tedo 1 Posted December 20, 2012 Report Share Posted December 20, 2012 დუტა საით წავიდეთ კუმისი ხო ისევ? Link to post Share on other sites
courage 2 Posted December 20, 2012 Report Share Posted December 20, 2012 კუმისზე იყო რამე? Link to post Share on other sites
tedo 1 Posted December 20, 2012 Report Share Posted December 20, 2012 კიი იყო, ერთი იხვი გავაგორე და ერთი მელოტა დუტამ, ახლა კიდე იქნება. თანაც ძაღლი გყავს და წავუბეკასებთ კიდეც. Link to post Share on other sites
courage 2 Posted December 20, 2012 Report Share Posted December 20, 2012 zagli mec myavs - pointeri, dasageshia da davgeshot. Link to post Share on other sites
duta 0 Posted December 20, 2012 Report Share Posted December 20, 2012 დუტა საით წავიდეთ კუმისი ხო ისევ? ხო თედო შევხედოთ როგორი ამინდი იქნება და მაქედან გამომდინარე გადავწყვიტოთ რაა. courage შეგეხმიანებით Link to post Share on other sites
courage 2 Posted December 20, 2012 Report Share Posted December 20, 2012 კარგით, ველი თქვენს ზარს Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted December 21, 2012 Report Share Posted December 21, 2012 (edited) გუშინ პერელიოტის დაწყებამდე ერთი საათით ადრე სუფსაში გახლდით. ერთი მამალი ხაზარულა შემომაკვდა გადაფრენის დაწყებამდე. პერელიოტზე ერთი მდედრი ხაზარულა და ერთიც პატარა იხვი დავაყუდე და ეგაა სულ იმხელა მანძილზე იმუშავა 6-მა ნომერმა, რომ კიდევ უფრო შემიყვარდა ჩემი მც Edited December 21, 2012 by Gurulo Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted December 21, 2012 Report Share Posted December 21, 2012 გუშინ პერელიოტის დაწყებამდე ერთი საათით ადრე სუფსაში გახლდით. ერთი მამალი ხაზარულა შემომაკვდა გადაფრენის დაწყებამდე. პერელიოტზე ერთი მდედრი ხაზარულა და ერთიც პატარა იხვი დავაყუდე და ეგაა სულ იმხელა მანძილზე იმუშავა 6-მა ნომერმა, რომ კიდევ უფრო შემიყვარდა ჩემი მც საღოლ გელა,დეიწყო იხვობა!!!!მზე და მთვარესავით შეაბერდით შენ და შენი ,,მც,, ერთმანეთს!!!!! Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted December 21, 2012 Report Share Posted December 21, 2012 საღოლ გელა,დეიწყო იხვობა!!!!მზე და მთვარესავით შეაბერდით შენ და შენი ,,მც,, ერთმანეთს!!!!! დეიწყო, დეიწყო მამუკა B) ეწერზე სიტუაცია რომ საჩვენო გახდება შემეხმიანე და ერთად შევუტიოთ Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted December 21, 2012 Report Share Posted December 21, 2012 ბარაქა გელა, ბარაქა. წელს ქათმის სეზონი ჩავარდა, იხვით უნდა ამოიქაჩოს. Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted December 21, 2012 Report Share Posted December 21, 2012 ბარაქა გელა, ბარაქა. წელს ქათმის სეზონი ჩავარდა, იხვით უნდა ამოიქაჩოს. მართალი ხარ გიო, ქათამი ფაფუუუუუუუ. წელს მხოლოდ ერთი ვალდშნეპი მყავს მონადირებული. პაზოოოოოოოოორრრრრრრრრრრრრ!!!!! Link to post Share on other sites
