laika 0 Posted August 23, 2013 Report Share Posted August 23, 2013 ბარაქა ნიკა ბარაქა,როდის მოვა იმერეთში მწყერიიიიიიიი !! დავწყდით მე და ჩემი ძაღლი ტყვილა ნასიარეულები ! Link to post Share on other sites
Коба 47 Posted August 23, 2013 Report Share Posted August 23, 2013 კობა კოდის ფერმასთან მაქვს დადებული ხელშეკრულება. ვყიდულობ მერე ვაბავ მინდორში და ვესვრი :d030: კარგი ფერმა ყოფილა "კოდის ფერმა" ერთი ესაა, რომ, დაბმულზე სროლა არაა სპორტიული. წაიყვანე ბიჭები (ვინც ნაკლებად ხვდება ამ სწზონში მწყერს) და მაგენი ააფრენენ. ამით 2 სასიკეთო საქმეს იზამ - ბიჭებსაც გაახარებ და ფრინველსაც ღირსეულად მოიპოვებ * - აქ ჩვენთან მასე ანადირებენ VIP "მონადირეებს", ფერმის ხოხობზე. ეგერები დგებიან ისეთ ადგილას, სადაც მონადირეები, რომლებიც ნომრებზე დგანან, მათ ვერ ხედავენ და წივილ-ყივილით იწყებენ ვითომდა ფრინველების გამოდენვას და აფრენას. სინამდვილეში ამოყავთ საცოდავი ფრინველები ან "კლეტკიდან", ან კიდევ უბრალო მეშოკებიდან და ჰაერში ისვრიან. რაღაცა რაოდენობა კი მიფრინავ ნომრების მხარეს, უმრავლესობა კი სხვა მხარეს მიFრინავს. Link to post Share on other sites
lander 2 Posted August 23, 2013 Report Share Posted August 23, 2013 შუკა მალადეც მაგაირა!!! კობა მართალი ხარ "ვიპ მონადირეებისთვის განსაკუთრებული მომსახურეობა არსებობს" :e025: :e025: და არა მარტო ფრინველზე ასევე ნადირზეც ყვებოდა ერთი როგორ ატარა ეგერმა კრუგებზე და მერე ძლივ მოაკვლევინა დღის ბოლოს გამჭკნარი ლოსი 700 წლის :d030: :d030: Link to post Share on other sites
Коба 47 Posted August 23, 2013 Report Share Posted August 23, 2013 შუკა მალადეც მაგაირა!!! კობა მართალი ხარ "ვიპ მონადირეებისთვის განსაკუთრებული მომსახურეობა არსებობს" :e025: :e025: და არა მარტო ფრინველზე ასევე ნადირზეც ყვებოდა ერთი როგორ ატარა ეგერმა კრუგებზე და მერე ძლივ მოაკვლევინა დღის ბოლოს გამჭკნარი ლოსი 700 წლის :d030: :d030: 700 წლის ლოსი ესკლუზივია და ამიტომაც ძვირი ღირს Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted August 23, 2013 Report Share Posted August 23, 2013 კობა აქ უნდა ნახო, რეები ხდება ჯიმა. ზუსტად აღარ მახსოვს, მგონი 5-6 წლის წინ წავედი ამ შტატის უკიდურეს აღმოსავლეთში, სადაც გარეული ღორი მრავლად არის. ტიპმა თავბრუ დამახვია, ერთ პროექტზე ვმუშაობდით მაშინ, იქიდან ვარ წარმოშობით და აუცილებლად მოინადირებ მაგ გასაწყვეტსო. აქ, გარეულ ღორზე ნებართვა არ გჭირდება, მხოლოდ სანადირო ლიცენზიაა საჭირო. ეგ სახეობა გასანადგურებელ ცხოველების სიაშია. თან ისე მოხდა, დაემთხვა გვიანი შემოდგომა. 2 კვირა მქონდა შვებულება აღებული და იქ მივახარჯე. რა ღორი, რის ტახი? მამლის კუჭივით ვიყავი გალურჯებული ამდენ წვიმაში და ყინვაში ბოდიალ-ჩასაფრებით. ადი მამეშვი, უნდა გავგაზო სახლში და საერთოდ აღარ დამენახო შენი პატრონი დედაც მეთქი. მოიცა, ჩემს ბიძაშვილს სანადირო მეურნეობა აქვს, წამო იქ გაგიმართლებსო. მეთქი რა და როგორ ხდება ეგ ამბავი. დამწყვდეულები ჰყოლია იმ ჩემის თვრამეტიანს და უშვებდა, თუ ვინმე მოინდომებდა "ნადირობას". ის დღე იყო და ეგ მასტი ცხოვრებაში აღარ მინახავს, მაგარი თარსი ვინმე იყო. Link to post Share on other sites
