lander 2 Posted December 30, 2012 Report Share Posted December 30, 2012 ეხ ნეტავ მე ვიყო ახლა ეგრე ნანადირევი და დასველებული მაინც კარგია ის სროლის მომენტია მთელი ადრენალინი ნადირობისა :hi: გაიხარე! Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted December 30, 2012 Report Share Posted December 30, 2012 კაია მამუკა, მასეთ სიტუაციაშია მუღამი. ერთი ვერ მოვხვდი მაგ ეწერზე. მევედი სახლში რავაც იქნა,შერცხვენილი ვარ,20 გილზი ვისროლე 6 ჩამოვაგდე 5 ავიყვანე 1 დავკარგე,შევედი ახლა აბანოში,საშინელი სველი და გაყინული ვარ!!!!! Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted December 31, 2012 Report Share Posted December 31, 2012 მევედი სახლში რავაც იქნა,შერცხვენილი ვარ,20 გილზი ვისროლე 6 ჩამოვაგდე 5 ავიყვანე 1 დავკარგე,შევედი ახლა აბანოში,საშინელი სველი და გაყინული ვარ!!!!! რას ამბობ დალოცვილო, შერცხვენილიო? მალარდი სულ 12 ცალი მაქვს ლიმიტი სეზონზე. ერთ დღეში 5 ცალი, ხუმრობა არ არის შენი ჭირიმე. Link to post Share on other sites
ლაშა 0 Posted December 31, 2012 Report Share Posted December 31, 2012 მევედი სახლში რავაც იქნა,შერცხვენილი ვარ,20 გილზი ვისროლე 6 ჩამოვაგდე 5 ავიყვანე 1 დავკარგე,შევედი ახლა აბანოში,საშინელი სველი და გაყინული ვარ!!!!! რას ამბობ მამუ ნეტა მასეთი შერცხვენილი მე დამაბრუნა სახლში . Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted December 31, 2012 Report Share Posted December 31, 2012 გიო არ მოკლა ხაფანგით მაგი წრუწუნა. დოუტოვე ეგ ბოცა, დალევს ნახევარს(დაახლოებით 10 ლიტრი), ჰოდა გოუჩერდება გული, თირკმელი და ღვიძლი_თავისით გავა მარილზე :d030: დღეს და გუშინ ვიყავი გასული იხვზე. ცოტა იყო; გუშინ ერთი ხაზარულა, დღეს 0 Link to post Share on other sites
avto 106 Posted December 31, 2012 Report Share Posted December 31, 2012 გავედი დღეს ,ვიფიქრე საახალწლო სუფრას ერთ კვატათი შევალამაზებთქო და სწორედ რომ ერთით მოგვიწია მე და არხეინას სახლში დაბრუნება.მეტი არც გვისვრია,აწ გარდაცვლილი მამალი ხარაზულიც ცალად სანაწეროდ იჯდა რიონის ნაპირთან ახლოს. Link to post Share on other sites
amiran 0 Posted December 31, 2012 Report Share Posted December 31, 2012 გამარჯობა მონადირეებო დამდეგს გილოცავთ! მარხვაა და არ ვნადირობ 8 იანვრამდე თავს ვიკავებ. ხოარ ყოფილხართ ვინმე უდაბნოში, ტარიბანაზე,იორმუღალოში ან გარეჯში? როგორ არის კაკაბი ან ტუ არის საეროდ? Link to post Share on other sites
jaba 2 Posted January 1, 2013 Report Share Posted January 1, 2013 გამარჯობა მონადირეებო დამდეგს გილოცავთ! მარხვაა და არ ვნადირობ 8 იანვრამდე თავს ვიკავებ. ხოარ ყოფილხართ ვინმე უდაბნოში, ტარიბანაზე,იორმუღალოში ან გარეჯში? როგორ არის კაკაბი ან ტუ არის საეროდ? ამირან მე არ ვყოფილვარ მაგრამ როგორც მითხრეს არიო,რო გახსნილდება ხო არ მოვარტყათ ერთობლივი? Link to post Share on other sites