laika 0 Posted December 22, 2012 Report Share Posted December 22, 2012 (edited) გუშინ პერელიოტის დაწყებამდე ერთი საათით ადრე სუფსაში გახლდით. ერთი მამალი ხაზარულა შემომაკვდა გადაფრენის დაწყებამდე. პერელიოტზე ერთი მდედრი ხაზარულა და ერთიც პატარა იხვი დავაყუდე და ეგაა სულ იმხელა მანძილზე იმუშავა 6-მა ნომერმა, რომ კიდევ უფრო შემიყვარდა ჩემი მც ბარაქა ზემლიაკ ბარაქა !! დეიწყო,დეიწყო როგორც იქნა ! მე ჩემი იხვზე სანადირო სეზონი 2012 წელს 3-ვაჯკაცური დამაზვით დავიწყე B) B) Edited December 22, 2012 by ქუთათური Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted December 22, 2012 Report Share Posted December 22, 2012 დღეს ეწრის სეზონი გავხსენი,ოთხი ჩამოვაგდე,ერთი დამეკარგა სამი ავიღე!!!ორიც გავმაზე!!!! :( Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted December 23, 2012 Report Share Posted December 23, 2012 mamuka grigolia მშვენიერია, საკითხავია მე მაგდენს ვესვრი საერთოდ ამ სეზონზე? Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted December 24, 2012 Report Share Posted December 24, 2012 ყველანაირ ამინდში მინადირია,თოვლში,წვიმაში,ქარში,ყინვაში,დელგმასა და ღვარცოფში,გუშინ მიწისძვრის დროს ვინადირე,საოცარი სანახავი იყო ტყე რომ შეაქანა,ჯერ ქარი მეგონა!!!!ერთი იხვი მოვკალი,მიწისძვრას გადავურჩი შენ ვერ მოგიცილეო,მითხრა სიკვდილის წინ!!!!! Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted December 24, 2012 Report Share Posted December 24, 2012 ბარაქა ზემლიაკ ბარაქა !! დეიწყო,დეიწყო როგორც იქნა ! მე ჩემი იხვზე სანადირო სეზონი 2012 წელს 3-ვაჯკაცური დამაზვით დავიწყე B) B) გაიხარე ზემლიაკ! რაც შეეხება დამაზვას, ყველა მაზავს, იხვზე მითუმეტეს. დამაზვით დაიწყე და ხვავრიელი ნადავლით დამთავრებ. Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted December 24, 2012 Report Share Posted December 24, 2012 ყველანაირ ამინდში მინადირია,თოვლში,წვიმაში,ქარში,ყინვაში,დელგმასა და ღვარცოფში,გუშინ მიწისძვრის დროს ვინადირე,საოცარი სანახავი იყო ტყე რომ შეაქანა,ჯერ ქარი მეგონა!!!!ერთი იხვი მოვკალი,მიწისძვრას გადავურჩი შენ ვერ მოგიცილეო,მითხრა სიკვდილის წინ!!!!! შენთვის ძამა ამინდს რა მნიშვნელობა აქვს, ვერც ვერაფერი შეგაშინებს, გეხუტუნე გულში! ჩემპიონი ხარ, ჩემპიონი! შაბათს მეც ვიყავი გასული და 2 ცალი მამალი ხაზარულა დავაყუდე(გენდერულ ბალანსს ვიცავ ), ერთიც დავმაზე. მგონი იხვის სეზონი ქათმისას აჯობებს... თფუ, თფუ, თფუ თვალი არ ეცეს Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted December 24, 2012 Report Share Posted December 24, 2012 გუშინ მეც ვიყავი გასული. ისეთი გულდაწყვეტილი დავბრუნდი, მეტი რომ არ შეიძლება. მეორედ მომიხდა ასეთი რამ. სადღაც ერთი % იყო წყალში რომ ჩავარდნილიყო. იმდენი იფორთხიალა ჰაერში, სანამ შუა ტბაში არ ჩავარდა. კაი ხანი ველოდე, რომელიმე ნაპირისკენ მაინც გამოვიდესთქო და იჯდა ბუსავით, ვერც ფრინდებოდა და იმ გაყინულ წყალში შემსვლელი ნაღდად არ ვიყავი. არადა კაი მოხეული ზომის კანადური ბატი დამრჩა წყალში. დავკარგე ნადირობის ხალისი და ჯუჯღუნით დავბრუნდი სახლში. Link to post Share on other sites
lander 2 Posted December 24, 2012 Report Share Posted December 24, 2012 მაგარი მურტალი რამეა არა ელჩი დაჭრილს რო ვერ აიყვან ან დაკარგავ! მაგარი ხარ ( იჯდა ბუსავით ) კარგი იყო! :e025: :e025: Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted December 25, 2012 Report Share Posted December 25, 2012 (edited) გუშინ მეც ვიყავი გასული. ისეთი გულდაწყვეტილი დავბრუნდი, მეტი რომ არ შეიძლება. მეორედ მომიხდა ასეთი რამ. სადღაც ერთი % იყო წყალში რომ ჩავარდნილიყო. იმდენი იფორთხიალა ჰაერში, სანამ შუა ტბაში არ ჩავარდა. კაი ხანი ველოდე, რომელიმე ნაპირისკენ მაინც გამოვიდესთქო და იჯდა ბუსავით, ვერც ფრინდებოდა და იმ გაყინულ წყალში შემსვლელი ნაღდად არ ვიყავი. არადა კაი მოხეული ზომის კანადური ბატი დამრჩა წყალში. დავკარგე ნადირობის ხალისი და ჯუჯღუნით დავბრუნდი სახლში. სადღაც ვიდეო მქონდა ნანახი სპინინგზე დამაგრებული სამკავით როგორ გამოაქვთ წყალში ჩავარდნილი ფრინველი. 2 დღეა ვეძებ და ვერ ვიპოვე :( გიო ძაღლი ვიცი მანდ რა ფუფუნებაცაა. ანკესებისა და სპინინგების ,,ტყე" გაქვს, ჰოდა როცა წყალმცურავზე სანადიროდ წახვალ ხოლმე ჩადევი ერთი დიდი სამკავი და სპინინგი საბარგულში. რა სიზუსტითაც ისვრი სამკავს ეგ ნანახი მაქვს და არ გაგიჭირდება ,,ჩაავლო" ნანადირევს გარკვეულ დისტანციაზე ვიპოვე Edited December 25, 2012 by Gurulo Link to post Share on other sites
აჩიკო 1 Posted December 25, 2012 Report Share Posted December 25, 2012 სადღაც ვიდეო მქონდა ნანახი სპინინგზე დამაგრებული სამკავით როგორ გამოაქვთ წყალში ჩავარდნილი ფრინველი. 2 დღეა ვეძებ და ვერ ვიპოვე :( გიო ძაღლი ვიცი მანდ რა ფუფუნებაცაა. ანკესებისა და სპინინგების ,,ტყე" გაქვს, ჰოდა როცა წყალმცურავზე სანადიროდ წახვალ ხოლმე ჩადევი ერთი დიდი სამკავი და სპინინგი საბარგულში. რა სიზუსტითაც ისვრი სამკავს ეგ ნანახი მაქვს და არ გაგიჭირდება ,,ჩაავლო" ნანადირევს გარკვეულ დისტანციაზე ვიპოვე გელა ზუსტად მასეთი სამკავიანი ქონდა არხეინას წამოღებული ყულევში, რომ ვკითხე ეს რა უბედურებაათქვა, ამით ძამა თუ გინდა დაგენიძლავები პატარა ნაფოტს გამოვიტან მდინარიდანო და ნებისმიერ ძაღლს მირჩევნიაო Link to post Share on other sites
