mamuka grigolia 0 Posted November 25, 2012 Report Share Posted November 25, 2012 დღეს სანადიროდ ვიყავი, ფოთთან ერთი ტყეში ჩაკარგული არხია,დედალი იხვი ჩამოვაგდე,გაღმა ნაპირთან წყალში ჩავარდა,მიცურდა როკია აიღო,ვხედავ ადგილზე ცურავს,არ მოდის,მერე წკმუტუნი დაიწყო,ბოლოს კივილზე გადავიდა,გავგიჟდი კაცი,აშკარად გაბმულია რაღაცაში,მანდ წყალში შესვლა სიკვდილის ტოლფასია,ღრმაა ძალიან,თან საფლობი აქვს ფსკერზე და ნაპირებზე,არადა ფართხალებს ჩემი როკია,კივილით ცა ჩამოაქვს დაბლა.გავიხადე ჩექმები და კურტკა,ისაა უნდა შევიდე,რომ ნელ-ნელა დაიწყო ნაპირიკენ წამოსვლა,თან რაღაც მორს მოაცურებს,მოაღწია როგორც იქნა,ვნახე ბლესნა აქვს გამოდებული,ფოლადის სადავით და 0,5 ძუით,ორი ტრაინიკი აქვს საწყალს გაყრილი,ან ერთ ბლესნას რა ჯანდაბად უნდა კაცო ორი ტრაინიკი,ერთი ზემოთ,მეორე ქვემოთ!!!სულ ხორცები ამოაგლიჯა საწყალს,სპინინგისტები არ დამენახოთ ერთი-ორი დღე,მერე გადამივლის!!!! :( :( Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted November 25, 2012 Report Share Posted November 25, 2012 ვაი. Link to post Share on other sites
courage 2 Posted November 25, 2012 Report Share Posted November 25, 2012 ცუდი ფაქტია, მაგრამ მთავარია მშვიდობით დამთავრდა ყველაფერი. მალე მოიშუშებ მაგ იარებს და შეუდგება თავის საქმეს ისევ. Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted November 25, 2012 Report Share Posted November 25, 2012 პარასკევს ღამით შევედით, ბანაკში უნდა გავეტია რამე და მეორე დღეს გვენადირა. ტყეში რომ შევედით, ჩემს პომპიანში 7 ნომერი მივეცი პირში, მერე მჭიდეში ჟაკანი და იმასაც ორი 7 ნომერი მივაყოლე. ეტყობა ბოლო ვაზნას კარგად არ მივაწექი და უკან გაისროლა არხში, მოკლედ გაჭედა. რა არ ვეწვალეთ იმ სიბნელეში, მაგრამ ვერ განვბლოკეთ. უკანა ხომ არ წამოვიდოდით და მეორე დღეს წამოვიღე უკან ასევე გაზიზინებული, სად ვინადირებდი. ეგრევე ხელოსანთან ავიტანე დაშალა და ამოიღო ყველა ვაზნა. თან გაკვირვებით მკითხა, ჟაკანი რად გინდოდაო. ტბები დაყინულია, დღეს მოთოვა როგორც იქნა, ნამეტანი დააგვიანდა წელს. მორჩა კინო, ამას მაისამდე აღარ აიღებს. Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted November 26, 2012 Report Share Posted November 26, 2012 mamuka grigolia ბეწვზე გადარჩენილხართ Link to post Share on other sites
laika 0 Posted November 26, 2012 Report Share Posted November 26, 2012 mamuka grigolia ცუდია მამუკა ძალიან,წარმომიდგენია შენ რა დღეში ჩავარდებოდი მაგის შემყურე ! :karochera: Link to post Share on other sites
