Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

  • Replies 2,3k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

jino-93

მა ლა დეც ! :)

კარგია :yes:

აქეთ ქათამი 1-2 გადმოდის ჯერ

გაიხარე ქევხო :friends:

Link to post
Share on other sites

საღოლ შუკა!!! მაგარი შედეგია ძალიან :yes:

დასავლეთში მწყერის სეზონი სულს ღაფავს. ერთ თვეზე ცოტათი მეტი შვებულებაში ვიყავი, სულ 3-4 დღე ჩავაგდე სანადიროდ რომ არ გავსულიყავი...

შედეგი(აღებულ მწყერს ვგულისხმობ) შარშანდელზე ნაკლებია, თუმცა სიამოვნება უფრო მეტი მივიღე, რადგან, როცა ყოველ დღე ხედავ, როგორ უმატებს(გაყვანიდან-გაყვანამდე) შენი საგეში ლეკვი, ძალიან სასიამოვნოა... :*

დღეის მდგომარეობით ავიღე 389 ცალი მწყერი და ღალღა ერთად(გუშინ 3 ცალი, გუშინწინ 4).

ამ რამდენიმე დღეში მრგვალ ციფრამდე მოვაყუმარებ და წლევანდელი მწყერის სეზონსაც დავუსვამ წერტილს. ხელცარიელი ამ სეზონის განმავლობაში არცერთჯერ არ დავბრუნებულვარ. პირველივე უშედეგო ნადირობაზე ვწყვიტავ მწყრის სეზონს(აბა რას ვიზამ- აღარაა :e025: ). ;)

მამუკა გრიგოლიას ვუხდი უდიდეს მადლობას ნაჩუქარი ლეკვისათვის.

ასეთი მონაცემების მქონე ოთხფეხა მეგობარი არც მისი წინამორბედი ძაღლი მყოლია და არც იმის წინა...

ჩემს არც თუ ისე პატარა სანადირო პრაქტიკაში ასეთი კარგი ყნოსვის, დამჯერობისა და ძაღლური ინტელექტის მქონე მეგობარი მხოლოდ 2000- 2005 წლებში მყავდა.

ჩემო ძმაო მამუკა_ ყოველდღე, ყოველ ნადირობაზე მადლობას გიძღვნი!!! :*

Link to post
Share on other sites

რადგან, როცა ყოველ დღე ხედავ, როგორ უმატებს(გაყვანიდან-გაყვანამდე) შენი საგეში ლეკვი, ძალიან სასიამოვნოა...

:yes: :yes: :yes:

Link to post
Share on other sites

...................................................

ძაღლები გვყავს კარგი + ტრანსპორტები +ვისვრით კარგად ;) სპეც ადგილები ვიცით და დროში არ ვართ შეზღუდულები

დალშე როგორც ამბობდნენ ხომლე დელა ტეხნიკი ;)

................................................................

გაიხარეთ ნიკა, შენც და შენმა ძაღლებმაც! მაგარი მონადირები ხართ :yes:

Link to post
Share on other sites

.............................................................

კარგი დღე გამოვიდა,ქათამი ბევრი არ იყო სამიცალი ავიღეთ მაგრამ ვისიამოვნეთ კარგად :-)

e4571c3039e1.jpg

მალადეც გიო! ჩვენც რამოდენიმეჯერ გავედით ტყის ქათამზე. ჯერ-ჯერობით სულ 7 ცალი ავიყვანეთ. ბოლო ნადირობაზე, ლოსზე ზაგონის დროს, 2-ჯერ დადგა ძაღლი ნაბულზე. პირველ ვერ მივუახლოვდი უხმაუროდ - გაფრინდა, მეორეზე პირველი გასროლილი "ასეჩკა" იქნა, მეორეთი კი ავაცილე :karochera:

Link to post
Share on other sites

მამუკა გრიგოლიას ვუხდი უდიდეს მადლობას ნაჩუქარი ლეკვისათვის.

ხო მასეა მასე,როცა გჭირდები მაშინ მახსენებ ისე კი საზოგადოდ პირს არ დაასველებ ჩემზე :scratchchin:

;):*

Link to post
Share on other sites

ხო მასეა მასე,როცა გჭირდები მაშინ მახსენებ ისე კი საზოგადოდ პირს არ დაასველებ ჩემზე :scratchchin:

;):*

გეხუტუნე ჯაბუნია მაგ კახურ პირდაპირობაში!!! :*

შენ რომ არ მყავდე მაგ ლეკვს ვაფშემც ვერ გავზრდიდი. შენი დიდი ამაგი დევს ჩემს წლევანდელ სასიამოვნო სანადირო სეზონში :hi:

აქაური ვეტაქიმბაშების იმედზე მტერი დადგეს :mad:

პ.ს. ამ დილითაც ვნახე 2 ბუთქუნა მწყერი. :91:

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

მოკლედ ბევრი ვიარეთ წელს მე და ჩემმა საგეშმა კურცჰაარმა მინდორ მინდორ. როგორც იცით მანოკთან მე არ მივდივარ და სხვაგან ალბათ სულ 20 ცალამდე მეყოლება მოკლული წელს. ძალიან ვდარდობდი დამრჩა ძაღლი დაუგეშავითქო და თითქმის ყოველდილას გამყავდა მინდორში. მოკლედ მწყერი გაიგო მარა ჩიტებსაც უკეთებს ნაბულს ჯერ,დახვეწა ჭირდება აშკარად. დღესაც ვიყავით გასული,სამი მწყერი ვნახეთ,სამივე ნაბულზე.ორი დავიტოვეთ ,მესამე ისეთ ადგილზე ნახა წინასწარ ვიცოდი რომ ვერ ვესროდი და ასეც მოხდა,მინდვრის პირზე ბურდებში შეყო ცხვირი მაქსიმ და შევხედე როგორ გაირბინა მწყერმა მაყვალში.აფრენის მხოლოდ ხმა გავიგონეთ და წამოვედით. ნადირობის შემდეგ ვიფიქრე ძაღლი დაიღალა და ცოტას ტყეში გავისეირნებ ეგებ სოკოს გადავაწყდე სადმეთქო. სოკო ვნახე ,კრეფა დავიწყე და ვხედავ ძაღლი ნაბულზეა,ვიფიქრე შაშვიათქო და თოფისკენ არც გამიხედავსისე მივაძახე არამეთქი! რა არაო კაცოოოოოო !!!!!!!!! შევარდა და ქათამი ამოაფრთხიალა. :wallbash: მივედი და ლამის კოცნა დავუწყე. მივატოვე სოკო და წავიდა ქათმის ძიება. 15-20 წუთში ისევ ნაბული ,მოვემზადე ,აბა ეცი მაქსი და ამოვიდა ისევ ქათამი! სამწუხაროდ სროლა ვერ მოვახეხე,ჯერ ფოთოლი ისევ მწვანეა ხეებზე და ვეღარ ჩავსვი მიზანში . ბევრი ვაქე მაქსი მარა ისეთი თვალებით მიყურებდა თვალი ვერ გავუსწორე. არ ვიცი მაგინებდა არ ვიცი მეკითხებოდა ეს რა ჯანდაბა იყო ნეტაო?!. მან ხო პირველად ნახა ეს გრძელნისკარტა ფრინველი. მოკლედ ჩამოვჯექით ორივე,მე გავაბოლე მაქსიმ ჩათვლიმა. ცოტაც და გამოვეშურე გზისაკენ. გზამდე 200-300 მეტრირა დამრჩენოდა კიდევ გაიჭიმა ჩემი დაუგეშავი მაქსი! აქ უკვე მე|ჩხერი ტყეა და ვიფიქრე რომ ვერ მოვუკლა მეორე ტყვიას შუბლში დავირტყამთქო! :vinsent: ძაღლი არ ინძრევა ,2 წუთია ნაბულზე დგას ბრძანების მიუხედავად. მივედი და ბუჩქში შევიხედე ჩიტი არ იყოს რამეთქო და რას ვხედავ ეს გათახსირებული ,,კვათარა,, ურცხვად მიშტერებია ჩემ მაქსიელას სიფათში ! გავაზე წამოვარტყი ძაღლს ეცი რაღას უდგეხარ შე ბოთეთქო !შევარდა და ამოისროლა ქათამი ზემოთ,გავსწორდი წელში ჩავსვი და ბახ! მწყერის საფანტმა ივაჟკაცა და ქათამი ძირს დაენარცხა მაყვალეკლიანში.დაჭრილია გაგცევას ლამობს მაგრამ ვინ დააცალა 3-4 წამში მაქსიმილიანის ხახაში აღმოჩნდა. მოკლედ ბევრი ვიკოცნავეთ მე და მაქსიმ ,მივულოცე პირველი ვალდშნეპი ბარამბოს შოკოლადით და გამოვუყევით გვერდი გვერდ დიდი სიამოვნებითა და მეგობრობით აღვსილები.!

5e59d07a71ac.jpg

Edited by ავთო
Link to post
Share on other sites

მალადეც ავთო :yes: :yes: :yes: აწი წავა უფრო და უფრო უკეთესობისკენ მაქსი :*

Link to post
Share on other sites

ვააააააააა, გილოცავთ ავთია და მაქს პირველ ქათამს. საღოლ თქვენა!!! B)

იმედია ჩვენსკენაც გამოჩნდება კვათარა :flirt:

Link to post
Share on other sites

ძალიან მაგარია, ძალიან იშვიათია ქათამი და მწყერი ერთად... გილოცავ ეს ერთი და სხვა მრავალი... ქოთომიც მოდისს ესეიგი.

Link to post
Share on other sites

გილოცავ ავთი გილოცაააავ !!

