Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

ესეთი უშედეგო წელი მე არ მახსოვს დღეს ჩამოვედი თბილისში გურიაში მწყერის ნასახი არაა ჯერ სანადირო ადგილები მანდ ისედაც არ არის მარა რაც არის იქაც არ იყო :| 4 და 5 გასროლას რო გააკეთებ გასვლაზე საასაცილოა რასაც ქვია.

 

 

მოკლედ ძაან გულდაწყვეტილი ვარ... არადა ეხლა მინდოდა ძაღლები მაქსიმალურად მემუშავებინა მეორე წელი იყო მაგათი ნადირობის :|

 

 

ვიცი ბევრი შემეწინააღმდეგება მარა სეტერით და დრათჰაარით ერთადნადირობას ძალიან მაგარი ხიბლი აქვს.

Edited by gsx
Link to post
Share on other sites
  • Replies 2,3k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

დღეს პერელიოტი გააკეთა წეროვანთან.შუადღისკენ გავიგე.იქ ისეთი ამბავი იყო დედა შვილს არ აიყვანდა,ყველა მხრიდან ისროდნენ.ძალიან ბევრი მანქანა,ხალხი.მოდიოდნენ და მოდიოდნენ მანქანები.დილით სამი კაცი დაიჭრაო.ხოდა მეც მოშორებით ვიბოდიალე. ბევრი დავაცილე და მოკრძალებული ნადავლით წამოვედი

3260e52631a5.jpg

Link to post
Share on other sites

kakulia

მშვენიერი ნადავლია კაკო. ტასო ისეა გახარებული მგონი გაპუტვას არავის დაუთმობს! გეხუტე ანგელოზო! :* :* :*

Link to post
Share on other sites

....................................................................................................................

ვიცი ბევრი შემეწინააღმდეგება მარა სეტერით და დრათჰაარით ერთადნადირობას ძალიან მაგარი ხიბლი აქვს.

 

რაში გამოიხატება ეს ხიბლი?

Link to post
Share on other sites

..........დილით სამი კაცი დაიჭრაო.ხოდა მეც მოშორებით ვიბოდიალე. ბევრი დავაცილე და მოკრძალებული ნადავლით წამოვედი

 

 

მოკრძალებული ნადავლით და ჯანმრთელად დაბრუნება ჯობია სინამდვილეში ...ნადავლიც მშვენიერია :clapping:

Link to post
Share on other sites

gsx გურიაში რომელ ადგილებში დადიოდი სანადიროდ?

 

 

kakulia

რასაც შენ მოკრძალებულს ეძახი, მანოკისტების გადამკიდე, ეგ ბონუსი კარგ ნადავლად ითვლება უკვე ჩვენში...

 

 

 

 

ამ დილით 7 ცალით დავბრუნდი... რა ვიცი, კმაყოფილი ვარ მაინც :flirt:

Link to post
Share on other sites

ამ დილით 7 ცალით დავბრუნდი... რა ვიცი, კმაყოფილი ვარ მაინც

 

მშვენიერია გელა :)

 

პ.ს შაბათ კვირას მინდა ავიდე ისევ ჩემს "ბოსტნებში" ვნახოთ თუ მოვახერხე ასვლა და თუ დამიტოვეს იქ "მონადირეებმა" კიდე რამე ფოტოებს ჩამოვიტან ;)

Link to post
Share on other sites

დღეს ვიყავი გასული ჩემს ადგილებში,საშინელება დამხვდა,ორი ,,მანოკი,, და უამრავი ხალხი,ატყდა სროლა,ომი გეგონებოდა!!!ამდენი რო გვესროლა,აფხაზეთის დაკარგავა კი არა,კრასნოდარის და სტავროპოლის მხარეებს შემოვიერთებდით,სად წავსულიყავით მე და ჩემი ძაღლები არ ვიცოდით,უამრავი მწყერი იყო,ორჯერ მომაყარეს ზურგზე საფანტი,12 ავიღე და სასწრაფოდ წამოვედი!!!მინდორში მობალახე ცხენი დაჭრეს, ახლაც ყურში მიდგას მისი ჭიხვინი!!!ნადირობის გახსენებაც არ მინდა.....