avto 106 Posted November 26, 2012 Report Share Posted November 26, 2012 აუფ ახლა ძაღლის დაზიანება იქნება?!!!!!!!! მაგარი სახიფათო ამბავიდან გამომძვრალხართ მამუ. Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted November 26, 2012 Report Share Posted November 26, 2012 დღეს სანადიროდ ვიყავი, ფოთთან ერთი ტყეში ჩაკარგული არხია,დედალი იხვი ჩამოვაგდე,გაღმა ნაპირთან წყალში ჩავარდა,მიცურდა როკია აიღო,ვხედავ ადგილზე ცურავს,არ მოდის,მერე წკმუტუნი დაიწყო,ბოლოს კივილზე გადავიდა,გავგიჟდი კაცი,აშკარად გაბმულია რაღაცაში,მანდ წყალში შესვლა სიკვდილის ტოლფასია,ღრმაა ძალიან,თან საფლობი აქვს ფსკერზე და ნაპირებზე,არადა ფართხალებს ჩემი როკია,კივილით ცა ჩამოაქვს დაბლა.გავიხადე ჩექმები და კურტკა,ისაა უნდა შევიდე,რომ ნელ-ნელა დაიწყო ნაპირიკენ წამოსვლა,თან რაღაც მორს მოაცურებს,მოაღწია როგორც იქნა,ვნახე ბლესნა აქვს გამოდებული,ფოლადის სადავით და 0,5 ძუით,ორი ტრაინიკი აქვს საწყალს გაყრილი,ან ერთ ბლესნას რა ჯანდაბად უნდა კაცო ორი ტრაინიკი,ერთი ზემოთ,მეორე ქვემოთ!!!სულ ხორცები ამოაგლიჯა საწყალს,სპინინგისტები არ დამენახოთ ერთი-ორი დღე,მერე გადამივლის!!!! :( :( როკიას გადარჩენას გილოცავ მამუ!!! აი ამიტომ უნდა იყოს ძაღლი ე.წ. ტანკავოი ანუ რასაც მოწევს უნდა მოთხაროს... წარმოიდგინეთ როკიას ცოტა ნაკლები ,,ცხენის ძალა" რომ ქონოდა. Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted November 27, 2012 Report Share Posted November 27, 2012 როგორც იქნა გავტეხე ნავსი_ გუშინ პერელიოტზე ერთი ცალი ვალდშნეპი დავაყუდე სულ 2 ცალი დავინახე, იმედია მოიმატებს ცოტა მაინც, თორემ გათავდა სეზონი და ეგაა... Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted November 28, 2012 Report Share Posted November 28, 2012 ესაა ჟილკიანი ძაღლი რასაც ჰქვია. დღეს სანადიროდ ვიყავი, ფოთთან ერთი ტყეში ჩაკარგული არხია,დედალი იხვი ჩამოვაგდე,გაღმა ნაპირთან წყალში ჩავარდა,მიცურდა როკია აიღო,ვხედავ ადგილზე ცურავს,არ მოდის,მერე წკმუტუნი დაიწყო,ბოლოს კივილზე გადავიდა,გავგიჟდი კაცი,აშკარად გაბმულია რაღაცაში,მანდ წყალში შესვლა სიკვდილის ტოლფასია,ღრმაა ძალიან,თან საფლობი აქვს ფსკერზე და ნაპირებზე,არადა ფართხალებს ჩემი როკია,კივილით ცა ჩამოაქვს დაბლა.გავიხადე ჩექმები და კურტკა,ისაა უნდა შევიდე,რომ ნელ-ნელა დაიწყო ნაპირიკენ წამოსვლა,თან რაღაც მორს მოაცურებს,მოაღწია როგორც იქნა,ვნახე ბლესნა აქვს გამოდებული,ფოლადის სადავით და 0,5 ძუით,ორი ტრაინიკი აქვს საწყალს გაყრილი,ან ერთ ბლესნას რა ჯანდაბად უნდა კაცო ორი ტრაინიკი,ერთი ზემოთ,მეორე ქვემოთ!!!სულ ხორცები ამოაგლიჯა საწყალს,სპინინგისტები არ დამენახოთ ერთი-ორი დღე,მერე გადამივლის!!!! :( :( Link to post Share on other sites
amiran 0 Posted December 1, 2012 Report Share Posted December 1, 2012 რახდება მონადირეებო ხოარ აკრძალეს ნადირობა საქართველოში? :D Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted December 1, 2012 Report Share Posted December 1, 2012 რახდება მონადირეებო ხოარ აკრძალეს ნადირობა საქართველოში? :D სულ რაღაც 3-4 თვე და მერე მოვაყრი პასუხებს, ჯერ სანგარში ვზივარ. გაიღიმეთ, გინება თქვენც გიყვართ, კარგად ვიცნობ ჩვენს მოდგმას. Link to post Share on other sites
