avto 106 Posted August 17, 2012 Report Share Posted August 17, 2012 მოდის და გულის ცემაც იმატებს,ისე იმატებს რომ ასე მგონია რაღაც მაწუხებს და ვერ ვხვდები რისი ბრალია ეს ყველაფერი. არადა კარგად ვიცი რას ნიშნავს მონადირისთვის ხვალინდელ დილამდე გატარებული უძილო ღამე. მინდორში შესვლა საყვარელ ოთხფეხა მეგობართან და რკინის ძმობილით ხელში ბალახის სუნის პირველი ჩასუნთქვა. ეს მინიმუმ 30 ჯერ მაქვს გამოცდილი და ყველა ერთმანეთის მსგავსი იყო. მხოლოდ წელს ,ამ სეზონის გახსნაზე მაქვს განსხვავებული შეგრძნება. ვიცი რომ ხვალინდელი დღე უღალატებს იმ მყარ ტრადიციებს რასაც აქამდე პირველი ადგილი ეჭირა ჩემს ცხოვრებაში. ორმაგად მიცემს გული სიხარულის და დარდის ნაზავი შეგრძნებებით. ძალიან განვიცდი რომ ხვალ სანადიროდ ვერ წავალ. ვერ წარმომიდგენია ჩემი მეგობარი ,,დონის,, გარეშე ვიხალისო და ვეზიარო ჩვეულ სიამოვნებას. ამასწინათ ვეტერინარებმა ჩამოიარეს და სისხლის ანალიზები წაიღეს,მეორე დღით კი დამირეკეს და განმიცხადეს რომ ჩემი დონი ლეიშმანიოზითაა დაავადებული და უნდა დააძინოვო!. ძაღლი ჯანზეა არაფერი ეტყობა . კითხვაზე თუ რამდენად ზუსტია ტესტი მიპასუხეს: 75 % ამართლებსო. ვაიდა 25% შია ჩემი ძაღლი? ხო და ბიჭებო გული მაქვს გახეთქვაზე. თბილისში უნდა ჩავიყვანო დონი და ძვლის ტვინის ანალიზი უნდა გავუკეთო. სანამ არ დავადგენ დიაგნოზის სისწორეს მანამ გული არ მიმდის სეიფი გამოვაღო. ყველას წარმატებულ ნადირობას და გართობას გისურვებთ მონადირეებო. Link to post Share on other sites
levani 71 Posted August 17, 2012 Report Share Posted August 17, 2012 ვა რას ამბობ ავთო? :( მეტი უბედურება მონადირეს რა უნდა დაემართოს? საწყალი დონია ბიჯო ა, მარა ვნახოთ ეგება არ აქვს მაგი წყეული და სხვა რამე ჭირს. Link to post Share on other sites
zaza13 0 Posted August 17, 2012 Report Share Posted August 17, 2012 ავთო ჯაბამ მიტხრა, შეილება არ ჭირდეს ეგ დაავადებაო, იქნებ გადარჩეს, Link to post Share on other sites
avto 106 Posted August 17, 2012 Report Share Posted August 17, 2012 ბაქტერიოლოგიური ანალიზი უკვე გავაკეთეტ ზაზა და სთაფილოკოკური ინფექცია დადასტურდა,ჯაბამ მითხრა შეიძლება ლეიშმანიოზის ტესტზე აჩვენოს ამ ინფექციამ დადებითიო. სტაფილოკოკზე ვმკურნალობ და შედეგები ნამდვილად არის. ღმერთმა ქნას შეცდომა იყოს. მინდა მტკიცედ ვიცოდე რა სჭირს ძაღლს და მაგიტო ვაპირებ თბილისში ჩამოყვანას. Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted August 17, 2012 Report Share Posted August 17, 2012 ნეტაი არ წამეკითხა. ჯაბა, რამე საიმედო გვითხარი, თორემ გასკდა გული. Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted August 17, 2012 Report Share Posted August 17, 2012 აუ ბიჯო ავთია,იქნებ არ იყოს კაცო,ვაა რა ცუდია!!!! Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted August 17, 2012 Report Share Posted August 17, 2012 ავთო თვითონ ძაღლი როგორაა? ხალისი, ვიდი და რამე? Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted August 17, 2012 Report Share Posted August 17, 2012 ავთო ჯერ სრული ანალიზი ნახე თბილისში, იქნებ შეცდნენ ქუტაისში. წარმოდგენაც კი მიჭირს...ლედია ისეა დაბერებული და დაუძლურებული, ვეტერინარი მეუბნება, ადვილად იკიდებს დაავადებებს და ტორას გადადებს და დააძინეო და მაინც ვერ ვაკეთებ და ჯანღონით სავსე ახალგაზრდა ძაღლზე როგორი წარმოსადგენია დაძინება. ავთო ყველაფერი კარგად იქნება, თბილისში ჩაიყვანე. Link to post Share on other sites
duta 0 Posted August 17, 2012 Report Share Posted August 17, 2012 ავთო ავთო ღმერთმა ქნას ცდებოდნენ ქუთაისელი ვეტერინარები :( :( :( Link to post Share on other sites
avto 106 Posted August 17, 2012 Report Share Posted August 17, 2012 ავთო თვითონ ძაღლი როგორაა? ხალისი, ვიდი და რამე? ძაღლი აბსოლიტურ ჯანმრთელად გამოიყურება აჩიკო. ჭამს დახტის და ხალისობს ჩვეულებრივად. თბილისიდან იყვნენ ვეტერინარები,რაღაც საერთაშორისო ორგანიზაცია გვაფინანსებს და ანალიზები უფასოაო. ჩემი ძაღლი მათი თქმით 722-ე იყო რომლის ანალიზიც აიღეს. მოდებულია ეს დაავადებაო. ასეთივე დიაგნოზი დაუსვეს ჩემი ბიძაშვილის 2 ძაღლს და არხეინას ერთ დრათხარს. საეჭვოდ ის მეცვენება რომ თუკი დავალება ქონდათ ძაღლები შეემოწმებინათ რატომ შეწყვიტეს ჩემს სახლთან ანალიზების აღება? ჩემს იქეთ აღარ წასულან. არადა ქუჩაში უამრავ მოსახლეს ყავს ძაღლი. მეორე რაც მაეჭვებს ისაა რომ ქუთაისში ვერ ვნახე მონადირე ან ძაღლის პატრონი ვისთანაც იყვნენ და იგივე პროცედურა ჩაატარეს. სად ჩაატარეს წინა 700 აზრზე ვერ მოვდივარ. Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted August 17, 2012 Report Share Posted August 17, 2012 ავთო შეიძლება მორიგი გრანტის ჭამას აქვს ადგილი თან ვადაგასული პრეპერატებით აბა ეგ რომ არა მაშინ მონადირე ძაღლების დახოცვა სდომებიათ და ეგაა Link to post Share on other sites
zaza13 0 Posted August 17, 2012 Report Share Posted August 17, 2012 (edited) მე მომიწამლა ვიღაცამ ძაღლები გადასხმები გაუკეთებია მამაჩემს რამის გავგიჟდი რომ გავიგე, ნადირაც და ესტონკაც ორივე ცუდათ გახდნენო და რომ მივიყვანე ვეტექიმთანო მოწამლულები არიანო, ვეტექიმს უთქვია. Edited August 17, 2012 by zaza13 Link to post Share on other sites
avto 106 Posted August 17, 2012 Report Share Posted August 17, 2012 ავთო შეიძლება მორიგი გრანტის ჭამას აქვს ადგილი თან ვადაგასული პრეპერატებით აბა ეგ რომ არა მაშინ მონადირე ძაღლების დახოცვა სდომებიათ და ეგაა ჯერ ზუსტი დიაგნოზი უნდა გავიგო და მერე მივხედავ დანარჩენს. Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted August 17, 2012 Report Share Posted August 17, 2012 ცუდია ძალიან მეგობარი რომ ცუდად არის,მე მახსოვს შენი ძაღლი,მშვენივრად გამოიყურებოდა,დარწმუნებული ვარ სერიოზული არაფერი იქნება... Link to post Share on other sites
