levani 71 Posted December 28, 2012 Report Share Posted December 28, 2012 mamuka grigolia შენს გულს და სულს ენაცვალოს შენი ლევანი მამუ. რაც ამის წაკითხვისას ვინადირე წელს ასე ჯერ არ მინადირია. გაგახარა ღმერთმა. Link to post Share on other sites
vako 0 Posted December 28, 2012 Report Share Posted December 28, 2012 mamuka grigolia უმაგრესად გადმოცემული ისტორიაა, დიდი მადლობა ბატონო მამუკა. Link to post Share on other sites
ლაშა 0 Posted December 28, 2012 Report Share Posted December 28, 2012 მაგარი კაცი ხარ მამუ ისე ჩამწვდა გულში რო ვკითხულობდი თითქოს მეც შენთან ერთად ვიყავი და ერთად გვიხაროდა ეს ყველაფერი. Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted December 28, 2012 Report Share Posted December 28, 2012 mamuka grigolia მაგარი ადამიანი ხარ. სამჯერ წავიკითხე ზედიზედ, მერე მივუჩინე საპატიო ადგილი "იმ" თემაში. საღოლ ძმაო. Link to post Share on other sites
lander 2 Posted December 28, 2012 Report Share Posted December 28, 2012 გაიხარე მამუკა შენი დაწერილის წაკითხვა ერთ რამედ ღირს. ნამდვილი მონადირე და ბუნების კაცი ხარ რა იცოცხლე, მეც ელჩის არ იყოს შენს დაწერილ ასეთ ლამაზ პოსტებს ვინახავ ცალკე გვერდი მაქვს გაკეთებული! :hi: Link to post Share on other sites
avto 106 Posted December 29, 2012 Report Share Posted December 29, 2012 mamuka grigolia გეხუტე მამუ! Link to post Share on other sites
ი ლ უ შ ა 0 Posted December 29, 2012 Report Share Posted December 29, 2012 მხოლოდ ნამდვილ მონადირეს თუ შეუძლია ასეთი გულში ჩამწვდომი თზულების შექმნა.. Link to post Share on other sites
laika 0 Posted December 29, 2012 Report Share Posted December 29, 2012 ვახ შენ გენაცვალე მამუკა გრიგოლია ! :* Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted December 29, 2012 Report Share Posted December 29, 2012 კაცო,ზეზვა ხომ გახსოვთ,მზიას მეუღლეზე მოგახსენებთ,აი პირველყოფილთა შორის,პირველყოფილები რომ იყვნენ!!!ჰოდა ეგ ზეზვა,ერთ მშვენიერ დღეს გამოქვაბულიდან გამოსულა სასეირნოდ,აუღია ვულკანიდან ამოფრქვეული ლავის ჯერ კიდევ თბილი ნატეხი და გამეტებით უტყორცნია ცაში მოლივლივე არქეოპტერიქსისათვის,როცა ფრთამოტეხილი არქეოპტერიქსი,გეიზერებისა და გავარვარებული ლავისაგან ოხშივარადენილ მიწას დაენარცხა,ზეზვამ ორივე მუხლამდედაშვებული,ბანჯგვლიანი კიდური ცისკენ აღაპყრო და რაღაც სიხარულისა და გამარჯვების ინტონაციიანი დაუნაწევრებელი ღმუილი აღმოხდა.ამ ღმუილს,გაგიკვირდებათ და თანამედროვე ქართული,სიტყვა სიტყვითი თარგმანი გააჩნია და ასე ჟღერს:,,მე მონადირე ვარ და დღეს კარგად ვინადირეეე!!!!!,, იხვის საღამოს გადაფრენა მიყვარს სიგიჟემდე,ამ ნადირობას რაღაც იდუმალი,საოცარი ანდამატი ახლავს თან!!!ამ სულ რაღაც 30-50 წუთში,მონადირე,თოფი და ძაღლი რაღაც უცნაურ,მაგიურ ერთობლიობად იქცევიან და არ არსებობს არაფერი გარშემო,გარდა ნადირობისა!!!აღარც გლობალური დათბობა გაღელვებს,აღარც უღმერთოდ გაძვირებული საწვავი,აღარც ვალუტის მერყევი კურსი და აღარც სიდედრის რევმატიზმებით გატანჯული,მტკივანი კოჭები!!!!!