Link to post
Share on other sites

საზიზღრობააა რაა ეს ყველაფერიიი, ნადირობის სურვილს და ადამიანობას შეგაძულებენ რაა... ნახევარი საქართველო ჯავახეთი და მესხეთი უზარმაზარი ტერიტორიები მიტოვებული გვაქვს და უპატრონოდ გდია, უძველესი კუთხეები, ასე ვცემთ ჩვენ ჩვენს წარსულს და მომავალს პატივს, ამაში გვეტყობა ჩვენ ჩვენი ქართველობა და რისი ღირსებიც ვართ!.. მევახშეები და მატყუარა ვაჭრები ვართ და გამამაძაღლებული, ტყუილზე და სიხარბეზე, მუცლის და ვნებების ამოყორვაზე და დღევანდელი დღის ცხოვრებას გადაყოლი ერი გავხდით უმრავლესობა!.. არც ბუნება გვიყვარს და არც საკუთარი თავი!.. რა ვქნა რეალობაა და იმას ვამბობ, სხვას არაფერს, მეტნაკლებად ჩვენც ვართ ამ ყველაფრის ნაწილი... :(

Edited by ი ლ უ შ ა
Link to post
Share on other sites

ი ლ უ შ ა

 

ნამდვილად მასეა. თბილისის იქით რა ხდება არ აინტერესებს 1,5 მილიონ ადამიანს დღეს.

Link to post
Share on other sites

დღეს ვიყავი გასული ჩემს ადგილებში,საშინელება დამხვდა,ორი ,,მანოკი,, და უამრავი ხალხი,ატყდა სროლა,ომი გეგონებოდა!!!ამდენი რო გვესროლა,აფხაზეთის დაკარგავა კი არა,კრასნოდარის და სტავროპოლის მხარეებს შემოვიერთებდით,სად წავსულიყავით მე და ჩემი ძაღლები არ ვიცოდით,უამრავი მწყერი იყო,ორჯერ მომაყარეს ზურგზე საფანტი,12 ავიღე და სასწრაფოდ წამოვედი!!!მინდორში მობალახე ცხენი დაჭრეს, ახლაც ყურში მიდგას მისი ჭიხვინი!!!ნადირობის გახსენებაც არ მინდა.....

ეს რა საშინელებაა!!!!!!!!!!!!! :karochera: :karochera: :karochera:

 

შეგაძულებენ კაცს ნადირობას.

გუშინ გვიან ღამემდე ვილოთე და დღეს ვერ შევძელი გასვლა, თურმე კარგიც გამოვიდა, რომ ვერ გავედი... :bossqu6:

Link to post
Share on other sites

გუშინწინ დილით ვიყავი გადასული სახლთან ახლოს. როგორც ყოველთვის ჯარი ნადირობდა მანოკით დაჯენილ მწყერზე. არც ერთი ღამე არ იმაზება ,ყოველრამე დგამენ. 4 ჰექტარზე მინიმუმ 50 თოფიანი კაცი შედის სასროლად.ახლოსაც არ მინდა მისვლა ,გარშემო დავდივარ მაგრამ ფაფუ! არაფერი არაა სხვა ადგილზე.პრეტენზია რომ ვუთხარი ,,მანოკისტებს,, იცი ვის ებლატავებიო? შორიდან ვიცი ვინ არის.არ გებლატავები გთხოვ ნუ დგამთქო.მე არ ვდგამო წამენაგლა და შებრუნდა. თვალი დაკარგა ერთმა იმ დღეს. აღარ მინდა საერთოდ იქ ჩასვლა და გუშინ ვანის ჭალებზე წავედით. 10 საათამდე ვიარეთ,ძაღლები გადავწვით მაგრამ შედეგი მხოლოდ 1 მწყერი.ჩვენგან 1-2 კილომეტრიდან გაბმული სროლა ისმოდა.

რატომ ალბათ ადვილი მისახვედრი აღარაა.

ბიჭებო ვერ წარმოიდგენთ რა ცუდ დღეში ვარ,ყოველდილით სროლის ხმა მაღვიძებს და ვერ ვნადირობ. ამ დილითაც ,,ზალპმა,, გამაღვიძა რომელიც ჩემი სახლიდან 200 მეტრიდან მოდის,ვეღარ დავიძინე და დავჯექი აქ რომ გადმოვანთხიო ბოღმა. გუშინ საღამოს თოფი დავზეთე და დავასეიფე. :(

ეს რა ჭირი და უსაშველო გჭირს ამის დედაც .....!!!!!!!!!

Link to post
Share on other sites

რა ვქნათ?რა გვეშველება?კაცმა ძაღლს მწყერი ვერ ანახა :( რამე მოვიფიქროთ ხალხო

Link to post
Share on other sites

მწყერზე ნადირობა როგორც სჩანს მანოკით მიღებულია, უბრალოდ ქაღალდზე არ წერია ჯერ.

