kaskada 0 Posted July 25, 2013 Report Share Posted July 25, 2013 kaskada ვესტუმროთ სეზონზე და მწყერსაც ვნახავთ დამიჯერე აბა რა უნდა ვქნათ იქნებ შემოვიდეს მეთქი მწყერი ცოტა იმედი მაქ დარჩენილი. აი ძაღლმა კი გამახარა იყოჩაღა მაგრად 1,5 წლისაა Link to post Share on other sites
courage 2 Posted July 28, 2013 Report Share Posted July 28, 2013 დღეს საფანტი ვიყიდე, ვემზადები და ვემზადები. იქნება სადმე ინფო მოვიძიოთ ერთობლივი ძალებით, წლევანდელი სეზონის გახსნაზე, მე ვერაფერი ვნახე. სამინისტროს საიტზე ვერაფერს წავაწყდი Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted July 28, 2013 Report Share Posted July 28, 2013 დადებენ ალბათ ერთი კვირით ადრე მე თუ მკითხავენ სექტემბრის პირველ შაბათს უნდა გახსნან დღიური ლიმიტები და ვადები ესე უნდა იყოს. მწყერი - 20 ცალი, სექტემბრის პირველი შაბათი - ნომებრის პირველი შაბათი, მოსაკრებელი 15 ლარი. მრედისნაირები: მტრედი, ქედანი, გული, გვიძინი გვრიტი, სექტემბრის პირველი შაბათი - მარტის პირველი შაბათი ჯამურად 15 ცალ, მოსაკრებელი 10 ლარი ჩიბუხა, გოჭა, გარშნეპი, წყლის ქათამაურა, ღალღა, სექტემბრის მეორე შაბათი- ნომებრის მესამე შაბათი ჯამურად 10 ცალი, მოსაკრებელი 15 ლარი წალმცურავები: გარეული იხვი, იხვინჯა, რუხი იხვი, რუხი ბატი, ოქტომბრის მესამე შაბათი - მარტის მეორე შაბათი. ჯამურად 10 ცალი, მოსაკრებელი 15 ლარი ტყის ქათამი – ოქტომბრის მეორე შაბათი - იანვრის მესამე შაბათი – 5 ცალი, მოსაკრებელი 20 ლარი კაკაბი – ოქტომბრის მეორე შაბათი – იანვრის მესამე შაბათი - 3 ცალი, მოსაკრებელი 50 ლარი კურდღელი, მელა, კვერნა, მაჩვი - სექტემბრის მესამე შაბათი - თებერვლის მესამე შაბათი - 2 ცალი, მოსაკრებელი 50 ლარი ტურა, ენოტი, ენოტისებრი ძაღლი, მგელი - მთელი სეზონი ულიმიტო. (მაინც ვერ გადააშენებს მონადირე ამ გადასაშენებლებს)მოსაკრებლის გარეშე. სულ მოსაკრებელი ამ სეხეობებზე სეზონზე 175 ლარი. გააკეთონ ესე და მკაცრად გააკონტროლონ. არ დამიწყოთ ეხლა ძვირია 175 ლარიო Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted July 28, 2013 Report Share Posted July 28, 2013 იეტი რა აუტკივარი თავი აიტკიე ხვდები? მე რომ ეგ დამეწერა, იტყოდნენ უცხოეთში ხარ, მანდაურობას მიჰხედეო. :d030: დაგცხებენ ახლა. Link to post Share on other sites
laika 0 Posted July 28, 2013 Report Share Posted July 28, 2013 იეტი ჩათვალე რომ 80 % ბრაკონიერი გახდება,ვინც პატიოსნად ნადირობს ისიც ამ სტატუსს შეიძენს,იმიტომ რომ ხალხის უმრავლესობას საქართველოში ხელფასი 400-500 ლარი აქვს დაახლოებით და აქედან 175 ლარს ასეთი კაცი არ გადაიხდის მოსაკრებელში , თან ისიც დაამატე რომ 100 დან თვის ბოლოს 80-ს მაინც სესხის ფული აქ შესატანი ამ ხელფასიდან,რამდენადაც ცუდი არ უნდა იყოს დღეს საქართველო ასე ცხოვრობს !!! Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted July 28, 2013 Report Share Posted July 28, 2013 ქუთათური წელიწადში 175 ლარი არის თვეში სადღაც 15 ლარამდე. ლუდს სვავ? სიგარეტს ეწევი? თუ კი რატო? ნადირობა გართობა და სიამოვნებაა. საჭმლის მოსაპოვებლად არავინ დადის სანადიროთ. ძაან დიდი თემაა. აქ რომ დავწერო 3 გვერდი არ მეყოფა Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted July 28, 2013 Report Share Posted July 28, 2013 იეტი ვიხდი ! და ეგ ფული სად მიდის? არ მითხრა ახლა ზოგადად - ბიუჯეტშიო ოღონდ კაკაბზე არ გეთანხმები Link to post Share on other sites
