართობში და მწყერი კაცო,9 ავიღე,ორი სამარცხვინო დუბლეტი გავმაზე,ორს ვერ ვესროლე,ბოლო ორი ნაბული მთვარის შუქზე გააკეთა როკიამ,მივედი, ააფრინა,მარა მარტო აფრენის ხმა გავიგე,ვეღარ დავინახე,მარტო ხმაზე კიდევ ბატონი დათა ესროდა თუთაშხია,მე არა!!!!კვათარი არ ჩანს ჯერ..... Link to post Share on other sites
duta 0 Posted October 28, 2012 Report Share Posted October 28, 2012 ცოტა დავაცადოთ დუტა და აუცილებლად გამოჩნდება ჩვენს ადგილზე, ნოემბრის პირველი რიცხვებიდან წესით უნდა აცივდეს ხო თედო იქეთ შაბათ კვირას ავიდეთ , ქათამი თუარა ტურას ხო მაინც ვატირებთ Link to post Share on other sites
tedo 1 Posted October 29, 2012 Report Share Posted October 29, 2012 ვნახოთ დუტა, კოლოქვიუმები მეწყება და თუ მოვიცალე დილის პერელიოტზე მაინც ავიდეთ Link to post Share on other sites
duta 0 Posted October 29, 2012 Report Share Posted October 29, 2012 ვნახოთ დუტა, კოლოქვიუმები მეწყება და თუ მოვიცალე დილის პერელიოტზე მაინც ავიდეთ შემეხმიანე Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted October 29, 2012 Report Share Posted October 29, 2012 დღეს საღამოს ანჯერში წავედი,ლანჩხუთისა და აბაშის რაიონებს შორისაა,რიონის პირას.15 მწყერის გილზი მქონდა დარჩენილი,ვიფიქრე როკიას გავასეირნებ,იქნებ ბეკასებს წავაწყდე ან პერელიოტზე ქათამმა გადმოიაროს მეთქი.6-ის 20 წუთი იყო თოფი რომ ავაწყვე,შევედი ფართობში და მწყერი კაცო,9 ავიღე,ორი სამარცხვინო დუბლეტი გავმაზე,ორს ვერ ვესროლე,ბოლო ორი ნაბული მთვარის შუქზე გააკეთა როკიამ,მივედი, ააფრინა,მარა მარტო აფრენის ხმა გავიგე,ვეღარ დავინახე,მარტო ხმაზე კიდევ ბატონი დათა ესროდა თუთაშხია,მე არა!!!!კვათარი არ ჩანს ჯერ..... მალადეც როკიას და შენაც! Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted October 30, 2012 Report Share Posted October 30, 2012 ორი ჟრუნი გუშინ Link to post Share on other sites
avto 106 Posted October 30, 2012 Report Share Posted October 30, 2012 კაი ფუმფულა ჟრუნები ჩანს ვახო,მოზრდილა არაფერი შეგხვედრიათ ხო? Link to post Share on other sites
duta 0 Posted October 30, 2012 Report Share Posted October 30, 2012 ვაა მაგარია, გადავითან სურათებს FB ზე Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted October 30, 2012 Report Share Posted October 30, 2012 კი, კა მძიმეები იყვნენ, მზის გულზე, გორაკის ფერდში გამოდიან და მაგ დროს ადვილია აყვანა. მოზრდილი შემხვდა და ქე ნახე, დამმართა წნევა კაი ფუმფულა ჟრუნები ჩანს ვახო,მოზრდილა არაფერი შეგხვედრიათ ხო? Link to post Share on other sites