courage 2 Posted December 1, 2012 Report Share Posted December 1, 2012 თოფი მაქვს, ვაზნები დატენილი მაქვს, ძაღლი მყავს, და ადამიანი ვერავინ ვნახე რომ სანადიროდ წავყვე და მეც და ჩემი ძაღლიც დაგვგეშოს Link to post Share on other sites
zaza13 0 Posted December 1, 2012 Report Share Posted December 1, 2012 OchOpinTre ამირანის გაუმარჯოს, რავახარ ძმისგულო? რახდება შენსკენ ნადირობ? შენ კი ინადირებ მაინც, მე ერთი კვირა არ ვიქნები, რომ დავბრუნდები მოვცხოთ კაი ნადირობა. Link to post Share on other sites
amiran 0 Posted December 1, 2012 Report Share Posted December 1, 2012 zaza13 ზაზას სიცოცხლე!! ვნადირობ აბა მე ისე გავცჰერდები? დაგვიძველდა ნადირობა თან ძალიან რო ჩამოხვალ შემეხმიანე და მოვხოთ კაი ნადირობა.. courage მოგიკვდეს ჩემი თავი PM მომწერე, მოვაგვარებთ შენ პრობლემას რამენაირად Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted December 1, 2012 Report Share Posted December 1, 2012 თოფი მაქვს, ვაზნები დატენილი მაქვს, ძაღლი მყავს, და ადამიანი ვერავინ ვნახე რომ სანადიროდ წავყვე და მეც და ჩემი ძაღლიც დაგვგეშოს თბილისელებო, მიხედეთ ამ კაცს, ამავე დროს უმაგრესი პოინტერიც ჰყავს. Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted December 2, 2012 Report Share Posted December 2, 2012 თოფი მაქვს, ვაზნები დატენილი მაქვს, ძაღლი მყავს, და ადამიანი ვერავინ ვნახე რომ სანადიროდ წავყვე და მეც და ჩემი ძაღლიც დაგვგეშოს საინტერესო ხალხი ვართ მონადირეები. მოდი ასეთი რამე ვქნათ, მე მაგალითად, 12 წელზე მეტია ასე ვცხოვრობ. მარტო გადი სანადიროდ, წაიყვანე შენი ცუგრია და არ დაინდო შენი თავი, ბევრი იარე, ისიც ატარე, ოღონდ უნდა იცოდე სადაც მიდიხარ და რამდენს ივლით. კარგია, ხალისია, როცა გვერდით გყავს შენნაირი, მაგრამ თუ ვერ ნახე მონადირე მეგობარი, შენ თვითონ უნდა მოძებნო გამოსავალი. აიკიდე თოფ-ხანჯალი, წაიმძღვანიე ცუგრია და პატარა წრე დაარტყი არემარეს, დამიჯერე გამოვა რაღაცა, მაგარი კმაყოფილი დარჩები. Link to post Share on other sites
amiran 0 Posted December 2, 2012 Report Share Posted December 2, 2012 მარტო კაცი ჭამაშიაც ცოდვააო! გამიგია მე ეგეთი ნათქვამი მარტო ნადირობაზე აღარაფერს ვამბობ. მიეხედება მაგ კაცს არ ინერვიულოთ Link to post Share on other sites
courage 2 Posted December 2, 2012 Report Share Posted December 2, 2012 ვიარე მასე, კურდრელიც ვნახეთ, მანქანა მყავდა და იმედს ვამყარებდი მე და ქორიჯი ვივლით მეთქი, უბანში კაციშვილი არ ნადირობს. მანქანა სამწუხაროდ გავყიდეთ და დავრჩით ასე, ფეხით იმდენი მაქვს ნარბენი ჩემ ძაღლთან ერთად რომ, ძალიან ბევრი. რაჭაში რომ ვიყო, ავიკიდებდი მართლა ყველაფერს და ირგვლივ სულ ტყეა, არც მანქანაა საჭირო და არაფერი. მაგრამ თანამოაზრესთან ერთად ყოფნა ყოველთვის სასიხარულოა და სასიამოვნო ნებისმიერ საქმეში, ნადირობა-თევზაონაში ხომ საერთოდ Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted December 2, 2012 Report Share Posted December 2, 2012 მარტო გადი სანადიროდ, წაიყვანე შენი ცუგრია და არ დაინდო შენი თავი სიბრძნე - რაც უფრო ახლოს ვეცნობი ადამიანებს, მით უფრო მეტად მიყვარდებიან ძაღლები! -ფაქტია! მაგრამ ადამიანია გვერდზე საჭირო და აუცილებელი, სანდო ადმიანი - ძმა! Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted December 2, 2012 Report Share Posted December 2, 2012 წევედით დღეს მე და ჩემი ძაღლები,დავაგდეთ ერთი მამალი იხვი და წამევედით სახლში,ასე იყო ეს!!!!! Link to post Share on other sites
avto 106 Posted December 2, 2012 Report Share Posted December 2, 2012 mamuka grigolia აქეთ თლა მკვდარი სეზონია,დადიან ბიჭები და თოფებს ვანიავებთ მარტო მეტი არაფერიო. დამიჯდა ჭკუაში და მეც გავანიავე ამ საღამოს თოფი. Link to post Share on other sites
kopala72 67 Posted December 3, 2012 Report Share Posted December 3, 2012 (edited) mamuka grigolia აქეთ თლა მკვდარი სეზონია,დადიან ბიჭები და თოფებს ვანიავებთ მარტო მეტი არაფერიო. დამიჯდა ჭკუაში და მეც გავანიავე ამ საღამოს თოფი. გამარჯობა ავთო , არც აქეთ გვახვევია ნადირ-ფრინველი, ,ასე რომ გული არ გაიტეხო,ამ შაბათ კვირას გასული ვიყავით და-არაფერი ,ერთი პატარა იხვი შეგვხვდა,ეგ იყო და ეგ,ისიც მაღლა მიფრინავდა,ქათმის მაგვარიც კი არაფერი გვინახია,სამაგიეროდ ტურები გვაცილებდენენ წამოსვლისას სინქრონულ-ასინქრონული კივილით,. B) Edited December 3, 2012 by SOSO K. Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted December 3, 2012 Report Share Posted December 3, 2012 ამ შაბათ კვირას მეც ვიყავი გასული, კაიდა ქათამი გაიჩითოს თქო... შედეგი 0 ხვალიდან ამინდი ირევა და იქნებ იხვი გამოჩნდეს ჰაააააააააა ერთი კაი ამბავი მაინც მომივიდა გუშინ: სრულიად მოულოდნელად მეგობარი მესტუმრა, თან მეკითხება: თოფი რომელი ყალიბის გაქვსო(თვითონ მონადირე არაა)? ვუპასუხე 12-თქო... შევატყვე გული დაწყდა, პარკი მომაწოდა და თან მეუბნება: მამაჩემმა გუშინ გარაჟი დაალაგა და ვაზნები აღმოაჩინაო, 70 ცალი 9 ნომერი ძველებური, საბჭოთა ქარხნული ვაზნა მომაწოდა(ყუთების დანახვაზე ბავშვობა გამახსენდა)! მარა 16 ყალიბისაა და მოგიწევს ამათი დაშლა გადაწყობაო... მეზობელს 16 ყალიბის თოფი გამოვართვი და 2 ცალი გავტესტე_ ხვდება ძალიან კარგად, დაჯგუფება და ჭრა მშვენიერი(შიგთავსი ე.წ. ,,მასკოვსკი" საფანტი და ძველებური სოკოლით). საჩუქარი ადესით და კრიმანჭულით დავასველეთ B) ამ დილით ოზურგეთის ერთ-ერთ სამონადირეო მაღაზიას დავადექი და 12 ყალიბის ვაზნებში გადავცვალე(6 და 7 ნომრები ავიღე). თურმე ნუ იტყვით და 16 ყალიბის ვაზნები აქ დეფიციტში ყოფილა. Link to post Share on other sites
აჩიკო 1 Posted December 3, 2012 Report Share Posted December 3, 2012 მე და ლევანი ვიყავით ზღვაზე სათევზაოდ გუშინ, უცებ ნაპირიდან 50-60 მეტრში N რაოდენობის იხვი დაეყარა წყალზე, პირდაღებული ვუყურებდით ორივე ძალიან ლამაზი სანახაობა იყო თევზაობა ვიღას ახსოვდა. რუსეთში მაგრად ყინავს უკვე. Link to post Share on other sites
Recommended Posts