amiran 0 Posted July 28, 2013 Report Share Posted July 28, 2013 კაი გამარჯობა თქვენი მონადირეებო !!! ყოველ წელს ეგრეა ზოგი იძახის არის მწყერი ზოგი ამბობს არააო, ეგრე ვერ გაიგებ შენ თვითონ თუარ გახვედი და არ ნახე.მე არმახსოვს სეზონი რო კახეთში მწყერი არ ყოფილიყოს რამდენჯერ მინახავს გადმოვლენ მანქანიდან გაივლიან 1 მინდორს შეხვდებათ 1 ცალი მიდიან უკან. მე წელსაც 29 აგვისტოს გავხსნი სეზონს იქ სადაც ვხსნი ხოლმე )) მოზადებული მაქ ტყვია-წამალი და დღეებს ვითვლი და მერე ვნახოთ როგორ არ არის და სად არის მწყერი. Link to post Share on other sites
courage 2 Posted July 28, 2013 Report Share Posted July 28, 2013 მომავალში შეიძლება მსგავსი ლიცენზიების შემოღება, დღეისთვის კი ნაადრევია და შეუსაბამო სიტუაციასთან. სანამ ქვეყანაში ცხოვრების დონე არ გაიზრდება, მსგავსი ტარიფები არასწორად მიმაჩნია. Link to post Share on other sites
laika 0 Posted July 28, 2013 Report Share Posted July 28, 2013 (edited) ქუთათური წელიწადში 175 ლარი არის თვეში სადღაც 15 ლარამდე. ლუდს სვავ? სიგარეტს ეწევი? თუ კი რატო? ნადირობა გართობა და სიამოვნებაა. საჭმლის მოსაპოვებლად არავინ დადის სანადიროთ. ძაან დიდი თემაა. აქ რომ დავწერო 3 გვერდი არ მეყოფა მე ის არ მითქვია რო მე არ გადავიხდითქო,თუმცა შეიძლება არც გადავიხადო,ვიღაცის ჯიბის გასამდიდრებლად,თუ დარწმუნებული ვიქნები რომ შესული თანხა ისევ ბუნებას მოხმარდება და არა ტოტო კუტუნიოს და შაკირას ჩამოყვანას,აი მაშინ კი ნამდვილად გადავიხდი მეც და ყველა ბუნების მოყვარული ხალხიც,ვინც ნადირობიდან და თუნდაც ბუნებაში სიარულისგან სიამოვნებას იღებს,ეს იქნება მომავალი თაობისათვის იმ უდიდესი სიმდიდრის შენახვა რასაც ფლორა და ფაუნა ქვია.ამ დროს იქნება ეგ მოსაკრებელი სამართლიანი ვეფხო. თუმცა საქართველოს დღევანდელ ცხოვრების პირობებს მაინც არ შეესაბამება ეგ თანხა ჯერ,მე ასე მიმაჩნია ყოველ შემთხვევაში. Edited July 28, 2013 by ქუთათური Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted July 28, 2013 Report Share Posted July 28, 2013 ვა აქ უკვე ლცენზიაც გაგიძვირებიათ ამეების წაკითხვაღა უნდათ ისე ხომ არ აძვირებენ ყველაფერს არცერთ ვარიანტში არ გადავიხდი მაგხელა თანხას, დაუთესოს ბატონო სახემწიფომ ხორბალი მწყერს და მერე გაზარდონ მაგხელაზე, მაგ პირობებით ქალაქის მოსახლეობის 50%(მეც მანდ მოვხვდები) და სოფლის მოსახლეობის 99% ბრაკონიერი გახდება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted July 28, 2013 Report Share Posted July 28, 2013 იეტი ვიხდი ! და ეგ ფული სად მიდის? არ მითხრა ახლა ზოგადად - ბიუჯეტშიო ოღონდ კაკაბზე არ გეთანხმები ზოგადათ ბიუჯეტში არა, ეს თანხა და კიდევ ჯარიმებიდან შემოსული თანხა უნდა წავიდეს ეგერების/რეინჯერების ხელფასებში რომლებმაც თვის მხრივ უნდა უზრუნველყონ კანონის აღსრულება იმ დონეზე რომ რამოდენიმე წელიწადში ხალხი მიიყვანონ იმ აზრამდე რომ თუ ლეცენზიაში გიწერია ვთქვათ 20 მწყერი არ უნდა მოკლა 21. 