გიორგი 46 Posted August 19, 2013 Report Share Posted August 19, 2013 ა, ასე არ სჯობია? განათდა თემა სურათები რომ დაემატა. გაიხარე დუტა, სურათებით, შენი ნადირობით და ლედის წარმატებით კი გავიხარე, მაგრამ ბრაკების ამბავი მაგრად მწყინს. Link to post Share on other sites
avto 106 Posted August 19, 2013 Report Share Posted August 19, 2013 საღოლ დუტა კაი ფოტოებია. Link to post Share on other sites
Коба 47 Posted August 19, 2013 Report Share Posted August 19, 2013 გაიხარე დუტა! მართლაც სულ სხვა სახე მიეცა ნადირობის ინფორმაციას. თანაც კარგი ხარისხის ფოტოებია. * ბიჭებო, თოფის წაღება არაა აუცილებელი, როცა მარტო შენთვის არ ნადირობ. ფორუმელების გახარება თუ გაინტერესებთ, საკმარისია ფოტოაპარატი არ დაგავიწყდეთ B) Link to post Share on other sites
duta 0 Posted August 19, 2013 Report Share Posted August 19, 2013 გაიხარეთ მეგობრებო, ეს სურათები სპეციალურად ფორუმისთვის გადავიღე. პირველ და მეორე სურათის ხარისხი მოიკოჭლებს, არარის ჩემი გადაღებული სხვას გადავაღებინე. ხვალ ისევ მივდივარ სოფელში ტყვია წამლის მარაგი შევავსე. ჩამოვიტან კიდე კარგ სურათებს. Link to post Share on other sites
Коба 47 Posted August 19, 2013 Report Share Posted August 19, 2013 აბა შენ იცი. გელოდებით და ... "ни пуха, ни пера" Link to post Share on other sites
levani 71 Posted August 19, 2013 Report Share Posted August 19, 2013 ოქრო ბიჭი ხარ დუტა მალადეც, გემრიელი სეზონი შენ და შენს გოგოცუნას. Link to post Share on other sites
irakli 1 Posted August 19, 2013 Report Share Posted August 19, 2013 გაიხარე დუტა, ნამდვილად ვისიამოვნე. გამოუშვით ფოტოები გამოუშვით, გიორგის ვეთანხმები, სურათებით უფრო საინტერესო ხდება ფორუმი. Link to post Share on other sites
lander 2 Posted August 19, 2013 Report Share Posted August 19, 2013 წარმატებები!!! Link to post Share on other sites
irakli 1 Posted August 20, 2013 Report Share Posted August 20, 2013 გვაპატიეთ თანაფორუმელებო, ნადირობის პროცესის სურათები არ გვაქვს. რო მოვრჩით ნადირობას, დავბანაკდით და დავიწყეთ მწყერის კეტება მხოლოდ მაშინ გაგვახსენდა ფოტოზე აღბეჭდვა, ცოტა არაესთეტიური სურათია მაგრამ მაინც შედეგის ამსახველია ესეც შამფურზე. სანამ ნადავლი შეიწვებოდა ცოცხალი თავით არ დავჯექით და ტურებივით დავრბოდით სუფრის გარშემო :D Link to post Share on other sites
supernatural 0 Posted August 20, 2013 Report Share Posted August 20, 2013 Supernatural welcome სეზონის გახსნას ელოდებოდი? სალამი იეტი რაღაც მწყერზე ნადირობა აღარ გხიბლავს Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted August 20, 2013 Report Share Posted August 20, 2013 ეეჰ სამწუხაროდ მაქვს მიზეზები რომ აღარ მხიბლავდეს, მონადირეების უკულტურობა... ყველა ამ გაჭირვებულ მწყერს დასდევს. რაღაც თითქოს მეცოდება უკვე მომავალ სეზონზე ძაღლის გულისთვის თუ ვინადირებ ალბათ მაგაზე... ჩიბუხებით ჩავანაცვლე, ჩემი სეზონი სექტემრიდან დაიწყება Link to post Share on other sites