laika 0 Posted October 31, 2012 Report Share Posted October 31, 2012 ბარაქა,ვახო ბარაქა !! :yes: იმ მოზრდილის დროც მოვა ! Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted November 3, 2012 Report Share Posted November 3, 2012 (edited) ამ მწყერობის სურათია(მომენატრა ნადირობაცა და ზურიკელაც) . ამ სურათში ძაღლი რა ტიპია რაფერ უყურებს მწყერებს ამრეზით Edited November 3, 2012 by Gurulo Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted November 3, 2012 Report Share Posted November 3, 2012 კაი სურათებია,საცოლოა გელაია შენი ბიჭი,არ გინდა ბაბუობა??!!! Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted November 3, 2012 Report Share Posted November 3, 2012 დღეს როგორღაც ადრე გამოვძვერი სამსახურიდან,მოვედი სახლში თუ არა,ავიღე თოფი,ჩავისვი როკია და წავედი ანჯერში,ნაგვიანევი მწყერის საძებნელად.სულ ერთი საათი გვქონდა დაღამებამდე,ვიარეთ გადაყვითლებულ მინდვრებში,მაგრამ არაფერი.იქვე ქვაზე ჩამოვჯექი,აქელებული როკიაც მომიჯდა და ისე შემომხედა,მივუხვდი სათქმელს:,,რაღა დროს მწყერია შე კაცო,მალე იხვი გამოჩნდებაო!!,,.ძალიან ლამაზად ბინდდებოდა,იქვე ყანას შესეული გლეხები მოტეხილი სიმინდით ავსებდნენ ლაფეტს,აქეთ ჩალას ზვინავდნენ ტრაქტორზე,გამაძღარი ნახირი ზარმაცი ცოხნით მიიზლაზნებოდა სოფლისაკენ,რძით სავსე ცურებს მიარხევდნენ სახლებისაკენ,კვამლი სუნი მოჰქონდა ნიავს,ალბათ კეცები მიაფიცხეს ქალებმა,ნაჯაფ კაცებს ელოდებიან......შემოდგომაა ჩემ ქვეყანაში,ულამაზესი,გვიანი შემოდგომა!!!! Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted November 3, 2012 Report Share Posted November 3, 2012 დღეს როგორღაც ადრე გამოვძვერი სამსახურიდან,მოვედი სახლში თუ არა,ავიღე თოფი,ჩავისვი როკია და წავედი ანჯერში,ნაგვიანევი მწყერის საძებნელად.სულ ერთი საათი გვქონდა დაღამებამდე,ვიარეთ გადაყვითლებულ მინდვრებში,მაგრამ არაფერი.იქვე ქვაზე ჩამოვჯექი,აქელებული როკიაც მომიჯდა და ისე შემომხედა,მივუხვდი სათქმელს:,,რაღა დროს მწყერია შე კაცო,მალე იხვი გამოჩნდებაო!!,,.ძალიან ლამაზად ბინდდებოდა,იქვე ყანას შესეული გლეხები მოტეხილი სიმინდით ავსებდნენ ლაფეტს,აქეთ ჩალას ზვინავდნენ ტრაქტორზე,გამაძღარი ნახირი ზარმაცი ცოხნით მიიზლაზნებოდა სოფლისაკენ,რძით სავსე ცურებს მიარხევდნენ სახლებისაკენ,კვამლი სუნი მოჰქონდა ნიავს,ალბათ კეცები მიაფიცხეს ქალებმა,ნაჯაფ კაცებს ელოდებიან......შემოდგომაა ჩემ ქვეყანაში,ულამაზესი,გვიანი შემოდგომა!!!! გაიხარე მამუკა! ძალიან ლამაზად წერ! სუნიც კი მეცა გვიანი შემოდგომის. Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted November 3, 2012 Report Share Posted November 3, 2012 აუ, ცხადად წარმოვიდგინე მამუკა. მაგარი იყო. Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted November 3, 2012 Report Share Posted November 3, 2012 მე ვიცი, სადაც წავიღებ გრიგოლიას პოსტს. უმაგრესია მამუკა. Link to post Share on other sites