50 ლარად შენ ნადირობ კაკაბზე რამოდენიმე თვე, დღეში 3 კაკბის მოკვლის ლიმიტით. მეურნებაში რა ღირს ერთი კაკაბი შემახსენე? Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted July 28, 2013 Report Share Posted July 28, 2013 მწყერს უთქვამს, კვერცხების გამოტეხვა, ჩოჩრების დაზრდა მაცალეთ, მერე ფარებით ნუ დამაბრმავებთ და მანოკებით ნუ მომიტყუებთ და თქვენი არც ხორბალი მინდა და არც ქერიო, ბალახის მარცვლით გამოვკვებავ შვილებსო. ბრაკონიერს ჯარიმა კოჭებში შედი რესტორანში ჭამე სვი და მერე ქვითარს რომ მოგიტანენ 100 ლარისას, ადექი და უთხარი რა ამბვაია ბატონო 10 ლარზე მეტს ვერ გადავიხდიო. რას გეტყვიან? თუ ნადირობის მოტრფიალეა ადამიანი, 175 ლარს რომელიც მე პირობითად დავწერე წლის განმავლობაში როგორმე მოუყრი თავს. 175 ლარი არის 3 ოთხ კაციანიანი სუფრა. თვეში 15 ლარიც არა. 15 ლარზე მეტი გჭირდება თვეში, რომ სახლიდან ამ ფორუმზე დაპოსტო... და კიდევ ერთიანად არ იყიდო ყველაფერი, სახეობების მიხედვით იყიდე ეტაპობრივად კაკაბ კურდღელზე სულაც ნუ იყიდი, 100 ლარს დაზოგავ თუმცა ამ შემთხვევაში ვერ ინადირებ მაგაზე თუ იქნება კონტროლი და ლიცენზიის გარეშე პირი თითქმის ვერ შეძლებს ნადირობას, ახლანდელი მონადირეების 90 % იყიდის ამ ფასში ნადრიობის უფლებას სხვადასხვა სახეობებზე. ან იყიდის იმაზე რაზეც გაწვდება. წინა დღეს 175 ლარის გადახდა შეიძლება მართლა გაგიჭირდეს, მაგრამ თუ ლიცენზიის ყიდვის შესაძლებლობა გექნება წლის ნებისმიერ დროს, ადგები და ერთ თვეში მწყერზე ნადირობის ლიცენზიას იყიდი, მეორე ან მესამე თვეს წყლამცურავებზე და ა.შ და ყველაზე მთავარი. ეს ისე დავწერე ხალხო, სპონტანურად მე მაგალითდ ამ თანხას და უფრო მეტსაც გადავიხდიდი იმ შემთხვევაში, თუ დავრწმუნდებოდი, რომ კანონში, თუნდაც ამჟამად რაც წერია, იმის შესრულებას მაინც გააკონტროლებენ თუნდაც 50 %-ით. გადავიხდი არა იმიტო რომ 175 ლარი ჩემთვის არაფერია (ჩემთვისაც ფულია,) არამედ იმიტომ რომ იმის შენარჩუნებისთვის შემეწყო ხელი რაც დაგვრჩა და რაც არ გვექნება მომავალში თუ ესე გაგრძელდა ყველაფერი. Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted July 29, 2013 Report Share Posted July 29, 2013 იეტი ხოოო, დღეში კიბატონო Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted July 29, 2013 Report Share Posted July 29, 2013 ქევხო აქ არის მასე აჩი, განსხვავება ის არის რომ, სანადირო-სათევზაო ზონებად არის დაყოფილი შტატი. თუ გინდა მარტო "მაჩვზე" აიღე ლიცენზია, თუ გნებავს მთლიანი სპორტული პაკეტი იყიდე, რომელიც ბევრად იაფი ჯდება სათითაოდ შეძენილ ნებართვებთან შედარებით. სპორტულ პაკეტში თევზაობის ლიცენზიაც შედის. მიჯდება 165$ წელიწადში. რასაც მინდა ვუბრახუნებ და რასაც მინდა დავიჭერ კანონის ფარგლებში. შველის გარდა, არცერთი სახეობის ლიმიტი არ მაქვს შესრულებული დღემდე. რასაც კანონი მაძლევს, ობიექტების გრძელი სიაა, ნაღდად არ დავხოცავ მაგდენს. არ არის საჭირო. Link to post Share on other sites