avto 106 Posted December 25, 2012 Report Share Posted December 25, 2012 გელა ზუსტად მასეთი სამკავიანი ქონდა არხეინას წამოღებული ყულევში, რომ ვკითხე ეს რა უბედურებაათქვა, ამით ძამა თუ გინდა დაგენიძლავები პატარა ნაფოტს გამოვიტან მდინარიდანო და ნებისმიერ ძაღლს მირჩევნიაო გამონატანიც აქვს აჩი იმ ,,უბედურობით,, იხვი არხეინას. ხორგაში ჩაწყვიტა ნუტრიის გამოტანის დროს Link to post Share on other sites
avto 106 Posted December 26, 2012 Report Share Posted December 26, 2012 დღეს საღამოს სამსახურიდან მოვდიოდი და პირდაპირ წყალწიტელის ხიდზე გადმომიფრინა ორმა ვალდშნეპმა თავზე.ძაან დაბალზე გადმოვიდა. გარშემო დათოვა ყველაფერი და ცამოვიდა ბარში ეს ოხერი ბლომად. აქამდე ძალიან ცოტა იყო,ცოტა კიარა თითქმის არ იყო. Link to post Share on other sites
ლაშა 0 Posted December 27, 2012 Report Share Posted December 27, 2012 გუშინ ბაშში ვიყავი აუზებზე ერთი იხვი ვნახე მთლად და იგიც დავმაზე :( Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted December 28, 2012 Report Share Posted December 28, 2012 კაცო,ზეზვა ხომ გახსოვთ,მზიას მეუღლეზე მოგახსენებთ,აი პირველყოფილთა შორის,პირველყოფილები რომ იყვნენ!!!ჰოდა ეგ ზეზვა,ერთ მშვენიერ დღეს გამოქვაბულიდან გამოსულა სასეირნოდ,აუღია ვულკანიდან ამოფრქვეული ლავის ჯერ კიდევ თბილი ნატეხი და გამეტებით უტყორცნია ცაში მოლივლივე არქეოპტერიქსისათვის,როცა ფრთამოტეხილი არქეოპტერიქსი,გეიზერებისა და გავარვარებული ლავისაგან ოხშივარადენილ მიწას დაენარცხა,ზეზვამ ორივე მუხლამდედაშვებული,ბანჯგვლიანი კიდური ცისკენ აღაპყრო და რაღაც სიხარულისა და გამარჯვების ინტონაციიანი დაუნაწევრებელი ღმუილი აღმოხდა.ამ ღმუილს,გაგიკვირდებათ და თანამედროვე ქართული,სიტყვა სიტყვითი თარგმანი გააჩნია და ასე ჟღერს:,,მე მონადირე ვარ და დღეს კარგად ვინადირეეე!!!!!,, იხვის საღამოს გადაფრენა მიყვარს სიგიჟემდე,ამ ნადირობას რაღაც იდუმალი,საოცარი ანდამატი ახლავს თან!!!ამ სულ რაღაც 30-50 წუთში,მონადირე,თოფი და ძაღლი რაღაც უცნაურ,მაგიურ ერთობლიობად იქცევიან და არ არსებობს არაფერი გარშემო,გარდა ნადირობისა!!!აღარც გლობალური დათბობა გაღელვებს,აღარც უღმერთოდ გაძვირებული საწვავი,აღარც ვალუტის მერყევი კურსი და აღარც სიდედრის რევმატიზმებით გატანჯული,მტკივანი კოჭები!!!!!დღე-ღამის გასაყარია,წყლიან-ჭაობიან ტყეში ვართ მე და ჩემი ლინდაია,არხის პირას თხმელის ძირას ვართ მიყუჟული და პირის საძახებლით იხვს ვეხმიანები.საცაა გადაფრენაც დაიწყება,ჯერ ჩიბუხებმა გადაიფრინეს ჟივილ-ხივილით,ცას გაკრული ყანჩის სევდიანი ყივილი ისმის დროდადრო,პატარა იხვებმა გადაიშხუილეს რეაქტიულებივით,სადღაც შორიდან ტყისთავზე მოტრიალე მამალმა იხვმა მიპასუხა ბოხი,ხრინწიანი ხმით,მაშინვე გავეპასუხე,მთელი ვნება,სითბო და სინაზე ჩავაქსოვე დაძახილში.