ლაშა 0 Posted November 12, 2013 Report Share Posted November 12, 2013 რა ადგილია ეს ბაშის აუზები ხომ არარის? Link to post Share on other sites
giorgi 2 Posted November 12, 2013 Report Share Posted November 12, 2013 (edited) თორნიკე რეხვიაშვილი თორნიკე ვიკიპედიაში ვნახე ეს...მაგრამ სურათებით არ გავს რატომღაც :scratchchin: კოკონა (Bucephala), იხვების გვარი ბატისნაირთა რიგისა. სხვა იხვებისაგან გამოირჩევიან ნისკარტის აგებულებით, თანაც უკანა თითზე ფართო ლაპოტი აქვთ. გვარში 2 სახეობაა: ისლანდიური კოკონა (Bucephala islandica), რომელიც გავრცელებულია მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში, გრენლანდიისა და ისლანდიაში და ჩვეულებრივი კოკონა (Bucephala clandula), რომელიც გვხვდება ევროპისა, აზიისა და ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილებში. საქართველოს ფარგლებში მიმოფრენისას და ზამთარში გვხვდება ჩვეულებრივი კოკონა. კოკონა ბინადრობს ტბებისა და ზღვების სანაპიროებზე. ხის ფუღუროში. მაისში დებს 4-14 კვერცხს, იკვებება წყლის მწერებითა და მათი მატლებით. ზოგჯერ ლიფსიტებსაც ჭამს. კოკონა სანადირო ობიექტია. Edited November 12, 2013 by jino-93 Link to post Share on other sites
laika 0 Posted November 12, 2013 Report Share Posted November 12, 2013 რა ადგილია ეს ბაშის აუზები ხომ არარის? არა ლაშა,ეს ნოღელაა ! Link to post Share on other sites
mirza 0 Posted November 12, 2013 Report Share Posted November 12, 2013 ახლა მოედი დაღლილ დაქანცული,მთელი თეთრი წყაროს ტყეები დილის მერე გადავატრიალე,საღამოს პერელიოტზეც გავჩერდი მაგრა გინდ დაიჯერეთ გინდ არა 1 ცალი ქათამიც ვერ ვნახე ,ახლა დავზეთე თოფი და დავიგინე გათოვლებამდე ხელს არ ვახლებ მეთქი Link to post Share on other sites
ი ლ უ შ ა 0 Posted November 13, 2013 Report Share Posted November 13, 2013 თორნიკე რეხვიაშვილი თორნიკე ვიკიპედიაში ვნახე ეს...მაგრამ სურათებით არ გავს რატომღაც :scratchchin: კოკონა (Bucephala), იხვების გვარი ბატისნაირთა რიგისა. სხვა იხვებისაგან გამოირჩევიან ნისკარტის აგებულებით, თანაც უკანა თითზე ფართო ლაპოტი აქვთ. გვარში 2 სახეობაა: ისლანდიური კოკონა (Bucephala islandica), რომელიც გავრცელებულია მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში, გრენლანდიისა და ისლანდიაში და ჩვეულებრივი კოკონა (Bucephala clandula), რომელიც გვხვდება ევროპისა, აზიისა და ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილებში. საქართველოს ფარგლებში მიმოფრენისას და ზამთარში გვხვდება ჩვეულებრივი კოკონა. კოკონა ბინადრობს ტბებისა და ზღვების სანაპიროებზე. ხის ფუღუროში. მაისში დებს 4-14 კვერცხს, იკვებება წყლის მწერებითა და მათი მატლებით. ზოგჯერ ლიფსიტებსაც ჭამს. კოკონა სანადირო ობიექტია. არ ენდო ვიკიპედიას... როგორც თოლია არ არის სანადირო ობიქქტი ისე კოკონა, თევზით არის გაჟღენთილი. Link to post Share on other sites
ლაშა 0 Posted November 13, 2013 Report Share Posted November 13, 2013 არა ლაშა,ეს ნოღელაა ! რაღაც მეცნო მაგ ადგილი და უცებ ვერ გავიხსენე მანდაც ბევრჯერ ვარ ნამყოფი მაგარი კარგი ადგილებია მანდ Link to post Share on other sites
laika 0 Posted November 13, 2013 Report Share Posted November 13, 2013 რაღაც მეცნო მაგ ადგილი და უცებ ვერ გავიხსენე მანდაც ბევრჯერ ვარ ნამყოფი მაგარი კარგი ადგილებია მანდ ეს ადგილი უკვე კერძო საკუთრებაა და აწი მანდ შესვლა სანადიროდ პრობლემა იქნება,მანქანებით დადიან და ამოწმებენ ტერიტორიას.მოვიდნენ კულტურულად ზრდილობიანად და გვთხოვეს დაგვეტოვებია ტერიტორია,რადგან კერძო საკუთრებაა და უახლოეს მომავალში გეგმავენ სათევზაო და სანადირო მეურნეობის გაკეთებას მაგ ბასეინებზე,შესვლა იქნება ფასიანი ! Link to post Share on other sites