ეს ერთი და სხვა მრავალი ძმის გულოოოო,ბევრჯერ გაეხარებინე შენს აღსაზდელს :*

დავესხათ ერთ დღეს ჩვენს ლამაზ ტყეს,ჩვენც ვიხალისოთ და ჩვენ ოთხფეხებსაც გავაცნოთ ერთმანეთი,

ცოტა ჭაჭაც მივიღოთ დედა ბუნებაში,მომენატრა შენთან მუსაიფი ! :* :*

Edited by ქუთათური
Link to post
Share on other sites

ავთო

ავთანდილ ბიძია-ბაბუა, იცი შენ სადაც არის მაგ ტექსტის ადგილი, "იქაც" უნდა იყვეს. :old:

კოპირება გაუკეთე ძამია და მონადირეთა მოგონებებშიც გვქონდეს.

სხვისი არ ვიცი და ბურძგლმა დამაყარა ბუჯო. :vinsent:

ჭეშმარიტად!!!!! :yes:

Link to post
Share on other sites

ქუთათური

2 დღე მაცალე გივიკო და გავიდეთ. მე ხო იცი კამიკაძე ვარ გვარად :d030::*

Link to post
Share on other sites

მოკლედ ბევრი ვიარეთ წელს მე და ჩემმა საგეშმა კურცჰაარმა მინდორ მინდორ. როგორც იცით მანოკთან მე არ მივდივარ და სხვაგან ალბათ სულ 20 ცალამდე მეყოლება მოკლული წელს. ძალიან ვდარდობდი დამრჩა ძაღლი დაუგეშავითქო და თითქმის ყოველდილას გამყავდა მინდორში. მოკლედ მწყერი გაიგო მარა ჩიტებსაც უკეთებს ნაბულს ჯერ,დახვეწა ჭირდება აშკარად. დღესაც ვიყავით გასული,სამი მწყერი ვნახეთ,სამივე ნაბულზე.ორი დავიტოვეთ ,მესამე ისეთ ადგილზე ნახა წინასწარ ვიცოდი რომ ვერ ვესროდი და ასეც მოხდა,მინდვრის პირზე ბურდებში შეყო ცხვირი მაქსიმ და შევხედე როგორ გაირბინა მწყერმა მაყვალში.აფრენის მხოლოდ ხმა გავიგონეთ და წამოვედით. ნადირობის შემდეგ ვიფიქრე ძაღლი დაიღალა და ცოტას ტყეში გავისეირნებ ეგებ სოკოს გადავაწყდე სადმეთქო. სოკო ვნახე ,კრეფა დავიწყე და ვხედავ ძაღლი ნაბულზეა,ვიფიქრე შაშვიათქო და თოფისკენ არც გამიხედავსისე მივაძახე არამეთქი! რა არაო კაცოოოოოო !!!!!!!!! შევარდა და ქათამი ამოაფრთხიალა. :wallbash: მივედი და ლამის კოცნა დავუწყე. მივატოვე სოკო და წავიდა ქათმის ძიება. 15-20 წუთში ისევ ნაბული ,მოვემზადე ,აბა ეცი მაქსი და ამოვიდა ისევ ქათამი! სამწუხაროდ სროლა ვერ მოვახეხე,ჯერ ფოთოლი ისევ მწვანეა ხეებზე და ვეღარ ჩავსვი მიზანში . ბევრი ვაქე მაქსი მარა ისეთი თვალებით მიყურებდა თვალი ვერ გავუსწორე. არ ვიცი მაგინებდა არ ვიცი მეკითხებოდა ეს რა ჯანდაბა იყო ნეტაო?!. მან ხო პირველად ნახა ეს გრძელნისკარტა ფრინველი. მოკლედ ჩამოვჯექით ორივე,მე გავაბოლე მაქსიმ ჩათვლიმა. ცოტაც და გამოვეშურე გზისაკენ. გზამდე 200-300 მეტრირა დამრჩენოდა კიდევ გაიჭიმა ჩემი დაუგეშავი მაქსი! აქ უკვე მე|ჩხერი ტყეა და ვიფიქრე რომ ვერ მოვუკლა მეორე ტყვიას შუბლში დავირტყამთქო! :vinsent: ძაღლი არ ინძრევა ,2 წუთია ნაბულზე დგას ბრძანების მიუხედავად. მივედი და ბუჩქში შევიხედე ჩიტი არ იყოს რამეთქო და რას ვხედავ ეს გათახსირებული ,,კვათარა,, ურცხვად მიშტერებია ჩემ მაქსიელას სიფათში ! გავაზე წამოვარტყი ძაღლს ეცი რაღას უდგეხარ შე ბოთეთქო !შევარდა და ამოისროლა ქათამი ზემოთ,გავსწორდი წელში ჩავსვი და ბახ! მწყერის საფანტმა ივაჟკაცა და ქათამი ძირს დაენარცხა მაყვალეკლიანში.დაჭრილია გაგცევას ლამობს მაგრამ ვინ დააცალა 3-4 წამში მაქსიმილიანის ხახაში აღმოჩნდა. მოკლედ ბევრი ვიკოცნავეთ მე და მაქსიმ ,მივულოცე პირველი ვალდშნეპი ბარამბოს შოკოლადით და გამოვუყევით გვერდი გვერდ დიდი სიამოვნებითა და მეგობრობით აღვსილები.!

5e59d07a71ac.jpg

ყოჩაღ ავთანდილ!

:yes:

Link to post
Share on other sites
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...