laika 0 Posted August 20, 2013 Report Share Posted August 20, 2013 კარგი სურათებია მეგობრებო გაიხარეთ ასეთი კარგი რეპორტისათვის !!! Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted August 20, 2013 Report Share Posted August 20, 2013 'Gurulo' - ჯვარი სწერია, მაგრამ, გირჩევ ყურადღებით მოეკიდო ამ საკითხს. საგეში ლეკვი მშვენივრად ვერ იმუშავებს, თუნდაც იმიტომ, რომ ის ჯერ დაგეშილი არ არის და ბევრი რაიმე აქვს სასწავლი. ღმერთმა ქნას, რომ მე ვცდებოდე და შენი ლეკვი მართლაც მშვენივრად მუშაობდეს. თუ დარწმუნებული ხარ შენს ძაღლში და უმთავრესად შენს თავში, გაიყვანე საველე გამოცდებზე და შეეცადეთ აიღოთ საველე დიპლომი. აქ საიტზე თითქმის ყველა იმ ღონისძიებების რეზონანსი და გარჩევა ხდება, რაც ეხება კლუბის წევრების ან გუნდის შესაძლებელ მონაწილეობას ამ ღონისძიებებში (თევზაობა, სტენდზე სროლა და სხვ.). სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კლუბის ბევრ წევრს ყავს ოთხფეხა დამხმარე-მეგობარი, საველე ღონისძიებებში ერთეულები ღებულობენ მონაწილეობას, არაფერს ვამბობ კლუბის სახელით გუნდის გამოყვანაზე. ახალგაზრდა ძაღლების (ლეკვების) მფლობელებო-პატრონებო, ეცადეთ თქვენი სიტყვები, რომ, თქვენი ძაღლი "მუშაობს" დაამტკიცოთ საქმით ე.ი. საველე დიპლომით და ამით გაგვახაროთ ჩვენ, ძაღლების მოყვარულები და თქვენი გულწრფელი გულშემატკივრები კობა ყოველთვის მოხარული ვარ შენი კომენტარებითა და რჩევებით. ბევრ რამეს ვსწავლობ შენგან და მუდამ გამიხარდება როცა ჩემი შეცდომების გამოსწორებაში დამეხმარები სიტყვა ,,მუშაობა" პირობითად იყო ჩემს მიერ მოტანილი, რადგან დანამდვილებით ვიცი, რომ ძაღლმა ნორმალური მუშაობა გაქაჩოს, ამას აგვიანდება 3 სრულყოფილი სანადირო სეზონი სხვადასხვა სახის ფრთოსანზე, პატრონისა და აღსაზრდელის ბევრი ჯაფა-შრომის თანხლებით. მუშაობაში ვიგულისხმე საგეში ლეკვის მონდომება ძებნაზე; კარგი დამჯერობა; ჩემი ბრძანების შესაბამისად ძებნის ადგილის ცვლა; პირველივე დაძახილზე პატრონთან მოსვლა(თუნდაც ფრინველის კვალზე იდგეს). ახლა შეკითხვა და დამეხმარე ჩემო მეგობარო: დღეს გავაკეთე ასეთი ექსპერიმენტი(შევამოწმე მისი ერთგულება და დამჯერობა): ცალსახად შევამჩნიე რომ ღალღის კვალზე იდგა... მიუახლოვდებოდა, მოკლეხნიან ნაბულს გაუკეთებდა, ფრთოსანი გაურბოდა; მიუახლოვდებოდა, მოკლეხნიან ნაბულს გაუკეთებდა, ფრთოსანი გაურბოდა... დავუძახე და მოვიყვანე ჩემთან. თან მაინტერესებდა ასეთ აზარტში შესული თუ შემისრულებდა ბრძანებას. დავაწყნარე, დავამშვიდე და კვლავ იმ ადგილზე მივიყვანე. დაახლოებით 2-3 წუთიანი ძებნის შემდეგ ნაბულზე დადგა. ცოტა შევაყოვნე, შევაქე ლეკვი, მივუახლოვდი და ბრძანებით ავაფრენინე. მოკლული მოვაძებნინე და არ მოვატანინე, იქვე გამოვართვი... რა შეცდომები დავუშვი? რას მივაქციო ყურადღება? მოკლედ რჩევები გამოუშვი და რაც შეიძლება ბლომად Link to post Share on other sites
nikash4 0 Posted August 20, 2013 Report Share Posted August 20, 2013 (edited) მოგესალმებით ყველას ხალხნო!! გილოცავთ სეზონის გახსნას!! დაპირებული სურათები. Edited August 20, 2013 by შუკა Link to post Share on other sites
nikash4 0 Posted August 20, 2013 Report Share Posted August 20, 2013 (edited) მეორე დღე ორმა 40 ავიყვანეთ ხვალ მივდივარ დ მოგაწვდით ფოტოებს Edited August 20, 2013 by შუკა Link to post Share on other sites
lander 2 Posted August 20, 2013 Report Share Posted August 20, 2013 :yes: :yes:კარგად გინადირნიათ! Link to post Share on other sites
zaza13 0 Posted August 20, 2013 Report Share Posted August 20, 2013 შუკა სად ნადირობ თუ საიდუმლო არაა? Link to post Share on other sites