courage 2 Posted July 29, 2013 Report Share Posted July 29, 2013 ამერიკის დონეზე რომ ავალთ ცხივრების დონის მაჩვენებლით 200$-იც იყოს თუ გინდა. Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted July 29, 2013 Report Share Posted July 29, 2013 ამერიკის დონეზე რომ ავალთ ცხივრების დონის მაჩვენებლით 200$-იც იყოს თუ გინდა. ამერიკაში რომ იგივე სიტუაცია იყოს რაც ეხლა ჩვენთანაა ნადირ ფრინველის რიცხოვნობის მხრივ, მაშინ იქ ლიცენზია 20-ჯერ ძირი ეღირებოდა რაც გიორგიმ დაწერა იმასთან შედარებით. Link to post Share on other sites
courage 2 Posted July 29, 2013 Report Share Posted July 29, 2013 ვერ დაგეთანხმები, ლიცენზიის გაძვირება ვერ გადაჭრის პრობლემას. Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted July 29, 2013 Report Share Posted July 29, 2013 ქორიჯი არამგონია ფინანსისტი იყო და სახელმწიფო ბიუჯეტის სტრუქტურას კარგად იცნობდე ამიტომ მარტივად გკითხავ. რეინჯერს რომელიც დღე და ღამე გარეთ უნდა იყოს და ტერიტორიები აკონტროლოს ისე როგორც საჭიროა საიდან უხდი ხელფასს? Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted July 29, 2013 Report Share Posted July 29, 2013 რეინჯერს რომელიც დღე და ღამე გარეთ უნდა იყოს და ტერიტორიები აკონტროლოს ისე როგორც საჭიროა საიდან უხდი ხელფასს? რა ნაგვის გადასახადი რომ გააძვირეს რომელ მეეზოვეს მოუმატეს ხელფასი? არცერთს. მონადირე იმდენია რომ იმ 10 ლარიანი მოსაკრებლიდან 20 პროცენტი თავისუფლად ეყოფა რეინჯერების ხელფასს. კურდღელზე ხოხობზე და კაკაბზე რომ იყოს წელიწადში 50 ლარი ბაზარი არაა დღიური ნორმით 2 ცალი თითო. სანადიროდ წასვლას მარტო ლიცენზია არ ყოფნის ამერიკას რომ დავეწიოთ მაშინ საწვავის ფასიც ისეთივე უნდა იყოს იარაღისაც და ტყვია-წამლისაც, აი მაშინ მოუმატონ კიბატონო Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted July 29, 2013 Report Share Posted July 29, 2013 მწყერს უთქვამს, კვერცხების გამოტეხვა, ჩოჩრების დაზრდა მაცალეთ, მერე ფარებით ნუ დამაბრმავებთ და მანოკებით ნუ მომიტყუებთ და თქვენი არც ხორბალი მინდა და არც ქერიო, ბალახის მარცვლით გამოვკვებავ შვილებსო. რავიცი თუ მასე უთქვავს აბა ნაპურალებში რაღას დაძვრებიან? :haha: Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted July 29, 2013 Report Share Posted July 29, 2013 (edited) მიწვევთ რა საქართველოში თუ სწორად მახსოვს 10 ლარიანი ლიცენზიის გადამხდელი პირი ბოლო 2 წლის მონაცემებით თამაშობს 10,000-თან ანუ სადღაც 10,000 კაცი წელიწადში იხდის 10 ლარს და ეს ჯამში არის 100,000 ლარი, 100,000 ლარის 20 % არის 20,000 ლარი წელიწადში. ეს თვეში არის 1667 ლარი. ამას გამოავკლოთ 20 % საშემოსავლო ვღებულობთ ესიგი 1333 ლარს. ეს არის დაახლოებით 3 კაცის ხელფასი. 