duta 0 Posted February 18, 2014 Report Share Posted February 18, 2014 მალადეც ალიკ საღოლ Link to post Share on other sites
Коба 47 Posted February 19, 2014 Report Share Posted February 19, 2014 აუუუუუ< რა ამბავია აქ მორჩა.... წელს რუსეთში იხვი საძებნი გაგვიხდება ბარაქა ბიჭებო! ღმერთმა შეგარგოთ Link to post Share on other sites
avto 106 Posted February 19, 2014 Report Share Posted February 19, 2014 აუუუუუ< რა ამბავია აქ მორჩა.... წელს რუსეთში იხვი საძებნი გაგვიხდება ბარაქა ბიჭებო! ღმერთმა შეგარგოთ სორე ჯიმა დანაპირებ სეზონიშ თება სკანწკუმა ართო? Link to post Share on other sites
Коба 47 Posted February 23, 2014 Report Share Posted February 23, 2014 სორე ჯიმა დანაპირებ სეზონიშ თება სკანწკუმა ართო? ვარე ჯიმა მოულაშ დრო, ბრელ სამუშა მიღუ. თევრენ თუთას ქუმულ აუცილებელო Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted March 2, 2014 Report Share Posted March 2, 2014 მე 27 თებერვალს მოვახერხე საღამოს სეზონის დასახურად გასვლა,საჭოჭუოს ეწერზე გავედით სამნი.,,პერელიოტამდე,, ასე 2 საათი იყო და ვეცადეთ რაც შეიძლება,ველურ და ძნელმისადგომ ადგილზე შევსულიყავით,ამ ადგილს ,,დამპალ,,ეწერს ვეძახით,საშინელი სასიარულოა.ნელ-ნელა მივდიოდით,მივლაპარაკობდით,თან ჩამავალი მზის სხივებით განათებულ ეწერს ვათვალიერებდით,მოშორებით,ასე 150-200 მეტრში,სამი მოფარფატე, დიდი, თეთრი პეპელა შევნიშნე,დავაკვირდი,რა პეპელა კაცო,შველები!!!!!პეპლებად მათი თეთრი კუდები მომეჩვენა,ჩვენგან ზურგით ნელა მისეირნობდნენ,მაშინვე ჩავჯექით!!ღმერთო,რა ლამაზები იყვნენ,ორი ხარი და ერთი ფური!!!ხარებს არც მოუხედიათ,ფურის სილამაზეს ყავდა ორივე ,,წაყვანილი,, ფურიც,ლებანიძის არ იყოს ,,მიწაგასახეთქი,, იცით როგორი იყო????რქაწითელის მწიფე მტევანივით,დამკრახული,ახალშეღერებული 18 წლის გოგო!!!!!სულ რაღაც 1 წუთი ვტკბებოდით ალბათ,ფურმა მოიხედა და წამებში მოჩვენებებივით გაქრნენ,დარწმუნებული ვარ ასე გადაულაპარაკა,,კავალრებს,,...იქ სიკვდილია!!!!!!ჩვენ კი ვიდექით,ყურებამდე გაღიმებულები და ყველგან,მანადირულ ტანსაცმელზე,თოფებზე,ფალასკებზე,მთელი სეზონის იხვის სისხლით გაპოხილ ზურგჩანთებზე,სიკვდილის საშინელი სუნი აგვდიოდა!!!!!მერე კარგა ხანს ერთმანეთს ბედნიერები ლაპარაკს არ ვაცლიდით!!!იცით რა მიხაროდა??გახსენით ინტერნეტი,უამრავი ტელეგადაცემა და შველის მეტი რაა,მწყერივით ხოცავენ დიდ სამონადირეო კულტურის ქვეყნებში,მაგრამ არა, ეს ჩემი შველი იყო,რომელიც არც არავის გადაურჩენია,არს არავის გაუმრავლებია,არც ტურა-მგელი გაუწყვეტია ვინმეს, მისთვის კომფორტის შესაქმნელად,არს საკვებურები დაუდგია ვინმეს მისთვის და არც მარილი მიუტანია სალოკად!!!პირიქით ვხოცეთ სადაც წავეწიეთ,კაცმაც და მხეცმაც,ამინდმაც და ავადმყოფობამაც,შლეგმაც და ჭკვიანმაც!!!