ლაშა 0 Posted November 13, 2013 Report Share Posted November 13, 2013 (edited) ეს ადგილი უკვე კერძო საკუთრებაა და აწი მანდ შესვლა სანადიროდ პრობლემა იქნება,მანქანებით დადიან და ამოწმებენ ტერიტორიას.მოვიდნენ კულტურულად ზრდილობიანად და გვთხოვეს დაგვეტოვებია ტერიტორია,რადგან კერძო საკუთრებაა და უახლოეს მომავალში გეგმავენ სათევზაო და სანადირო მეურნეობის გაკეთებას მაგ ბასეინებზე,შესვლა იქნება ფასიანი ! მანდ ისე სულ კერძო საკუთრება იყო აბრებიც აყენია მარა არ გვიშლიდა არავინ ნადირობას. კუნძული რომ არის ისიც კერძოა უკვე ? Edited November 13, 2013 by JABA Link to post Share on other sites
jaba 2 Posted November 13, 2013 Report Share Posted November 13, 2013 მართალი ხარ ლევან,ჯინომ რო მოკლა ის მურტალაა Link to post Share on other sites
giorgi 2 Posted November 14, 2013 Report Share Posted November 14, 2013 (edited) მიხედავად უღრუბლო და მზიანი დღისა მაინც ვერ გავჩერდი სახლში და ნაცნობ ადგილებს მივაშურეთ მე და "რუბიმ" იხვის იმედი არც მქონდა,რამდენიმე მელოტა ავიღე აბაა როგორი ნაბულია?წყვილად ამოიყვანა ბეკასი Edited November 14, 2013 by jino-93 Link to post Share on other sites
duta 0 Posted November 14, 2013 Report Share Posted November 14, 2013 ამინდები რო აირევა და ცოტა სიცივეს დაიჭერეს მერე დავცხოთ ერთობლივი ძალისხმევით მაგათ გიო თან იქნებ კვატებიც გამოჩნდნენ :vinsent: Link to post Share on other sites
giorgi 2 Posted November 14, 2013 Report Share Posted November 14, 2013 duta აბა რა დუტა უნდა დავცხოთ,გამოჩნდება აბა რას იზავს,უბრალოდ დროისა და ამინდის შერჩევა გვინდა Link to post Share on other sites
laika 0 Posted November 14, 2013 Report Share Posted November 14, 2013 მალადეც ჯინო მშვენიერია ! ის ბუნდღა დასაწვავიც გამოჩნდება ბიჭებო,ნუ ჯავრობთ,როგორც ვარაუდობენ დეკემბრის შუა რიცხვებიდან ძაან დაბალი ტემპერატურა იქნება ! Link to post Share on other sites
giorgi 2 Posted November 14, 2013 Report Share Posted November 14, 2013 ქუთათური გაიხარე გივი სხვა გზა მაინც არ აქვს ისევ ჩვენთან არ მოვა? Link to post Share on other sites
duta 0 Posted November 14, 2013 Report Share Posted November 14, 2013 როგორც ვარაუდობენ დეკემბრის შუა რიცხვებიდან ძაან დაბალი ტემპერატურა იქნება ! შენ პირს შაქარი გივი, კაკრაზ მაგ დროს ვამთავრებ შუალედურ გამოცდებს და 10 დღიანი დასვენება მაქ Link to post Share on other sites
avto 106 Posted November 17, 2013 Report Share Posted November 17, 2013 გუშინ დილას ვიყავით გასული ფოთისკენ.წვრილმა იხვმა გადაიარა ერთმა პატარა გუნდმა და ისიც მაღალზე. შემდეგ ცოტა ვიარეთ მაგრამ აზრი არ ქონდა და თევზაობაზე გადავედით. თევზაობისას ნუტრიამ გაგვაკვირვა,ერთი ჩემს წინ გამოვიდა წყალზე და მეორე არხეინას წინ.დისტანცია 4-5 მეტრი იყო. საიდან იცოდნენ თოფები რომ შევინახეთ აზრზე არავარ. :d030: Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted November 18, 2013 Report Share Posted November 18, 2013 ბაღდათში ყოფილა ქათამი შაბათ-კვირას. Link to post Share on other sites