courage 2 Posted January 1, 2013 Report Share Posted January 1, 2013 მეც რომ უნდა წამიყვანო მარხვის მერე ხომ გახსოვს ამირან? Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted January 2, 2013 Report Share Posted January 2, 2013 ეეეჰ,წევედი მე სანადიროთ,დალევით მე არ ვსვამ და ნადირობას მაინც დევიბედებ,ვერც ვნახე ვინმე ჩემი ჩემი ჭკუის!!!!! :( Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 2, 2013 Report Share Posted January 2, 2013 (edited) ხეირი გენახოს მამუკა. შენი არ იყვეს, ჭიქის მიმჭახუნებელი არ მყავს, გუშინ სკაიპზე, 1,5ლტ კონიაკი შემომეცალა, დღეს დილით ბუს ვგავდი, სალომე მეუბნება, არა მამა, ზღარბს გევხარო. ჰოდა, სარკეშიც არ ვიხედები, პრინციპის ამბავია. ხვალ შეიძლება მეც წავყიალდე დილით, თუ შუშხუნა ყინვა არ იქნა, მართლა გავალ. პ.ს. ეხლა გამახსენდა, ვერსადაც ვერ გავადგავ ფეხს. ახალი ლიცენზია მაქვს საყიდელი. მომიწევს 180$-ის გადახდა სპორტულ პაკეტში. Edited January 2, 2013 by ელჩი Link to post Share on other sites
amiran 0 Posted January 2, 2013 Report Share Posted January 2, 2013 დაპირებებს არ ვივიწყებcourageს ვენაცვალე აუცილებლად წავალთ ერთად. თუ არის მაგას რა ჯობია?! წავიდეთ და მოვაწყოთ ერთობლივი ნადირობა მუხლი გავშალოთ,პურისჭამის რა მოგახსენოთ 6 თვე არ მესმევა :karochera: სხვა დანარჩენში თქვენ გვერდიტ მიგულეთ, შევეხმიანოთ ჩვენ ძმა ზაზას და წავიდეთ ტარიბანაზე . ხო რაც მთავარია ახალწელს გილოცავთ ყველას!!!! Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted January 3, 2013 Report Share Posted January 3, 2013 ბედმა მხოლოდ ერთი მამალი იხვი მარგუნა,თუმცა საკმაოდ მსუქანი,მეორის მოკვლაც შეიძლებოდა,მაგრამ ისე ახლოს მომაფრინდა, კიდევ კარგი რომ გავმაზე,თორემ გავაფუჭებდი,სადღაც 3 მეტრში ვესროლე.სულ ეს იყო!!!! :( Link to post Share on other sites
hubertus 0 Posted January 3, 2013 Report Share Posted January 3, 2013 აქ სურათები არ დევს, თუ ჩემთან არ აჩვენებს? მარტო ელჩის სურათები ჩანს. Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted January 3, 2013 Report Share Posted January 3, 2013 დღეს ალაზანზე სუფთა ჰაერზე გავიარე ძმაკაცთან ერთად უიარაღოდ, და ბედი არ გინდა? მგონი მესამე წელია ნორმალურად იხვისთვის არ მისვრია და 11 ცალი ვნახე. ჯერ 2-მა გადამიარა, მერე 3 და მერე 6 მოჰყვა, ყველა სასროლზე. 5 წუთში მოხდა, 5 სთ-სკენ. მგონი ხვალ პერელიოტზე გავისეირნებ Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 3, 2013 Report Share Posted January 3, 2013 აქ სურათები არ დევს, თუ ჩემთან არ აჩვენებს? მარტო ელჩის სურათები ჩანს. ესენი არიან ზარმაცები, ფოტო-კამერას ვერ დააჭერინებ ხელში. ეგე, იძულებული გამხადეს, თაგვებსა ვსდიო და სურათები ვიღო. Link to post Share on other sites
avto 106 Posted January 3, 2013 Report Share Posted January 3, 2013 ქევხო აჩია მასეთი რამეები მეც ხშირად მემართება. ნერვებს გვიმოწმებენ მე მგონია Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted January 6, 2013 Report Share Posted January 6, 2013 ფეხზე შემოვასწარი სახლში შობის დადგომას,ხუთნი ვიყავით გასულები,ხუთივემ ორ-ორი,დედალ-მამალი იხვი ავიღეთ,დავსველდით მაგრად!!!!!აბა მრავალ შობას!!!!!! Link to post Share on other sites