3 ეგერით გინდათ გააკონტროლოთ საქართველო ? ეხლა დავიწყოთ უკუღმა, როცა გდი არსებობდა თუ არ ვცდები 500 რეინჯერი ყავდა საქართველოს მაშტაბით და რას როგორ აკონტროლებდნენ კარგად მოგეხსენებათ. მოდი ჩავთვალოთ რომ ეხლა ჩვენ გვყავს იგივე 500 რეინჯერი, მაგრამ ბუნების სიყვარულით გულანთებული ადამიანები რომელბიც თვს არ ზოგავენ და ამ თავდაუზოგობაში ითხოვენ 500 ლარს ხელფსს. 500 ლარი რომ მივცეთ ხელფასი ხელზე, უნდა გამოვწეროთ 625 ლარი. 625*500=312,500 ლარს თვეში. წელიწადში ეს არის 3 750 000 ლარი, ეს რომ გავყოთ 10 ლარზე არის 375,000, ესეიგი 375,000-მა ადამიანმა უნდა იყიდოს 10 ლარიანი ლიცენზია, რომ მარტო ეგერების ხელფასი დავაფინანსოთ, ადმინისტრაციული ხარჯები დაახლეობით ერთი ამდენი იქნება. ესეიგი საქართველოში 350,000*2=750,000 ადამიანმა უნდა ინადიროს, (იყიდიოს 10 ლარიანი ლიცენზია)რომ ეს ყველაფერი დავაფინასოთ. რაც იმას ნიშნავს რომ საქართველოში ყოველი მეექვსე ადამიანი (ბავშვები, ქალები, მოხუცები) მონადირეა. ან უნდა გავხადოთ გაჩუმდით ეხლა Edited July 29, 2013 by იეტი Link to post Share on other sites
courage 2 Posted July 29, 2013 Report Share Posted July 29, 2013 იეტი კარგი თუ არ გგონი გეტყვი, ბიზნესი და ეკონომიკა 7 წელი ვისწავლე. ეკონომიკა ასე მატივი თემა არაა, ნებისმიერი საონელი და მომსახურება უნდა იყოს ხალხის მხრიდან მოთხოვნადი და აქედან გამმდინარე უნდა დაადგინო ფასი. რას შვება სახელმწიფო თუ არცერთი ლიცენზია გაიყიდა, გარემოს დაცვამ აღარ უნდა აკონტროლოს სათევზაო და სანადირო ადგილები? ეკონომიკა პირველ რიგში ადამიანის ფსიქოლოგიას ეჯახება შემდეგ კი მის ჯიბეს, დღეს არც მე და ძალიან ბევრი კიდე ელემტარულად არაა მზად იმის თვის რომ ის ფასი რასაც შენ იძახი, მიიღოს (გადახდაზე არაფერს ვიძახი). ასე რომ, ქვეყნის ცხოვრების დონე პირდაპირ კავშირშია მოსახლეობის განწყობაზე, სახელმწიფოს მხრიდან თითოეული გადადგმული ნაბიჯი ნებისმიერი მხრით, უნდა იყოს ხალხზე მორგებული. რაც შეეხება გარემოს დაცვას და კონტროლს, მეტყევისა და ეგერის ხელფასს, თუ სახელმწიფოს მიაჩნია ეს საქმე პრიორიტეტულად აუცილებლად გამონახავს სახსრებს დასაფინანსებლად, თუ ნაკლებად აინტერესებს დაიკიდებს, ლიცენზიების გაძვირება პირდაპირ არ აისახება მათ ხელფასებზე. მე და შენ არ მოვიხმართ პირდაპირ სადაზვერვო სამსახურის მომსახურებას, მაგრამ ქვეყანს ჭირდება და აფინანსებს. აქ საქმე პრიორიტეტებშია. დალხენილი ცხოვრება რომ გვექნება მერე ვისაუბროთ ლიცენზიების გაძვირებაზე. პ.ს თუ მაინც და მაინც ლიცენზიებით გვინდა გავიდეთ ფონს, მაშინ უნდა შევქმნათ მათალი ხარისხის პროდუქტი - სამთო ნადირობის მხრივ არჩვზე და ჯიხვზე, ასეთი მთათასისტემა გვქონდეს და ასე გამოუყენებელი საცოდაობაა. Link to post Share on other sites