laika 0 Posted August 24, 2013 Report Share Posted August 24, 2013 დღეს დილით ავიყვანე 7 ცალი,თუმცა უფრო მეტის შანსიც იყო ! ნადირობაზე მეტად ლეკვის კარგმა მუშაობამ გამახარა,ნელ-ნელა სწავლობს ჭკუას ჩემი კაცი !! Link to post Share on other sites
avto 106 Posted August 24, 2013 Report Share Posted August 24, 2013 გავადინე დღეს ბოლი თოფს რავარც იქნა. სარამოს გადავედი აქვე ახლოს და 5 ცალი ავიღე. 4 ჩემი მაქსის ნაბულზე და ღალღა დათოს როკიას კვალზე აგდებული.რამაც ძალიან შედეგიანი გახადა დღევანდელი საღამო. მაგრა ცხელოდა და ძაღლებს უჭირდათ,კმაყოფილი ვარ მაინც. პირველ ნადირობაზე 4 ნაბული და 4-ვე შედეგიანი კაი მაჩვენებელია ძაღლისთვის. Link to post Share on other sites
laika 0 Posted August 24, 2013 Report Share Posted August 24, 2013 ბარაქა ავთია !! მაქსი კარგი ბიჭია,ძალიან მომწონს !! Link to post Share on other sites
avto 106 Posted August 24, 2013 Report Share Posted August 24, 2013 ბარაქა ავთია !! მაქსი კარგი ბიჭია,ძალიან მომწონს !! თქვენ რა ქენით? Link to post Share on other sites
laika 0 Posted August 24, 2013 Report Share Posted August 24, 2013 თქვენ რა ქენით? დავსველდიიით წვიმამ დაცხო :d030: ვერ ვნახეთ მერე,ქვემოთ საერთოდ არ იყო და გამოვრეკეთ სახლში ! Link to post Share on other sites
aleko22 0 Posted August 24, 2013 Report Share Posted August 24, 2013 ბარაქა ხალხნო, კარგია რახან გამოჩნდა თქვენსკენაც, აწი მოიმატებს შედეგები, აბა წარმატებებს გისურვებთ... Link to post Share on other sites
laika 0 Posted August 24, 2013 Report Share Posted August 24, 2013 გიხარე ალეკო მადლობა !! Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted August 24, 2013 Report Share Posted August 24, 2013 დემეტრე კაცია უკვე დავიჯერო მარტო ბრაკონიერების გამოა მწყრის ასეთი სიმცირე? არამგონია რაღაც Link to post Share on other sites
lander 2 Posted August 24, 2013 Report Share Posted August 24, 2013 ავთანდილს გაუმარჯოს ოქრო კაცს გაიხარე რავარც იქნა გაადინე ხომ კვამლი თოფს :yes: დემეტრე მალე მოგთხოვს თოფის ყიდვას :hi: Link to post Share on other sites
avto 106 Posted August 25, 2013 Report Share Posted August 25, 2013 ავთანდილს გაუმარჯოს ოქრო კაცს გაიხარე რავარც იქნა გაადინე ხომ კვამლი თოფს :yes: დემეტრე მალე მოგთხოვს თოფის ყიდვას :hi: გეხუტე ლანდერ! დემეტრეს სრული ეკიპირება აქვს უკვე. ბაბუას ნაქონი ბელგიური 16 კალიბრი და ყველა საჭირო ატრიბუტი ელოდება მფლობელის გაზრდას. ინტერესი დიდი აქვს .ნადირობაზე თუ არ მომაყოლა რამე ისე არ იძინებს ჯიში მონადირე ხაზისაა მინიმუმ 5-6 მუხლი და ადრე დაიგეშება ასე მგონია Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted August 25, 2013 Report Share Posted August 25, 2013 დემეტრეს რომ ქორწილი ექნება, ურიის ვალს ავიღებ და ჩამოვალ. ჩემი ფავორიტი ძმისშვილია, ოქრო ბიჭია. ბარაქა ავთანდილ. Link to post Share on other sites