lander 2 Posted January 6, 2013 Report Share Posted January 6, 2013 ბარაქა მამუკა ბარაქა მრავალ შობა ახალ წელს დაესწსრით!!! Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted January 7, 2013 Report Share Posted January 7, 2013 ამ საღამოსაც შევედი ეწერზე,ზედიზედ ორი დღე ეწერზე ზედმეტი დატვირთვაა ორგანიზმისთვის,თან მარტო წავედი,მარტო წასვლა ხო საერთოდ.....თავიდან ყველაფერი კარგად წავიდა,ოთხი იხვი ავიღე,მეოთხე დაჭრილმა კარგად მარბენინა ეწერზე,როცა დავიჭირე და ზურგჩანთაში ვდებდი,ვიგრძენი რომ გულმა ცოტა წამიფხაჭუნა,ოფლში გახვითქული ჩამოვჯექი ზურგჩანთაზე,პირში ვალიდოლი გავირჭვე და ალალად გითხრათ შემეშინდა.ცოტა დავისვენე და ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყე გამოსვლა,ხუთჯერ ამიფრინდა იხვი,ხუთი დუბლეტი გავმაზე ზედიზედ,გაგიჟებულმა საერთოდ ამოვიღე გილზები თოფიდან და ისე წამოვედი,მოვაღწიე მანქანასთან.აღარ ვარ იმ ასაკში,რომ ასეთი ფოკუსები ვაკეთო,მარტო ეწერზე შესვლას ვგულისხმობ,უნდა დავუწიო ლამფას,რა გზაა.... :( Link to post Share on other sites
lander 2 Posted January 7, 2013 Report Share Posted January 7, 2013 მე ეწერზე არასდროს მინადირნია და მჯერა შენი ეტყობა რთულია თავისებურად რათქმაუნდა 4 იხვი კარგია რას ერჩი :hi: :hi: გაიხარ მამუკა! Link to post Share on other sites
laika 0 Posted January 8, 2013 Report Share Posted January 8, 2013 4-იხვი მშვენიერი შედეგია მამუკა !! თუმცა იხვს ვინ ჩივის კიდე კარგი რომ არ გაგირთულდა მდგომარეობა ... ამ შაბათ-კვირას პალიასტომზე ვაპირებ წასვლას,რა თქმა უნდა თუ თავი მოება,იმედია ხელცარიელი არ დავბრუნდები მთლად !! Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 8, 2013 Report Share Posted January 8, 2013 მამუ, ჯერ ჯანმრთელობა და მერე ნადირობა ძმაო, პირიქით ვერ გამოვა ეგ საქმე. ნუ, მარტო ნადიირობა ხომ ძალიან სარისკოა კიდევ. მაინც გიყოჩაღია. Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted January 8, 2013 Report Share Posted January 8, 2013 მამუკა მაგარი კაცი ხარ! გულით მაგარი და სულით ძლიერი; სუფთა სისხლის მონადირე ხარ თქო გითხარი ეწერზე შესვლის წინ(მობილურით ვილაპარაკეთ), და აკი ამტკიცებ კიდეც. კარგი ნანადირევით დაბრუნებულხარ. აქეთ მეც ვიყავი გასული 6-ში, შობას და ამ დილით: შობის წინა დღეს 3 ავიღე, შობას 0 დღეს კი ერთი ცალი დავაყუდე იხვი არის მეტნაკლებად, მარა ისეთ ადგილზე დავდივარ, სადაც ხალხის ხალვათობა არასოდეს იგრძნობა. შესაბამისად ბევრი დამწყები და უცოდინარია. ისვრიან მანძილზე: უი, უი, უი; არ იკეთებენ მასკიროვკას; არ ერიდებიან გადაძახილებსა და ყვირილით საუბარს... შედეგიც შესაბამისი აქვთ :blink: პირველ დღეებში ამახჩა ყბა: ,,ნუ ესვრით მაგ სიმაღლეზე!!!" ,,ცოტა ჩუმად იდექით!!!" ,,დაიმალეთ!!!" . ერთი-ორჯერ სწავლებასაც შევეცადე, მარა უკვე მომწყინდა: აწე ვივლი იხვზე მზიან და თბილ ამინდში_ არც ხალხი იქნება და არც იხვი, სამაგიეროდ ნერვიული სისტემა დამიწყნარდება :haha: Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted January 8, 2013 Report Share Posted January 8, 2013 შორს სროლა რაა ჩემო გელა,ახალი სენია დაფიქსირებული დამწყებ მონადირეებში:,,პერელიოტის,, დროს მესიჯობა,გააქვს ტელეფონებს წრიპინი!!!!! Link to post Share on other sites
Recommended Posts