courage 2 Posted July 29, 2013 Report Share Posted July 29, 2013 იეტი მაინც ჩემ აზრზე ვრჩები გულანთებული ეგერი არ მინახავს, მაგრამ გაპიწკინებულ კალმახს რომ უბერავს კი Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted July 29, 2013 Report Share Posted July 29, 2013 იეტი კარგი თუ არ გგონი გეტყვი, ბიზნესი და ეკონომიკა 7 წელი ვისწავლე. ეკონომიკა ასე მატივი თემა არაა, ნებისმიერი საონელი და მომსახურება უნდა იყოს ხალხის მხრიდან მოთხოვნადი და აქედან გამმდინარე უნდა დაადგინო ფასი. რას შვება სახელმწიფო თუ არცერთი ლიცენზია გაიყიდა, გარემოს დაცვამ აღარ უნდა აკონტროლოს სათევზაო და სანადირო ადგილები? ეკონომიკა პირველ რიგში ადამიანის ფსიქოლოგიას ეჯახება შემდეგ კი მის ჯიბეს, დღეს არც მე და ძალიან ბევრი კიდე ელემტარულად არაა მზად იმის თვის რომ ის ფასი რასაც შენ იძახი, მიიღოს (გადახდაზე არაფერს ვიძახი). ასე რომ, ქვეყნის ცხოვრების დონე პირდაპირ კავშირშია მოსახლეობის განწყობაზე, სახელმწიფოს მხრიდან თითოეული გადადგმული ნაბიჯი ნებისმიერი მხრით, უნდა იყოს ხალხზე მორგებული. რაც შეეხება გარემოს დაცვას და კონტროლს, მეტყევისა და ეგერის ხელფასს, თუ სახელმწიფოს მიაჩნია ეს საქმე პრიორიტეტულად აუცილებლად გამონახავს სახსრებს დასაფინანსებლად, თუ ნაკლებად აინტერესებს დაიკიდებს, ლიცენზიების გაძვირება პირდაპირ არ აისახება მათ ხელფასებზე. მე და შენ არ მოვიხმართ პირდაპირ სადაზვერვო სამსახურის მომსახურებას, მაგრამ ქვეყანს ჭირდება და აფინანსებს. აქ საქმე პრიორიტეტებშია. დალხენილი ცხოვრება რომ გვექნება მერე ვისაუბროთ ლიცენზიების გაძვირებაზე. პ.ს თუ მაინც და მაინც ლიცენზიებით გვინდა გავიდეთ ფონს, მაშინ უნდა შევქმნათ მათალი ხარისხის პროდუქტი - სამთო ნადირობის მხრივ არჩვზე და ჯიხვზე, ასეთი მთათასისტემა გვქონდეს და ასე გამოუყენებელი საცოდაობაა. გეტყობა ლექციებს აცდენდი შენ შიგადაშიგ, ან ლექტორი არ იყო მოწოდების სიმაღლეზე არაა მთალად მასე ეგ რაც შენ დაწერე და მაკრო-მიკრო ეკონომიკის საფუძვლების ახსნას ნუ დამაწყებინებ აქ მე სამსახური მაქვს ისეთი რომ წლებია მაგ თემასთან ძალიან მჭიდრო შეხება მიწევს როცა შეხვდებით მერე ვისაუბროთ მაგაზე. მანამდე იმაზე იფიქრე სახელმწიფოს ძირითადი შემოსავალი საიდან აქვს და ეს შემოსავალი თუ არა გაზარდა შეძლებს თუ არა რაიმეს დამატებით დაფინანსებას. რაც შეეხება იმას, თუ ლიცენზია ვერ გაყიდა ბუნება აღარ უნდა აკონტროლოსო. არაა პრობლემა, ჯარიმებიდან შემოვა სამაგიეროდ იმდენი რომ დაბალანსებს, არ/ვერ იყიდი? დაგაჯარიმებენ, იარაღს ჩამოგართმევენ და იძულებული გახდები იყოდო, თუ გინდა რომ ინადირო. ეტაპობრივად ხალხი დაწყებს ლიცენზიის ყიდვას და დაახლოებით იმ ოდენობით შემცირდება ჯარიმები რა ოდენობითაც გაიყიდება ლიცენზიები, რადგან ამ პროდუქტზე მოთხოვნა არის შენი ენით რომ ვთქვათ სხვათშორის არაა სავალდებულო ინადიროს ყველამ და თუ შესაძლბელობა არ გაქვს ლიცენზიის ყიდვის, მაშინ უარი უნდა თქვა გართობის ამ სახეობაზე,ისევე როგორც უარს ამბობ გარკვეული ტიპის გართობებზე უსახსრობის გამო. ესაა ბატონო კაპიტალიზმი და დროა კომუნიზმიდან გამოვიდეთ. Link to post Share on other sites
Recommended Posts