laika 0 Posted August 25, 2013 Report Share Posted August 25, 2013 ჯიში მონადირე ხაზისაა მინიმუმ 5-6 მუხლი და ადრე დაიგეშება ასე მგონია დრო გავა და შენ მოგიყვება თავის ნადირობის ამბებს ძილისწინ ავთია,ასე ყოფილა ცხოვრება აწყობილი ადათა და ბაბადან !! :* ერთი კაცი ცხოვრობს ლეჩხუმში,უძლიერესი მსროლელი და მონადირე ყოფილა ახალგაზრდობაში,ეხლა მოხუცია უკვე 75 წლისაა,ცოტა ხნის წინ ახალგაზრდებისათვის უთხოვია სიკვდილის წინ ბოლო ნატვრა შემისრულეთ ცხენზე შემსვიით ისე ამიყვანეთ მთაში,ნომერში დავჯდები ძაღლების დევნის ხმა მასმენინეთ და იქნებ ნადირი გამოატაროთ ჩემსკენო ! ხალხნოოოო გული არა ბერდება არასოდეეს !! Link to post Share on other sites
aleko22 0 Posted August 25, 2013 Report Share Posted August 25, 2013 დღეს ვიყავი გასული სადაც 3 დღის წინ კარგად ვნახე, 8 ცალი ძვლივს ავიღე დიდი ბოდიალის შემდეგ. კაცი შემხვდა ახლოში ფერმაზე მუშაობს, მითხრა გუშინ 2 მანქანით იყვნენ რაღაცა ქონდათ ჩართული აყვირებდნენ ბოლ ხმაზეო, ბაგაბუგი გაუდიოდა სამამულო ომი გეგონებოდაო...... Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted August 25, 2013 Report Share Posted August 25, 2013 (edited) ძალიან გულნატკენი ვარ,არის ,,მანოკისტების,, გაუთავებელი პარპაში,უაზრო ხორცის გროვება,რიგით პოლიციელებს აყენებენ ,,ატცეპლენიაში,, რომ ვინმემ არ შეაწუხოს მაღალჩინოსნები!!!!!! ,,,......სამწუხაროდ ჩვენ მოვიპოვებთ არა იმდენ ნადირ-ფრინველს,რამდენის მოპოვების საშუალებას მისი რიცხოვნება,ან სპეციალისტების მიერ შემუშავებული გამრავლების პერსპექტიული გეგმა იძლევა,არამედ იმდენს რადენის დახოცვასაც შევძლებთ.ჩვენ ყველანი ვგავართ,არა გონიერ და მიზანდასახულ მეპატრონეს,არამედ ჭკუიდან გადასულ ,,თეთრ ცხელებიან,, ფერმერს რომელიც საკუთარი პირუტყვის სადგომში შევარდა ავტომატით და ისვრის სანამ ტყვიები გაუთავდება!!!!!ჩვენდა სავალალოდ უმარტივესი აზრი,რომ ეროვნული სიმდიდრე უნდა გავამრავლოთ ხვალინდელი დღისათვის,ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისათვის,ჩვენს თავებში არ შედის,ჩვენ ვიქცევით როგორც თავზეხელაღებული,გაბოროტებული პარტიზანები მტრისაგან დაპყრობილ მიწაზე!!!!!!ყველაზე გამაგიჟებელი კი ის არის რომ ,,პარტიზანობენ,, არა ღარიბი გლეხები,ან უმუშევარი მონადირეები,არამედ ბობოლა ჩინოვნიკები,მსხვილ-მსხვილი კანონ დამცავები,კანონშემოქმედები,და კანონ აღმასრულებლები,ხოლო მტერი კი ვინც ჩვენი ქვეყანა დაიპყრო და ასე თავგამოდებით ვებრძვით,თვითონ ჩვენვე ვართ,ჩვენი მომავალი და ჩვენი სამშობლოა!!!!!..