bigmisha 0 Posted November 21, 2013 Report Share Posted November 21, 2013 რახდება ქათამი საით ბუდობს ხოარიცით, ქუთაისის მიდამოებში, ამ შაბათკვირას გაისეირნებდა კაცი სადმე Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted November 22, 2013 Report Share Posted November 22, 2013 გუშინ საღამოს პერელიოტზე ერთი წყვილი ქათამი მომიწია, შორიდან მოვჩიჩმე, ახლოს მოვუშვი(გულში იმის გაფიქრებაც კი მოვასწარი ვალდშნეპზე დუბლი დიდი ხანია არ დამიგდია მეთქი), დავუშვი ორი პირი, მაგრამ მაგ ბუნდღადასაწვავებმა არხეინად განაგრძეს ფრენა... კიდევ კარგი სავაზნეები დაცლილი იყო თორემ შუბლში უნდა დამეხალა მორიგი ვაზნა ძაღლმა ნაღვლიანი მზერა გააყოლა წყვილ ფრთოსანს და მერე თვალებით მითხრა: რა ქენი შე ჩემა, თავზე გადაგვასკინტეს ქათმებმა და წევიდნენ, ტფუი შენს ჩუბინობასო!!! Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted November 22, 2013 Report Share Posted November 22, 2013 ქათამს თოფი რაფერ გოუწიე,არ შეგეცოდა შე მხეცოოო!!!!!! :d030: Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted November 22, 2013 Report Share Posted November 22, 2013 ქათამს თოფი რაფერ გოუწიე,არ შეგეცოდა შე მხეცოოო!!!!!! :d030: აბა იხვი არაა ჯერ ჩვენსკენ და რა ვქნა?! Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted November 22, 2013 Report Share Posted November 22, 2013 კაცო,წყალწმინდაზე უამრავი იხვი და ქათამი კიდია გასაყიდად და რა ხდება თუ ძმა ხარ,აქეთ იხვი არ ჩანს ჯერ!!!! Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted November 22, 2013 Report Share Posted November 22, 2013 (edited) კაცო,წყალწმინდაზე უამრავი იხვი და ქათამი კიდია გასაყიდად და რა ხდება თუ ძმა ხარ,აქეთ იხვი არ ჩანს ჯერ!!!! სადმე ტყეში ექნებათ მყუდრო ადგილი მოძებნილი იხვებს, ღამე-ბნელზე შედიან და ძოვენ ძროხებივით ალბათ. მეფარნეებს და ბრაკებს ექნებათ ეგ ადგილი მიგნებული და ხოცავენ ალბათ... აბა კრასნოდარიდან არ ექნებათ ეგ იხვები ჩამოტანილი გასაყიდად დარწმუნებული ვარ Edited November 22, 2013 by Gurulo Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted November 22, 2013 Report Share Posted November 22, 2013 წინა კვირას ვიყავი წასული ნაცნობთან, ქალაქგარეთ ცხოვრობს, მოსაკითხად მივედი და თან 22-იანი მახლდა, მეთქი მიზანში ვისვრი რამოდენიმეს, ქაღალდის სამიზნეები მქონდა თან. შევყევით ლაპარაკში და მოსაღამოვდა. მაგის სახლის წინ ღელე ჩამოდის, წყალი ბევრი არაფერი, მაგრამ თხრილი სადღაც 3-4 მეტრის სიღრმისაა, სიგანე კიდევ 5-6მეტრი. გამოვედი სახლიდან და ხედს გადავხედე, მაგარ ადგილზე აქვს სახლი. მერე მიყრუებულ მხარეს დავაკვირდი, რადგან უცნაური ხმაური ისმოდა. სროლას აზრი არ ჰქონდა, იქიდან გამოტანა შეუძლებელი იყო, დაახლოებით 60-70 მეტრის დისტანციაზე იყვნენ, მაგრამ ეს ღელე იყო გადაულახავი. მე, მაგდენი იხვი ცხოვრებაში არ მინახავს. მუხნარში იჯდნენ, წამოიშლებოდნენ წამიერად და ამ მუხის მიწაზე გართხმულ ტოტებზე სხდებოდნენ, ნახევარ საათზე მეტი ამ საოცრებას ვუყურე. აქ 100 და 200 იხვზე არ არის ლაპარაკი, ხუთჯერ მეტი იყო. მობილურით დავაპირე გადაღება და ბიშტი, არაფერის სჩანდა ვიდეოზე. ფოტოკამერა სახლში მქონდა დატოვილი. ეგ არ იყო ხის იხვი/WOOD DUCK/ , იყო ჩვეულებრივი ხაზარულა./MALARD/ მსგავს ისტორიას არავის დავუჯერებდი, საკუთარი თვალით რომ არ მენახა, ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი ხაზარულა ხის ტოტზე თუ ჯდებოდა. პ.ს. იცით ჩემი ხასიათი, მაინც გადავუღებ ვიდეოს და გაჩვენებთ ყველას. Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted November 22, 2013 Report Share Posted November 22, 2013 მეც მაქვს გიო ნანახი იხვის ტოტზე ჩამოჯდომა... ოღონდ ის დიდი იხვი არ იყო, პატარა იხვის ჯიშისა გახლდათ. რამდენიმე წლის წინ ვნახე_ საწრეტი არხი გადიოდა საყანე ფართობებს შორის. არხის ნაპირში პატარა ხე იყო ამოსული და იმის ტოტზე იჯდა... ვერ წარმომედგინა იხვი ტოტზე ჩამომჯდარი, მაგრამ ჩემს სკეპტიციზმს წერტილი დაესვა, როცა ის არსება მოკლული ვნახე... Link to post Share on other sites
Recommended Posts