დღე-ღამის გასაყარია,წყლიან-ჭაობიან ტყეში ვართ მე და ჩემი ლინდაია,არხის პირას თხმელის ძირას ვართ მიყუჟული და პირის საძახებლით იხვს ვეხმიანები.საცაა გადაფრენაც დაიწყება,ჯერ ჩიბუხებმა გადაიფრინეს ჟივილ-ხივილით,ცას გაკრული ყანჩის სევდიანი ყივილი ისმის დროდადრო,პატარა იხვებმა გადაიშხუილეს რეაქტიულებივით,სადღაც შორიდან ტყისთავზე მოტრიალე მამალმა იხვმა მიპასუხა ბოხი,ხრინწიანი ხმით,მაშინვე გავეპასუხე,მთელი ვნება,სითბო და სინაზე ჩავაქსოვე დაძახილში.მესმის წამოვიდა,პირველ წრეს მაღალზე და დიდი სიჩქარით გადაივლის,როცა ჩემს ზემოთ,წყლის სარკეს გადაივლის უნდა გავჩუმდე,გამცდება თუ არა,უნდა დავუძახო,დავაინტრიგო,დავაინტერესო!!!მეორე წრე ყველაზე მკაცრია,აქ უნდა გაქრე,მიწაში ჩაძვრე,ხეს შეეზარდო,ბალახად იქცე,ერთი ზედმეტი მოძრაობა,ერთი ყალბი,რიოში ბგერა და მოგჭამა ჭირი!!!!!კამუფლირებული საწვიმარის კალთას ვხვევ სიმივით დაჭიმულ ლინდას და ტანზე ვიკრავ!!!!მეორედაც გადაგვიარა,ერთიც მივაძახე და გავჩუმდი!!!მესამე წრეზე დამჯდომი შემოდის,ფრთებდაყრილი და წინ ფეხებგაშვერილი,დამჯდომი იხვის ხმა არაფერში აგერევა,სულ სხვანაირი სტვენითა და შრიალით მოდის,მთავარია ხის კენწეროებზე არ ჩამოგასწროს,თორემ ვეღარ დაინახავ,როგორც კი წყალზე მისი ლანდი გამოჩნდება,უნდა წამოუდგე,აქ არის ოქროს შუალედი,როცა დაზაფრული იხვი სიმაღლის აკრეფას ცდილობს და ჰაერში ფართხალობს,აი აქ უნდა ივარგო!!!მოწყვეტით წამოვდექი,ტალახში ცოტა წავიბორძიკე უხერხულად ვესროლე,ვხედავ ცალი ფრთა უღონოდ დაკიდა და საღი ფრთის ფართხუნით გაღმა ნაპირს მიაშურა,მეორე ლულიდან ნასროლმა გაყვეთლებულ თხმელის ფოთლებში გაიღო სხაპანი!!დაჭრილი იხვი გაღმა ტყეში ჩაეშვა ისლიანში!! ,,მიდი ლინდა!!,,- ვკივივარ მთელი ხმით,თუმცა რად უნდა ჩემი კივილი,უკვე მიცურავს გაღმა ნაპირისაკენ,სულ 20 მეტრი აქვს გასაცური,დევნის ჟინით შეპყრობილი წამოიკივლებს ხოლმე.მიღწია გაღმა ნაპირს,ჯერ ლაფში ჩაეფლო,აფორთხდა ჩურჩხელასავით ამოვლებული და აი უკვე ისლიანში ეძებს დაჭრილს,მიაგნო,პირში მოირგო და წამოვიდა,ნაპირს გადმოადგა,ზურმუხტისფერი კისრით უჭირავს მამალი იხვი,აგურისფერი ფეხებით ეპოჭიჭყება დრათჰაარის ბანჯგვლიან მკერდს!!!ლამის გული გამისკდეს,მოდი ჩემო ლამაზო,ჩემო სიხარულო,ჩემო სიყვარულო- ვეხმატკბილები ჩემ მახინჯ ლინდაიას!!!(არც ერთი ქალისთვის არ მითქვია ასეთი სიტყვები,აწი რაღას ვეტყვი!!!!)ისევ შეტოპა ლაფში და წამოვიდა,თავი გვერძე უჭირავს,ცდილობს დაჭრილი იხვი წყალს მოაშოროს!!!ამოფორთხდა როგორც იქნა,გამოვართვი იხვი თუ არა,ტანი შეიფერთხა და ტალახიანი წვეთების დუში მიმაღებინა,დრუნჩში ვკოცნი,ლოყაზე იხვის ბუმბული მეკვრის,ტუჩებზე სისხლის გემოს ვგრძნობ!!!ჩემი შტერი ლინდაია,გრძნობს რომ გამახარა,ხან მკერდზე მეტოტება,ხან იხვის წართმევას ცდილობს,ასე ვბუქნაობთ ძაღლი და პატრონი მუხლამდე ტორფიან,კუპრივით შავ ტალახში და არ გვაღელვებს არც გლობალური დათბობა,არც უღმერთოდ გაძვირებული საწვავი,არც ვალუტის მერყევი კურსი და არც სიდედრის რევმატიზმები,უბრალოდ გვიხარია და ბედნიერები ვართ,ჩვენს ბედნიერებას უსაშველოდ ძველი და მარტივი ფორმულა აქვს:,,ჩვენ მონადირეები ვართ და დღეს კარგად ვინადირეთ!!!!!,, მშვენიერებაა!!! Link to post Share on other sites