nikash4 0 Posted August 20, 2013 Report Share Posted August 20, 2013 zaza13 ტაბაწყურში Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted August 20, 2013 Report Share Posted August 20, 2013 შუკა საღოლ ნიკა, გიქებ ნადავლს. :yes: მახსოვს პოინტერის ლეკვიც გყავდა, რა ფაზაშია ეხლა ის ცუგრია? Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted August 20, 2013 Report Share Posted August 20, 2013 შუკა ეს სურათები ტაბაწყურშია გადაღებული? Link to post Share on other sites
Коба 47 Posted August 20, 2013 Report Share Posted August 20, 2013 კობა ყოველთვის მოხარული ვარ შენი კომენტარებითა და რჩევებით. ბევრ რამეს ვსწავლობ შენგან და მუდამ გამიხარდება როცა ჩემი შეცდომების გამოსწორებაში დამეხმარები გაიხარე 'Gurulo'! თუ რაიმე შემეძლება, რცევა და დახმარებას არ დაგაკლებთ. სიტყვა ,,მუშაობა" პირობითად იყო ჩემს მიერ მოტანილი, რადგან დანამდვილებით ვიცი, რომ ძაღლმა ნორმალური მუშაობა გაქაჩოს, ამას აგვიანდება 3 სრულყოფილი სანადირო სეზონი სხვადასხვა სახის ფრთოსანზე, პატრონისა და აღსაზრდელის ბევრი ჯაფა-შრომის თანხლებით. გასაგებია. რაც შეეხება "ნორმალური მუშაობას", ყველაფერი დამოკიდებულია პატრონზე და იმაზე, თუ რამდენ დროს დახარჯავს ძაღლის აღზრდა და გაწვრთნის პერიოდში. ჩემი აზრით, საქართველოს კლიმატური პირობები იძლევა ძაღლის ოსტატობის მაღალი დონის მიღწევას საშუალებას დაახლოებით წელიწადნახევრის განმავლობაში. ახლა შეკითხვა და დამეხმარე ჩემო მეგობარო: დღეს გავაკეთე ასეთი ექსპერიმენტი(შევამოწმე მისი ერთგულება და დამჯერობა): ცალსახად შევამჩნიე რომ ღალღის კვალზე იდგა... მიუახლოვდებოდა, მოკლეხნიან ნაბულს გაუკეთებდა, ფრთოსანი გაურბოდა; მიუახლოვდებოდა, მოკლეხნიან ნაბულს გაუკეთებდა, ფრთოსანი გაურბოდა... დავუძახე და მოვიყვანე ჩემთან. თან მაინტერესებდა ასეთ აზარტში შესული თუ შემისრულებდა ბრძანებას.დავაწყნარე, დავამშვიდე და კვლავ იმ ადგილზე მივიყვანე. დაახლოებით 2-3 წუთიანი ძებნის შემდეგ ნაბულზე დადგა. ცოტა შევაყოვნე, შევაქე ლეკვი, მივუახლოვდი და ბრძანებით ავაფრენინე. მოკლული მოვაძებნინე და არ მოვატანინე, იქვე გამოვართვი... რა შეცდომები დავუშვი? რას მივაქციო ყურადღება? მოკლედ რჩევები გამოუშვი და რაც შეიძლება ბლომად თითქმის არაფერი... ძაღლი ეძებს, პოულობს, ნაბულზე დგება, მიტანება აქვს და მოსმენაც. მეტს ვერც ინატრებ შენიშვნები ბლომად არ იქნება, რადგანაც ვერ ვხედავ რაში მოგცე შენიშვნა, ამ რამოდენიმეს გარდა: 1 - შენ ყველაფერი დაწვრილებით აღწერე და თვალში მომხვდა ის რაც გამოტოვე - ძაღლის რეაქცია სროლის შემდეგ. ამაზე რატომღაც არაფერი გითქვია, არადა ეს ერთ-ერთი მთავარი ელემენტია, რომელიც ყურადღებას საჭიროებს. 2 - თუ ძაღლს მიეცი მოკლული ფრინველის მოძებნის საშუალება, მაშინ აზრი არა აქვს იმის დაშლას, რომ ეს ნადავლი შენ მოგიტანოს. პირიქით. გასროლის მერე ახალგაზრდა ძაღლს (უმთავრესად კუნძულელებს) იმიტომ კი არ უკრძალავენ ნადავლის აპორტირებას, რომ ეს აფუჭებს ძაღლს, არამედ იმისათვის, რომ, თვითონ ნადავლის ძებნა გასროლის შემდეგ აჩვევს ახალგაზრდა და ტემპერამენტიან ძაღლს აფრენილი ფრინველის დევნას. რაც ძალიან ცუდია. საველე ღონისძიებებში ამისთვის ხსნიან ძაღლს, ნადირობისას კი, ეს საფრთხეში აყენებს ძაღლის ყოფნა-არყოფნის საკითხს, რადგანაც ის შეიძლება სროლის არეში მოყვეს. Link to post Share on other sites