Link to post
Share on other sites

ერთი სასიხარულო ამბავი უნდა გითხრათ,მიუხედავად იმისა რომ,გუშინ გულგახეთქილი წამოვედი სანადიროდან,ერთმა რამემ, კერძოდ ძაღლების მრავალფეროვნებამ მომხიბლა,რას აღარ ნახავდით,იაგიდან დაწყებული,სხვა სანადირო ჯიშებით გაგრძელებული და ირლანდიური მგლის მგუდავით დამთავრებული,სასიხარულო კი ის იყო,რომ ახალი ჯიშის არსებობა დავაფიქსირე,ამ სუბიექტს მამა რუსული ,,გონჩისა,, და პოინტერის ნაჯვარი ჰყოლია,დედა კურცჰაარისა და შავი სეტერის,(გამოუცდელებს გაგანათლებთ:შავი სეტერი სეტერ გორდონისა და ირლანდიური სეტერის ნაჯვარია,ასე წერია ,,ქართლის ცხოვრებაში,,)იმასაც ამბობენ თითქოს დიდედას სპანიელთან ჰქონდა ფლირტიო,მაგრამ მე არ მჯერა,ხალხი ბოროტია!!!!ჰო და ამ უმკაცრესი სტანდარტის ჯიშს,იგივე დემოკრატიის შუქურას,არანაირი შეზღუდვა არა აქვს,არც ფერში,არც ბეწვის საფარში,არც აღნაგობა-კონსტიტუციაში,არც სტილში და საერთოდ არაფერში!!!აი ესაა დემოკრატია და ანტი რასიზმი,გასკდეს გულზე ევროპა და ამერიკა!!!!!ჯიშს სახელიც შესაბამისი ჰქვია ,,ჩი-ხუა-ხუი-ევო-ზნაეტ,,!!!პატრონმა შემომჩივლა,მწყერს ჭამს და მიშველე რამეო,დავარიგე:ეგ ძმაო გონჩის სისხლია,მწყერს რო მოკლავ ფეხები უნდა დააჭრა და აჭამო,ასეთია ძველი ,,გონჩავიკების,, წესი კურდღლის მოკვლისასთქო!!!აშენ და შენი ოჯახიო,გაუხარდა!!!....რა ვიცი,ძაან დაიმედებული დავტოვე!!!! :karochera: :karochera: :karochera:

Link to post
Share on other sites

ამ წელს არაფერი ეშველება მაგ ამბავს მიტომ რომ გარემოს რესურსიაქვს მცირე მხოლოდ 12 კაცი რესპუბლიკის მასტაბით. ეხლა უახოეს მომავალში 240 კაცი დაემატება (ჩემ ხელში გადიან აკადემიაში) დაინიშნებვიან და მიეხედება ყველაფერს.ექნებათ იარაღის გამოყენების და ჩხრეკვის უფლება. მოითმინეთ ეს სეზონიც მწყერზე.

Link to post
Share on other sites

ო მამუკა, მე მგონია ასრულდა ჩემი ნატვრა და ოცნება, ესე იგი მოეგო გონს კინოლოგია და ჩვენი ვარდისფერი ოცნება რეალობად აქცია, დარწმუნებული ვარ მისი ესთეტი განუმეორებელ ხიბლს და სრულ ჰარმონიას მოგვრიდა შენს მხცოვან გულს ჩემო ძმაო. იმდენად აღვფთოვანდი ამ საუცხოო ქმნილების ჯიშთა მრავალფეროვნებით, იმდენად ცხადად წარმოვიდგინე სრულყოფილება ამ ძაღლისა, რომ დარწმუნებული ვარ!!!!!!!!!!!!!! თვალით რომ არ ვიხილო და მისი სველი ბეწვის სუნი რომ შევიყნოსო მაინც მეტყვის ჩემი ხუთივე გრძნობა რომ ეს ის არის!!!!!!!!!! ის!!!!!!!!!! :Laie_99:

Link to post
Share on other sites

ამ წელს არაფერი ეშველება მაგ ამბავს მიტომ რომ გარემოს რესურსიაქვს მცირე მხოლოდ 12 კაცი რესპუბლიკის მასტაბით. ეხლა უახოეს მომავალში 240 კაცი დაემატება (ჩემ ხელში გადიან აკადემიაში) დაინიშნებვიან და მიეხედება ყველაფერს.ექნებათ იარაღის გამოყენების და ჩხრეკვის უფლება. მოითმინეთ ეს სეზონიც მწყერზე.

ნეტა მართლა მასე იყოს როგორც გვეუბნები იქნებ მართლა გვეშველოს რაღაცა

Link to post
Share on other sites

რა ვქნათ?რა გვეშველება?კაცმა ძაღლს მწყერი ვერ ანახა :( რამე მოვიფიქროთ ხალხო

http://www.mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&cPath=18_103&product_id=4845748&p=3

ეს ხო არ დაგვედგა სხვა მანოკებს ართმევსო და......... :e025::blush2: :blush2:

Link to post
Share on other sites
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...