Vladimer Jikia 0 Posted December 29, 2012 Report Share Posted December 29, 2012 მშვენიერებაა!!! ბრავო, ძალიან ლამზად გაქვს აღწერილი. 2 კვირაა თოფი ხელში არ ამიღია და ბუნებაში არ გავსულვარ. მაგრამ შენი ჩანახატის წაკითხვისას თითქოს გაიღვიძა ჩემში იგივე გრძნობებმა რასაც ნადორობისას განვიცდი. შენ წიგნებს უნდა წერდე Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted December 29, 2012 Report Share Posted December 29, 2012 არ ვიცი სად დამეწრა, არ გვაქვს შესაფერისი თემა. არადა აქტუალურია. მამუ, ბოდიშს გიხდი ძმაო, გადავიტანე საუბარი სხვა საკითხზე, ეს უნდა ნახოთ ყველამ და ჭკვიანურ პასუხს ველი. სახლში არ ვეწევი. ავტო-ფარეხში/გარაჟში/ გავდივარ ხოლმე. არა, მართლა მაინტერესებს თუ ვინმეს მოგსვლიათ ასეთი რამ. გავედი ღამის 3-ზე, ავანთე სინათლე და ბოცაზე წამოსკუპებული წრუწუნა დავინახე. ე ბიჯო პნევმატიკა, დამკრა ენგრევე განსაკუთრებულმა იმპულსმა. არ დაიჯერებთ, რასაც ნახავთ ეხლა ფოტოზე. ცალცაკე მაქვს თოფები და ამუნიცია, კი ვიარე ფეხის წვერებზე, სანამ გავტენიდი, ამასობაში დაითესა. მივედი ბოცასთან, არ ვუჯერებდი თვალებს. წაყუდებული იყო ეს ჩემის "პიანიცა-ბრადიაგა" და ჩემს დირბულას სვავდა. "ბელაია" ნაღდად არ მაქვს, არ ვსვავ კაი ხანია. აგერ ნახეთ ბოცის თავსახური, ჩაყოფილი ჰქონდა თავისი უწმაწური ტუჩები ნატურალურ ღვინოში. ესეთი რამ პირველად ვნახე, ანუ შავი თაგვი მაგარი "ალკაგოლიკი" ყოფილა. მივასიკვდილებ ზედე, მზათაა ვინჩესტერი. პ.ს. სხვას რომ ეთქვა, არ დავიჯერებდი. Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted December 29, 2012 Report Share Posted December 29, 2012 (edited) მჯერა გიორგი! მე კიდე ორმოცდაათიანიდან ციცქას ვიღებდი ..... და მოგვიანებით ვნახე ფსკერზე წრუწუნა. გულის რევა დამწყო ისე ცუდად გავხდი. ღვინო მეზობელმა გამომართვა, ამის დაღვარა ცოდვააო. ისე თავიდან, ღვინოს გემოზეც არაფერი ეტყობოდა და შინშხლებსაც ყრიდა. :( Edited December 29, 2012 by DMORAL Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted December 29, 2012 Report Share Posted December 29, 2012 გიო გეხუტე,ჯერ სადაურობა გამოიკითხე სანამ თოფს დაახლიდე,იქნებ გზააბნეული უსაკურთხო, ლოთის სულია!!!!ისე ასეთი რამე პირველად მესმის!!! Link to post Share on other sites
levani 71 Posted December 29, 2012 Report Share Posted December 29, 2012 იცოდე გიო თუ მაგ თაგვს მოკლავ და ზაკუსკას არ დაუტოვებ იმ ქვეყანას შეგჭამენ თაგვები და ამ ქვეყანას მე!!!!!!!!! მსმელი კაცი გესტუმრა ოჯახში და ზედ აკლავ ღვინოზე? Link to post Share on other sites
avto 106 Posted December 29, 2012 Report Share Posted December 29, 2012 საბუტილნიკი გაგიჩნდა გიო და მოკვლას უპირებ? Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted December 29, 2012 Report Share Posted December 29, 2012 უმაგრესია მამუკა, თვალნათლივ წარმოვიდგინე ყოველი წუთი. Link to post Share on other sites