nikash4 0 Posted August 20, 2013 Report Share Posted August 20, 2013 (edited) ელჩი მადლობა. პოინტერი არ მყავს კურცხაარს ვზრდი, სექტებერში გავიყვან. იეტი ეგ მიდამოებია ზუსტად არ მინდაა დაწერა შენი თქმისარიყოს არ მინდა ნახევარი საქართველო დამხვდეს ხვალ მანდ Edited August 20, 2013 by შუკა Link to post Share on other sites
Коба 47 Posted August 21, 2013 Report Share Posted August 21, 2013 მოგესალმებით ყველას ხალხნო!! გილოცავთ სეზონის გახსნას!! ................................................. გილოცავ 'შუკა'სეზონის გახსნას და კარგ ნადავლს თუ არ გეზარება, ერთი -ორი სიტყვით დასწერე ძაღლების მუშაობაზე Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted August 21, 2013 Report Share Posted August 21, 2013 შუკა ეგ ტაბაწყური არ არის საკმაოდ კარგად ვიცნობ ტაბაწყურის ლანდშაფტს, დავდივარ ხოლმე მანდ... დაახლოებით ვხვდები სად შეიძლება ყოფილიყავი ეხლა ისეთი სიტუაციია, არც უნდა კითხო კაცს ესე საჯაროდ სად ინადირა... პ.ს სეზონი მეც მაქეთ გავხსენი, მწყერი არ გვესია, მაგრამ ძალით მონადირეებიც არ მაწუხებდნენ... Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted August 21, 2013 Report Share Posted August 21, 2013 (edited) თითქმის არაფერი... ძაღლი ეძებს, პოულობს, ნაბულზე დგება, მიტანება აქვს და მოსმენაც. მეტს ვერც ინატრებ შენიშვნები ბლომად არ იქნება, რადგანაც ვერ ვხედავ რაში მოგცე შენიშვნა, ამ რამოდენიმეს გარდა: 1 - შენ ყველაფერი დაწვრილებით აღწერე და თვალში მომხვდა ის რაც გამოტოვე - ძაღლის რეაქცია სროლის შემდეგ. ამაზე რატომღაც არაფერი გითქვია, არადა ეს ერთ-ერთი მთავარი ელემენტია, რომელიც ყურადღებას საჭიროებს. 2 - თუ ძაღლს მიეცი მოკლული ფრინველის მოძებნის საშუალება, მაშინ აზრი არა აქვს იმის დაშლას, რომ ეს ნადავლი შენ მოგიტანოს. პირიქით. გასროლის მერე ახალგაზრდა ძაღლს (უმთავრესად კუნძულელებს) იმიტომ კი არ უკრძალავენ ნადავლის აპორტირებას, რომ ეს აფუჭებს ძაღლს, არამედ იმისათვის, რომ, თვითონ ნადავლის ძებნა გასროლის შემდეგ აჩვევს ახალგაზრდა და ტემპერამენტიან ძაღლს აფრენილი ფრინველის დევნას. რაც ძალიან ცუდია. საველე ღონისძიებებში ამისთვის ხსნიან ძაღლს, ნადირობისას კი, ეს საფრთხეში აყენებს ძაღლის ყოფნა-არყოფნის საკითხს, რადგანაც ის შეიძლება სროლის არეში მოყვეს. ჩემი ლეკვის მიერ ნანახ პირველ და მეორე მწყერზე გადევნების მცდელობა ჰქონდა. ბრძანებით გავაჩერე. მათზე თოფი არ მისვრია, რადგან ჩავთვალე, რომ სანამ გამოდევნებას არ შეეშვებოდა არ უნდა მომეკლა ფრთოსანი. ამის შემდეგ აფრენისთანავე ბრძანებას ვაძლევდი რომ ადგილზე გაჩერებულიყო. ბოლო 3-4 გასვლაა რაც არ გამოდევნებია აფრენილ ფრთოსანს(ყოველდღე გამყავს). შესაბამისად ადგილზე გაჩერების ბრძანებას აღარ ვაძლევ. მგონი მიხვდა, რომ არ უნდა გაეკიდოს აფრენილ ფრთოსანს. სროლის შემდეგ იმავე ადგილზეა საიდანაც ფრინველი ააფრინა; ამის შემდეგ შევაქებ, მოვეფერები, დავამშვიდებ და მიმყავს იმ ადგილზე სადაც ჩამოვარდა მწყერი(ზუსტად იმ ადგილზე არა, შორიახლო); ვაძლევ მონახვის ბრძანებას და ხელით ვუთითებ ძებნის მიმართულებას... მოკლულ ფრინველს ნახვისას რამდენიმეწამიან ნაბულს უკეთებს და იღებს. იმ შემთხვევაში თუ ფრინველი დაჭრილია და დარბის, ლეკვი ნახტომებით დაზდევს და იყენებს თავაწეულ ყნოსვასაც კვალზე ყნოსვასთან ერთად. Edited August 21, 2013 by Gurulo Link to post Share on other sites
Recommended Posts