avto 106 Posted November 4, 2012 Report Share Posted November 4, 2012 mamuka grigolia Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted November 4, 2012 Report Share Posted November 4, 2012 რაჭაში ვიყავით მე და ჩემი მეგობარი ქათამზე ვნახეთ სულ 5 ცალი, უძაღლოდ ვერც ერთს ვერ ვნახავდით. მხოლოდ 3-ზე მოვახერხეთ სროლა, 2 ავიღეთ. ფოთლიანია ტყე ჯერ-კიდევ, 1 კვირაში კარგი სანადირო იქნება. გადაფრენაზეც შეიძლება დადგომა, ჩვენ არ გავჩერებულვართ. პ.ს ფაბარმს ქათამიც მოვაკვლევინე Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted November 4, 2012 Report Share Posted November 4, 2012 კაი სურათებია,საცოლოა გელაია შენი ბიჭი,არ გინდა ბაბუობა??!!! რავა არ მინდა ბაბუობა მამუკა, მოვა მაგის დროც... ისე, როგორც წესი გოგოები უფრო ადრე აბაბუებენ მამებს წარმოვიდგინე ახლა_ მამუკა ბაბუა შვილიშვილებში. ისეთი მოთხრობების მოყოლა შეეძლება, რომელსაც ვერცერთ ზღაპარში ვერ ამოიკითხავ(ისევე როგორც ჩვენ გვატყვევებ შენი პოსტებით); შვილიშვილების უსაყვარლესი მამუკა ბაბუა, რომელსაც ყოველ საღამოს გამოწერილი ექნება: ,,ბაბუ მომიყევი საინტერესო ისტორიები..." ,,ბაბუ შენი ნადირობის ამბები მომიყევი რააააააააააა" გუჯაბი გიმრავლოს უფალა ძამა!!! Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted November 4, 2012 Report Share Posted November 4, 2012 დღეს საღამოს პერელიოტზე 2 ავიღე, მესამემ დამცინა ისეთი ავაცდინე უძაღლოდ ვერცერთს ვერ ვიპოვიდი, არადა დავინახე სადაც დაეცნენ. არა რა, ძაღლის გარეშე საშინლად უიმედოა ნადირობა. Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted November 4, 2012 Report Share Posted November 4, 2012 ყოჩაღ არჩილ!! Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted November 4, 2012 Report Share Posted November 4, 2012 დღეს საღამოს პერელიოტზე 2 ავიღე, მესამემ დამცინა ისეთი ავაცდინე უძაღლოდ ვერცერთს ვერ ვიპოვიდი, არადა დავინახე სადაც დაეცნენ. არა რა, ძაღლის გარეშე საშინლად უიმედოა ნადირობა. ნერწყვებს ვყლაპავ შენი პოსტების შემყურე აჩიკო. Link to post Share on other sites
tedo 1 Posted November 4, 2012 Report Share Posted November 4, 2012 (edited) დღეს გავედით მე დუტა და გურო, გლდანის ტყეში, დაახლოებით 6 საათისთვის ვიყავით ადგილზე, ერთმა გადმომიფრინა თავზე, რომელიც ავიღე ამის შემდეგ ორმა გუროს გადაუფირნა თავზე, რომელიც მხოლოდ ფოტოაპარატით იყო შეიარაღებული, ჩემიდან შეიძლებოდა ჩამოგდება, მაგრამ პირველი ვალდშნეპით გამოწვეული ეიფორიაში ვიყავი ნანადირევი ხელში მეკავა და ვეფერებოდი, მხოლოდ დაგვიანებით მოვახერხე სროლა, თან ხილვადობაც უკვე ცუდი იყო და მშვიდად განაგრძეს ფრენა. იმ კვირაში იმედია უფრო მეტი იქნება. დილის პერელიოტზე იყო ვიღაც ნადგომი დაახლოებით 20 მასრა ეყარა ერთ ადგილას Edited November 4, 2012 by master Link to post Share on other sites
sniper 0 Posted November 4, 2012 Report Share Posted November 4, 2012 (edited) დღევანდელი გასვლის ფოტოებს შემოგთავაზებთ სულ ესიყო, დიდად შედეგიანი ნადირობა არ გამოგვივიდა მარა ერთი საღამო სასიამოვნოდ გავატარეთ Edited November 4, 2012 by GuRo... Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted November 4, 2012 Report Share Posted November 4, 2012 ოქრო ბიჭები ხართ,გაიხარეთ,უფრო კარგი უამრავი ნადირობა წინა გაქვთ!!! Link to post Share on other sites
Recommended Posts