lander 2 Posted December 30, 2012 Report Share Posted December 30, 2012 ვა მაგარია არა თაგვი და ღვინო :haha: Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted December 30, 2012 Report Share Posted December 30, 2012 მე ვიყვე ტარაკანა, თუ ყოველ საღამოს ნიგოზს არ ვუტოვებდე, ახალი წლები მოდის და რამე, სისხლში არ გავისვრი ხელს. . მარა ღვინოშიც თუ შემეცილებოდა, მაგას როგორ წარმოვიდგენდი ოოო. დავითის თქმის არ იყვეს, მართლა რომ წაყირავდეს ოციანში, ხომ გავხდები დასაბმელი. სად მყავს მე ისეთი მეზობლები, რომლებიც სახლში დაყენებულ თაგვიან ღვინოს სვავენ??? :d030: ან ამ დევის სისხლის გადაქცევა იქნება??? გავიდეს "პრაზნიკები" და დახვრეტას ჩამოხრჩობით შევუნაცლებ, ხაფანგი და მისი ჯანი. Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted December 30, 2012 Report Share Posted December 30, 2012 საშინელი ქვენა ქარი და წვიმაა,მაინც მივდივარ, ეწერზე უნდა შევიდე,ვიცი დასასველებლად და გასაცივებლად ვარ განწირული,მაგრამ იხვი უეკლოდ ვის მოუკრეფია!!!შუაღამეზე დაბრუნდები და შედეგებს მოგახსენებთ!!!!! Link to post Share on other sites
laika 0 Posted December 30, 2012 Report Share Posted December 30, 2012 აბა წარმატებები !! :yes: Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted December 30, 2012 Report Share Posted December 30, 2012 mamuka grigolia მაგარია, ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე Link to post Share on other sites
აჩიკო 1 Posted December 30, 2012 Report Share Posted December 30, 2012 მამუკა გრიგოლია ოქროს ენა და ბაჯაღლო გული გაქ. ამ წუთას დრაკონია ჩემთან (ჯაბა სილაგავა) ხო და ერთად წავიკითხეთ შენი დაწერილი პოსტი, დიიიიიდი სასმისით ვსვამთ ამ წუთას ყველა მონადირის სადღეგრძელოს შენი თამადობით. Link to post Share on other sites
lander 2 Posted December 30, 2012 Report Share Posted December 30, 2012 მე ვიყვე ტარაკანა, თუ ყოველ საღამოს ნიგოზს არ ვუტოვებდე, ახალი წლები მოდის და რამე, სისხლში არ გავისვრი ხელს. . მარა ღვინოშიც თუ შემეცილებოდა, მაგას როგორ წარმოვიდგენდი ოოო. დავითის თქმის არ იყვეს, მართლა რომ წაყირავდეს ოციანში, ხომ გავხდები დასაბმელი. სად მყავს მე ისეთი მეზობლები, რომლებიც სახლში დაყენებულ თაგვიან ღვინოს სვავენ??? :d030: ან ამ დევის სისხლის გადაქცევა იქნება??? გავიდეს "პრაზნიკები" და დახვრეტას ჩამოხრჩობით შევუნაცლებ, ხაფანგი და მისი ჯანი. მაგარი ხარ ელჩი!!! :d030: Link to post Share on other sites
duta 0 Posted December 30, 2012 Report Share Posted December 30, 2012 mamuka grigolia ძალიან მაგრად წერ მამუკაა, ყოველთვის მსიამოვნებს შენს მიერ დაწერილი ასეთი წელრილების წაკითხვა, გაიხარე Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted December 30, 2012 Report Share Posted December 30, 2012 მევედი სახლში რავაც იქნა,შერცხვენილი ვარ,20 გილზი ვისროლე 6 ჩამოვაგდე 5 ავიყვანე 1 დავკარგე,შევედი ახლა აბანოში,საშინელი სველი და გაყინული ვარ!!!!! Link to post Share on other sites
Recommended Posts