და აქედან უმძიმესი დასკვნა გამომდინარეობს,ჩვენ ყველანი სერიოზულად სამკურნალონი ვართ ცნობიერების გაორებისაგან,ანუ შიზოფრენიისაგან!!!!!!!,, ეს სიტყვები ერთი რუსული სამონადირეო გამოცემიდან გადმოვაქართულე და მაპატიეთ თუ ცუდად მოსასმენი და გულსატკენია,ეს ხომ ჩვენ არ გვეხება, აქ რუსები წერენ თავიანთ გულისტკივილს!!!!!!! :karochera: Edited August 25, 2013 by mamuka grigolia Link to post Share on other sites
mirza 0 Posted August 25, 2013 Report Share Posted August 25, 2013 (edited) გუშინ ღამე იწვიმა ცოტა,თან მთელი ღამე ღრუბელი იყო და დილით გულმა ვეღარ მომითმინა,გავედით მე და მილა ცოტა ვ ვისიამოვნეთ Edited August 25, 2013 by მირზა Link to post Share on other sites
hubertus 0 Posted August 25, 2013 Report Share Posted August 25, 2013 იეტი რაც დავწერე ის მიდამოებია (შემოგარენი) . ვისაც ჯერაა გაატარე. მოსატყუაარი არაფერი მაქვს და თუ არმინდა სულ არ დავწერ არაფერს. გუშინდელი ნადავლი ხვალ გავდივარ და იმედია ისევ შედეგიანი იქნება. კობა 3 წლისაა ჩემი ინგლისური სეტერი მუშაობს უპრობლემოდ ყნოსვა, აპორტირება5+.კმაყოპილი ვარ. უბრალოდ მისდევს და ვერ გავაჩერე ამიტომ არ აქვს საველე. მაგის გამო წელსაც ოქროს მედლის გარეშე დავრჩით გამოფენაზე. რა არის მეგობარო, შენს გარდა აღარავინ ნადირობს ამ ფორუმზე, თუ ყველას წილს შენ ხოცავ? საქართველოში დავბრუნდი და ვეძებ სადმე რომ მივაგნო მწყერი. ჯერ 12 ცალს ვერ გავცდი. ისე ეგ მანქანა (ნივა) სმარტთან ვნახე ერთერთ ქალაქში გამოგელაპარაკეთ კიდევაც თუ გახსოვს. ორი სეტერი და პოინტერი გყავდათ საბარგულში. მეც მაქეთ ვინადირე (ტაბაწყურში)12 მწყერი და 3 გვრიტი ავიღე. თქვენი სროლებიც მესმოდა. ჩემი ძაღლი გადმოვიდა თქვენსკენ და რომ დაგინახეთ ხელი არარ შეგიშალეთ. არხს გადმოღმა სინკარიანი ღობე რომ არის მად ვნადირობდი Link to post Share on other sites
hubertus 0 Posted August 25, 2013 Report Share Posted August 25, 2013 ეგ ჰუგლუ 104 ია ხომ? როგორი კმაყოფილი ხარ ისე, საქმეში როგორი ჩანს? Link to post Share on other sites
mirza 0 Posted August 25, 2013 Report Share Posted August 25, 2013 ნებისმიერ იჟს დაიხევს და ტოზსაც მიაყოლებს,რესურსი აქვს დაბალი თორე კაია რა.10 წელიწადში ახალი თოფი გექნება საჩალიჩო :yes: :yes: ეგ ჰუგლუ 104 ია ხომ? როგორი კმაყოფილი ხარ ისე, საქმეში როგორი ჩანს? Link to post Share on other sites
hubertus 0 Posted August 25, 2013 Report Share Posted August 25, 2013 ნებისმიერ იჟს დაიხევს და ტოზსაც მიაყოლებს,რესურსი აქვს დაბალი თორე კაია რა. და რესურსი რატომაა დაბალი? სალულე ფოლადი ხომ იტალიური აქვს Link to post Share on other sites
kaskada 0 Posted August 25, 2013 Report Share Posted August 25, 2013 და რესურსი რატომაა დაბალი? სალულე ფოლადი ხომ იტალიური აქვს იტალიური არა მარა სუფთა თურქული აქვს Link to post Share on other sites
Recommended Posts