მაგრამ მაინც გადარჩენილა კაცო,სიყვარულის დრო დადგომია და გამრავლებასაც მოესწრება უფლის ნებით!!!!ისე მომინდა დამეჩოქა იმ გაუვალი ტალახის უკიდეგანო ველზე,მე სიკვდილის სუნით აყროლებულს,გულში ჩამეკრა ეს სილამაზე,ჩემი სიბერეშეპარული სხეულით მისი გულისძგერა,მისი ველური სურნელი შემეგრძნო,მის პრიალა დრუნჩზე მეკოცნა,რომ კიდაღამ ტირილი დავიწყე!!!!!ალალად ვიტყვი,სამთაგან არცერთს არ გაგვქცევია ხელი კარტეჩიანი ჯიბეებისკენ!!! სეზონის ბოლო გასვლა, ხშირად უშედეგოა ხოლმე,მაგრამ არა ამ დღეს,საოცარი გადაფრენა გააკეთა იხვმა,ტყვიასავით მოდიოდა უზარმაზარი გუნდები და ჩვენს გარშემო ჯდებოდა!!!17 ავიღეთ სამივემ,5-6 ცალი დავკარგეთ,ეს იყო და ეს,ახლა მომავალი სეზონის მოლოდინის რეჟიმში გადავდივართ!!!!! :( Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted March 2, 2014 Report Share Posted March 2, 2014 მამუკა, დახურვა კი არა სპექტაკლი გამოსულა. Link to post Share on other sites
lander 2 Posted March 2, 2014 Report Share Posted March 2, 2014 აუფფფ ერთ რამედ ღირს მამუკა შენი მონათხრობის წაკითხვა უუხხხ მეც იქვე ვიდექი ახლა შენს გვერდიტ და შველს ვუყურებდი :* :hi: Link to post Share on other sites
courage 2 Posted March 3, 2014 Report Share Posted March 3, 2014 (edited) დაახლოებით ასეთ სურათს შეესწარი მამუ ხო? ეს რაჭაშია გადაღებული. Edited March 3, 2014 by თორნიკე რეხვიაშვილი Link to post Share on other sites
avto 106 Posted March 3, 2014 Report Share Posted March 3, 2014 მონაყოლიც კი დიდ სიამოვნებას განიჭებს ადამიანს. იქ რა იქნებოდა ხო მისახვედრია. Link to post Share on other sites
ლაშა 0 Posted March 3, 2014 Report Share Posted March 3, 2014 ძაან მაგარი სურათი იქნებოდა მამუ მაგარ მომენტს შესწრებიხარ Link to post Share on other sites
Коба 47 Posted March 3, 2014 Report Share Posted March 3, 2014 მადლობა მამუ ბრწყინვალედ შესძლე ნაღდი მონადირის შინაგანი სამყაროს გადმოსცემა. ამიტომაც დაგალჯილდოვა არტემიდამ უხვი ნადავლით. შენთან ერთად ველოდები შენს ახალ სეზონს. Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted March 4, 2014 Report Share Posted March 4, 2014 მამუკა ბევრ სხვა ნიჭთან ერთად მწერლის ნიჭიც გაქვს. ღმერთმა უამრავ მასეთ სეზონის დახურვას დაგასწროს. Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted March 4, 2014 Report Share Posted March 4, 2014 mamuka grigolia მაგარია, მუდამ ასე ლამაზად დაგეხუროს სეზონი Link to post Share on other sites
geologi 0 Posted March 5, 2014 Report Share Posted March 5, 2014 mamuka grigolia მრავალი სეზონი დაგეხუროს ბუნების სიყვარულით! Link to post Share on other sites
Recommended Posts