მესმის წამოვიდა,პირველ წრეს მაღალზე და დიდი სიჩქარით გადაივლის,როცა ჩემს ზემოთ,წყლის სარკეს გადაივლის უნდა გავჩუმდე,გამცდება თუ არა,უნდა დავუძახო,დავაინტრიგო,დავაინტერესო!!!მეორე წრე ყველაზე მკაცრია,აქ უნდა გაქრე,მიწაში ჩაძვრე,ხეს შეეზარდო,ბალახად იქცე,ერთი ზედმეტი მოძრაობა,ერთი ყალბი,რიოში ბგერა და მოგჭამა ჭირი!!!!!კამუფლირებული საწვიმარის კალთას ვხვევ სიმივით დაჭიმულ ლინდას და ტანზე ვიკრავ!!!!მეორედაც გადაგვიარა,ერთიც მივაძახე და გავჩუმდი!!!მესამე წრეზე დამჯდომი შემოდის,ფრთებდაყრილი და წინ ფეხებგაშვერილი,დამჯდომი იხვის ხმა არაფერში აგერევა,სულ სხვანაირი სტვენითა და შრიალით მოდის,მთავარია ხის კენწეროებზე არ ჩამოგასწროს,თორემ ვეღარ დაინახავ,როგორც კი წყალზე მისი ლანდი გამოჩნდება,უნდა წამოუდგე,აქ არის ოქროს შუალედი,როცა დაზაფრული იხვი სიმაღლის აკრეფას ცდილობს და ჰაერში ფართხალობს,აი აქ უნდა ივარგო!!!მოწყვეტით წამოვდექი,ტალახში ცოტა წავიბორძიკე უხერხულად ვესროლე,ვხედავ ცალი ფრთა უღონოდ დაკიდა და საღი ფრთის ფართხუნით გაღმა ნაპირს მიაშურა,მეორე ლულიდან ნასროლმა გაყვეთლებულ თხმელის ფოთლებში გაიღო სხაპანი!!დაჭრილი იხვი გაღმა ტყეში ჩაეშვა ისლიანში!! ,,მიდი ლინდა!!,,- ვკივივარ მთელი ხმით,თუმცა რად უნდა ჩემი კივილი,უკვე მიცურავს გაღმა ნაპირისაკენ,სულ 20 მეტრი აქვს გასაცური,დევნის ჟინით შეპყრობილი წამოიკივლებს ხოლმე.მიღწია გაღმა ნაპირს,ჯერ ლაფში ჩაეფლო,აფორთხდა ჩურჩხელასავით ამოვლებული და აი უკვე ისლიანში ეძებს დაჭრილს,მიაგნო,პირში მოირგო და წამოვიდა,ნაპირს გადმოადგა,ზურმუხტისფერი კისრით უჭირავს მამალი იხვი,აგურისფერი ფეხებით ეპოჭიჭყება დრათჰაარის ბანჯგვლიან მკერდს!!!ლამის გული გამისკდეს,მოდი ჩემო ლამაზო,ჩემო სიხარულო,ჩემო სიყვარულო- ვეხმატკბილები ჩემ მახინჯ ლინდაიას!!!(არც ერთი ქალისთვის არ მითქვია ასეთი სიტყვები,აწი რაღას ვეტყვი!!!!)ისევ შეტოპა ლაფში და წამოვიდა,თავი გვერძე უჭირავს,ცდილობს დაჭრილი იხვი წყალს მოაშოროს!!!ამოფორთხდა როგორც იქნა,გამოვართვი იხვი თუ არა,ტანი შეიფერთხა და ტალახიანი წვეთების დუში მიმაღებინა,დრუნჩში ვკოცნი,ლოყაზე იხვის ბუმბული მეკვრის,ტუჩებზე სისხლის გემოს ვგრძნობ!!!ჩემი შტერი ლინდაია,გრძნობს რომ გამახარა,ხან მკერდზე მეტოტება,ხან იხვის წართმევას ცდილობს,ასე ვბუქნაობთ ძაღლი და პატრონი მუხლამდე ტორფიან,კუპრივით შავ ტალახში და არ გვაღელვებს არც გლობალური დათბობა,არც უღმერთოდ გაძვირებული საწვავი,არც ვალუტის მერყევი კურსი და არც სიდედრის რევმატიზმები,უბრალოდ გვიხარია და ბედნიერები ვართ,ჩვენს ბედნიერებას უსაშველოდ ძველი და მარტივი ფორმულა აქვს:,,ჩვენ მონადირეები ვართ და დღეს კარგად ვინადირეთ!!!!!,, Link to post Share on other sites
Recommended Posts