zaza13 0 Posted August 17, 2012 Report Share Posted August 17, 2012 ეჰ ვერ ვიძინებ რა, სულ საათს ვუყურებ როდის გახდება 3 საათი Link to post Share on other sites
duta 0 Posted August 17, 2012 Report Share Posted August 17, 2012 გილოცავთ სეზონის გახსნას !!! ყველა წესიერ მონადირეს ვულოცავ,მშვიდობიანი, შედეგიანი და უხვ ნადავლიანი ნადირობები გვქონოდეს ამ სეზონზე სრულ მზადყოფნაში ვარ, ველოდები გათენებას B) Link to post Share on other sites
zaza13 0 Posted August 17, 2012 Report Share Posted August 17, 2012 გილოცავთ ხალხო! მშვიდობიან და ბარაქიან ნადირობას გისურვებთ! :drinks: Link to post Share on other sites
zaza13 0 Posted August 17, 2012 Report Share Posted August 17, 2012 ბიჭებო სურატები რაც შეილება ბევრი გადავიღოთ ცოტა ნადირობის თემებიც ამოვწიოთ თორე თევზაობამ გვაჯობა Link to post Share on other sites
duta 0 Posted August 17, 2012 Report Share Posted August 17, 2012 ბიჭებო სურატები რაც შეილება ბევრი გადავიღოთ ცოტა ნადირობის თემებიც ამოვწიოთ თორე თევზაობამ გვაჯობა გეთანხმები ზაზა. რაც შეიძლება ბევრი ფოტო-ვიდეო მასალა Link to post Share on other sites
avto 106 Posted August 17, 2012 Report Share Posted August 17, 2012 გილოცავთ სეზონის გახსნას ბიჭებო! მიუხედავად იმისა რომ ხვალ ვერ გავდივარ მაინც ვერ ვიძინებ. Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted August 17, 2012 Report Share Posted August 17, 2012 გადი ავთია და გაიყვანე დონი. შენს თვალს არ გამოეპარება, თუ რა უჭირს ძაღლს, მაშინვე შეატყობ. არც შენ მოიკლო და არც მაგას დააკლო ის სიამოვნება, რასაც ნადირობა ჰქვია. გაიყვანე ავთანდილ შენი ცუგრია. გილოცავთ ხალხო, მრავალი სეზონი გენადიროთ და ყველა ერთმანეთზე უკეთესი ყოფილიყვეს. Link to post Share on other sites
maxo06 6 Posted August 17, 2012 Report Share Posted August 17, 2012 აბა თქვენ იცით მონადირენო.გილოცავთ სეზონის გახსნას.ბევრი გენადიროთ და ბევრიც მოგენადიროთ Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted August 18, 2012 Report Share Posted August 18, 2012 გილოცავთ მონადირეებო,უფალმა მრავალს დაგასწროთ,არ მოგშლოდეთ ჩვენი საოცარი ბუნების მოფერების სიხარული!!!!! Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted August 18, 2012 Report Share Posted August 18, 2012 ე ბიჯო დაწერეთ რომელიმემ რა ჰქენით დღეს. დამაწყდა ნერვები, წარამარა ვრთავ კომპიუტერს, იქნებ გავიგო, რა ჰქნეს ჩვენმა ბიჭებმათქო. Link to post Share on other sites
avto 106 Posted August 18, 2012 Report Share Posted August 18, 2012 ავედი ამ დილით აივანზე და დაველოდე თოფის ჰანგებს ჭალებიდან მაგრამ ,,მუსიკა,, ძალიან ღარიბული ისმოდა. არ იყო დღეს მწყერი აქ როგორც ჩანს. Link to post Share on other sites
Recommended Posts